სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილები დუშეთის სახლს ტურისტებზე აქირავებენ - ნახეთ ფოტოები Airbnb-დან
მარგველაშვილები დუშეთის სახლს ტურისტებზე აქირავებენ - ნახეთ ფოტოები Airbnb-დან

"შა­ბა­თის კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი დუ­შეთ­ში მდე­ბა­რე კო­ტეჯს აქი­რა­ვებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ცნო­ბილ პორ­ტალ­ზე Airbnb-ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, ექს-პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია. ანას სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი და გან­ცხა­დე­ბა Airbnb-ის გვერ­დი­დან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც აქვს და­შე­ა­რე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა წე­რია მარ­გვე­ლაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბილ სა­იტ­ზე, ასე­ვე გთა­ვა­ზობთ დუ­შე­თის კო­ტე­ჯის ფო­ტო­ებს Airbnb-დან.

ფო­ტო­ზე გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი კო­ტე­ჯი და სახ­ლი, სა­დაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობს

მყუდ­რო კო­ტე­ჯის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ის ქა­ლაქ­გა­რეთ/სოფ­ლად, თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

"თუ ტყე­ში და მდე­ლო­ებ­ზე სე­ირ­ნო­ბა ან მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბა­ზა­ლე­თის ტბა­ში ცურ­ვა, ბუ­ნე­ბი­თა და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კოშ­კით ტკბო­ბა და მშვიდ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა გი­ზი­დავთ, მა­შინ ეს კო­ტე­ჯი, რო­მე­ლიც სამ ადა­მი­ან­ზეა გან­კუთ­ვნი­ლი და ტყის პი­რას მდე­ბა­რე­ობს, თქვენ­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია.

ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ზღვის დო­ნი­დან 925 მეტრზე, დუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი­დან, თბი­ლი­სი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით 40 წუ­თის, ბა­ზა­ლე­თის ტბი­დან კი მხო­ლოდ 10 წუ­თის სა­ვალ­ზეა. აქ გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წილ პე­ი­ზაჟს. გა­ა­ტა­რეთ დრო უბ­რა­ლოდ ტბის პი­რას გან­ტვირ­თვით ან ირ­გვლივ მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხე­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნით", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გან­ცხა­დე­ბა­ში. კო­ტე­ჯის სა­ფა­სუ­რი 80 დო­ლა­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს კო­ტე­ჯი იმა­ვე ეზო­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას და მას­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ამ კო­ტე­ჯში, პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დუ­შეთ­ში ჩა­სულ სტუმ­რებს იღებ­და.

ელ­ჩე­ბი სტუმ­რად პრე­ზი­დენ­ტის დუ­შე­თის სახ­ლში, 2017 წელი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

მოკლედ რა მტავრობაში მიტომ მოდიან გამდირდნენ! თორემ ამ უქნარას საიდან ქონდა ამის აშემების ტავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მარგველაშვილები დუშეთის სახლს ტურისტებზე აქირავებენ - ნახეთ ფოტოები Airbnb-დან

მარგველაშვილები დუშეთის სახლს ტურისტებზე აქირავებენ - ნახეთ ფოტოები Airbnb-დან

"შაბათის კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოჯახი დუშეთში მდებარე კოტეჯს აქირავებს. შესაბამისი განცხადება ბინების გაქირავების ცნობილ პორტალზე Airbnb-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების ავტორი, ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილია. ანას სახლის ფოტოები და განცხადება Airbnb-ის გვერდიდან "ფეისბუქის" პირად გვერდზეც აქვს დაშეარებული.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წერია მარგველაშვილების სახლის შესახებ ცნობილ საიტზე, ასევე გთავაზობთ დუშეთის კოტეჯის ფოტოებს Airbnb-დან.

ფოტოზე გასაქირავებელი კოტეჯი და სახლი, სადაც მარგველაშვილის ოჯახი ცხოვრობს

მყუდრო კოტეჯის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ის ქალაქგარეთ/სოფლად, თბილისთან ახლოს მდებარეობს.

"თუ ტყეში და მდელოებზე სეირნობა ან მოგზაურობა, ბაზალეთის ტბაში ცურვა, ბუნებითა და შუა საუკუნეების კოშკით ტკბობა და მშვიდ გარემოში ყოფნა გიზიდავთ, მაშინ ეს კოტეჯი, რომელიც სამ ადამიანზეა განკუთვნილი და ტყის პირას მდებარეობს, თქვენთვის იდეალური ადგილია.

ადგილმდებარეობა ზღვის დონიდან 925 მეტრზე, დუშეთში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან, თბილისიდან ავტომობილით 40 წუთის, ბაზალეთის ტბიდან კი მხოლოდ 10 წუთის სავალზეა. აქ გთავაზობთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ პეიზაჟს. გაატარეთ დრო უბრალოდ ტბის პირას განტვირთვით ან ირგვლივ მომაჯადოებელი ხედების აღმოჩენით", - ვკითხულობთ ინგლისურენოვან განცხადებაში. კოტეჯის საფასური 80 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ეს კოტეჯი იმავე ეზოში მდებარეობს, სადაც გიორგი მარგველაშვილის ორსართულიანი სახლი დგას და მასში, ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ცხოვრობს. ამ კოტეჯში, პრეზიდენტობის პერიოდში მარგველაშვილი დუშეთში ჩასულ სტუმრებს იღებდა.

ელჩები სტუმრად პრეზიდენტის დუშეთის სახლში, 2017 წელი