მილიონი დოლარის შოვნა, განსაკუთრებით კი მოკლევადიან პერიოდში, ნამდვილად არ არის მარტივი. წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ახერხებს გახდეს მილიონერი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ორიგინალური და კრეატიული გზების მეშვეობით მოახერხეს და მილიონერები გახდნენ. გთავაზობთ მათ იდეებს:
სკოტ დე ლონგმა 2013 წელს პირადი ბლოგი სახელწოდებით ViralNova შექმნა, სადაც ის ახალგაზრდებისათვის საინტერესო სტატიებს წერდა. მოგვიანებით მან ბლოგზე Google-ის რეკლამები განათავსა, რის მეშვეობითაც გარკვეულ თანხას იღებდა. 1 წლის შემდეგ მის ბლოგს 100 მილიონზე მეტი მუდმივი მკითხველი ჰყავდა. საქმიანობის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ კი სკოტის შემოსავალი ერთ მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2014 წელს დონგ ნუიენმა შექმნა ვიდეოთამაში სახელწოდებით "Flappy Bird", რაშიც მან სულ რაღაც 3 დღე დახარჯა. თამაშის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო. აპლიკაციის ზედა კუთხეში მოთავსებული იყო რეკლამა, რომლის განთავსებაშიც ნიუენს ფულს უხდიდნენ. თამაში ძალიან მალე გახდა პოპულარული, რამაც ნუიენის შემოსავალი მკვეთრად გაზარდა. მან პირველი მილიონის შოვნა 20 დღეში შეძლო.
ამანდა ჰუკინგმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "Indie", რომლის ჩამოტვირთვაც ამაზონიდან ნებისმიერ მსურველს 3 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შეეძლო. ამანდას წიგნი ძალიან მალე გახდა პოპულარული და თვეში მას დაახლებით 100 000 ადამიანი ყიდულობდა. ამგვარად მან მილიონი დოლარის გამომუშავება დაახლოებით ერთ წელში შეძლო.
არაერთი ადამიანი ცდილობს ყველაზე პოპულარული ვიდეოპორტალის, Youtube-ის მეშვეობით გამდიდრებას, რაც არც ისე მარტვია. შვედი ფელიქს კელბერგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "იუთუბერია". მან რამდენიმე წლის წინ შექმნა Youtube-ის საკუთარი გვერდი, სახელწოდებით "PewDiePie", რომელიც მალევე გახდა პოპულარული. 2015 წელს მან 12 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.
პიტერ დერინგმა შექმნა კომპანია, რომელიც სამოგზაურო და ფოტოაპარატის ჩანთებს ამზადებს. თავდაპირველად მას ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხა არ გააჩნდა, ამიტომაც კომპანია Kickstarter-ისგან თანხა ისესხა. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეების განხორციელებაში. გარკვეული ვადის შემდეგ კი, მათ ეს თანხა უკან უნდა დააბრუნონ. ფინანსური დახმარებით დერინგის კომპანიამ 2011 წლისთვის 15 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო...წაიკითხეთ სრულად