10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კითხვები დავუსვი, მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ ენა გადაყლაპა..." - რაზე ისაუბრა გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედამ სასამართლოში
"კითხვები დავუსვი, მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ ენა გადაყლაპა..." - რაზე ისაუბრა გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედამ სასამართლოში

"იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს კი­თხვე­ბი მე და­ვუს­ვი. მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის დე­დამ, ნა­თია ლა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ის დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა. პრო­ცესს ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც ლა­ლი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ნე­ბი­ე­რი­ძეს კუ­ჭის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზით პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა სურ­და.

„ბრალ­დე­ბულს არა­ნა­ი­რი კი­თხვა არ ჰქო­ნია, რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ჩვე­ნე­ბას, ბავ­შვის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რე, რო­გორ, რა გზით და­დი­ო­და სკო­ლა­ში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიც­ნობ­დი თუ არა, იმ ავად­მყოფს. მას კი­თხვე­ბი მე და­ვუს­ვი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცა. ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც მი­პა­სუ­ხებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის, მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ „კუჭი ტკი­ვა“ და ვერ ლა­პა­რა­კობს, ენა გა­და­ეყ­ლა­პა.

პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არ უთ­ქვამს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ა­ცხა­და, კუჭი მტკი­ვაო და პრო­ცე­სის ჩაშ­ლას ითხოვ­და. რა თქმა უნდა, მო­სა­მარ­თლემ არ გა­და­დო, რად­გან ექი­მის მიერ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი და იცი­ან, რომ არა­ფე­რი აწუ­ხებს. ახ­ლაც შე­ა­მოწ­მეს და არა­ნა­ი­რი კუჭი არ აწუ­ხებს", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე მე­დი­ას­თან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა საქ­მის პრო­კუ­რორ­მაც. ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის თმქმით, პრო­ცე­სი "საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი იყო".

"მან (დე­დამ) სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­და ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ზო­გა­დად, ბავ­შვის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი პრო­ცე­სი იყო.

მან ისა­უბ­რა ასე­ვე მკვლე­ლო­ბის დღეს ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა ნივ­თე­ბი ჰქონ­და თან, რო­გორ გა­ი­გო მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ძებ­ნის პრო­ცეს­ზე და შემ­დეგ ბავ­შვის ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია, რაც მას, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს დღეს მოკ­ლუ­ლის დე­დას­თან კი­თხვე­ბი არ ჰქო­ნია.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 25 მარტს, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კითხვები დავუსვი, მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ ენა გადაყლაპა..." - რაზე ისაუბრა გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედამ სასამართლოში

"კითხვები დავუსვი, მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ ენა გადაყლაპა..." - რაზე ისაუბრა გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედამ სასამართლოში

"იაგო ნებიერიძეს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა. ბუნებრივია, პასუხი ვერ გამცა" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა განუცხადა.

ის დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. თუმცა, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, ნებიერიძეს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა.

„ბრალდებულს არანაირი კითხვა არ ჰქონია, რაც შეეხება ჩემს ჩვენებას, ბავშვის შესახებ ვისაუბრე, როგორ, რა გზით დადიოდა სკოლაში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიცნობდი თუ არა, იმ ავადმყოფს. მას კითხვები მე დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი ვერ გამცა. ბუნებრივია, ვერც მიპასუხებდა. ამ ყველაფრის, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ „კუჭი ტკივა“ და ვერ ლაპარაკობს, ენა გადაეყლაპა.

პირადად ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგრამ სასამართლოში გამოაცხადა, კუჭი მტკივაო და პროცესის ჩაშლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ გადადო, რადგან ექიმის მიერ არის შემოწმებული და იციან, რომ არაფერი აწუხებს. ახლაც შეამოწმეს და არანაირი კუჭი არ აწუხებს", - განაცხადა ლალიაშვილმა.

პროცესის მიმდინარეობაზე მედიასთან დეტალურად ისაუბრა საქმის პროკურორმაც. ნანა გუგუტიშვილის თმქმით, პროცესი "საკმაოდ რთული და ემოციური იყო".

"მან (დედამ) სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო. დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესახებ, ზოგადად, ბავშვის დაკარგვასთან დაკავშირებით ისაუბრა. საკმაოდ რთული და ემოციური პროცესი იყო.

მან ისაუბრა ასევე მკვლელობის დღეს ბავშვის მდგომარეობაზე, რა ნივთები ჰქონდა თან, როგორ გაიგო მომხდარის შესახებ, ძებნის პროცესზე და შემდეგ ბავშვის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით. ასევე სასამართლოზე დააფიქსირა პოზიცია, რაც მას, როგორც გარდაცვლილის დედას ბრალდებულის მიმართ ჰქონდა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დღეს მოკლულის დედასთან კითხვები არ ჰქონია.

შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს