ავტორი:

"არ მიყვარს ბიჟუტერია, აქსესუარი უნდა იყოს ძალიან ძვირფასი" - რა სტილს ირგებს მაკა ცინცაძე და რას იპოვით ყოველთვის მის მანქანაში

"არ მიყვარს ბიჟუტერია, აქსესუარი უნდა იყოს ძალიან ძვირფასი" - რა სტილს ირგებს მაკა ცინცაძე და რას იპოვით ყოველთვის მის მანქანაში

შესანიშნავად ირგებს სხვადასხვა იმიჯს და მისი წარმოდგენა მარტივად შეგიძლიათ მოდის ინდუსტრიაში, თუმცა იგი პირველი არხის პოლიტიკური თოქშოუს წამყვანია.

მშვენიერი და მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად, ყველაზე ცხელი მოვლენების ეპიცენტრშია. მისი პროფესიონალიზმი და წონასწორობის უნარი კი სტუდიაში ტემპერატურას აბალანსებს. ჟურნალი "ბომონდი" წარმოგიდგენთ მაკა ცინცაძეს - როგორ უვლის თავს, რა სტილს ანიჭებს უპირატესობას და როგორია მისი კულინარიული შთაბეჭდილებები სხვადასხვა ქვეყნიდან.

- დასვენებას თუ ახერხებთ და როგორ გარემოში ისვენებთ?

- ხშირად ვერც ვახერხებ... როცა ვახერხებ, ვცდილობ, ოჯახურ გარემოში დავისვენო, კესოსთან ერთად. ეს არის სრული მოწყვეტა პროცესებისგან. ვცდილობ, გამოვრთო საკომუნიკაციო საშუალებები და მთელი დრო დავუთმო საკუთარ თავს და შვილს. ამაზე უკეთესი დასვენება არ არსებობს!

- წონის პრობლემა თუ გაქვთ და დიეტას თუ იცავთ?

- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წონის პრობლემა, არ დავმალავ და, მაქვს. სხვადასხვა მიზეზის გარდა, ჩემი გურმანობაც წონის მატებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია და მოვიმატე. თავიდან ძალიან ვინერვიულე, შემდეგ შევეგუე და ამჯერად ახალი ეტაპი დადგა - მასთან ბრძოლის დროა. მივმართე ენდოკრინოლოგის დიეტას და შედეგს იმედია უმოკლეს დროში დავინახავ.

- როგორია თქვენი საყვარელი ჩაცმის სტილი... შეგიცვალათ თუ არა გემოვნება ტელევიზიაში საქმიანობამ?

- ყოველდღიურად მოსახერხებელი და კომფორტული. ტელევიზიამ გავლენა მოახდინა და საეთერო სამოსი ყოველდღიურისგან განსხვავდება. კედები მაინც განსაკუთრებით მიყვარს და მეკომფორტულება. ამავდროულად ჩემს მანქანაში ყოველთვის იპოვით ყველა მოცემულობისთვის გამოსადეგ სამოსს და საჭიროების შემთხვევაში, ასე ვახერხებ უხერხულობისთვის თავის არიდებას.

შოპინგი მიყვარს და მსიამოვნებს ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა, ევროპა იქნება თუ აზია, რაღაცას ყველგან ვახერხებ. თუმცა, შოპოჰოლიკების საყვარელი ადგილი მაინც საფრანგეთი და იტალიაა. არც მე ვარ გამონაკლისი.

- საყვარელი სამოსი, რომელსაც არასდროს დაემშვიდობებით?

- სამოსსაც ადამიანებივით ვეჩვევი და მიჭირს განშორება. ასეთი არც ისე ბევრია... არის რამდენიმე, რომელიც ძალიან მიყვარს. მათთან დამშვიდობებას არ ვაპირებ და საპატიო ადგილიც უკავიათ გარდერობში. მაქვს ერთი შარვალი, რომლის დაჭრითაც მეგობრები მემუქრებიან.

- საყვარელი აქსესუარი?

- აქსესუარებს იშვიათად ვატარებ. მაქვს ბეჭედი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულ დღეებში სწორედ მას ვიკეთებ. არ მიყვარს ბიჟუტერია და მგონია, რომ აქსესუარი უნდა იყოს ძალიან ძვირფასი. შესაძლოა მინიმალისტური, მაგრამ ძვირფასი... წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ