პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოთას გოგონა დარჩა, სულ იმას ამბობს: მამიკო როდის გამოჩნდებაო..." - რას ყვება მეგობარი 23 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს
"შოთას გოგონა დარჩა, სულ იმას ამბობს: მამიკო როდის გამოჩნდებაო..." - რას ყვება მეგობარი 23 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იან­ვრის თვე­ში და­კარ­გუ­ლი შოთა სამ­ხა­რა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 23 წლის ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად ექ­სპერ­ტი­ზამ გა­ყინ­ვა და­ად­გი­ნა. თუმ­ცა, გარ­დაც­ვლი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი დას­კვნას ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ და შოთა სამ­ხა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში შოთა სამ­ხა­რა­ძის მე­გო­ბა­რი რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა მი­რან­და ქურ­ცი­კი­ძემ გვი­თხრა, რომ რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მას ქურ­თუ­კი არ ეცვა, სა­ხე­ზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ხელი.

"თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, შო­თას სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და, თა­ვი­სი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნა! სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ­მა გზა ვე­ღარ გა­იკ­ვლია და გა­ი­ყი­ნა... ან ვინ­მეს­თან კა­მა­თი მო­უ­ვი­და, მოკ­ლეს და იქ და­აგ­დეს. სა­კი­თხა­ვია მისი ქურ­თუ­კი სად არის. სა­ხე­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ხელი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ეს ან წაქ­ცე­ვის შე­დე­გია, ან ვინ­მეს ნა­ხე­ლა­ვი... ისეთ ად­გი­ლას იპო­ვეს, სა­დაც არა­ვინ ელო­და, ამი­ტომ არ გა­და­სუ­ლან იმ მთის უკან, როცა სა­ნა­თე­საო ეძებ­და" - უთხრა მი­რან­და ქურ­ცი­კი­ძემ AMBEBI.GE-ს.

მი­სი­ვე თქმით, შოთა სამ­ხა­რა­ძეს დღეს რა­ჭა­ში, ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

"შო­თას პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა, რო­მე­ლიც მა­მას ელო­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და სულ იმას ამ­ბობ­და, მა­მი­კო რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბაო. მე­უღ­ლე და სამი წლის გო­გო­ნა დარ­ჩა... ყვე­ლა­ნი ცუ­დად ვართ, შო­თას­ნა­ი­რი მე­გო­ბა­რი ყვე­ლას­თვის სა­ნატ­რე­ლია", - გვი­თხრა მი­რან­და ქურ­ცი­კი­ძემ.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ორი თვის წინ და­ი­კარ­გა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 14 იან­ვარს შე­ვი­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბიჭი ბო­ლოს სას­ტუმ­რო­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ თოვ­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე ნა­ხეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ეს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი კუ­რორტ შოვ­თან ახ­ლოს, ტყე­ში იპო­ვეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"შოთას გოგონა დარჩა, სულ იმას ამბობს: მამიკო როდის გამოჩნდებაო..." - რას ყვება მეგობარი 23 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

"შოთას გოგონა დარჩა, სულ იმას ამბობს: მამიკო როდის გამოჩნდებაო..." - რას ყვება მეგობარი 23 წლის ბიჭზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვრის თვეში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ გაყინვა დაადგინა. თუმცა, გარდაცვლილის უახლოესი მეგობრები დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ და შოთა სამხარაძის გარდაცვალების სხვა ვერსიებზე საუბრობენ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში შოთა სამხარაძის მეგობარი რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გარდაცვლილის მეგობარმა მირანდა ქურციკიძემ გვითხრა, რომ როდესაც გარდაცვლილი იპოვეს, მას ქურთუკი არ ეცვა, სახეზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა ხელი.

"თვითმკვლელობა გამორიცხულია, შოთას სიცოცხლე უყვარდა, თავისი ოჯახი და მეგობრები ყველაფერს ერჩივნა! სავარაუდოდ, ნასვამმა გზა ვეღარ გაიკვლია და გაიყინა... ან ვინმესთან კამათი მოუვიდა, მოკლეს და იქ დააგდეს. საკითხავია მისი ქურთუკი სად არის. სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა და ხელი ჰქონდა დაზიანებული. ეს ან წაქცევის შედეგია, ან ვინმეს ნახელავი... ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც არავინ ელოდა, ამიტომ არ გადასულან იმ მთის უკან, როცა სანათესაო ეძებდა" - უთხრა მირანდა ქურციკიძემ AMBEBI.GE-ს.

მისივე თქმით, შოთა სამხარაძეს დღეს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ლარში გადაასვენებენ.

"შოთას პატარა გოგონა დარჩა, რომელიც მამას ელოდა ამ ხნის განმავლობაში და სულ იმას ამბობდა, მამიკო როდის გამოჩნდებაო. მეუღლე და სამი წლის გოგონა დარჩა... ყველანი ცუდად ვართ, შოთასნაირი მეგობარი ყველასთვის სანატრელია", - გვითხრა მირანდა ქურციკიძემ.

ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით მან ეს ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

გარდაცვლილის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

საგარეჯოსა და ყვარლის სოფლებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

კახეთში ჭურვი ვენახში ჩამოვარდა - "მთავარი არხი"