ავტორი:

#აჩუქეწიგნი - გიორგი კეკელიძე 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესებას გვთავაზობს

#აჩუქეწიგნი - გიორგი კეკელიძე 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესებას გვთავაზობს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საქართველოში წიგნის ჩუქების დღის დაწესების იდეით გამოდის. ამასთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძე "ფესიბუქის" პირად გვერდზე წერს:

"#აჩუქეწიგნი

მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ. #აჩუქეწიგნი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ეროვნულიბიბლიოთეკა #ანაგრამა

აქამდე იყო ერთი ძალიან კარგი ინიციტიავა. მწერალ ჯაბა ზარქუასი, როცა ადამიანები ერთამენთს სხვადასხვაგან უტოვებდნენ წიგნებს. ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს".

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა