კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არასწორი პასუხის "შიში" არ აქვთ და შესვენებაზე მულტფილმებს უყურებენ
რა ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არასწორი პასუხის "შიში" არ აქვთ და შესვენებაზე მულტფილმებს უყურებენ

მე­ო­თხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი - ლიზი, ლა­ზა­რე და ელე­ნე ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თილ­ზე ნას­წავლ ტექ­სტებ­ზე სპექ­ტაკ­ლებს დგა­მენ, მის მი­ხედ­ვით ნა­ხა­ტებს ქმნი­ან, ბუ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მცე­ნა­რე­ე­ბის და­ფეს­ვი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, და­ვა­ლე­ბებს ხან­და­ხან ელექტრო­ნუ­ლად და იმ ფორ­მით ას­რუ­ლე­ბენ, რო­გო­რიც თა­ვად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ; შეც­დო­მებს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ და სწორ პა­სუ­ხამ­დეც ერ­თად მი­დი­ან...

ეს არა ფი­ნე­თის, ნორ­ვე­გი­ის ან თუნ­დაც ეს­ტო­ნე­თის რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ ალექ­სან­დრე ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლაა.

2019-2024 წლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი - „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ 150-ე სკო­ლა­ში ერთი წე­ლია და­ნერ­გა, შე­დე­გად, ლი­ზის, ელე­ნე­სა და ლა­ზა­რეს თა­ნა­ტო­ლე­ბი და უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბი საგ­ნებს სხვა სკო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით სწავ­ლო­ბენ.

რა შე­იც­ვა­ლა 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში?

150-ე სა­ჯა­რო სკო­ლა ერთ-ერ­თია ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმ მრა­ვა­ლი სკო­ლი­დან, რო­მე­ლიც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მისი ძვე­ლი კი­ბე­ე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბი, ერთი შე­ხედ­ვით არ გვი­ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ აქ სრულ­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვლა უხა­რი­ათ და პირ­ვე­ლი­დან მე-4 კლა­სამ­დე არ არ­სე­ბობს მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლი არ არის.

სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი მექ­ვევ­რიშ­ვილ­მა გან­გვი­მარ­ტა, რომ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე და­ი­ნერ­გა. მათ შო­რის:

  • მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა;
  • სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი, რის მი­ხედ­ვი­თაც სწავ­ლის პრო­ცე­სი უნდა წა­რი­მარ­თოს;
  • არას­წო­რი პა­სუ­ხის გამო მოს­წავ­ლე „დამ­ნა­შა­ვე“ არ არის, რად­გან მან იშ­რო­მა და იმუ­შა­ვა;
  • UNICEF-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის ნა­წილს ელექტრო­ნუ­ლად ას­რუ­ლე­ბენ;
  • სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მშობ­ლე­ბი უფრო მე­ტად ჩარ­თუ­ლე­ბი გახ­დნენ.
სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი მექ­ვევ­რიშ­ვი­ლი და მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლე­ბი - ლიზი, ლა­ზა­რე და ელე­ნე

სი­ახ­ლე­ე­ბი სექ­ტემ­ბრი­დან, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე­ო­თხე კლა­სის ჩათ­ვლით და­ი­ნერ­გა. 150-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი - მას­წავ­ლებ­ლებს მი­ვე­ცით უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აქამ­დე თუ გაკ­ვე­თი­ლის­თვის 45 წუთი იყო გან­სა­ზღვრუ­ლი და ეს იყო რუ­ტი­ნა, რო­მელ­საც მო­ცე­მუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ გა­და­უხ­ვევ­დი, ამა­ზე ვთქვით უარი - ახლა მას­წავ­ლე­ბე­ლი კონ­კრე­ტულ მა­სა­ლას ერთ გაკ­ვე­თილს და­უთ­მობს თუ ორს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია მი­ზანს და შე­დეგს მი­აღ­წი­ოს და მოს­წავ­ლე­ებს გან­სა­ზღვრუ­ლი ცნე­ბე­ბი ას­წავ­ლოს.

მა­გა­ლი­თად, საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას პე­და­გო­გი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს და­ეყ­რდნო­ბა თუ მის მიერ მო­ძი­ე­ბულ მა­სა­ლებს, ინ­ტე­რაქ­ცი­ულ გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ა­ტა­რებს თუ სა­ერ­თოდ, სკო­ლა­ში არ ჩა­ა­ტა­რებს და გას­ვლით სა­ხეს მის­ცემს, ეს უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მთა­ვა­რია, ის შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს, რა­ზეც ყვე­ლა ერ­თად ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი“ - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი მექ­ვევ­რიშ­ვილ­მა.

მოს­წავ­ლე­ებს არას­წო­რი პა­სუ­ხის „შიში“ აღარ აქვთ. ამა­ზე ცალ­სა­ხად სა­უბ­რო­ბენ რო­გორც დი­რექ­ტო­რი, ისე 150-ე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი, რო­მელ­თაც AMBEBI.GE გა­ე­სა­უბ­რა.

„სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი უფრო მე­ტად აქ­ტი­უ­რი გახ­და, მეტი კი­თხვაა, მეტი მსჯე­ლო­ბაა. ჩვენ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა კი­თხვის დას­მის შიში გა­და­ლა­ხეს ანუ მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მო­საზ­რე­ბას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს. ყვე­ლა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. რა თქმა უნდა, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით მეტ­ნაკ­ლე­ბად გან­სხვავ­დე­ბი­ან, თუმ­ცა ჩვენ არ გვყავს მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არ არის. სკო­ლა მათ­თვის ხდე­ბა ის ად­გი­ლი, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად მოს­ვლა უხა­რი­ათ და სი­ხა­რუ­ლით ეს­წრე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი მექ­ვევ­რიშ­ვილ­მა.

ლატ­ვი­ის ელჩი სტუმ­რად 150-ე სკო­ლა­ში

რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ნულ და­ვა­ლე­ბებს, 150-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თქმით, სპე­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში მოს­წავ­ლე­ებს მო­ცე­მუ­ლი აქვთ ვრცე­ლი რუკა, რო­მელ­შიც და­ვა­ლე­ბას იმ ფორ­მით ას­რუ­ლე­ბენ, რო­გორც თა­ვად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

10 წლის ლიზი რო­ბი­ტაშ­ვილს ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­ლოვ­ნე­ბის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წონს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა სა­გან­მა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა შე­ი­ძი­ნა. რო­დე­საც შევ­თა­ვა­ზეთ, რომ საყ­ვა­რე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, არ­ჩე­ვა­ნი ე.წ რო­ლურ თა­მა­შებ­ზე შე­ა­ჩე­რა, როცა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად ნა­წარ­მო­ე­ბი „მგე­ლი და კრა­ვი“ დად­გა, რო­მელ­შიც ბე­კე­კას როლი მო­ირ­გო.

ლი­ზის მსგავ­სად, 9 წლის ლა­ზა­რე პერ­ტა­ხი­აც მხი­ა­რულ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე სა­უბ­რობს. მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნო­ბენ.

„ჩვე­ნი დამ­რი­გე­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ რა­საც ვერ გა­ვი­გებთ, ყო­ველ­თვის ვუ­თხრათ და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ათას­ჯერ აგ­ვიხ­სნის. ცდი­ლო­ბენ, რომ ცოდ­ნა გად­მოგ­ვცენ. ყვე­ლაფ­რის კარ­გად სწავ­ლას ვცდი­ლობ, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ქარ­თუ­ლი და ბუ­ნე­ბა უკეთ გა­მომ­დის. დიდ, 20-წუ­თი­ან შეს­ვე­ნე­ბას ყო­ველ­თვის კარ­გად ვი­ყე­ნებთ, რად­გან მულ­ტფილ­მებს ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე“ - აღ­ნიშ­ნავს ლა­ზა­რე.

ელე­ნე ქევ­ხიშ­ვი­ლიც მე-4 კლა­სე­ლია. თა­ნას­კო­ლე­ლე­ბის მსგავ­სად, მა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა მოს­წონს. ასე­ვე, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია იმით, რომ უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა.

„მე­ო­თხე კლა­სე­ლებ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი მე­ო­რეს ჩა­უ­ტა­რეს, მე­სა­მემ პირ­ველს, რაც ძა­ლი­ან კარ­გი იყო. მოს­წავ­ლე­ე­ბი გვი­ჯე­რებ­დნენ, დამ­სწრე­ე­ბი იყ­ვნენ, შენ ას­წავ­ლი­დი, რაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბას გვი­ვი­თა­რებს“, - დას­ძი­ნა ელე­ნემ.

მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი­ან­თი კრი­ტი­კუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც გა­მოთ­ქვეს. რო­გორც ელე­ნემ, ისე ლი­ზიმ და ლა­ზა­რემ აღ­ნიშ­ნეს, რომ მათი სურ­ვი­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში კომ­პი­უ­ტე­რი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ და უფრო მე­ტად, წიგნ­ზე და ერ­თმა­ნეთ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი.

სწავ­ლე­ბის მო­დელს, რო­მე­ლიც 150-ე სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გა მალე და­ახ­ლო­ე­ბით, 50 სკო­ლა­ში შე­ი­ტა­ნენ. ამ სკო­ლე­ბის პე­და­გო­გებს კი მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერგვის ექ­სპერ­ტე­ბი ნინო კვა­ხა­ჯე­ლი­ძე და მა­ნა­ნა ჯა­დუ­გიშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

ისი­ნი 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­არ­გეს. პე­და­გო­გე­ბი თვი­თონ ქმნი­ან სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც ხში­რად, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ სთა­ვა­ზობთ და ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა მოს­წავ­ლის რე­სურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ.

"ბავ­შვი სწო­რედ სკო­ლი­დან ყა­ლიბ­დე­ბა. როცა მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რად მო­პა­სუ­ხე ბავ­შვს აქებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ეუბ­ნე­ბა, „სწო­რია შენი პა­სუ­ხი, ყო­ჩაღ“ და ა.შ, ხოლო ვი­საც შე­ე­შა­ლა, შე­იძ­ლე­ბა, არ ეუბ­ნე­ბა, „რო­გორ შე­გე­შა­ლაო“, მაგ­რამ ეს ბავ­შვი თავს თით­ქმის დამ­ნა­შა­ვედ გრძნობს. სხვებ­საც უყა­ლიბ­დე­ბათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის ვერ პა­სუ­ხობს. ახლა კი ასე არ არის, ყვე­ლა ერ­თად ვმსჯე­ლობთ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და, ასე­თი რამ მომ­ხდა­რი­ყო, რა­ტომ ფიქ­რობ­და მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი ასე.

ბავ­შვე­ბი ეძე­ბენ პა­სუხს, ხვდე­ბი­ან, რომ არას­წო­რი პა­სუ­ხი „კა­ტას­ტრო­ფა“ კი არ არის, არა­მედ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც არას­წო­რი დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნა, და­ფიქ­რდა და იშ­რო­მა

ბავ­შვე­ბის თვალ­ში არას­წო­რი პა­სუ­ხი აღარ ნიშ­ნავს იმას, რომ მას ვინ­მე სჯობს ან ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბია. ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან, მი­აშ­ვე­ლე­ბენ ხოლ­მე სი­ტყვას თუ აზრს. კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას როცა ვი­ყე­ნებთ, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით, აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბა, პრე­ზენ­ტა­ცია ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს ნა­მუ­შე­ვარს არ უკარ­გა­ვენ და ვფიქ­რობ, რე­ფორ­მა ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან კარ­გია“ - გან­მარ­ტა ნინო კვა­ხა­ჯე­ლი­ძემ.

150-ე სკო­ლის პე­და­გო­გი, მა­ნა­ნა ჯა­დუ­გიშ­ვი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს კი­თხვა­რის შევ­სე­ბას სთხოვს, სა­ი­და­ნაც შე­დე­გის და­ნახ­ვა შე­უძ­ლია. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ერთ-ერთ კი­თხვარ­ში ეწე­რა - „კი­დევ მინ­და ასე­თი გაკ­ვე­თი­ლი“, რაც მას კი­დევ უფრო დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს.

„ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, სწავ­ლე­ბის ამ მე­თოდს უარ­ყო­ფი­თი რა უნდა ჰქონ­დეს. ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ერთი სე­მესტრის შე­დე­გე­ბით სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან ნა­ად­რე­ვი და ნაჩ­ქა­რე­ვია, მაგ­რამ ის ხარ­ვე­ზე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, რე­ფორ­მას ჰქო­ნო­და, ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში უკვე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და შე­ვე­ცა­დეთ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ფორ­მა მეტ­ნაკ­ლე­ბად შეგ­ვეც­ვა­ლა“ - აღ­ნიშ­ნა მან.

რა შე­დე­გი და­ი­ნა­ხა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ?

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სკო­ლამ­დე­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ექ­სპერ­ტი, ნიკო სი­ლა­გა­ძე გან­მარ­ტავს, რომ 150-ე სკო­ლა­ში წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბა უკვე ჩა­ტარ­და და პოსტ-შე­ფა­სე­ბაც ჩა­ტარ­დე­ბა.

„ერთი იყო სას­კო­ლო კულ­ტუ­რის შე­ფა­სე­ბა და მე­ო­რე მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის კვლე­ვა. აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, მე­სა­მე და მე­ო­თხე კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლე ყვე­ლა სა­გან­ში, ყვე­ლა კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ფას­და. სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­ტარ­დე­ბა იგი­ვე ტი­პის კვლე­ვა ისევ მე­სა­მე და მე­ო­თხე კლა­სებ­ში და ეს გვაჩ­ვე­ნებს, აკა­დე­მი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით წინსვლა იყო თუ არა.

კვლე­ვის მე­ო­რე ნა­წი­ლი არის სას­კო­ლო კულ­ტუ­რის კვლე­ვა. ეს ნიშ­ნავს იმას, თუ რო­გორ ხდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მვა, რამ­დე­ნად არის ისე­თი ატ­მოს­ფე­რო, სა­დაც აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა­ზე. გა­მოჩ­ნდა, რომ სკო­ლა­ში სას­კო­ლო კულ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რის შემ­დე­გაც სი­ახ­ლე­ე­ბი კი­დევ 100 სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არასწორი პასუხის "შიში" არ აქვთ და შესვენებაზე მულტფილმებს უყურებენ

რა ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არასწორი პასუხის "შიში" არ აქვთ და შესვენებაზე მულტფილმებს უყურებენ

მეოთხე კლასის მოსწავლეები - ლიზი, ლაზარე და ელენე ქართული ენის გაკვეთილზე ნასწავლ ტექსტებზე სპექტაკლებს დგამენ, მის მიხედვით ნახატებს ქმნიან, ბუნების გაკვეთილებზე მცენარეების დაფესვიანების პროცესში მონაწილეობენ, დავალებებს ხანდახან ელექტრონულად და იმ ფორმით ასრულებენ, როგორიც თავად წარმოუდგენიათ; შეცდომებს თანაკლასელებთან ერთად განიხილავენ და სწორ პასუხამდეც ერთად მიდიან...

ეს არა ფინეთის, ნორვეგიის ან თუნდაც ესტონეთის რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე საჯარო სკოლაა.

2019-2024 წლებში განსახორციელებელი განათლების რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი - „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 150-ე სკოლაში ერთი წელია დანერგა, შედეგად, ლიზის, ელენესა და ლაზარეს თანატოლები და უმცროსკლასელები საგნებს სხვა სკოლებისგან განსხვავებული მეთოდებით სწავლობენ.

რა შეიცვალა 150-ე საჯარო სკოლაში?

150-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია ჩვენი ქვეყნის იმ მრავალი სკოლიდან, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს. მისი ძველი კიბეები და ნაწილობრივ გარემონტებული ოთახები, ერთი შეხედვით არ გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ სრულყოფილი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, სინამდვილეში კი მოსწავლეებს გაკვეთილზე შესვლა უხარიათ და პირველიდან მე-4 კლასამდე არ არსებობს მოსწავლე, რომელიც საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩართული არ არის.

სკოლის დირექტორმა, ირაკლი მექვევრიშვილმა განგვიმარტა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში სკოლაში რამდენიმე სიახლე დაინერგა. მათ შორის:

  • მასწავლებლებს მიეცათ მეტი თავისუფლება;
  • სახელმძღვანელო არ არის ერთადერთი, რის მიხედვითაც სწავლის პროცესი უნდა წარიმართოს;
  • არასწორი პასუხის გამო მოსწავლე „დამნაშავე“ არ არის, რადგან მან იშრომა და იმუშავა;
  • UNICEF-თან თანამშრომლობით შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, რომლის მეშვეობით მოსწავლეები საშინაო დავალებების ნაწილს ელექტრონულად ასრულებენ;
  • სასწავლო პროცესში მშობლები უფრო მეტად ჩართულები გახდნენ.
სკოლის დირექტორი ირაკლი მექვევრიშვილი და მეოთხეკლასელები - ლიზი, ლაზარე და ელენე

სიახლეები სექტემბრიდან, პირველი კლასიდან მეოთხე კლასის ჩათვლით დაინერგა. 150-ე სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ცვლილებები მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეთანხმებით განხორციელდა.

"შეიცვალა მიდგომები - მასწავლებლებს მივეცით უფრო მეტი თავისუფლება. აქამდე თუ გაკვეთილისთვის 45 წუთი იყო განსაზღვრული და ეს იყო რუტინა, რომელსაც მოცემული ჩარჩოებისა და რეგულაციების გამო ფაქტობრივად, ვერ გადაუხვევდი, ამაზე ვთქვით უარი - ახლა მასწავლებელი კონკრეტულ მასალას ერთ გაკვეთილს დაუთმობს თუ ორს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მიზანს და შედეგს მიაღწიოს და მოსწავლეებს განსაზღვრული ცნებები ასწავლოს.

მაგალითად, საგნის სწავლებისას პედაგოგი სახელმძღვანელოს დაეყრდნობა თუ მის მიერ მოძიებულ მასალებს, ინტერაქციულ გაკვეთილებს ჩაატარებს თუ საერთოდ, სკოლაში არ ჩაატარებს და გასვლით სახეს მისცემს, ეს უშუალოდ მასწავლებლის გადაწყვეტილებაა. მთავარია, ის შედეგი აჩვენოს, რაზეც ყველა ერთად ვართ შეთანხმებულები“ - აღნიშნა ირაკლი მექვევრიშვილმა.

მოსწავლეებს არასწორი პასუხის „შიში“ აღარ აქვთ. ამაზე ცალსახად საუბრობენ როგორც დირექტორი, ისე 150-ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა ნაწილი, რომელთაც AMBEBI.GE გაესაუბრა.

„საგაკვეთილო პროცესი უფრო მეტად აქტიური გახდა, მეტი კითხვაა, მეტი მსჯელობაა. ჩვენ ამ გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეებმა კითხვის დასმის შიში გადალახეს ანუ მცდარი შეხედულებები არ არსებობს. ამ მოცემულობის მიხედვით, ყველა მოსაზრებას თავისი ადგილი აქვს. ყველა აქტიურად არის ჩართული. რა თქმა უნდა, მოსწავლეები შესაძლებლობების მიხედვით მეტნაკლებად განსხვავდებიან, თუმცა ჩვენ არ გვყავს მოსწავლე, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ჩართული არ არის. სკოლა მათთვის ხდება ის ადგილი, სადაც ყოველდღიურად მოსვლა უხარიათ და სიხარულით ესწრებიან გაკვეთილებს“, - აღნიშნა ირაკლი მექვევრიშვილმა.

ლატვიის ელჩი სტუმრად 150-ე სკოლაში

რაც შეეხება ელექტრონულ დავალებებს, 150-ე სკოლის დირექტორის თქმით, სპეციალურ სისტემაში მოსწავლეებს მოცემული აქვთ ვრცელი რუკა, რომელშიც დავალებას იმ ფორმით ასრულებენ, როგორც თავად წარმოუდგენიათ.

10 წლის ლიზი რობიტაშვილს ყველაზე მეტად ხელოვნების, მათემატიკისა და ქართული ენის გაკვეთილები მოსწონს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა საგანმა მისთვის საინტერესო ფორმა შეიძინა. როდესაც შევთავაზეთ, რომ საყვარელი საგაკვეთილო პროცესი გაეხსენებინა, არჩევანი ე.წ როლურ თამაშებზე შეაჩერა, როცა თანაკლასელებთან ერთად ნაწარმოები „მგელი და კრავი“ დადგა, რომელშიც ბეკეკას როლი მოირგო.

ლიზის მსგავსად, 9 წლის ლაზარე პერტახიაც მხიარულ საგაკვეთილო პროცესზე საუბრობს. მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ პედაგოგების მხრიდან დადებით დამოკიდებულებას გრძნობენ.

„ჩვენი დამრიგებელი გვეუბნება, რომ რასაც ვერ გავიგებთ, ყოველთვის ვუთხრათ და თუ საჭირო იქნება, ათასჯერ აგვიხსნის. ცდილობენ, რომ ცოდნა გადმოგვცენ. ყველაფრის კარგად სწავლას ვცდილობ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართული და ბუნება უკეთ გამომდის. დიდ, 20-წუთიან შესვენებას ყოველთვის კარგად ვიყენებთ, რადგან მულტფილმებს ვუყურებთ ხოლმე“ - აღნიშნავს ლაზარე.

ელენე ქევხიშვილიც მე-4 კლასელია. თანასკოლელების მსგავსად, მასაც ყველაზე მეტად სპექტაკლების დადგმა მოსწონს. ასევე, აღფრთოვანებულია იმით, რომ უმცროსკლასელებისთვის სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციების ჩატარების საშუალება მიეცა.

„მეოთხე კლასელებმა გაკვეთილები მეორეს ჩაუტარეს, მესამემ პირველს, რაც ძალიან კარგი იყო. მოსწავლეები გვიჯერებდნენ, დამსწრეები იყვნენ, შენ ასწავლიდი, რაც პასუხისმგებლობის გრძნობას გვივითარებს“, - დასძინა ელენემ.

მოსწავლეებმა თავიანთი კრიტიკული შეხედულებებიც გამოთქვეს. როგორც ელენემ, ისე ლიზიმ და ლაზარემ აღნიშნეს, რომ მათი სურვილია, სასწავლო პროცესში კომპიუტერი ნაკლებად გამოიყენონ და უფრო მეტად, წიგნზე და ერთმანეთთან ინტერაქციაზე იყვნენ ორიენტირებულები.

სწავლების მოდელს, რომელიც 150-ე სკოლაში დაინერგა მალე დაახლოებით, 50 სკოლაში შეიტანენ. ამ სკოლების პედაგოგებს კი მის განხორციელებაში კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტები ნინო კვახაჯელიძე და მანანა ჯადუგიშვილი დაეხმარებიან.

ისინი 150-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან, რომელთაც საგაკვეთილო პროცესი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მოარგეს. პედაგოგები თვითონ ქმნიან სახალისო დავალებებს, რომლებსაც ხშირად, სახელმძღვანელო არ სთავაზობთ და ცდილობენ, ყველა მოსწავლის რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ.

"ბავშვი სწორედ სკოლიდან ყალიბდება. როცა მასწავლებელი სწორად მოპასუხე ბავშვს აქებს, ბუნებრივია, ეუბნება, „სწორია შენი პასუხი, ყოჩაღ“ და ა.შ, ხოლო ვისაც შეეშალა, შეიძლება, არ ეუბნება, „როგორ შეგეშალაო“, მაგრამ ეს ბავშვი თავს თითქმის დამნაშავედ გრძნობს. სხვებსაც უყალიბდებათ შთაბეჭდილება, რომ ის ვერ პასუხობს. ახლა კი ასე არ არის, ყველა ერთად ვმსჯელობთ, რატომ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო, რატომ ფიქრობდა მათი თანაკლასელი ასე.

ბავშვები ეძებენ პასუხს, ხვდებიან, რომ არასწორი პასუხი „კატასტროფა“ კი არ არის, არამედ მიიჩნევენ, რომ მოსწავლე, რომელმაც არასწორი დასკვნა გამოიტანა, დაფიქრდა და იშრომა

ბავშვების თვალში არასწორი პასუხი აღარ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმე სჯობს ან ვინმეზე ნაკლებია. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან, მიაშველებენ ხოლმე სიტყვას თუ აზრს. კომპიუტერულ ტექნიკას როცა ვიყენებთ, ერთმანეთს ვეხმარებით, აზრის გაზიარება, პრეზენტაცია ძალიან კარგია, რადგან ბავშვები ერთმანეთს ნამუშევარს არ უკარგავენ და ვფიქრობ, რეფორმა ამ მხრივაც ძალიან კარგია“ - განმარტა ნინო კვახაჯელიძემ.

150-ე სკოლის პედაგოგი, მანანა ჯადუგიშვილი გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს კითხვარის შევსებას სთხოვს, საიდანაც შედეგის დანახვა შეუძლია. როგორც თავად აღნიშნავს, ერთ-ერთ კითხვარში ეწერა - „კიდევ მინდა ასეთი გაკვეთილი“, რაც მას კიდევ უფრო დიდ მოტივაციას აძლევს.

„ვერ წარმომიდგენია, სწავლების ამ მეთოდს უარყოფითი რა უნდა ჰქონდეს. ზოგადად, განათლების სისტემაში, ერთი სემესტრის შედეგებით საუბარი ძალიან ნაადრევი და ნაჩქარევია, მაგრამ ის ხარვეზები, რაც შეიძლებოდა, რეფორმას ჰქონოდა, ტესტირების რეჟიმში უკვე აღმოვაჩინეთ და შევეცადეთ, ამ ყველაფრისთვის ფორმა მეტნაკლებად შეგვეცვალა“ - აღნიშნა მან.

რა შედეგი დაინახა განათლების სამინისტრომ დაკვირვების შემდეგ?

განათლების სამინისტროს სკოლამდელი ზოგადი განათლების დეპარტამენტის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე განმარტავს, რომ 150-ე სკოლაში წინასწარი შეფასება უკვე ჩატარდა და პოსტ-შეფასებაც ჩატარდება.

„ერთი იყო სასკოლო კულტურის შეფასება და მეორე მოსწავლის აკადემიური მიღწევების კვლევა. აკადემიურ მიღწევებს რაც შეეხება, მესამე და მეოთხე კლასის ყველა მოსწავლე ყველა საგანში, ყველა კომპეტენციის მიმართულებით შეფასდა. სექტემბერში ჩატარდება იგივე ტიპის კვლევა ისევ მესამე და მეოთხე კლასებში და ეს გვაჩვენებს, აკადემიური თვალსაზრისით წინსვლა იყო თუ არა.

კვლევის მეორე ნაწილი არის სასკოლო კულტურის კვლევა. ეს ნიშნავს იმას, თუ როგორ ხდება სასწავლო პროცესის დაგეგმვა, რამდენად არის ისეთი ატმოსფერო, სადაც აქცენტი კეთდება თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე. გამოჩნდა, რომ სკოლაში სასკოლო კულტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა“, - აღნიშნა მან.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კვლევის საბოლოო შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც სიახლეები კიდევ 100 სკოლაში დაინერგება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ