მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა
"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში 28 წლის პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 28 წლის პა­ცი­ენ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის ექი­მებ­მა სახ­ლში მალე გა­წე­რეს. გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, ექი­მებ­მა არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, რა­საც მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

შვილმკვდა­რი დედა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლე­ბით ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა სახ­ლში გა­წე­რეს. დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე დღეს­ვე დამ­ძიმ­და და იგი კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" გა­და­იყ­ვა­ნა ოჯახ­მა, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის დედა ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბის დას­ჯას და საქ­მის დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძე ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა და ზა­ფხულ­ში ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" მისი მე­გო­ბა­რი წერს:

"ეს გო­გო­ნა ფო­ტო­ზე ბედ­ნი­ე­რი რო­მაა, გუ­შინ დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბა და უცო­დი­ნა­რო­ბა გახ­და. ბრმა­ნაწ­ლა­ვით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად არ იღუ­პე­ბი­ან, არ იღუ­პე­ბი­ან ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში! ივ­ნის­ში ქორ­წი­ლი ჰქონ­და ამ წყვილს და­გეგ­მი­ლი. ფოტო ნიშ­ნო­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი" - წერს და­ღუ­პუ­ლის მე­გო­ბა­რი ზურა ბა­უ­ჟა­ძე.

კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" აცხა­დე­ბენ, რომ პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

"18 მარტს პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და კლი­ნი­კა­ში სა­ერ­თო სი­სუს­ტით და მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლე­ბით. ავად­მყო­ფის გად­მო­ცე­მით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო 5 დღით ადრე. პა­ცი­ენტს მე­დცენ­ტრში ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა: მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი პერ­ფო­რა­ცი­ით და პე­რი­ტო­ნი­ტით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტი გა­დი­ო­და შე­სა­ბა­მის ინ­ტენ­სი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას, ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და 21 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე პროგ­რე­სი­რე­ბა­დი უკ­მა­რი­სო­ბის გამო, სეპ­ტი­უ­რი შო­კის ფონ­ზე" - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა

"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებამდე კლინიკა "მედცენტრში" ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამბობენ, 28 წლის პაციენტი თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა ის ექიმებმა სახლში მალე გაწერეს. გარდაცვლილის დედის თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა.

შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ მისი შვილი მუცლის არეში ტკივილებით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა სახლში გაწერეს. დედის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა და იგი კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა ოჯახმა, სადაც პაციენტი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

მელანო ფუტკარაძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ზაფხულში ქორწილისთვის ემზადებოდა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" მისი მეგობარი წერს:

"ეს გოგონა ფოტოზე ბედნიერი რომაა, გუშინ დილით გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინარობა გახდა. ბრმანაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში! ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული" - წერს დაღუპულის მეგობარი ზურა ბაუჟაძე.

კლინიკა "მედცენტრში" აცხადებენ, რომ პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

"18 მარტს პაციენტი შემოვიდა კლინიკაში საერთო სისუსტით და მუცლის არეში ტკივილებით. ავადმყოფის გადმოცემით, აღნიშნული ჩივილები დაეწყო 5 დღით ადრე. პაციენტს მედცენტრში ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: მწვავე აპენდიციტი პერფორაციით და პერიტონიტით.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი გადიოდა შესაბამის ინტენსიურ მკურნალობას, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა და 21 მარტს გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო, სეპტიური შოკის ფონზე" - აცხადებენ კლინიკა "მედცენტრში".

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო