Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები

ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს. ისი­ნი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ძი­რი­თა­დად მა­შინ ხვდე­ბი­ან, როცა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე აკა­ვე­ბენ. "რე­ი­ტინ­გი" ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" შვი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შვი­ლე­ბი მა­მე­ბის გზას ნაკ­ლე­ბად მიჰ­ყვე­ბი­ან და ბევრ მათ­განს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს რო­გორც სპორ­ტში, ასე­ვე შოუ-ბიზ­ნეს­ში და მწერ­ლო­ბა­ში.

ქეთა თო­ფუ­რია

მომ­ღე­რალ ქეთა თო­ფუ­რი­ას არას­დროს და­უ­მა­ლია, რომ მა­მა­მი­სი ან­დრო თო­ფუ­რია ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო. ქეთა მა­მის მი­მართ ყო­ველ­თვის დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს და დღემ­დე ამა­ყობს იმით, რომ ან­დრო თო­ფუ­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია. მა­მას და დე­დას მის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. მას მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის გვერ­დით ედგნენ და ფაქ­ტია, თო­ფუ­რი­ამ მათი იმე­დე­ბი გა­ა­მარ­თლა კი­დეც. ქეთა თო­ფუ­რი­ას მამა 2010 წელს რუ­სეთ­ში და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ის ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მოკ­ლეს. ან­დრო თო­ფუ­რია თბი­ლის­ში დაკ­რძა­ლეს.

კოკა კო­ბა­ლა­ძე

კოკა კო­ბა­ლა­ძე თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში და არამ­ხო­ლოდ, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მარ­თა­ლია ჯერ მხო­ლოდ 20 წლის არის, მაგ­რამ წლე­ბია უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ე­ტია და უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს. მის პო­პუ­ლა­რო­ბას ხელს, მისი გა­რეგ­ნო­ბაც უწყობს.

კოკა კო­ბა­ლა­ძე 2018 წელს ხმა­უ­რი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და. მა­მის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ლა­ძის ზედ­მეტ­სა­ხე­ლად „სიუს“ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გარ­კვე­ვის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სახ­ლში შე­უ­ვარ­დნენ და სცე­მეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტის მამა ერთი წლის წინ საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს და ახლა სას­ჯელს იხ­დის...

ნინი შუ­შა­ნაშ­ვი­ლი

ნინი შუ­შა­ნაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. ნინი შუ­შა­ნაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში სიმ­ღე­რით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ბავ­შვო­ბა­ში მღე­რო­და კი­დეც, მაგ­რამ როცა წა­მო­ი­ზარ­და, დიდ სცე­ნა­ზე ყოფ­ნა აღარ მო­უნ­და და ის არც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. უფრო მე­ტიც, არც ინ­სტაგ­რა­მი აქვს და არც „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რა­დი გვერ­დი.

57 წლის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი გა­სულ წელს სა­ბერ­ძნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მისი სა­ხე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე პირ­ვე­ლად 2005 წელს გაჩ­ნდა, როცა სა­ბერ­ძნეთ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვეს. სწო­რედ შუ­შა­ნაშ­ვი­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში „ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის“ ერთ-ერთი „ბოსი“.

2010 წელს ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­რი­გე­ბით გა­ექ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ მან ბერ­ძენ პო­ლი­ცი­ე­ლებს ამის სა­ნაც­ვლოდ 800 000 ევრო გა­და­უ­ხა­და.

შე­ნიშ­ვნა - სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ დაგ­ვი­კავ­შირ­და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ნანა ფრი­დო­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" არ არის და შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ამ ფორ­მით მოხ­სე­ნი­ე­ბის გამო, მის შვი­ლებს მძი­მე მო­რა­ლუ­რი ტრავ­მა მი­ად­გათ. გთა­ვა­ზობთ ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბას:

20 მარტს, „რე­ი­ტინ­გი“-სა და „ამ­ბე­ბი.გე“-ს ვებ-გვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით, „ვინ არი­ან და რას საქ­მი­ა­ნო­ბენ ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ შვი­ლე­ბი“. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში, სხვებ­თან ერ­თად, სა­უ­ბა­რია ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­სა და მის ქა­ლიშ­ვილ ნი­ნი­ზე.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ნინი შუ­შა­ნაშ­ვილს მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­გორც „ცნო­ბი­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“-ს ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის შვი­ლად. ნინო შუ­შა­ნაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს კი­დევ ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ნინო და მისი შუ­ა­თა­ნა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ხოლო უმ­ცრო­სი და, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლეა. „რე­ი­ტინ­გი“-სა და „ამ­ბე­ბი.გე“-ს გა­მო­ცე­მამ, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვად ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის მი­მართ, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და­არ­ღვია, ნინო შუ­შა­ნაშ­ვილ­სა და მის დებს საკ­მა­ოდ მძი­მე მო­რა­ლურ ტრამ­ვაც მი­ა­ყე­ნა.

ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქა­ლა­ქი რუს­თავ­ში 1961 წლის 25 ივ­ლისს და­ი­ბა­და. 1992 წლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. 2002 წლი­დან იგი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. იმა­ვე წელს, მან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა (სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში) და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­დან გას­ვლა მო­ი­თხო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, 2006 წლის 4 აგ­ვის­ტოს #465 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნა და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყდა.

ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს 2003 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, თუნ­დაც, რო­გორც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს, არ გად­მო­უკ­ვე­თავს.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი იყო, 2006 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­შინ­დელ „სოდ“-ში, ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის“ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა.სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, 2006 წლი­დან დღემ­დე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მათ შო­რის, „ინ­ტერ­პოლს“, „ევ­რო­პოლს“-ა და „ევ­რო­ჯასტს“, ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­მიზ­ნუ­ლად, მათი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე“, ისე აწ­ვდის. სტა­ტი­ა­ში ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი „ცნო­ბილ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რაც არას­წო­რია წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილები

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრება ყველას აინტერესებს. ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან, როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ. "რეიტინგი" ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილებით დაინტერესდა. ე.წ. ავტორიტეტების შვილები მამების გზას ნაკლებად მიჰყვებიან და ბევრ მათგანს წარმატებული კარიერა აქვს როგორც სპორტში, ასევე შოუ-ბიზნესში და მწერლობაში.

ქეთა თოფურია

მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალია, რომ მამამისი ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ქეთა მამის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს და დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას ქალიშვილია. მამას და დედას მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მას მშობლები ყოველთვის გვერდით ედგნენ და ფაქტია, თოფურიამ მათი იმედები გაამართლა კიდეც. ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ის ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ამბობენ, რომ მოკლეს. ანდრო თოფურია თბილისში დაკრძალეს.

კოკა კობალაძე

კოკა კობალაძე თინეიჯერებში და არამხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, მაგრამ წლებია უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს, მისი გარეგნობაც უწყობს.

კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის, ალექსანდრე კობალაძის ზედმეტსახელად „სიუს“ ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.

სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალგაზრდა პოეტის მამა ერთი წლის წინ საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის...

ნინი შუშანაშვილი

ნინი შუშანაშვილი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც ინსტაგრამი აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.

57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“.

2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა.

შენიშვნა - სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი, ნანა ფრიდონაშვილი, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "კანონიერი ქურდი" არ არის და შუშანაშვილის ამ ფორმით მოხსენიების გამო, მის შვილებს მძიმე მორალური ტრავმა მიადგათ. გთავაზობთ ადვოკატის განმარტებას:

20 მარტს, „რეიტინგი“-სა და „ამბები.გე“-ს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით, „ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილები“. აღნიშნულ სტატიაში, სხვებთან ერთად, საუბარია ლაშა შუშანაშვილსა და მის ქალიშვილ ნინიზე.

სტატიის ავტორი, ნინი შუშანაშვილს მოიხსენიებს, როგორც „ცნობილი „კანონიერი ქურდი“-ს ლაშა შუშანაშვილის შვილად. ნინო შუშანაშვილი ნამდვილად ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ლაშა შუშანაშვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინო და მისი შუათანა და წარმატებული სტუდენტები არიან, ხოლო უმცროსი და, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. „რეიტინგი“-სა და „ამბები.გე“-ს გამოცემამ, ლაშა შუშანაშვილზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, გარდა იმისა, რომ თავად ლაშა შუშანაშვილის მიმართ, თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციას დაარღვია, ნინო შუშანაშვილსა და მის დებს საკმაოდ მძიმე მორალურ ტრამვაც მიაყენა.

ლაშა შუშანაშვილი საქართველოში, ქალაქი რუსთავში 1961 წლის 25 ივლისს დაიბადა. 1992 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2002 წლიდან იგი რუსეთის მოქალაქეა. იმავე წელს, მან საქართველოს შესაბამის ორგანოს წერილობითი განცხადებით მიმართა (საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში) და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა მოითხოვა. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 2006 წლის 4 აგვისტოს #465 ბრძანებულებით დააკმაყოფილა ლაშა შუშანაშვილის მოთხოვნა და ლაშა შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ლაშა შუშანაშვილს 2003 წლის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, თუნდაც, როგორც რუსეთის მოქალაქეს, არ გადმოუკვეთავს.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისათვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი იყო, 2006 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ „სოდ“-ში, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ლაშა შუშანაშვილის, როგორც „საქართველოს მოქალაქის“ „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2006 წლიდან დღემდე, საერთაშორისო სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის, „ინტერპოლს“, „ევროპოლს“-ა და „ევროჯასტს“, ლაშა შუშანაშვილის შესახებ ინფორმაციას, გამიზნულად, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით, როგორც „საქართველოს მოქალაქეზე“, ისე აწვდის. სტატიაში ლაშა შუშანაშვილი „ცნობილ „კანონიერ ქურდად“ არის მოხსენიებული, რაც არასწორია წაიკითხეთ სრულად

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ 5 წლის წინ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რათა "ფული მოეტეხათ" - ვის ადებს ხელს ექსმაღალჩინოსანი?

"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა