კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს
"დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს

უკვე 6 წე­ლია, გა­მორ­ჩე­ულ სამ­კა­უ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის. თუ მა­ნამ­დე ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ სა­ო­ცა­რი სამ­კა­უ­ლე­ბის ავ­ტო­რი იქ­ნე­ბო­და, ახლა ამ საქ­მი­ა­ნო­ბის გა­რე­შე აღარ შე­უძ­ლია ყოფ­ნა...

მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვილს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჰქონ­და გო­გე­ნის თე­მა­ზე ბა­ტი­კა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია, სა­ი­და­ნაც 7 კოს­ტი­უ­მი დიპ­ლო­მის დაც­ვის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩვე­ნე­ბებ­ში. 2 წელი მო­დის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და. შემ­დეგ ამ სფე­როს ჩა­მო­შორ­და, რად­გან მიხ­ვდა, მისი არ იყო და თე­ატ­რში გა­და­ი­ნაც­ვლა - ლე­ვან წუ­ლა­ძის მიწ­ვე­ვით, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი გახ­და.

"ვმუ­შა­ობ­დი სო­ხუ­მის თე­ატ­რშიც, იმ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა იქ­ვას, თავი ვი­პო­ვე, რად­გან თე­ატ­რი სხვა ფან­ტა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მერე კი­ნო­შიც ვი­მუ­შა­ვე, იქაც კოს­ტი­უ­მე­ბის და დამ­დგმელ მხატ­ვრად. კაფე „თან წა­ი­ღე“ მქონ­და, სა­დაც სულ მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო, ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი.

„თან წა­ი­ღე“ იმი­ტომ ერ­ქვა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თის ყიდ­ვა და თან წა­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აღარ მქონ­და და ჩემი შვი­ლე­ბის ძი­ძამ მი­ბიძ­გა, იუ­ვე­ლი­რო­ბა შე­მეს­წავ­ლა", - გვიყ­ვე­ბა მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ერთ დღე­საც სა­ი­უ­ვე­ლი­რო სა­ლონ­ში მი­ვი­და.

„საქ­მეს რომ შევ­ხე­დე, ვი­ფიქ­რე, ვე­რას­დროს ვის­წავ­ლი­დი და იქი­დან ცუდ ხა­სი­ათ­ზე წა­მო­ვე­დი, თუმ­ცა 10 დღე მა­ინც ვი­ა­რე. მერე მი­თხრეს - ახლა თვი­თონ გა­ა­კე­თეო. ჯვრე­ბის კე­თე­ბით და­ვი­წყე, გა­მო­მი­ვი­და. მი­თხრეს, ვერ და­ვი­ჯე­რებთ, თუ ეს მხო­ლოდ ახ­ლან­დე­ლი ნას­წავ­ლია და აქამ­დე სხვა­გან არ და­დი­ო­დიო. არას­დროს მქო­ნია შე­ხე­ბა-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ცოტა ხანს ჯვრე­ბი და რგო­ლე­ბი ვა­კე­თე.

მერე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მბეზ­რდე­ბო­და, ერ­თფე­როვ­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია და ჩემი წარ­მოდ­გე­ნით. იმ სამ­კა­უ­ლე­ბის ეს­კი­ზე­ბი დავ­ხა­ტე, რო­მელ­საც ახლა ვა­კე­თებ და სა­ლონ­ში მი­ვუ­ტა­ნე. შოკ­ში იყ­ვნენ, ეს გინ­და გა­ა­კე­თოო? რე­ა­ლუ­რად იმის­თვის მი­ვე­დი, რომ მინ­დო­და, მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მომ­წონ­და.

სა­უ­ბა­რია იმ სა­ი­უ­ვე­ლი­რო სა­ლო­ნის ოს­ტა­ტებ­ზე, სა­დაც ათამ­დე სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს და ბრწყინ­ვა­ლედ აკე­თე­ბენ საქ­მეს. ერ­თა­დერ­თი მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მათ შო­რის მე ვარ. მოკ­ლედ, თავ­ზე მედგნენ, მას­წავ­ლიდ­ნენ და პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო ჩიტი, რო­მე­ლიც ახ­ლაც მაქვს და მას არას­დროს გავ­ყი­დი“, - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ნა.

ხე­ლო­ვანს ასე­თი თვი­სე­ბა აქვს: სამ­კა­ულს რომ და­ამ­ზა­დებს და რაც უნდა იყოს: სა­ყუ­რე, სა­მა­ჯუ­რი, ბე­ჭე­დი, ყელ­სა­ბა­მი, ბრო­ში, ქა­მა­რი თუ ბალ­თა - ერთი დღე მა­ინც უნდა ეკე­თოს, ვერ ელე­ვა, შვი­ლე­ბი­ვით უყ­ვარს...

უმე­ტე­სად ქა­ლის სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დებს, მა­მა­კა­ცის მხო­ლოდ ერთი აქვს შექ­მნი­ლი - ბე­ჭე­დი და ისიც მე­უღ­ლის­თვის, მსა­ხი­ობ დუტა სხირტლა­ძის­თვის, რო­მელ­საც ბე­ჭე­დი ძა­ლი­ან მოს­წონს და თი­თი­დან არ იხ­სნის - "სულ უკე­თია დუ­ტას, რაც გა­ვუ­კე­თე და ვუ­თხა­რი, დაგ­ნიშ­ნე-მეთ­ქი" - ხუმ­რობს მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას 500-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შექ­მნი­ლი. მათი ფასი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ვერ იქ­ნე­ბა მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. თუმ­ცა ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ჰყავს, რომ­ლე­ბიც ამ სამ­კა­უ­ლებს ყო­ველ­დღე ირ­გე­ბენ და ნე­ბის­მი­ერ სა­მოს­ზე იხ­დე­ნენ.

- რა სტი­ლია ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- არ ვიცი, ჩემი ფან­ტა­ზი­ით იქ­მნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი იუ­ვე­ლი­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ამ სფე­რო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეო. ადა­მი­ა­ნებს, კლი­ენ­ტებს, თა­ვი­დან ცოტა შოკი ჰქონ­დათ, ყვე­ლას ხომ არ შე­უძ­ლია, ამ­ხე­ლა სამ­კა­უ­ლის ტა­რე­ბა, მე თა­ვი­დან­ვე მიყ­ვარ­და და ძა­ლი­ან მომ­წონ­და... ისე, წელს დიდი, მა­სი­უ­რი სამ­კა­უ­ლე­ბია მო­და­ში და ნელ-ნელა ხალ­ხი გა­და­დის დიდი ზო­მის სამ­კა­ულ­ზე.

თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერს მა­სე­ბის­თვის არ ვა­კე­თებ, მარ­თლაც თითო-თი­თოა, ექ­სკლუ­ზი­უ­რი. ამ სამ­კა­უ­ლე­ბის ტა­რე­ბას რა­ღაც სხვა რამ სჭირ­დე­ბა - გამ­ბე­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, ეს რომ გა­ი­კე­თო... მა­სა­ლა ძვი­რი ღირს, მერე შეს­რუ­ლე­ბა, და­ხარ­ჯუ­ლი დრო, ენერ­გია, ხე­ლო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა - ისე­დაც მი­ნი­მა­ლურ ფა­სებ­ში ვუ­კე­თებ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს - ძვირ­ფას ქვებს ვყი­დუ­ლობ, მას ფორ­მას არ ვუც­ვლი და ვცდი­ლობ, მათ მო­ვარ­გო და მათ­ზე ავე­წყო. კარ­კა­სი არის ვერ­ცხლი, თუმ­ცა ოქ­რო­ზეც ვმუ­შა­ობ. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა. აზარ­ტუ­ლი­ცაა, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა, რა გა­მო­ვა. როცა ვმუ­შა­ობ, თან სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, არ და­მე­შა­ლოს. გახ­სნი­ლი ცე­ცხლია და რამე არას­წო­რად არ გა­ვა­კე­თო, ან არ და­მეწ­ვას. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მავ­ნეა, ბევრ მჟა­ვას­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, გაზ­თან, მარ­თლა შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და ნიღ­ბის გა­რე­შე ვმუ­შა­ობ, ზი­ანს ვა­ყე­ნებ თვა­ლებს, ფილ­ტვებს.

თითო ნივთს ერთი კვი­რა მა­ინც სჭირ­დე­ბა, სულ კი ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი დი­დად მსი­ა­მოვ­ნებს - კე­თე­ბა ად­რე­ნა­ლი­ნია.

- რა როლი აქვს დუ­ტას ამ საქ­მე­ში?

- თა­ვი­დან ჩემს ახალ საქ­მეს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და. მერე პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რგო­ლი რო­გორც გი­თხა­რით, რომ მო­ვი­ტა­ნე და მას ვა­ჩუ­ქე, „დაგ­ნიშ­ნე-მეთ­ქი“, გა­გიჟ­და. მერე და მერე საქ­მე­ში რომ გა­ვაქ­ტი­ურ­დი, სულ გა­და­ი­რია, მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე, რამ­დენ­ჯერ­მე ჩემი კუ­რი­ე­რიც იყო. სკუ­ტე­რით და ჩა­ფხუ­ტით კლი­ენ­ტთან წა­სუ­ლა და ხალ­ხი და­უბ­ნე­ვია. მუ­შა­ო­ბა­შიც რა­ღაც დო­ზით მომ­ხმა­რე­ბია, სა­ერ­თოდ, ხეზე ჭრა და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ეხერ­ხე­ბა და საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღია. ისე, მა­საც უნ­დო­და, სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მი­ა­ნო­ბის სწავ­ლა, მაგ­რამ ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხა, თუ შეძ­ლებს, მხო­ლოდ მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი. მე­ტად და­მეხ­მა­რე­ბა...

დე­და­ჩემს ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი ხელი, ბევრ კარგ რა­ღა­ცას აკე­თებ­და, მათ შო­რის, სა­ო­ცარ ჩარ­ჩო­ებს. ეტყო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­გან მომ­ყვე­ბა.

ჩემი სურ­ვი­ლია, ეს საქ­მე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­ვი­დეს. ცოტა ხნის წინ შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვე­ნე­ცი­ა­ში გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩვე­ნი მხატ­ვრე­ბის ერ­თთვი­ა­ნი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა კეთ­დე­ბა, ნატო დუმ­ბა­ძე აკე­თებს. შარ­შან ვე­ნა­შიც მქონ­და გა­მო­ფე­ნა.

შე­იძ­ლე­ბა მომ­ბერზდეს და ხვალ სხვა რამ და­ვი­წყო, მაგ­რამ დღეს ამის კე­თე­ბა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ბევ­რი რა­მის მო­ფიქ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, ფან­ტა­ზი­ამ არ გი­ღა­ლა­ტოს. ამ საქ­მე­ში ფე­რიც გა­დამ­წყვე­ტია, მაგ­რამ ყვე­ლა ფერს არ ვი­ყე­ნებ. უფრო „მსუ­ყე“ ფე­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი ვარ.

- შვი­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ ყვე­ლაფ­რით?

- ორი­ვე ფან­ტას­ტი­კუ­რად ძერ­წავს. ლუკა ერთი წლი­დან სა­ოც­რე­ბებს აკე­თებს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა უნდა. მე კი მგო­ნია, კი­ნოს კარ­გი მხატ­ვა­რი იქ­ნე­ბა, აქ რომ იყოს მულ­ტიპ­ლი­კა­ცია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უმაგ­რეს რა­ღა­ცებს შექ­მნი­და.

ნინი პა­რიზ­ში, სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და რე­ჟი­სუ­რის გან­ხრით სწავ­ლობს. რე­ჟი­სო­რო­ბა უნდა, ოღონდ, კი­ნოც რომ თვი­თონ გა­და­ი­ღოს, მხატ­ვა­რიც თვი­თონ იყოს და მუ­სი­კაც თვი­თონ და­წე­როს. ვნა­ხოთ, მთა­ვა­რია, ყვე­ლამ ვი­პო­ვოთ და ვა­კე­თოთ ის საქ­მე, რაც გვიყ­ვარს.

ნათია ბაბო
0

თუ მსახიობი გვიყვარდა, ეს შენ იყავი დუტაა ყველა გადაცემას ვუყურებთ, სადაც შენ ოდნავ კი გაფართხალდები, შენი სახის ყოველი ნაკვთი საუბრომს, მღერის, ტირის თუ ეს საჭიროა,უნიჭიერესი ბიჭი ხარ, ახლა ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ მაინც ვწერ, ვინ გითხრა რომ უნდა წახვიდე, მე არ მუნდა რომ წახვიდე, მინდა ამ ტელე არხზე ნიჭიერი ადამიანებ დარჩნენ, რანდენჯეს ვიღაცა თავის ჭკუაზე გაფართხალდება იმის გამო უნდა დაგვტოვოთ? არა დუტა, არ გინდა, ვისი გეშინია, ვინ არის ის თავად საფრთხობელა?არ წახვიდე,ძალიან, ზალიან გთხოვ . კარგად და ბედნიერად მეყოლე.შვილო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს

"დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს

უკვე 6 წელია, გამორჩეულ სამკაულებს საკუთარი ხელით ქმნის. თუ მანამდე ვერც კი წარმოედგინა, რომ საოცარი სამკაულების ავტორი იქნებოდა, ახლა ამ საქმიანობის გარეშე აღარ შეუძლია ყოფნა...

მარინა ნაცვლიშვილს სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ჰქონდა გოგენის თემაზე ბატიკაში შესრულებული კოლექცია, საიდანაც 7 კოსტიუმი დიპლომის დაცვის შემდეგ მონაწილეობდა ჩვენებებში. 2 წელი მოდის ფესტივალებზე აქტიურად გამოდიოდა. შემდეგ ამ სფეროს ჩამოშორდა, რადგან მიხვდა, მისი არ იყო და თეატრში გადაინაცვლა - ლევან წულაძის მიწვევით, თეატრალურ სარდაფში კოსტიუმების მხატვარი გახდა.

"ვმუშაობდი სოხუმის თეატრშიც, იმ პერიოდში საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი, შეიძლება იქვას, თავი ვიპოვე, რადგან თეატრი სხვა ფანტაზიის საშუალებას იძლევა. მერე კინოშიც ვიმუშავე, იქაც კოსტიუმების და დამდგმელ მხატვრად. კაფე „თან წაიღე“ მქონდა, სადაც სულ მხატვრების ნამუშევრები იყო, ხელით გაკეთებული.

„თან წაიღე“ იმიტომ ერქვა, რომ ნებისმიერი ნივთის ყიდვა და თან წაღება შეეძლოთ. მოგვიანებით, სტაბილური სამსახური აღარ მქონდა და ჩემი შვილების ძიძამ მიბიძგა, იუველირობა შემესწავლა", - გვიყვება მარინა ნაცვლიშვილი, რომელმაც რჩევა გაითვალისწინა და ერთ დღესაც საიუველირო სალონში მივიდა.

„საქმეს რომ შევხედე, ვიფიქრე, ვერასდროს ვისწავლიდი და იქიდან ცუდ ხასიათზე წამოვედი, თუმცა 10 დღე მაინც ვიარე. მერე მითხრეს - ახლა თვითონ გააკეთეო. ჯვრების კეთებით დავიწყე, გამომივიდა. მითხრეს, ვერ დავიჯერებთ, თუ ეს მხოლოდ ახლანდელი ნასწავლია და აქამდე სხვაგან არ დადიოდიო. არასდროს მქონია შეხება-მეთქი. მოკლედ, ცოტა ხანს ჯვრები და რგოლები ვაკეთე.

მერე მივხვდი, რომ ძალიან მბეზრდებოდა, ერთფეროვნება არ შემიძლია და ჩემი წარმოდგენით. იმ სამკაულების ესკიზები დავხატე, რომელსაც ახლა ვაკეთებ და სალონში მივუტანე. შოკში იყვნენ, ეს გინდა გააკეთოო? რეალურად იმისთვის მივედი, რომ მინდოდა, მეკეთებინა ის, რაც მომწონდა.

საუბარია იმ საიუველირო სალონის ოსტატებზე, სადაც ათამდე საუკეთესო სპეციალისტი მუშაობს და ბრწყინვალედ აკეთებენ საქმეს. ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მათ შორის მე ვარ. მოკლედ, თავზე მედგნენ, მასწავლიდნენ და პირველი ნამუშევარი იყო ჩიტი, რომელიც ახლაც მაქვს და მას არასდროს გავყიდი“, - გვეუბნება მარინა.

ხელოვანს ასეთი თვისება აქვს: სამკაულს რომ დაამზადებს და რაც უნდა იყოს: საყურე, სამაჯური, ბეჭედი, ყელსაბამი, ბროში, ქამარი თუ ბალთა - ერთი დღე მაინც უნდა ეკეთოს, ვერ ელევა, შვილებივით უყვარს...

უმეტესად ქალის სამკაულებს ამზადებს, მამაკაცის მხოლოდ ერთი აქვს შექმნილი - ბეჭედი და ისიც მეუღლისთვის, მსახიობ დუტა სხირტლაძისთვის, რომელსაც ბეჭედი ძალიან მოსწონს და თითიდან არ იხსნის - "სულ უკეთია დუტას, რაც გავუკეთე და ვუთხარი, დაგნიშნე-მეთქი" - ხუმრობს მარინა ნაცვლიშვილი.

6 წლის განმავლობაში მას 500-მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი. მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ისევე როგორც ყველა ვერ იქნება მისი მომხმარებელი. თუმცა ისეთი მომხმარებლებიც ჰყავს, რომლებიც ამ სამკაულებს ყოველდღე ირგებენ და ნებისმიერ სამოსზე იხდენენ.

- რა სტილია ეს ნამუშევრები?

- არ ვიცი, ჩემი ფანტაზიით იქმნება ყველაფერი. ჩემი იუველირები მეუბნებიან, ამ სფეროში გადატრიალება მოახდინეო. ადამიანებს, კლიენტებს, თავიდან ცოტა შოკი ჰქონდათ, ყველას ხომ არ შეუძლია, ამხელა სამკაულის ტარება, მე თავიდანვე მიყვარდა და ძალიან მომწონდა... ისე, წელს დიდი, მასიური სამკაულებია მოდაში და ნელ-ნელა ხალხი გადადის დიდი ზომის სამკაულზე.

თუმცა, ამ ყველაფერს მასებისთვის არ ვაკეთებ, მართლაც თითო-თითოა, ექსკლუზიური. ამ სამკაულების ტარებას რაღაც სხვა რამ სჭირდება - გამბედაობა, თავისუფალი ადამიანი უნდა იყო, ეს რომ გაიკეთო... მასალა ძვირი ღირს, მერე შესრულება, დახარჯული დრო, ენერგია, ხელობა, ჯანმრთელობა - ისედაც მინიმალურ ფასებში ვუკეთებ რეალიზაციას.

რაც შეეხება მუშაობის პროცესს - ძვირფას ქვებს ვყიდულობ, მას ფორმას არ ვუცვლი და ვცდილობ, მათ მოვარგო და მათზე ავეწყო. კარკასი არის ვერცხლი, თუმცა ოქროზეც ვმუშაობ. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეა. აზარტულიცაა, მაინტერესებს, რა შედეგი ექნება, რა გამოვა. როცა ვმუშაობ, თან სულ იმაზე ვფიქრობ, არ დამეშალოს. გახსნილი ცეცხლია და რამე არასწორად არ გავაკეთო, ან არ დამეწვას. ჯანმრთელობისთვის ეს საქმიანობა მავნეა, ბევრ მჟავასთან მაქვს ურთიერთობა, გაზთან, მართლა შიშველი ხელებით და ნიღბის გარეშე ვმუშაობ, ზიანს ვაყენებ თვალებს, ფილტვებს.

თითო ნივთს ერთი კვირა მაინც სჭირდება, სულ კი ვნერვიულობ, მაგრამ მუშაობის პროცესი დიდად მსიამოვნებს - კეთება ადრენალინია.

- რა როლი აქვს დუტას ამ საქმეში?

- თავიდან ჩემს ახალ საქმეს სკეპტიკურად უყურებდა. მერე პირველი ნამუშევარი, რგოლი როგორც გითხარით, რომ მოვიტანე და მას ვაჩუქე, „დაგნიშნე-მეთქი“, გაგიჟდა. მერე და მერე საქმეში რომ გავაქტიურდი, სულ გადაირია, მეხმარება ხოლმე, რამდენჯერმე ჩემი კურიერიც იყო. სკუტერით და ჩაფხუტით კლიენტთან წასულა და ხალხი დაუბნევია. მუშაობაშიც რაღაც დოზით მომხმარებია, საერთოდ, ხეზე ჭრა და ასეთი რაღაცები ეხერხება და საქმეში მონაწილეობა მიუღია. ისე, მასაც უნდოდა, საიუველირო საქმიანობის სწავლა, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა, თუ შეძლებს, მხოლოდ მოხარული ვიქნები. მეტად დამეხმარება...

დედაჩემს ჰქონდა ძალიან კარგი ხელი, ბევრ კარგ რაღაცას აკეთებდა, მათ შორის, საოცარ ჩარჩოებს. ეტყობა, ეს ყველაფერი მისგან მომყვება.

ჩემი სურვილია, ეს საქმე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს. ცოტა ხნის წინ შემომთავაზეს, ვენეციაში გამოფენაში მივიღო მონაწილეობა. ჩვენი მხატვრების ერთთვიანი გამოფენა-გაყიდვა კეთდება, ნატო დუმბაძე აკეთებს. შარშან ვენაშიც მქონდა გამოფენა.

შეიძლება მომბერზდეს და ხვალ სხვა რამ დავიწყო, მაგრამ დღეს ამის კეთება ძალიან მსიამოვნებს. დიდი შესაძლებლობა აქვს, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. მთავარია, ფანტაზიამ არ გიღალატოს. ამ საქმეში ფერიც გადამწყვეტია, მაგრამ ყველა ფერს არ ვიყენებ. უფრო „მსუყე“ ფერების მიმდევარი ვარ.

- შვილები დაინტერესებულები არიან ამ ყველაფრით?

- ორივე ფანტასტიკურად ძერწავს. ლუკა ერთი წლიდან საოცრებებს აკეთებს, მაგრამ მსახიობობა უნდა. მე კი მგონია, კინოს კარგი მხატვარი იქნება, აქ რომ იყოს მულტიპლიკაცია განვითარებული, უმაგრეს რაღაცებს შექმნიდა.

ნინი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და რეჟისურის განხრით სწავლობს. რეჟისორობა უნდა, ოღონდ, კინოც რომ თვითონ გადაიღოს, მხატვარიც თვითონ იყოს და მუსიკაც თვითონ დაწეროს. ვნახოთ, მთავარია, ყველამ ვიპოვოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს.