პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატოს ჯარების ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც ბილ კლინტონი "შალის" ეძახდა - "პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს"
ნატოს ჯარების ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც ბილ კლინტონი "შალის" ეძახდა - "პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს"

ქარ­თვე­ლებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ი­ტა­ნეს. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი 1992-1993 წლებ­ში გე­ნე­რა­ლი ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი იყო. ის ევ­რო­პა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კავ­ში­რის (ნატო) ჯა­რე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი გახ­ლდათ.

- შალი! ასე ეძახ­და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნი. კლინ­ტო­ნი მას მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­გორც მე­გო­ბარს და გან­სა­კუთ­რე­ბულ მრჩე­ველს, რომ­ლის ბრძნულ რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ეყ­რდნო­ბო­და! 2000 წელს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში "ერი­სი­ონს" ვახ­ლდი, რო­გორც ან­სამ­ბლის მე­ნე­ჯე­რი. კარ­გად მახ­სოვს, გე­ნე­რა­ლი შა­ლი­კაშ­ვი­ლი ქა­ლაქ სი­ეტ­ლში კონ­ცერტს და­ეს­წრო. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ იგი სცე­ნა­ზე თა­ვის შვილ­თან, ბრან­ტთან ერ­თად ამო­ვი­და და მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­უ­ბარ­ში გვი­თხრა: "დღეს მე ჩემს შვილს სა­ქარ­თვე­ლო გა­ვა­ცა­ნიო". გე­ნე­რა­ლი შა­ლი­კაშ­ვი­ლი არის იმ ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ-ამე­რი­კელ­თა შო­რის, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში..." - იხ­სე­ნებს რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი.

ნა­ტოს ჯა­რე­ბის ქარ­თვე­ლი უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს ასე­ვე პი­რა­დად შეხ­ვდა სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი:

- ძმე­ბი შა­ლი­კაშვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს1990-იან წლებ­ში ეწ­ვივ­ნენ, იმ პე­რი­ოდ­ში ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძე იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და მას­თან ერ­თად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შა­ლი­კაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დით გურ­ჯა­ან­ში, სა­დაც მათი საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლი იყო.

- ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს რამ­დე­ნად ახ­სოვ­და სა­ქარ­თვე­ლო, შე­ეძ­ლო თა­ვის გავ­ლე­ნით მე­ტად დახ­მა­რე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნას?

- ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეჭი­რა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას, ეს პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე არ წყდე­ბა! უნდა ყო­ფი­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, კონ­გრე­სის, სე­ნა­ტის... მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის­თვის გან­ყე­ნე­ბუ­ლი, უცხო თემა იყო. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­და... თუმ­ცა დღე­საც ერთი ადა­მი­ა­ნი, თუნ­დაც ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყოს, ვე­რა­ფერს გა­და­წყვეტს. აქ სა­უ­ბა­რია მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე და პირ­ველ რიგ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს!

ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი ძმე­ბი შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვრცლად გვე­სა­უბ­რა:

- ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი 1992-1993 წლებ­ში გე­ნე­რა­ლი, ევ­რო­პა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი კავ­ში­რის (ნატო) ჯა­რე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო. ამას­თან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ევ­რო­პის კო­მან­დის მე­თა­უ­რო­ბა­საც ითავ­სებ­და. მთა­ვარ­სარ­დლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შა­ლი­კაშ­ვილ­მა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­შიც შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა...

- გვი­ამ­ბეთ ძმე­ბის ოთარ და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ...

- მა­მის და ბი­ძის მსგავ­სად, სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა აირ­ჩი­ეს დი­მიტ­რი შა­ლი­კაშ­ვი­ლის ვა­ჟებ­მაც. ოთარ შა­ლი­კაშ­ვილ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ამე­რი­კის ჯარ­ში 1952 წელს რი­გით ჯა­რის­კა­ცად და­ი­წყო, 1954 წელს გახ­და სერ­ჟან­ტი, 1958 წელს და­ამ­თავ­რა პე­ო­რი­ის უნი­ვე­რი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა და ოფი­ცერ­თა სკო­ლა. და­ნიშ­ნეს ქვე­ი­თი ჯა­რე­ბის ოფიც­რად. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სარ­დლო­ბი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის კო­ლე­ჯი, ასე­ვე აშშ-ს ჯა­რე­ბის საბ­რძო­ლო კო­ლე­ჯი, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ეკო­ნო­მი­კა­ში და მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. იბ­რძო­და ვი­ეტ­ნამ­ში, 1967-1968 და 1971-1972 წლებ­ში შვე­ულმფრენ­თა სა­დე­სან­ტო ჯა­რის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. წარ­მა­ტე­ბით მსა­ხუ­რობ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბის, მათ შო­რის არ­მი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შტაბ ბი­ნის სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. იყო ქვე­ი­თი ჯა­რე­ბის სკო­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არ­მი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი და აშშ-ს არ­მი­ის საბ­რძო­ლო კო­ლე­ჯის სა­მე­თა­უ­რო და სა­მე­ნე­ჯმენ­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტის პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის წევ­რი.

20 წლის წინ ოთარ შა­ლი­კაშ­ვი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის ჩი­ნით გა­ვი­და პენ­სი­ა­ზე, თუმ­ცა შე­უ­ნარ­ჩუნ­და აშშ ჯა­რის ოფიც­რის უფ­ლე­ბე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე წელი პოლ­კოვ­ნი­კი შა­ლი­კაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში აშშ-ს ჯა­რე­ბის შტაბ-ბი­ნის­თვის აქ­ტი­ურ სა­კონ­სულ­ტა­ციო სამ­სა­ხურს უძღვე­ბო­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ნა­ტოს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. იგი ამ­ზა­დებ­და აშშ-ს ჯა­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფებს ბოს­ნი­ა­სა და კო­სო­ვო­ში დის­ლო­კა­ცი­ი­სათ­ვის, ასე­ვე აა­ნა­ლი­ზებ­და ამ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას მათი დის­ლო­კა­ცი­ის შემ­დეგ. 2001 წლი­დან და­ნიშ­ნეს აშშ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის უფ­როს მრჩევ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ში. ოთარს დიდი როლი მი­უ­ძღვის ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში - 2001-2005 წლებ­ში იგი უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მას.

ძმე­ბი, ოთარ და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი

- უფრო ცნო­ბი­ლი გახ­და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი..

- კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა. და­ამ­თავ­რა ბრედ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო-მე­ქა­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით. 1978 წელს ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა, 1993 წელს მე­რი­ლენ­დის, ხოლო 1994 წელს ბრედ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში - დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი. აშშ-ს უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო-სა­ზღვა­ოს­ნო სა­წავ­ლებ­ლის, შტა­ბის კო­ლე­ჯი­სა და არ­მი­ის სამ­ხედ­რო კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1959 წელს, ოფი­ცერ­თა სა­კან­დი­და­ტო სკო­ლაც და­ამ­თავ­რა და არ­ტი­ლე­რი­ის მე­ო­რე ლე­ი­ტე­ნან­ტის სამ­ხედ­რო წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. მომ­დევ­ნო 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მსა­ხუ­რობ­და არა მხო­ლოდ ალას­კა­ზე და შტა­ტებ­ში, არა­მედ ევ­რო­პა­სა და აზი­ის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, იტა­ლი­ა­ში, ვი­ეტ­ნამ­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში.

1960-იანი წლე­ბი­დან გე­ნე­რალ­მა შა­ლი­კაშ­ვილ­მა სწრა­ფად გა­ი­ა­რა კა­რი­ე­რის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი სა­ვე­ლე-სა­არ­ტი­ლე­რიო სკო­ლის მსმე­ნე­ლი­დან ამე­რი­კის უზე­ნა­ეს სამ­ხედ­რო პი­რამ­დე: 1962 წლის 7 ივ­ლისს გახ­და ლე­ი­ტე­ნან­ტი, 1966 წლის 7 ივ­ლისს _ კა­პი­ტა­ნი, 1973 წლის 7 ივ­ლისს _ მა­ი­ო­რი, 1980 წლის 7 ივ­ლისს _ ლე­ი­ტე­ნანტ-პოლ­კოვ­ნი­კი, ხოლო 1982 წლის 15 მარტს _ პოლ­კოვ­ნი­კი. იმა­ვე წელს კი ბრი­გა­დის გე­ნერ­ლად და­ა­წი­ნა­უ­რეს. ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და დი­რექ­ტო­რის, სტრა­ტე­გი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დამ­გეგ­მა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს.

1984 წელს შა­ლი­კაშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში პირ­ველ ჯავ­შან-სა­ტან­კო დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რის ასის­ტენ­ტად და­ნიშ­ნეს. 1986 წლის 1 სექ­ტემ­ბერს 50 წლის ჯონ მალ­ხაზს გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. დაბ­რუნ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წედ. 1987-1989 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ვა­შინგტო­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ფორტ ლე­ვის­ში ინ­ფან­ტე­რი­ის მე-9 მო­ტო­რი­ზე­ბულ დი­ვი­ზი­ა­ში. 1989 წლის აგ­ვის­ტო­ში გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში დაბ­რუნ­და და ევ­რო­პა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე-7 არ­მი­ის შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. იმა­ვე წლის 1 ოქ­ტომ­ბერს მას გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

1991 წლის აპ­რილ­ში ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი სა­თა­ვე­ში ედგა ოპე­რა­ცი­ას Provide Komfort (ნუ­გე­შის­ცე­მას), რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად ჩრდი­ლო­ეთ ერაყ­ში ასი­ა­თა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლი ქურ­თი დაბ­რუნ­და. 1991 წლის აგ­ვის­ტო­ში ვა­შინგტონ­ში გა­იწ­ვი­ეს და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შტა­ბე­ბის უფ­როს­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წედ და­ნიშ­ნეს. 1992-1993 წლებ­ში გე­ნე­რა­ლი ევ­რო­პა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კუ­რი კავ­ში­რის (ნატო) ჯა­რე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო. ამას­თან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ევ­რო­პის კო­მან­დის მე­თა­უ­რო­ბა­საც ითავ­სებ­და. მთა­ვარ­სარ­დლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შა­ლი­კაშ­ვილ­მა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­შიც შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას შა­ლი­კაშ­ვი­ლი პა­სუხს აგებ­და ნა­ტოს მიერ იუ­გოს­ლა­ვი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ზე. მას­ვე ეკის­რე­ბო­და, რო­გორც ჰუ­მა­ნუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ბოს­ნი­ე­ლი მუს­ლი­მე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე ბოს­ნი­ელ სერბთა პო­ზი­ცი­ებ­ზე ნა­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძალ­თა სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია.

გე­ნე­რა­ლი შა­ლი­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კა-კო­რე­ის, ამე­რი­კა-ვი­ეტ­ნა­მის და ერაყ-ქუ­ვე­ი­თის ომე­ბის მო­ნა­წი­ლეა. სპარ­სე­თის ყუ­რე­ში ომის დროს მან თავი გა­მო­ი­ჩი­ნა რთუ­ლი სამ­ხედ­რო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­და­წყვე­ტით. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, გე­ნე­რა­ლი შა­ლი­კაშ­ვი­ლი ჩრდი­ლო­ეთ ერაყ­ში ქურთთა დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ებს სარ­დლობ­და. რო­გორც აშშ-ს შტა­ბე­ბის უფ­როს­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე კო­ლინ პა­უ­ე­ლი აცხა­დებ­და, შა­ლი­კაშ­ვილ­მა, რო­გორც შე­სა­ნიშ­ნავ­მა მე­თა­ურ­მა, ბრძო­ლა­ში თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი გვიჩ­ვე­ნა. მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა დაგ­ვირ­გვინ­და იმით, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ბილ კლინ­ტონ­მა 1993 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის უფ­როს­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის რი­გით მე-13 თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. ამე­რი­კის უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ეს და­ნიშ­ვნა პენ­ტა­გონ­შიც კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღიქ­ვეს.

25-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რი­სა და დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთ ძმას ამე­რი­კე­ლე­ბი­სათ­ვის ძნე­ლად გა­მო­სათ­ქმე­ლი გვა­რი არც შე­უც­ვლია და არც შე­უ­მოკ­ლე­ბია, თუმ­ცა კი კლინ­ტო­ნი ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს "შა­ლის" უწო­დებ­და. მათ­მა და­ჟი­ნე­ბამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო და მალე ამ რთულ გვარს ამე­რი­კე­ლე­ბიც სწო­რად გა­მოთ­ქვამ­დნენ.

გე­ნე­რალ შა­ლი­კაშ­ვილს მრა­ვა­ლი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი: გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის მე­და­ლი, ორი მუ­ხის ფოთ­ლის შტო, ბრინ­ჯა­ოს ვარ­სკვლა­ვი V-ს ემბლე­ბით, მად­ლო­ბის მე­და­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის ეროვ­ნუ­ლი მე­და­ლი ბრინ­ჯა­ოს ვარ­სკვლა­ვით და უამ­რა­ვი სხვა. ამე­რი­კულ­თან ერ­თად არა­ერ­თი უცხო­უ­რი ჯილ­დოც აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ბელ­გი­ის სა­მე­ფოს "ლე­ო­პოლ­დის~ ორ­დე­ნი, ვი­ეტ­ნა­მის რეს­პუბ­ლი­კის "მა­მა­ცო­ბის ჯვა­რი" და სხვა.

ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავს ბრან­ტი. შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ძი­მე პე­რი­ოდ­ში 1992 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ. ოთარ შა­ლი­კაშ­ვილს თან ჰქონ­და მა­მის ხე­ლით და­ხა­ზუ­ლი კა­ხე­თის რუკა. ისიც იცო­და, რომ მისი წი­ნაპ­რე­ბი გურ­ჯა­ან­ში იყ­ვნენ და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი.

მომ­დევ­ნო ვი­ზი­ტის დროს ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­მა წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი საფ­ლა­ვის ქვის ნა­ტე­ხე­ბი სა­მახ­სოვ­როდ წა­ი­ღო. შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას მამა-პა­პის საფ­ლა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ. ამი­ტო­მაც 10 წლის წი­ნათ გურ­ჯა­ან­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სახლ-მუ­ზე­უმს, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა. 2005 წლის დე­კემ­ბერ­ში შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში გა­იხ­სნა შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი, რო­მელ­საც, პენ­სი­ა­ში გას­ვლის შემ­დეგ, მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­მა გა­დას­ცა მუნ­დი­რი და ჯილ­დო­ე­ბი. ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 2011 წლის 23 ივ­ლისს ვა­შინგტონ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნატოს ჯარების ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც ბილ კლინტონი "შალის" ეძახდა - "პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს"

ნატოს ჯარების ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც ბილ კლინტონი "შალის" ეძახდა - "პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს"

ქართველებმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს. ერთ-ერთი გამორჩეული 1992-1993 წლებში გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი იყო. ის ევროპაში განლაგებული ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ.

- შალი! ასე ეძახდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი. კლინტონი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს და განსაკუთრებულ მრჩეველს, რომლის ბრძნულ რჩევებს ყოველთვის ეყრდნობოდა! 2000 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ერისიონს" ვახლდი, როგორც ანსამბლის მენეჯერი. კარგად მახსოვს, გენერალი შალიკაშვილი ქალაქ სიეტლში კონცერტს დაესწრო. კონცერტის შემდეგ იგი სცენაზე თავის შვილთან, ბრანტთან ერთად ამოვიდა და მისი თანამემამულეები გაბრწყინებული თვალებით წარუდგინა. მოგვიანებით, საუბარში გვითხრა: "დღეს მე ჩემს შვილს საქართველო გავაცანიო". გენერალი შალიკაშვილი არის იმ ლეგენდარულ ქართველ-ამერიკელთა შორის, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში..." - იხსენებს რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი.

ნატოს ჯარების ქართველი უმაღლეს მთავარსარდალს ასევე პირადად შეხვდა სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი:

- ძმები შალიკაშვლები საქართველოს1990-იან წლებში ეწვივნენ, იმ პერიოდში ვარდიკო ნადიბაიძე იყო თავდაცვის მინისტრი და მასთან ერთად ჟურნალისტები შალიკაშვილებთან ერთად ვიმყოფებოდით გურჯაანში, სადაც მათი საგვარეულო სახლი იყო.

- ჯონ მალხაზ შალიკაშვილს რამდენად ახსოვდა საქართველო, შეეძლო თავის გავლენით მეტად დახმარებოდა ჩვენს ქვეყანას?

- ჯონ მალხაზ შალიკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების შეარაღებულ ძალებში უმაღლესი თანამდებობა ეჭირა, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს დახმარებას, ეს პიროვნულ დონეზე არ წყდება! უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნება ამერიკის პრეზიდენტის, კონგრესის, სენატის... მაშინ საქართველო ამერიკისთვის განყენებული, უცხო თემა იყო. ჩვენი ქვეყანა მათი ხელისუფლებისთვის ცნობილი 25 წლის განმავლობაში გახდა... თუმცა დღესაც ერთი ადამიანი, თუნდაც ჩვენი თანამემამულე იყოს, ვერაფერს გადაწყვეტს. აქ საუბარია მსოფლიო დონის პოლიტიკაზე და პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფაქტორი, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ ყველა ითვალისწინებს!

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი ძმები შალიკაშვილების შესახებ ვრცლად გვესაუბრა:

- ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 1992-1993 წლებში გენერალი, ევროპაში განლაგებული ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის კომანდის მეთაურობასაც ითავსებდა. მთავარსარდლად ყოფნის პერიოდში შალიკაშვილმა დიდი გამოცდილება შეიძინა სრულიად ახალი ტიპის კონფლიქტების გადაწყვეტაში. მან დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთულეს პირობებშიც შეუძლია მუშაობა...

- გვიამბეთ ძმების ოთარ და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის შესახებ...

- მამის და ბიძის მსგავსად, სამხედრო კარიერა აირჩიეს დიმიტრი შალიკაშვილის ვაჟებმაც. ოთარ შალიკაშვილმა სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს რიგით ჯარისკაცად დაიწყო, 1954 წელს გახდა სერჟანტი, 1958 წელს დაამთავრა პეორიის უნივერიტეტის საინჟინრო განყოფილება და ოფიცერთა სკოლა. დანიშნეს ქვეითი ჯარების ოფიცრად. დამთავრებული აქვს სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ს ჯარების საბრძოლო კოლეჯი, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში. იბრძოდა ვიეტნამში, 1967-1968 და 1971-1972 წლებში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში. წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის არმიის დეპარტამენტის შტაბ ბინის სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ს არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი.

20 წლის წინ ოთარ შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე, თუმცა შეუნარჩუნდა აშშ ჯარის ოფიცრის უფლებები და ვალდებულებები. რამდენიმე წელი პოლკოვნიკი შალიკაშვილი ევროპაში აშშ-ს ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს უძღვებოდა. მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში. იგი ამზადებდა აშშ-ს ჯარების ქვედანაყოფებს ბოსნიასა და კოსოვოში დისლოკაციისათვის, ასევე აანალიზებდა ამ ქვედანაყოფების გამოცდილებას მათი დისლოკაციის შემდეგ. 2001 წლიდან დანიშნეს აშშ თავდაცვის მინისტრის უფროს მრჩევლად საქართველოს საკითხებში. ოთარს დიდი როლი მიუძღვის ქართული არმიის ჩამოყალიბებაში - 2001-2005 წლებში იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას.

ძმები, ოთარ და ჯონ მალხაზ შალიკაშვილები

- უფრო ცნობილი გახდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილი..

- კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო კარიერა. დაამთავრა ბრედლის უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 1978 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, 1993 წელს მერილენდის, ხოლო 1994 წელს ბრედლის უნივერსიტეტებში - დოქტორის ხარისხი. აშშ-ს უმაღლესი სამხედრო-საზღვაოსნო საწავლებლის, შტაბის კოლეჯისა და არმიის სამხედრო კოლეჯის დასრულების შემდეგ, 1959 წელს, ოფიცერთა საკანდიდატო სკოლაც დაამთავრა და არტილერიის მეორე ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. მომდევნო 23 წლის განმავლობაში იგი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მსახურობდა არა მხოლოდ ალასკაზე და შტატებში, არამედ ევროპასა და აზიის მრავალ ქვეყანაში, კერძოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იტალიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში.

1960-იანი წლებიდან გენერალმა შალიკაშვილმა სწრაფად გაიარა კარიერის ყველა საფეხური საველე-საარტილერიო სკოლის მსმენელიდან ამერიკის უზენაეს სამხედრო პირამდე: 1962 წლის 7 ივლისს გახდა ლეიტენანტი, 1966 წლის 7 ივლისს _ კაპიტანი, 1973 წლის 7 ივლისს _ მაიორი, 1980 წლის 7 ივლისს _ ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, ხოლო 1982 წლის 15 მარტს _ პოლკოვნიკი. იმავე წელს კი ბრიგადის გენერლად დააწინაურეს. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობაში ასრულებდა დირექტორის, სტრატეგისა და პოლიტიკური დამგეგმავის მოვალეობებს.

1984 წელს შალიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პირველ ჯავშან-სატანკო დივიზიის მეთაურის ასისტენტად დანიშნეს. 1986 წლის 1 სექტემბერს 50 წლის ჯონ მალხაზს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. დაბრუნდა შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობაში შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწედ. 1987-1989 წლებში მსახურობდა ვაშინგტონის შტატის ქალაქ ფორტ ლევისში ინფანტერიის მე-9 მოტორიზებულ დივიზიაში. 1989 წლის აგვისტოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნდა და ევროპაში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის 1 ოქტომბერს მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

1991 წლის აპრილში ჯონ მალხაზ შალიკაშვილი სათავეში ედგა ოპერაციას Provide Komfort (ნუგეშისცემას), რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში ასიათასობით ლტოლვილი ქურთი დაბრუნდა. 1991 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გაიწვიეს და ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნეს. 1992-1993 წლებში გენერალი ევროპაში განლაგებული ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის კომანდის მეთაურობასაც ითავსებდა. მთავარსარდლად ყოფნის პერიოდში შალიკაშვილმა დიდი გამოცდილება შეიძინა სრულიად ახალი ტიპის კონფლიქტების გადაწყვეტაში. მან დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთულეს პირობებშიც შეუძლია მუშაობა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას შალიკაშვილი პასუხს აგებდა ნატოს მიერ იუგოსლავიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა სამხედრო ოპერაციაზე. მასვე ეკისრებოდა, როგორც ჰუმანური დახმარების აღმოჩენა ბოსნიელი მუსლიმებისათვის, ასევე ბოსნიელ სერბთა პოზიციებზე ნატოს შეიარაღებულ ძალთა საჰაერო თავდასხმის გეგმების შემუშავების კოორდინაცია.

გენერალი შალიკაშვილი ამერიკა-კორეის, ამერიკა-ვიეტნამის და ერაყ-ქუვეითის ომების მონაწილეა. სპარსეთის ყურეში ომის დროს მან თავი გამოიჩინა რთული სამხედრო და დიპლომატიური ამოცანების წარმატებით გადაწყვეტით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენერალი შალიკაშვილი ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა დახმარების ოპერაციებს სარდლობდა. როგორც აშშ-ს შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კოლინ პაუელი აცხადებდა, შალიკაშვილმა, როგორც შესანიშნავმა მეთაურმა, ბრძოლაში თავისი უნიკალური თვისებები გვიჩვენა. მისი წარმატებული დიპლომატიური და სამხედრო კარიერა დაგვირგვინდა იმით, რომ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1993 წლის 25 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის რიგით მე-13 თავმჯდომარედ დანიშნა. ამერიკის უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე ეს დანიშვნა პენტაგონშიც კმაყოფილებით აღიქვეს.

25-წლიანი კარიერისა და დიდი თანამდებობების მიუხედავად, არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია, თუმცა კი კლინტონი ჯონ მალხაზ შალიკაშვილს "შალის" უწოდებდა. მათმა დაჟინებამ ნაყოფი გამოიღო და მალე ამ რთულ გვარს ამერიკელებიც სწორად გამოთქვამდნენ.

გენერალ შალიკაშვილს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: განსაკუთრებული ღირსების მედალი, ორი მუხის ფოთლის შტო, ბრინჯაოს ვარსკვლავი V-ს ემბლებით, მადლობის მედალი სამხედრო სამსახურისათვის, განსაკუთრებული დამსახურებისათვის ეროვნული მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავით და უამრავი სხვა. ამერიკულთან ერთად არაერთი უცხოური ჯილდოც აქვს მიღებული, მაგალითად, ბელგიის სამეფოს `ლეოპოლდის~ ორდენი, ვიეტნამის რესპუბლიკის "მამაცობის ჯვარი" და სხვა.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილს მეორე ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს ბრანტი. შალიკაშვილები პირველად საქართველოში უმძიმე პერიოდში 1992 წელს ჩამოვიდნენ. ოთარ შალიკაშვილს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებულნი.

მომდევნო ვიზიტის დროს ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო. შალიკაშვილები საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მამა-პაპის საფლავების მოსანახულებლად მიდიოდნენ. ამიტომაც 10 წლის წინათ გურჯაანში საფუძველი ჩაეყარა სახლ-მუზეუმს, რომელსაც სათავეში სამხედრო ისტორიკოსი შოთა უტიაშვილი ჩაუდგა. 2005 წლის დეკემბერში შალიკაშვილების მამაპაპისეულ სახლში გაიხსნა შალიკაშვილების სახელობის პირველი ქართული სამხედრო მუზეუმი, რომელსაც, პენსიაში გასვლის შემდეგ, მალხაზ შალიკაშვილმა გადასცა მუნდირი და ჯილდოები. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს ვაშინგტონში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ