ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, გარდაცვლილი გოგოს ახლობლებსა და პოლიციელებს შორის

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, გარდაცვლილი გოგოს ახლობლებსა და პოლიციელებს შორის

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"ესენი არიან ჩვენი დამცველები? არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი, ისე დაგვიპირისპირდნენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი ქალის მკურნალი ექიმის, ეკა ფუტკარაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და აჭარის პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "უღმერთოები არიან, არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი" - დაპირისპირება პოლიცილებსა და გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებს შორის ბათუმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი