საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს..." - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს..." - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

34 წლის თიკო გე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც 2016 წელს თირკმლის სარ­კო­მა და­უდ­გინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" თი­კოს მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"თი­კოს მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მძი­მე ყო­ფი­ლა ვიდ­რე ჩვენ გვე­გო­ნა.. მას 2016 წელს ჩა­უ­ტარ­და თირკმლის ოპე­რა­ცია, ამო­იკ­ვე­თა სიმ­სივ­ნე.... დი­აგ­ნო­ზი იყო თირკმლის სარ­კო­მა... 1 წლის შემ­დეგ მარ­ჯვე­ნა ბარ­ძა­ყის ძვალ­ში აღ­ნო­ჩე­ნილ იქნა მე­ტას­ტა­ზი და 2017 წლის იან­ვარ­ში სხი­ვუ­რი თე­რა­პია გა­უ­კეთ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და ნერ­ვი, რის გა­მოც აქვს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და დღეს მორ­ფის გა­რე­შე ამ ტკი­ვი­ლებს ვერ იყუ­ჩებს. რად­გან დრო­უ­ლად ვერ გა­ირ­კვა რომ ნერ­ვის ბრა­ლი იყო, 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ისევ გა­უ­კეთ­და სხი­ვუ­რი თე­რა­პია და და­ე­მა­ტა ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა. ამა­სო­ბა­ში ძვა­ლიც და­ნეკ­როზ­და და ოპე­რა­ცია გა­კეთ­და ძვალ­ზე. ახლა კი, 3 კვი­რის წინ გა­ირ­კვა, რომ მე­ტას­ტა­ზი ფე­ხის რბილ ქსო­ვილ­ში გა­და­ვი­და.

მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე სა­ჭი­როა ანა­ლი­ზის გაგ­ზავ­ნა ამე­რი­კა­ში, სა­ი­და­ნაც მოვა სრუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და დას­კვნა, თუ რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს მკურ­ნა­ლო­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ვი­ნა­ი­დან კერ­ძო და­ზღვე­ვა­ზე ლი­მი­ტი ამო­წუ­რუ­ლია, ესა­ჭი­რო­ე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა.. ჩვენ ერ­თად და­ვა­მარ­ცხებთ თი­კოს და­ა­ვა­დე­ბას. ერ­თად შე­ვამ­სუ­ბუ­ქებთ თი­კოს ტკი­ვილს" - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. თი­კოს 16 წლის გო­გო­ნა ჰყავს.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ "ვი­თი­ბი" ბან­კის ან­გა­რიშ­ზე GE27VT1000001300964506, მიმ­ღე­ბი: თი­ნა­თინ გე­ლაშ­ვი­ლი

თი­კოს­თვის ან­გა­რი­ში გახ­სნი­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კშიც" - GE18BG0000000160910682, მიმ­ღე­ბი - მე­დეა პეტ­რი­აშ­ვი­ლი

ახალ­გაზ­რდა დე­დის და­სახ­მა­რებ­ლად "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს..." - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს..." - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

34 წლის თიკო გელაშვილს, რომელსაც 2016 წელს თირკმლის სარკომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას "ფეისბუქზე" თიკოს მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ.

"თიკოს მდგომარეობა უფრო მძიმე ყოფილა ვიდრე ჩვენ გვეგონა.. მას 2016 წელს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია, ამოიკვეთა სიმსივნე.... დიაგნოზი იყო თირკმლის სარკომა... 1 წლის შემდეგ მარჯვენა ბარძაყის ძვალში აღნოჩენილ იქნა მეტასტაზი და 2017 წლის იანვარში სხივური თერაპია გაუკეთდა, რის შედეგადაც დაზიანდა ნერვი, რის გამოც აქვს საშინელი ტკივილები და დღეს მორფის გარეშე ამ ტკივილებს ვერ იყუჩებს. რადგან დროულად ვერ გაირკვა რომ ნერვის ბრალი იყო, 2018 წლის ოქტომბერში ისევ გაუკეთდა სხივური თერაპია და დაემატა ნერვის დაზიანება. ამასობაში ძვალიც დანეკროზდა და ოპერაცია გაკეთდა ძვალზე. ახლა კი, 3 კვირის წინ გაირკვა, რომ მეტასტაზი ფეხის რბილ ქსოვილში გადავიდა.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ანალიზის გაგზავნა ამერიკაში, საიდანაც მოვა სრული დიაგნოზი და დასკვნა, თუ როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა. მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ვინაიდან კერძო დაზღვევაზე ლიმიტი ამოწურულია, ესაჭიროება ჩვენი დახმარება.. ჩვენ ერთად დავამარცხებთ თიკოს დაავადებას. ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თიკოს 16 წლის გოგონა ჰყავს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ "ვითიბი" ბანკის ანგარიშზე GE27VT1000001300964506, მიმღები: თინათინ გელაშვილი

თიკოსთვის ანგარიში გახსნილია "საქართველოს ბანკშიც" - GE18BG0000000160910682, მიმღები - მედეა პეტრიაშვილი

ახალგაზრდა დედის დასახმარებლად "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი გაერთიანდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ