ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა, ინფორმაცია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.
„დასრულდა პირველი სამუშაო დღე. ლადო უკვე ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩია. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დღეა. კვირას კი - დაჯილდოების ცერემონია“.
ვარკის ფონდი გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვებისთვის განათლების უზრუნველსაყოფად მუშაობს.
ორგანიზაცია 2010 წელს ინდოელმა ბიზნესმენმა სანი ვარკიმ დააფუძნა. ფონდი განვითარებად ქვეყნებში ათასობით მასწავლებელს ამზადებს, ახორციელებს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს.
ლადო აფხაზავა ახლა დუბაიში იმყოფება. „მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული კვირას გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.