კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება - ვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გექნებათ 22 მარტს?
თბილისში PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება - ვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გექნებათ 22 მარტს?

თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ია­პო­ნუ­რი მოძ­რა­ო­ბის PechaKucha Night-ის მე-7 ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. ამ­ჯე­რად, ღო­ნის­ძი­ე­ბის თემა მე­დია, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მის იგვლივ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვა იქ­ნე­ბა.

PechaKucha Night დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის, ინო­ვა­ტო­რე­ბის, მე­წარ­მე­ე­ბის, ან­ტერპრე­ნე­რე­ბი­სა თუ სტარ­ტა­პე­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც გარ­თო­ბა­სა და გან­ტვირ­თვას­თან ერ­თად, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

PechaKucha ტო­კი­ო­ში 2003 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­ის სა­ხით და­ი­წყო. ის გან­კუთ­ვნი­ლი იყო ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის, შე­სახ­ვედ­რად და სა­ნეთ­ვორ­ქინ­გოთ. ია­პო­ნუ­რად - PechaKucha ნიშ­ნავს ბლა-ბლა-ბლას.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­ას სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რომ“ ჩა­უ­ყა­რა, რომ­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გური ქო­ი­ა­ვა და ჰაიკ ას­რი­ან­ცი არი­ან. PechaKucha-ს ორ­გა­ნი­ზე­ბას ისი­ნი დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და გულ­მოდ­გი­ნე­ბით ეკი­დე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, ღო­ნის­ძი­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მი­ზა­ნია, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­ით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის, მე­დი­ი­სა თუ სხვა­დას­ხვა სა­ხის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყონ ხელი. ჰაიკ ას­რი­ან­ცი და გური ქო­ი­ა­ვა უკვე მე-7 ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო ან­ტერპრე­ნე­რუ­ლად აქ­ცი­ონ, ხოლო მათ, ვი­საც იდე­ე­ბი აქვთ, თუმ­ცა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­ან, მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ.

„ჩვენ გვინ­და, რომ კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი სტარ­ტა­პე­რებ­თან, ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, ან­ტერპრე­ნე­რებ­თან ერ­თად შევ­კრი­ბოთ. გვინ­და, რომ ან­ტერპრე­ნე­რე­ბი უფრო კრე­ა­ტი­უ­ლე­ბად ვაქ­ცი­ოთ და კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო ან­ტერპრე­ნე­რუ­ლი გავ­ხა­დოთ. ასე რომ, 22 მარ­ტის PechaKucha Night-ზე ვი­სა­უბ­რებთ ციფ­რუ­ლი მე­დი­ის ტრენ­დებ­ზე, მე­დია ინ­დუსტრი­ა­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე, ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე, ასე­ვე, ციფ­რულ მე­დი­ა­ზე. რო­გორც იცით, მე­დია დღეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­შე დად­გა. ახლა ყვე­ლას გვაქვს სმარ­ტფო­ნე­ბი, ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია, მო­ქა­ლა­ქე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გავ­ხდეთ. ნი­უ­სის შექ­მნი­სა და გავ­რცე­ლე­ბის გზე­ბი შე­იც­ვა­ლა. ჩვენ სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ“, - აღ­ნიშ­ნა ჰაიკ ას­რი­ან­ცმა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მე­დია სამ­ყა­როს თავ­და­ყი­რა აყე­ნებს, რად­გან ახა­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის არ­ხე­ბი, დრო­ნე­ბი, 360-გრა­დუ­სი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, VR ამ­ბე­ბი და სხვა ახა­ლი ტერ­მი­ნე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ულ ხმა­ურს ქმნის. შე­სა­ბა­მი­სად, ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას წარ­მო­ად­გენს, რად­გან ამ არე­უ­ლო­ბა­ში აუ­დი­ტო­რი­ამ­დე ამ­ბე­ბის მი­ტა­ნა სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა.

22 მარ­ტის PechaKucha Night-ზე თქვენ მო­ის­მენთ პა­სუ­ხებს შე­კი­თხვებ­ზე რა უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბია გლო­ბა­ლუ­რად და ამ ყვე­ლა­ფერს რამ­დე­ნად უწყობს ფეხს ქარ­თუ­ლი მე­დია? ასე­ვე, ქარ­თულ მე­დი­ა­ში რა მი­მარ­თლე­ბა არის უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რას სჭირ­დე­ბა დახ­ვე­წა?თუ ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხართ, მა­შინ „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ 22 მარ­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ თქვენ­თვი­საა.

PechaKucha Night Tbilisi vol.7-ზე ერთ სივ­რცე­ში შე­იკ­რი­ბე­ბი­ან სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­გი­ზი­ა­რე­ბენ. მათი მო­ნა­თხრო­ბი კი შე­იძ­ლე­ბა, ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო­დაც კი იქ­ცეს.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, PechaKucha Night Tbilisi ეპა­ტი­ჟე­ბა ყვე­ლას, ვი­საც სურს, მო­ის­მი­ნოს, ის­წავ­ლოს და დრო გა­ა­ტა­როს სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში.

ვინ არი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბის სპი­კე­რე­ბი?

22 მარტს, 20:20 სა­ათ­ზე სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ForSet ფორ­სე­ტის რე­დაქ­ტო­რი ლალი ცერ­ცვა­ძე, Radio Free Europe/Radio Liberty-ს ბი­უ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში (რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა) -ს რე­პორ­ტი­ო­რი სოფო და­თი­აშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის მე­დია მე­ნე­ჯე­რი, Chai Khana ლიკა ან­თა­ძე, მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რი, აი, ფაქ­ტი ifact.ge-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინი გა­გუა, OC Media-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, დო­მი­ნიკ ცა­გა­რა გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

და­ნარ­ჩენ სპი­კე­რებს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე სულ მალე და­ა­სა­ხე­ლე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ PechaKuha Night vol.7 Tbilisi Startup Bureau-სა ForSet ფორ­სე­ტი-თან პარტნი­ო­რო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე­ვე, ღო­ნის­ძი­ე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის­მი­ერ. მისი მას­პინ­ძე­ლია Fabrika ფაბ­რი­კა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ლე­თებს, მათი რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და სულ 140-ს შე­ად­გენს. ასე­ვე, მათი შე­ძე­ნა შემ­დეგ ბმუ­ლებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი:

https://tkt.ge/Show/6667/pechakucha-night-tbilisi-vol-7;

https://eventer.ge/event/pk/1185/ka;

https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/pechakucha-nigh-tbilisi-vol-7-pechakucha-nigh-tbilisi-vol-7

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ PechaKucha Night ინ­გლი­სურ ენა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/790398921407163/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

თბილისში PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება - ვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გექნებათ 22 მარტს?

თბილისში PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება - ვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გექნებათ 22 მარტს?

თბილისში ცნობილი იაპონური მოძრაობის PechaKucha Night-ის მე-7 ღონისძიება გაიმართება. ამჯერად, ღონისძიების თემა მედია, მისი შესაძლებლობები, მის იგვლივ არსებული გამოწვევები და პერსპექტივა იქნება.

PechaKucha Night დამწყები დიზაინერების, შემოქმედებითი ადამიანების, ინოვატორების, მეწარმეების, ანტერპრენერებისა თუ სტარტაპერების საყვარელი ღონისძიებაა, რომელიც გართობასა და განტვირთვასთან ერთად, ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

PechaKucha ტოკიოში 2003 წლის თებერვალში, ღონისძიებათა სერიის სახით დაიწყო. ის განკუთვნილი იყო ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, შესახვედრად და სანეთვორქინგოთ. იაპონურად - PechaKucha ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

ღონისძიებათა სერიას საფუძველი საქართველოში „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ჩაუყარა, რომლის თანადამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი არიან. PechaKucha-ს ორგანიზებას ისინი დიდი სიფრთხილითა და გულმოდგინებით ეკიდებიან და ცდილობენ, ღონისძიება მაქსიმალურად ინფორმაციული და საინტერესო იყოს.

ორგანიზატორების მიზანია, ამ ღონისძიებათა სერიით ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მედიისა თუ სხვადასხვა სახის ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. ჰაიკ ასრიანცი და გური ქოიავა უკვე მე-7 ღონისძიების ორგანიზებაზე მუშაობენ და ცდილობენ, კრეატიული საზოგადოება უფრო ანტერპრენერულად აქციონ, ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვთ, თუმცა განხორციელების გზების შესახებ ინფორმაციის დეფიციტს განიცდიან, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენ გვინდა, რომ კრეატიული საზოგადოება, დიზაინერები, არქიტექტორები სტარტაპერებთან, ბიზნესმენებთან, ანტერპრენერებთან ერთად შევკრიბოთ. გვინდა, რომ ანტერპრენერები უფრო კრეატიულებად ვაქციოთ და კრეატიული საზოგადოება უფრო ანტერპრენერული გავხადოთ. ასე რომ, 22 მარტის PechaKucha Night-ზე ვისაუბრებთ ციფრული მედიის ტრენდებზე, მედია ინდუსტრიაზე, ჟურნალისტიკაზე, ამ სფეროში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე, ციფრულ მედიაზე. როგორც იცით, მედია დღეს ახალი გამოწვევების თუ შესაძლებლობების წინაშე დადგა. ახლა ყველას გვაქვს სმარტფონები, ყველას შეგვიძლია, მოქალაქე ჟურნალისტები გავხდეთ. ნიუსის შექმნისა და გავრცელების გზები შეიცვალა. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ჰაიკ ასრიანცმა.

ორგანიზატორების თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები მედია სამყაროს თავდაყირა აყენებს, რადგან ახალი აპლიკაციები, სოციალური მედიის არხები, დრონები, 360-გრადუსიანი გამოსახულებები, VR ამბები და სხვა ახალი ტერმინები ინფორმაციულ ხმაურს ქმნის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს, რადგან ამ არეულობაში აუდიტორიამდე ამბების მიტანა სულ უფრო და უფრო რთულდება.

22 მარტის PechaKucha Night-ზე თქვენ მოისმენთ პასუხებს შეკითხვებზე რა უახლესი ტენდენციებია გლობალურად და ამ ყველაფერს რამდენად უწყობს ფეხს ქართული მედია? ასევე, ქართულ მედიაში რა მიმართლება არის უფრო წარმატებული და რას სჭირდება დახვეწა?თუ ამ სფეროს წარმომადგენლები ხართ, მაშინ „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ 22 მარტის ღონისძიება სწორედ თქვენთვისაა.

PechaKucha Night Tbilisi vol.7-ზე ერთ სივრცეში შეიკრიბებიან სფეროს პროფესიონალები და თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. მათი მონათხრობი კი შეიძლება, ინსპირაციის წყაროდაც კი იქცეს.

ორგანიზატორების თქმით, PechaKucha Night Tbilisi ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, მოისმინოს, ისწავლოს და დრო გაატაროს საინტერესო გარემოში.

ვინ არიან ღონისძიების სპიკერები?

22 მარტს, 20:20 საათზე საკუთარ გამოცდილებას ForSet ფორსეტის რედაქტორი ლალი ცერცვაძე, Radio Free Europe/Radio Liberty-ს ბიურო საქართველოში (რადიო თავისუფლება) -ს რეპორტიორი სოფო დათიაშვილი, ქართული გამოცემის მედია მენეჯერი, Chai Khana ლიკა ანთაძე, მედიამენეჯერი, აი, ფაქტი ifact.ge-ს წარმომადგენელი ნინი გაგუა, OC Media-ს აღმასრულებელი დირექტორი, დომინიკ ცაგარა გაუზიარებენ.

დანარჩენ სპიკერებს ორგანიზატორები ღონისძიებამდე სულ მალე დაასახელებენ. აღსანიშნავია, რომ PechaKuha Night vol.7 Tbilisi Startup Bureau-სა ForSet ფორსეტი-თან პარტნიორობით ხორციელდება. ასევე, ღონისძიება მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ისმიერ. მისი მასპინძელია Fabrika ფაბრიკა.

რაც შეეხება ბილეთებს, მათი რაოდენობა შეზღუდულია და სულ 140-ს შეადგენს. ასევე, მათი შეძენა შემდეგ ბმულებზეა შესაძლებელი:

https://tkt.ge/Show/6667/pechakucha-night-tbilisi-vol-7;

https://eventer.ge/event/pk/1185/ka;

https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/pechakucha-nigh-tbilisi-vol-7-pechakucha-nigh-tbilisi-vol-7

აღსანიშნავია, რომ PechaKucha Night ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/790398921407163/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"