ავტორი:

ლადო აფხაზავა ჰიუ ჯეკმანთან ერთად - ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ფოტოები დუბაიდან

ლადო აფხაზავა ჰიუ ჯეკმანთან ერთად - ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ფოტოები დუბაიდან

დღეს "მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019"-ის გამარჯვებული გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 18:00 საათზე, დუბაიში გაიმართება. ფინალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 10 მასწავლებელი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის გურული პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

ცოტა ხნის წინ "მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს" "ფეისბუქის" გვერდზე ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. პედაგოგები, მათ შორის ლადო აფხაზავა, ფოტოებზე ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ავსტრალიელ მსახიობთან ჰიუ ჯეკმანთან ერთად არიან გადაღებული.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისმა მოსწავლეებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ.

სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე ნარგავების, განსაკუთრებით კოლხური ბზის მოვლა-პატრონობას და შემდეგ მათ გაშვილებას. მიტოვებულ შენობაში დაწყებული საქმიანობა იმ დონეზე განავითარეს, რომ უკვე 4 000 ევროიანი დაფინანსება აქვთ და მაღალი დონის სათბურსაც აკეთებენ წაიკითხეთ მეტი ლადო აფხაზავას შესახებ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ