მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავაზობდნენ როლს, რომლითაც ქართველის დაკნინებული სახე უნდა მეჩვენებინა" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც უკრაინის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"მთავაზობდნენ როლს, რომლითაც ქართველის დაკნინებული სახე უნდა მეჩვენებინა" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც უკრაინის საუკეთესო ათეულში მოხვდა

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, სა­უ­კე­თე­სო ათ მსა­ხი­ობს შო­რის ქარ­თვე­ლი ზაზა ჭან­ტუ­რი­აც და­ა­სა­ხე­ლეს. ზა­ზას ახ­ლა­ხან 41 წელი შე­უს­რულ­და. რუ­სულ და უკ­რა­ი­ნულ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფო­რუ­მებ­სა თუ გა­მო­ცე­მებ­ში მას­ზე მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამო­ი­კი­თხავთ და ხე­ლოვ­ნე­ბის კრი­ტი­კო­სე­ბი მეტ წარ­მა­ტე­ბებს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

- რო­მე­ლი იყო შენი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რო­ლე­ბი თე­ატრსა და კი­ნო­ში?

- როცა თე­ატ­რა­ლურ­ში ვსწავ­ლობ­დი, მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენტს მომ­ცეს მე­ფარ­ნის როლი "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი­დან", რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­როლს, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის "ნუ­ცას სკო­ლა­ში" ჯა­რის­კა­ცი ვი­თა­მა­შე.

- როცა შენს ფილ­მოგ­რა­ფი­ას გა­და­ვავ­ლე თვა­ლი, 70-მდე კი­ნო­რო­ლი გაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თე­ატ­რში?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, ალ­ბათ ოცამ­დე...

- 11 მარტს შენი და­ბა­დე­ბის დღე იყო, 41 წლის გახ­დი...

- ეს დღე იყო ერ­თდრო­უ­ლად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვიც და ჩვე­უ­ლებ­რი­ვიც: ამ დღე­საც გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და თან, და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და.

- რო­გორც ვიცი, მე­უღ­ლე არ გყავს. შენი მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქარ­თვე­ლი იყოს?

- არა, ჩემი სა­ცო­ლე უკ­რა­ი­ნე­ლია. მალე ვა­პი­რებ და­ქორ­წი­ნე­ბას.

- ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა?

- არა, ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით, ორი წლის წინ და­ვას­რუ­ლე. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლეც უკ­რა­ი­ნე­ლი იყო, ისიც მსა­ხი­ო­ბი. დავ­შორ­დით მაქ­სი­მა­ლუ­რად კულ­ტუ­რუ­ლად, აყალ­მა­ყა­ლის გა­რე­შე.

- გახ­სოვს პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე გას­ვლის დროს გან­ცდი­ლი ემო­ცი­ე­ბი?

- ეს იყო უზარ­მა­ზა­რი ემო­ცი­ის მომ­ცვე­ლი გრძნო­ბა, იყო ში­შიც. მე­გო­ნა, რომ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ამ შიშს დავძლევ­დი, მაგ­რამ ახ­ლაც მიმყვე­ბა სცე­ნა­ზე, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, რად­გან მე ჩემ­თვის არ ვთა­მა­შობ, როლს ვას­რუ­ლებ მა­ყუ­რებ­ლის­თვის და არ მინ­და, ხალ­ხი გა­ვაწ­ბი­ლო! სხვე­ბის გაწ­ბი­ლე­ბის შიში მუ­დამ თან მდევს!

- ამ შიშს რით უპი­რის­პირ­დე­ბი?

- მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობ, მუ­დამ ფორ­მა­ში ვარ, არას­დროს ვი­ვი­წყებ, რომ არ­სე­ბობს მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი! და ისიც სულ მახ­სოვს, რომ როლს ვე­კუთ­ვნი და არა პი­რი­ქით - როლი არ ეკუთ­ვნის მსა­ხი­ობს!

- გა­იხ­სე­ნე პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- რაც დრო გა­დის, მით უფრო მე­ტად ვა­ფა­სებ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ჩემს მოხ­ვედ­რას. გა­მი­მარ­თლა 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს. და­ვას­რუ­ლე მე­ო­თხე კურ­სი და დავ­საქმდი. იმ დროს ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი რჩე­ბო­და თე­ატრს მიღ­მა! ისე, წარ­მა­ტე­ბის­თვის ნი­ჭი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გარ­და, სა­ჭი­როა იღ­ბა­ლიც!

- იმედ­გაც­რუ­ე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა?

- კი, ასეა. როცა მე სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბამ მო­მი­წია, მა­შინ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. წა­მოს­ვლა ად­ვი­ლად არ გა­და­მი­წყვე­ტია, ახ­ლაც სამ­შობ­ლოს უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს. ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ის აღი­ა­რე­ბა, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ მაქვს, სამ­შობ­ლო­ში მქო­ნო­და!

- ახლა მარ­ტია და ეს თვე მა­ინც ქა­ლე­ბი­საა, უფრო კი - დე­დის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) დე­და­ჩე­მი არის ჩემ­თვის ღმერ­თი! ის ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მხარ­ში მიდ­გას და მისი გუ­ლით ნათ­ქვა­მი რჩე­ვა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრო­ფე­სი­ით მას­წავ­ლე­ბე­ლია და ახ­ლაც ას­წავ­ლის ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას თბი­ლი­სის ერთ-ერთ სკო­ლა­ში. ისე, პა­ტა­რა როცა ვი­ყა­ვი, ცდი­ლობ­და, სახ­ლშიც მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­ვი­ზარ­დე და მას­წავ­ლებ­ლის ამ­პლუ­ა­საც გა­და­ეჩ­ვია (იღი­მე­ბა)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მთავაზობდნენ როლს, რომლითაც ქართველის დაკნინებული სახე უნდა მეჩვენებინა" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც უკრაინის საუკეთესო ათეულში მოხვდა

"მთავაზობდნენ როლს, რომლითაც ქართველის დაკნინებული სახე უნდა მეჩვენებინა" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც უკრაინის საუკეთესო ათეულში მოხვდა

რამდენიმე კვირის წინ, უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საუკეთესო ათ მსახიობს შორის ქართველი ზაზა ჭანტურიაც დაასახელეს. ზაზას ახლახან 41 წელი შეუსრულდა. რუსულ და უკრაინულ სახელოვნებო ფორუმებსა თუ გამოცემებში მასზე მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას ამოიკითხავთ და ხელოვნების კრიტიკოსები მეტ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.

- რომელი იყო შენი პირველი ქართული როლები თეატრსა და კინოში?

- როცა თეატრალურში ვსწავლობდი, მეორე კურსის სტუდენტს მომცეს მეფარნის როლი "პატარა უფლისწულიდან", რაც შეეხება კინოროლს, მერაბ კოკოჩაშვილის "ნუცას სკოლაში" ჯარისკაცი ვითამაშე.

- როცა შენს ფილმოგრაფიას გადავავლე თვალი, 70-მდე კინოროლი გაქვს შესრულებული. თეატრში?

- ზუსტად არ მახსოვს, ალბათ ოცამდე...

- 11 მარტს შენი დაბადების დღე იყო, 41 წლის გახდი...

- ეს დღე იყო ერთდროულად არაჩვეულებრივიც და ჩვეულებრივიც: ამ დღესაც გადაღებაზე ვიყავი და თან, დაბადების დღე მქონდა.

- როგორც ვიცი, მეუღლე არ გყავს. შენი მომავალი მეორე ნახევარი აუცილებელია, ქართველი იყოს?

- არა, ჩემი საცოლე უკრაინელია. მალე ვაპირებ დაქორწინებას.

- ეს პირველი ქორწინება იქნება?

- არა, ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინება ხუთწლიანი ურთიერთობით, ორი წლის წინ დავასრულე. პირველი მეუღლეც უკრაინელი იყო, ისიც მსახიობი. დავშორდით მაქსიმალურად კულტურულად, აყალმაყალის გარეშე.

- გახსოვს პირველად სცენაზე გასვლის დროს განცდილი ემოციები?

- ეს იყო უზარმაზარი ემოციის მომცველი გრძნობა, იყო შიშიც. მეგონა, რომ დროის გასვლის შემდეგ ამ შიშს დავძლევდი, მაგრამ ახლაც მიმყვება სცენაზე, გადასაღებ მოედანზე, რადგან მე ჩემთვის არ ვთამაშობ, როლს ვასრულებ მაყურებლისთვის და არ მინდა, ხალხი გავაწბილო! სხვების გაწბილების შიში მუდამ თან მდევს!

- ამ შიშს რით უპირისპირდები?

- მუდმივად ვსწავლობ, მუდამ ფორმაში ვარ, არასდროს ვივიწყებ, რომ არსებობს მისი უდიდებულესობა მაყურებელი! და ისიც სულ მახსოვს, რომ როლს ვეკუთვნი და არა პირიქით - როლი არ ეკუთვნის მსახიობს!

- გაიხსენე პირველი წარმატება...

- რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ჩემს მოხვედრას. გამიმართლა 90-იანი წლების ბოლოს. დავასრულე მეოთხე კურსი და დავსაქმდი. იმ დროს ბევრი მსახიობი რჩებოდა თეატრს მიღმა! ისე, წარმატებისთვის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გარდა, საჭიროა იღბალიც!

- იმედგაცრუებაც საქართველოს უკავშირდება?

- კი, ასეა. როცა მე საქართველოს დატოვებამ მომიწია, მაშინ სამსახიობო კარიერის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო. წამოსვლა ადვილად არ გადამიწყვეტია, ახლაც სამშობლოს უდიდესი სიყვარული მაქვს. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ის აღიარება, რაც საზღვარგარეთ მაქვს, სამშობლოში მქონოდა!

- ახლა მარტია და ეს თვე მაინც ქალებისაა, უფრო კი - დედის...

- (მაწყვეტინებს) დედაჩემი არის ჩემთვის ღმერთი! ის ყველა სიტუაციაში მხარში მიდგას და მისი გულით ნათქვამი რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია. პროფესიით მასწავლებელია და ახლაც ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ისე, პატარა როცა ვიყავი, ცდილობდა, სახლშიც მასწავლებელი ყოფილიყო, მაგრამ გავიზარდე და მასწავლებლის ამპლუასაც გადაეჩვია (იღიმება)...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ