საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერია
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერია

21 მარტს, 14:00 სა­ათ­ზე, ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­სა და Hyundai Samho Heavy Industries-ს შო­რის ამ­წე­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმ­ზე ხელი მო­ა­წე­რეს ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა და Hyundai Samho Heavy Industries-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა იუნგ ჰო იომ.

უდი­დე­სი კო­რე­უ­ლი კომ­პა­ნია ანაკ­ლი­ის პორ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ამ­წე­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რად „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნა და ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის­თვის გი­გან­ტუ­რი ამ­წე­ებს მსოფ­ლი­ოს ტოპ-ხუ­თე­ულ­ში მყო­ფი გემთმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია HSHI და­ა­მონ­ტა­ჟებს.

ტენ­დე­რი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან ერ­თად კონ­სორ­ცი­უ­მის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი - სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლის ოპე­რა­ტო­რი SSA Marine და დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი BergerABAM უძღვე­ბოდ­ნენ. ტენ­დე­რის სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე 4 წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის ფი­ნე­თი­დან, კო­რე­ი­დან, ჩი­ნე­თი­დან.

HSHI მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­თხე გემთმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 ხო­მალდს აგებს. მის პრო­დუქ­ტებს შო­რი­საა გე­მე­ბი, ტან­კე­რე­ბი, სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გე­მე­ბი, მშრა­ლი ნა­ყა­რი ტვირ­თის გა­და­სა­ზი­დი და სხვა ტი­პის ხო­მალ­დე­ბი, ასე­ვე, სა­ნავ­სად­გუ­რო სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ტექ­ნი­კა, მათ შო­რის, უახ­ლო­ე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აგე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ამ­წე­ე­ბი. კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი ბრუნ­ვა 400 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნალ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი თითო ამწე „ბო­ინგ 737“-ზე 37-ჯერ მძი­მე იქ­ნე­ბა. პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 16 ერ­თე­უ­ლი სა­პორ­ტო ამწე უნდა და­კომ­პლექტდეს. იგეგ­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ეგ­რეთ წო­დე­ბულ STS (Ship-to-shore) ამ­წე­ე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტებ­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა. STS ტი­პის ამ­წე­ე­ბი დღეს ისეთ მძლავრ პორ­ტებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა სინ­გა­პუ­რის, შან­ხა­ის, რო­ტერ­და­მი­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვა­ნი ნავ­სად­გუ­რე­ბი.

„Hyundai Samho Heavy Industrie მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა. ის პორ­ტში აქამ­დე არ­ნა­ხულ და მას­შტა­ბურ სა­მუ­შა­ო­ებს შე­ას­რუ­ლებს და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის გი­გან­ტურ ამ­წე­ებს და­ა­მონ­ტა­ჟებს. მისი პარტნი­ო­რო­ბა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მხრი­ვაც რომ ის დიდი გემთმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის და მის პრო­დუქ­ტებს შო­რის დიდი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გე­მე­ბი, ტან­კე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ტი­პის ხო­მალ­დე­ბია. თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­მო­მავ­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვგეგ­მავთ“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა. ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში, ხოლო მას­შტა­ბუ­რი სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2018 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე უდი­დეს­მა და­მაღ­რმა­ვე­ბელ­მა გემ­მა „ათე­ნამ“ ზღვის ფსკე­რი­დან ნა­პირ­ზე 5 მლნ კუ­ბუ­რი მეტ­რი ქვი­შა ამო­ი­ტა­ნა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, პირ­ვე­ლი ფა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 600 მლნ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თუ სამ­შე­ნებ­ლო და სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნი­ე­ბია ჩარ­თუ­ლი. პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის გახ­სნა და გე­მე­ბის მი­ღე­ბა 2020 წლის ბო­ლო­დან იგეგ­მე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერია

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერია

21 მარტს, 14:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და Hyundai Samho Heavy Industries-ის ვიცე-პრეზიდენტმა იუნგ ჰო იომ.

უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI დაამონტაჟებს.

ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე 4 წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.

HSHI მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე, სანავსადგურო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“-ზე 37-ჯერ მძიმე იქნება. პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დაკომპლექტდეს. იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიების, ეგრეთ წოდებულ STS (Ship-to-shore) ამწეების დამონტაჟება, რომლებიც საქართველოს პორტებში პირველად ხდება. STS ტიპის ამწეები დღეს ისეთ მძლავრ პორტებში ფუნქციონირებს, როგორებიცაა სინგაპურის, შანხაის, როტერდამისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ნავსადგურები.

„Hyundai Samho Heavy Industrie მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. ის პორტში აქამდე არნახულ და მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებს და უახლესი ტექნოლოგიის გიგანტურ ამწეებს დაამონტაჟებს. მისი პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც რომ ის დიდი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და მის პროდუქტებს შორის დიდი საკონტეინერო გემები, ტანკერები და სხვადასხვა ტიპის ხომალდებია. თანამშრომლობას სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში, ხოლო მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი