კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - მილანის პოლიცია მათ გადარჩენას "სასწაულს" უწოდებს
ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - მილანის პოლიცია მათ გადარჩენას "სასწაულს" უწოდებს

მი­ლან­ში სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც 51 მოს­წავ­ლე იჯდა, მძღოლ­მა გა­ი­ტა­ცა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ბავ­შვებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ჩამ­ტვრე­უ­ლი ფან­ჯრე­ბი­დან გა­რეთ გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­დარ­ჩა, 14 ადა­მი­ანს კვამ­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცია აღე­ნიშ­ნე­ბა.

წარ­მო­შო­ბით სე­ნე­გა­ლე­ლი 47 წლის მძღო­ლი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეა, და­ა­კა­ვეს. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ყვე­ლა და­ი­ღუ­პე­ბო­და.

ავ­ტო­ბუს­ში 2 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, ისი­ნი სკო­ლი­დან სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში მი­დი­ოდ­ნენ, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მძღოლ­მა გზი­დან გა­და­უხ­ვია და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. რო­დე­საც მან და­ნით მუ­ქა­რა და ყვი­რი­ლი და­ი­წყო, ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა მშო­ბელს და­უ­რე­კა, მან კი პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ავ­ტო­ბუს­თან მა­ლე­ვე გაჩ­ნდნენ და მის გა­ჩე­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ. ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და, მძღო­ლი გა­რეთ გად­მოხ­ტა, ტრან­სპორ­ტს ბენ­ზი­ნი და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. პო­ლი­ცი­ამ შეძ­ლო გვერ­დი­თა ფან­ჯრე­ბი ჩა­ემტვრია და ვიდ­რე ავ­ტო­ბუ­სი მთლი­ა­ნად და­იწ­ვე­ბო­და, ბავ­შვე­ბი გა­რეთ გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მი­ლა­ნის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ფრან­ჩეს­კო გრე­კომ ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნას სას­წა­უ­ლი უწო­და, რად­გან ძა­ლი­ან დიდი შან­სი იყო, ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­გუ­დუ­ლი­ყო, ან დამ­წვა­რი­ყო.

ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მძღო­ლი უსე­ი­ნუ საი იტა­ლი­ის სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა­სა და ხმელ­თა­შუა ზღვა­ში მიგ­რან­ტე­ბის და­ხოც­ვის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო.

„ის ყვი­რო­და - „შე­ა­ჩე­რეთ ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი ზღვა­ში, მა­სობ­რივ ხოც­ვა-ჟლე­ტას მო­ვა­წყობ“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­კო პალ­მი­ე­რიმ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბრალს ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში, მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და ხან­ძრის გა­ჩე­ნა­ში დას­დე­ბენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ფიქ­რო­ბენ, წა­უ­ყე­ნონ თუ არა მძღოლს ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - მილანის პოლიცია მათ გადარჩენას "სასწაულს" უწოდებს

ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - მილანის პოლიცია მათ გადარჩენას "სასწაულს" უწოდებს

მილანში სკოლის ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვებმა მოახერხეს ჩამტვრეული ფანჯრებიდან გარეთ გადმოსულიყვნენ. ყველა მათგანი გადარჩა, 14 ადამიანს კვამლით ინტოქსიკაცია აღენიშნება.

წარმოშობით სენეგალელი 47 წლის მძღოლი, რომელიც იტალიის მოქალაქეა, დააკავეს. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველა დაიღუპებოდა.

ავტობუსში 2 კლასის მოსწავლეები ისხდნენ, ისინი სკოლიდან სავარჯიშო დარბაზში მიდიოდნენ, თუმცა მოულოდნელად მძღოლმა გზიდან გადაუხვია და სხვა მიმართულებით წავიდა. როდესაც მან დანით მუქარა და ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთმა ბავშვმა მშობელს დაურეკა, მან კი პოლიციას აცნობა.

სამართალდამცველები ავტობუსთან მალევე გაჩნდნენ და მის გაჩერებას შეეცადნენ. ავტობუსი გაჩერდა, მძღოლი გარეთ გადმოხტა, ტრანსპორტს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ შეძლო გვერდითა ფანჯრები ჩაემტვრია და ვიდრე ავტობუსი მთლიანად დაიწვებოდა, ბავშვები გარეთ გამოიყვანეს.

მილანის მთავარმა პროკურორმა ფრანჩესკო გრეკომ ბავშვების გადარჩენას სასწაული უწოდა, რადგან ძალიან დიდი შანსი იყო, ყველა მათგანი გაგუდულიყო, ან დამწვარიყო.

ავტობუსში იმყოფებოდა მასწავლებელიც, რომელიც ამბობს, რომ მძღოლი უსეინუ საი იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დახოცვის გამო გაბრაზებული იყო.

„ის ყვიროდა - „შეაჩერეთ ადამიანების სიკვდილი ზღვაში, მასობრივ ხოცვა-ჟლეტას მოვაწყობ“, - განაცხადა მედიასთან პოლიციის წარმომადგენელმა მარკო პალმიერიმ.

პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილს ბრალს ბავშვების გატაცებაში, მასობრივი მკვლელობის მცდელობაში და ხანძრის გაჩენაში დასდებენ. სამართალდამცველები ჯერ კიდევ ფიქრობენ, წაუყენონ თუ არა მძღოლს ტერორიზმის მუხლი.

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

წყალდიდობა ავღანეთში -  გარდაცვლილი 100-მდე ადამიანი, დანგრეული სახლები და დაკარგულები  (ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან)

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)