პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს ტრადიცია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ ვიცავ" - ცნობილი რეჟისორის უცნობი ამპლუა და სამეურნეო რიტუალები
"მაქვს ტრადიცია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ ვიცავ" - ცნობილი რეჟისორის უცნობი ამპლუა და სამეურნეო რიტუალები

"ძეგ­ვი ჩემი მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლია, სა­დაც ჯერ კი­დევ მა­მა­ჩე­მი და­სახ­ლდა, როცა იქ ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჩა­იყ­ვა­ნა. ამი­ტომ, ასე მგო­ნია, რომ ამ ად­გილ­თან დიდი კავ­ში­რე­ბი მაქვს. იქ არის მა­მა­ჩე­მის სახ­ლიც, სა­დაც ახლა დედა ცხოვ­რობს და ვცდი­ლობ, ხში­რად ჩა­ვი­დე", - გვე­უბ­ნე­ბა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა არც ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და არც თა­ვის კი­ნო­ზე. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს, ასე რომ, ცნო­ბილ რე­ჟი­სორს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ როლ­ში ვი­ხი­ლავთ.

- ძეგ­ვი უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია, ის­ტო­რი­ული, ბევ­რი ჭი­რი­სა და ძნელ­ბე­დო­ბის მნახ­ვე­ლი. აქ შე­მორ­ჩე­ნი­ლია არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბი­თაც არ არის პა­ტა­რა. იქ რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვე­თი მაქვს. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ბოლო დროს მისი და­მუ­შა­ვე­ბა გა­ჭირ­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­მოვ­ცილ­დი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მეს. არა­და, ერთი-ორი წლის წინ თვი­თონ ვა­მუ­შა­ვებ­დი სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთს.

მომ­ყავს პა­მი­დო­რი, კიტ­რი, მწვა­ნი­ლი, კარ­ტო­ფი­ლი, მაქვს ხი­ლის ბაღი, ცოტა ვა­ზიც. შარ­შან ყუ­რძნის ახა­ლი ჯი­შე­ბი და­ვა­მა­ტე, მა­მას კარ­გი ვე­ნა­ხი ჰქონ­და და მინ­და კვლავ ავა­ღორ­ძი­ნო. ქარ­თლში უმე­ტე­სად ჩი­ნუ­რი ხა­რობს, თეთ­რი ყუ­რძე­ნი, თუმ­ცა შა­ვიც გვაქვს. შარ­შან მარ­წყვი ცალ­კე გა­დავრგე. ჩვენ­თან ხა­რის­ხი­ა­ნი მარ­წყვი და ჟოლო მო­დის. კარ­გი ბაღი გვაქვს - წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვე­ნი­ერ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა. დე­და­ჩემს ბოსტნე­უ­ლიც მოჰ­ყავს.

- რას გაძ­ლევთ მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა?

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნი­სა და მი­წის კავ­ში­რი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ოდეს­მე ხომ ყვე­ლა იქ მივ­დი­ვართ, ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ვუ­კავ­შირდ­ებით ქვეც­ნო­ბი­ე­რად მი­წას. ნე­ბის­მი­ე­რი სტრე­სის ან და­ძა­ბუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი წა­მა­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ბარ­ვა და­ვი­წყო და არ გა­მოვ­ცო­ცხლდე. ჩემი მოყ­ვა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლაც მსი­ა­მოვ­ნებს, ზა­ფხულ­ში მათი მორ­წყვაც. როცა თბი­ლის­ში აუ­ტა­ნე­ლი სი­ცხეა, ქა­ლაქ­ში ვერ ვჩერ­დე­ბი. სო­ფელ­ში დი­ლის რი­ტუ­ა­ლი­ვით მაქვს - გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ბაღ­ში გავ­დი­ვარ და ჩემს მოყ­ვა­ნილ კიტრს უზ­მო­ზე შე­ვექ­ცე­ვი. ეს იმ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ვერ გად­მოგ­ცემთ, გე­მოც გა­სა­ო­ცა­რი აქვს, თან სა­გან­გე­ბოდ უნდა მოვ­ძებ­ნო ის კიტ­რი, რო­მე­ლიც მო­სა­წყვე­ტად მზად არის.

- კი­დევ რა რი­ტუ­ა­ლი გაქვთ?

- მაქვს ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 2006 წლი­დან ვი­ცავ. ისიც მი­წას უკავ­შირ­დე­ბა. სხვა კულ­ტუ­რებ­თან ერ­თად სა­რის ლო­ბი­ოც მოგ­ვყავს. მო­სა­ვალს გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე ვი­ღებთ, ახა­ლი წლის­თვი­საც არის ხოლ­მე. ამი­ტომ მო­სავ­ლის რა­ღაც ნა­წილს მი­ტო­ვე­ბენ.

31 დე­კემ­ბერს სა­ღა­მოს სო­ფელ­ში მივ­დი­ვარ, სახ­ლს ვა­ღებ, რომ მი­ტო­ვე­ბუ­ლი არ იყოს. სა­ღა­მოს 9-10 სა­ა­თის­თვის ჯერ მა­მას საფ­ლავ­ზე გავ­დი­ვარ, ჭიქა ღვი­ნით ვუ­ლო­ცავ ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი ლო­ბი­ოს ვკრეფ, ცო­ტა­ო­დენს ვხარ­შავ და ახა­ლი წლის ღა­მეს მი­ნი­მა­ლის­ტურ სუფ­რას ვშლი: ლო­ბიო, პური, ყვე­ლი და მწნი­ლი. 13 წე­ლი­წა­დია, ამ ტრა­დი­ცი­ას არ ვღა­ლა­ტობ. ბოლო დროს ჩემი შვი­ლიც შე­მო­მი­ერ­თდა, 13 წლის ალექ­სან­დრე. მერე თოფს გა­ვის­ვრით, შამ­პა­ნურს გავ­ხსნით, დავ­ლევთ და თბი­ლის­ში 2 სა­ა­თის­თვის მოვ­დი­ვართ.

- რა ასა­კი­დან ეხ­მა­რე­ბო­დით მშობ­ლებს სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ში?

- ჩემი მშობ­ლე­ბი მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სკო­ლი­დან მო­ვიდ­ოდა თუ არა, საქ­მეს შე­უდ­გე­ბო­და, მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას აკე­თებ­და. ყვე­ლა­ფე­რი მოვ­ლი­ლი ჰქონ­და. ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ღვი­ნო­ იყო პრი­ო­რი­ტე­ტი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მაქვს ტრადიცია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ ვიცავ" - ცნობილი რეჟისორის უცნობი ამპლუა და სამეურნეო რიტუალები

"მაქვს ტრადიცია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ ვიცავ" - ცნობილი რეჟისორის უცნობი ამპლუა და სამეურნეო რიტუალები

"ძეგვი ჩემი მშობლიური სოფელია, სადაც ჯერ კიდევ მამაჩემი დასახლდა, როცა იქ ბებიაჩემმა ჩაიყვანა. ამიტომ, ასე მგონია, რომ ამ ადგილთან დიდი კავშირები მაქვს. იქ არის მამაჩემის სახლიც, სადაც ახლა დედა ცხოვრობს და ვცდილობ, ხშირად ჩავიდე", - გვეუბნება კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი, რომელიც ახლა არც ხელოვნებაზე გვესაუბრება და არც თავის კინოზე. ბატონი გიორგი სამეურნეო გამოცდილებას გვიზიარებს, ასე რომ, ცნობილ რეჟისორს სრულიად განსხვავებულ როლში ვიხილავთ.

- ძეგვი უძველესი სოფელია, ისტორიული, ბევრი ჭირისა და ძნელბედობის მნახველი. აქ შემორჩენილია არაერთი ისტორიული ძეგლი, შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები. მოსახლეობითაც არ არის პატარა. იქ რამდენიმე მიწის ნაკვეთი მაქვს. პრობლემა ის არის, რომ ბოლო დროს მისი დამუშავება გაჭირდა, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჩამოვცილდი სასოფლო-სამეურნეო საქმეს. არადა, ერთი-ორი წლის წინ თვითონ ვამუშავებდი საკარმიდამო ნაკვეთს.

მომყავს პამიდორი, კიტრი, მწვანილი, კარტოფილი, მაქვს ხილის ბაღი, ცოტა ვაზიც. შარშან ყურძნის ახალი ჯიშები დავამატე, მამას კარგი ვენახი ჰქონდა და მინდა კვლავ ავაღორძინო. ქართლში უმეტესად ჩინური ხარობს, თეთრი ყურძენი, თუმცა შავიც გვაქვს. შარშან მარწყვი ცალკე გადავრგე. ჩვენთან ხარისხიანი მარწყვი და ჟოლო მოდის. კარგი ბაღი გვაქვს - წლის განმავლობაში მშვენიერ მოსავალს იძლევა. დედაჩემს ბოსტნეულიც მოჰყავს.

- რას გაძლევთ მიწაზე მუშაობა?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისა და მიწის კავშირი. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ ყველა იქ მივდივართ, ალბათ, ამიტომაც ვუკავშირდებით ქვეცნობიერად მიწას. ნებისმიერი სტრესის ან დაძაბულობის პირველი წამალია. შეუძლებელია დაბარვა დავიწყო და არ გამოვცოცხლდე. ჩემი მოყვანილი მცენარეების მოვლაც მსიამოვნებს, ზაფხულში მათი მორწყვაც. როცა თბილისში აუტანელი სიცხეა, ქალაქში ვერ ვჩერდები. სოფელში დილის რიტუალივით მაქვს - გაღვიძებისთანავე ბაღში გავდივარ და ჩემს მოყვანილ კიტრს უზმოზე შევექცევი. ეს იმხელა სიამოვნებაა, ვერ გადმოგცემთ, გემოც გასაოცარი აქვს, თან საგანგებოდ უნდა მოვძებნო ის კიტრი, რომელიც მოსაწყვეტად მზად არის.

- კიდევ რა რიტუალი გაქვთ?

- მაქვს ტრადიცია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლიდან ვიცავ. ისიც მიწას უკავშირდება. სხვა კულტურებთან ერთად სარის ლობიოც მოგვყავს. მოსავალს გვიან შემოდგომამდე ვიღებთ, ახალი წლისთვისაც არის ხოლმე. ამიტომ მოსავლის რაღაც ნაწილს მიტოვებენ.

31 დეკემბერს საღამოს სოფელში მივდივარ, სახლს ვაღებ, რომ მიტოვებული არ იყოს. საღამოს 9-10 საათისთვის ჯერ მამას საფლავზე გავდივარ, ჭიქა ღვინით ვულოცავ ახალი წლის მოახლოებას, დაბრუნებული კი ლობიოს ვკრეფ, ცოტაოდენს ვხარშავ და ახალი წლის ღამეს მინიმალისტურ სუფრას ვშლი: ლობიო, პური, ყველი და მწნილი. 13 წელიწადია, ამ ტრადიციას არ ვღალატობ. ბოლო დროს ჩემი შვილიც შემომიერთდა, 13 წლის ალექსანდრე. მერე თოფს გავისვრით, შამპანურს გავხსნით, დავლევთ და თბილისში 2 საათისთვის მოვდივართ.

- რა ასაკიდან ეხმარებოდით მშობლებს სამეურნეო საქმეში?

- ჩემი მშობლები მათემატიკის მასწავლებლები იყვნენ. მამას ძალიან უყვარდა სამეურნეო სამუშაოები. სკოლიდან მოვიდოდა თუ არა, საქმეს შეუდგებოდა, მუდმივად რაღაცას აკეთებდა. ყველაფერი მოვლილი ჰქონდა. ჩვენი ოჯახისთვის ღვინო იყო პრიორიტეტი...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი