სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? - კულუარული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობიდან"
რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? - კულუარული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობიდან"

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ზუგ­დი­დის ამომ­რჩე­ველს მე­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ში, სან­დრა რუ­ლოვ­სის კან­დი­და­ტუ­რას შეს­თა­ვა­ზებს.

მე­რო­ბის კან­დი­და­ტად ყო­ფილ პირ­ველ ლე­დი­ზე პარ­ტი­ა­ში ფსონს იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც დე­ბენ, რომ რუ­ლოვსმა ზუგ­დი­დის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პირ­ველ ტურ­ში "ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­თან თა­ნა­ბა­რი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­აგ­რო­ვა, რის გა­მოც მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნა.

თუმ­ცა, რუ­ლოვსმა, რო­მე­ლიც მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის მე­ო­რე ნო­მე­რი იყო, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­ლოვ­სის კან­დი­და­ტუ­რის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი დატ­რი­ალ­და.

კერ­ძოდ, რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ პირ­და­პირ პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე (რო­მელ­საც რუ­ლოვ­სიც ეს­წრე­ბო­და) შე­ი­ტყო, რომ ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ზუგ­დი­დის მე­რად იყ­რი­და კენ­ჭს.

პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე სკა­ი­პით ჩა­ერ­თო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც მე­ლი­ამ ჰკი­თხა, ნორ­მა­ლუ­რი იყო თუ არა, რომ მან მხო­ლოდ შეკ­რე­ბა­ზე გა­ი­გო რუ­ლოვ­სის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მა­ნამ­დე არა­ვინ არა­ფე­რი უთხრა. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „ეს იყო 2016 წლის ამ­ბე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა“.

რა მოხ­და 2016 წელს?

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს სა­ა­კაშ­ვილ­მა და მე­ლი­ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას იჩხუ­ბეს. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა დროს ასე­ვე ჰქონ­დათ "გა­წევ-გა­მო­წე­ვა" ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მე­ლი­ამ ამის აფი­ში­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. კერ­ძოდ, ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ რამ­დე­ნი­მე თა­ნა­გუნ­დელს მო­ას­მე­ნი­ნა მისი და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩხუ­ბის პე­რი­პე­ტი­ე­ბი, რა­მაც ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია...

თუმ­ცა, ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა 2016 წელს აღარ გა­ამ­წვა­ვა ვი­თა­რე­ბა, რად­გან პარ­ტია ეშ­ლე­ბო­და - შე­გახ­სე­ნებთ, მა­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­მო­ე­ყო უგუ­ლა­ვა-ბო­კე­რია-ბაქ­რა­ძის ტრიო, რო­მელ­მაც „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ირ­ქვა. 2019 წელს კი, სა­ა­კაშ­ვილ­მა ძვე­ლი წყე­ნა გა­იხ­სე­ნა...

სხვა­თა შო­რის, „ნა­ცი­ო­ნალ­თა“ გარ­კვე­ულ გუნდს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ სწო­რედ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას ხილ­ვა სურ­და, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რას და­უ­ჭი­რა მხა­რი. შე­საძ­ლოა, ეს ისევ 2016 წლის ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა იყოს, ან რა­ი­მე ტაქ­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი და შე­საძ­ლოა, ორი­ვე ერ­თად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? - კულუარული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობიდან"

რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? - კულუარული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობიდან"

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის ამომრჩეველს მერის რიგგარეშე არჩევნებში, სანდრა რულოვსის კანდიდატურას შესთავაზებს.

მერობის კანდიდატად ყოფილ პირველ ლედიზე პარტიაში ფსონს იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც დებენ, რომ რულოვსმა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიიღო მონაწილეობა და პირველ ტურში "ოცნების" კანდიდატთან თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვა, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.

თუმცა, რულოვსმა, რომელიც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი იყო, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, რულოვსის კანდიდატურის მერის არჩევნებში წარდგენასთან დაკავშირებით, "ნაციონალების" შიდა სამზარეულოში საინტერესო ამბები დატრიალდა.

კერძოდ, როგორც წყარო გვიყვება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ პირდაპირ პარტიის პოლიტსაბჭოზე (რომელსაც რულოვსიც ესწრებოდა) შეიტყო, რომ ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდის მერად იყრიდა კენჭს.

პოლიტსაბჭოზე სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც მელიამ ჰკითხა, ნორმალური იყო თუ არა, რომ მან მხოლოდ შეკრებაზე გაიგო რულოვსის კანდიდატურასთან დაკავშირებით და მანამდე არავინ არაფერი უთხრა. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ეს იყო 2016 წლის ამბების გამოხმაურება“.

რა მოხდა 2016 წელს?

წყაროს ინფორმაციით, 2016 წელს სააკაშვილმა და მელიამ სატელეფონო საუბრისას იჩხუბეს. თუმცა, განსხვავებით სხვა თანაგუნდელებისგან, რომელთაც სხვადასხვა დროს ასევე ჰქონდათ "გაწევ-გამოწევა" ყოფილ პრეზიდენტთან, მელიამ ამის აფიშირება მოახდინა. კერძოდ, ამ ვერსიის მიხედვით, ნიკანორ მელიამ რამდენიმე თანაგუნდელს მოასმენინა მისი და სააკაშვილის ჩხუბის პერიპეტიები, რამაც ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყურამდეც მიაღწია...

თუმცა, ჩვენი წყაროს ცნობით, სააკაშვილმა 2016 წელს აღარ გაამწვავა ვითარება, რადგან პარტია ეშლებოდა - შეგახსენებთ, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის ტრიო, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დაირქვა. 2019 წელს კი, სააკაშვილმა ძველი წყენა გაიხსენა...

სხვათა შორის, „ნაციონალთა“ გარკვეულ გუნდს პარტიის თავმჯდომარედ სწორედ ნიკანორ მელიას ხილვა სურდა, თუმცა სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. შესაძლოა, ეს ისევ 2016 წლის ამბების გახსენება იყოს, ან რაიმე ტაქტიკური ჩანაფიქრი და შესაძლოა, ორივე ერთად...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები