პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს მამუკა ხაზარაძე კითხვას, მიიღო თუ არა მუქარის წერილი ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით
რას პასუხობს მამუკა ხაზარაძე კითხვას, მიიღო თუ არა მუქარის წერილი ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით

„თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე პირ­და­პირ და მკა­ფიო პა­სუხს არ სცემს შე­კი­თხვას, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი მი­ი­ღო თუ არა მი­სი­ვე ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის შუ­ა­მავ­ლო­ბით.

ხა­ზა­რა­ძეს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა დღეს და­უს­ვეს.

"ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მე, იცით რომ ვართ არა მარ­ტო პარტნი­ო­რე­ბი, არა­მედ ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად შუ­ა­მავ­ლო­ბა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი იყოს, რა­მე­თუ ჩვენ ვართ ერთი მხა­რე" - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­გან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ით­ქვა, რომ ხა­ზა­რა­ძეს წე­რი­ლი შუ­ა­მა­ვალ­მა მი­უ­ტა­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუ­ა­მა­ვა­ლი „თი­ბი­სი ბან­კის“ კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეა.

წა­ი­კი­თხეთ: მუ­ქა­რის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­უგ­ზავ­ნა, სამი ტე­ლე­ვი­ზი­აა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი

გარ­და ამი­სა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი "გეგ­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით შორს მი­დის, ცდე­ბა მარ­ტო პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას და მო­მა­ვა­ლი პარტნი­ო­რო­ბა hyundai samho heavy industries-სთან იქ­ნე­ბა სწო­რედ გემთმშე­ნებ­ლო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი და იქით­კენ მი­მარ­თუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავ­დეს თა­ვი­სი ფლო­ტი და თა­ვი­სი გე­მე­ბი".

"დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის­თვის, რა­მე­თუ მსოფ­ლი­ოს გი­განტ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ვა­ფორ­მეთ პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ეს არის სამ­ხრეთ­კო­რე­უ­ლი hyundai samho heavy industries, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის ყვე­ლა და­ნად­გარს, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა. ასე­ვე მსოფ­ლიო სა­მე­ულ­ში შე­დის გემთმშე­ნებ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე დღეს გა­მარ­თულ ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­ზეც "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" კომ­პა­ნია hyundai samho heavy industries-სთან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა და სწო­რედ ეს კომ­პა­ნი­აა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში, რომ­ლი­თაც კონ­სორ­ცი­უმ­მა ამ­წე­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი შე­არ­ჩია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რას პასუხობს მამუკა ხაზარაძე კითხვას, მიიღო თუ არა მუქარის წერილი ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით

რას პასუხობს მამუკა ხაზარაძე კითხვას, მიიღო თუ არა მუქარის წერილი ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პირდაპირ და მკაფიო პასუხს არ სცემს შეკითხვას, მუქარის შემცველი წერილი მიიღო თუ არა მისივე ბიზნესპარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით.

ხაზარაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვა ჟურნალისტებმა დღეს დაუსვეს.

"ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე" - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. მოგვიანებით, ითქვა, რომ ხაზარაძეს წერილი შუამავალმა მიუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, შუამავალი „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეა.

წაიკითხეთ: მუქარის წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა, სამი ტელევიზიაა მოხსენიებული

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი "გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება მარტო პორტის მშენებლობას და მომავალი პარტნიორობა hyundai samho heavy industries-სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები".

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, რამეთუ მსოფლიოს გიგანტ კომპანიასთან გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება. ეს არის სამხრეთკორეული hyundai samho heavy industries, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ყველაფერს, მათ შორის ყველა დანადგარს, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება. ასევე მსოფლიო სამეულში შედის გემთმშენებლობაში", - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე დღეს გამართულ ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა, რომელზეც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" კომპანია hyundai samho heavy industries-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და სწორედ ეს კომპანიაა გამარჯვებული საერთაშორისო ტენდერში, რომლითაც კონსორციუმმა ამწეების პროვაიდერი შეარჩია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ