სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ქალიშვილის ემოციური მოგზაურობა სოხუმში 26 წლის შემდეგ - რა ნახა ქართველმა ექიმმა მშობლიურ ქალაქში
აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ქალიშვილის ემოციური მოგზაურობა სოხუმში 26 წლის შემდეგ - რა ნახა ქართველმა ექიმმა მშობლიურ ქალაქში

სო­ხუმ­ში 26 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და იქა­უ­რო­ბას მო­ნატ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნით, აფხა­ზეთ­ში ამოგ­ზა­უ­რა... უამ­რა­ვი ვი­დე­ო­ლა­ი­ვი ჰქონ­და და ბევ­რი ფოტო გა­და­ი­ღო საყ­ვა­რელ ად­გი­ლებ­ში... თუმ­ცა მა­ნამ­დე, ამას ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, წას­ვლი­სას ღე­ლავ­და, რო­გორ შეხ­ვდე­ბო­და მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი, სა­დაც წლე­ბი გა­ა­ტა­რა...

და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სო­ხუმ­ში, მერე სას­წავ­ლებ­ლად სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ო­და მშობ­ლებ­თან აფხა­ზეთ­ში. იმ ზა­ფხულ­საც იქ იყო, ომი რომ და­ი­წყო, მაგ­რამ მა­მამ დებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში გა­მო­უშ­ვა. „მას მერე აღარ ვყო­ფილ­ვარ... სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, ომი იმ წელს და­ი­წყო. ამი­ტომ, ექი­მად მუ­შა­ო­ბა იქ ვერ და­ვი­წყე“, - გვიყ­ვე­ბა ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც 26-წლი­ა­ნი სიზ­მა­რი ერთი კვი­რის წინ ცხა­დად აუხ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჩემი ზღაპ­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სო­ხუმ­ში" - თბი­ლი­სე­ლი ექი­მის სო­ხუ­მუ­რი არ­და­დე­გე­ბი (ვი­დე­ო­დღი­უ­რი)

„მა­მა­ჩე­მი აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ფსი­ქი­ატ­რი - ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც იქ ყვე­ლა იც­ნობ­და. იქი­დან არ წა­მო­სუ­ლა, დარ­ჩა... რო­დე­საც 27 სექ­ტემ­ბერს ხალ­ხი გად­მო­დი­ო­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით ეხ­მა­რე­ბო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაჰ­ყავ­და, ყვე­ლას აცი­ლებ­და, მაგ­რამ რო­დე­საც სო­ხუ­მი აი­ღეს, იქვე თა­ვის სახ­ლთან, ქუ­ჩა­ზე დახ­ვრი­ტეს...

მა­მას საფ­ლა­ვი არ და­კარ­გუ­ლა, ერთ-ერ­თმა რუ­სულ-აფხა­ზურ­მა ოჯახ­მა დაკ­რძა­ლა, უჭი­რი­სუფ­ლა, საფ­ლა­ვი შე­ი­ნა­ხეს, მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ მამა აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­რან­ში გად­მო­ვას­ვე­ნეთ. ეს მისი მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლია.

ის სო­ხუმ­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ფსი­ქი­ატ­რი იყო და აფხა­ზეთ­ში ამ სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­აგ­ზავ­ნეს სო­ხუმ­ში და დარ­ჩა... დედა ომამ­დე, 1989 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და „მა­ჭარ­კის“ სა­საფ­ლა­ო­ზე და­ვა­საფ­ლა­ვეთ,“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა და თა­ვის ოჯახ­ზე თხრო­ბას კვლავ სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ნაგ­რძობს - „7 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ - დები და ძმე­ბი მყავს, ყვე­ლა ექი­მია, ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, ნა­წი­ლი - სა­ზღვარ­გა­რეთ.

ჩემი დიდი ბა­ბუა, ან­დრია ჯო­ჯუა სო­ხუმ­ში XIX სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ვი­და. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო, იმ დრო­ის­თვის ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი იცო­და, ამის წყა­ლო­ბით, მოხ­ვდა ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­ში, ბა­ქო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, იქ დიდი ფული იშო­ვა, შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ზღვას­თან ყოფ­ნა უნ­დო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი სო­ხუ­მი ურ­ჩი­ეს, სა­დაც და­სახ­ლდა. „ლე­ჩკო­პის მთა“ იყი­და, ლი­მო­ნის, თუ­თუ­ნის პლან­ტა­ცი­ე­ბი გა­ა­შე­ნა.

ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი თუ­თუ­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს გა­ა­კუ­ლა­კეს, ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს, მხო­ლოდ პა­ტა­რა მიწა და სახ­ლი და­უ­ტო­ვეს. იმ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია ჩა­მო­არ­თვეს, რომ ლე­ჩკო­პის მი­წებ­ზე 100 ოჯა­ხი და­სახ­ლდა. შემ­დეგ კი ბა­ბუ­ის სახ­ლში დე­და­ჩე­მის ძმა ცხოვ­რობ­და, ერ­თა­დერ­თი ბიძა, რო­მელ­მაც აფხა­ზი ცოლი მო­იყ­ვა­ნა. ახლა სწო­რედ ეს ბიძა გარ­და­იც­ვა­ლა და სო­ხუმ­ში მის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ჩა­ვე­დი (მოს­კოვ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა გად­მო­ას­ვე­ნეს)“.

მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის დიდი ბა­ბუა ან­დრია ჯო­ჯუა, მისი ცოლი დომ­ნი­კა მა­ლა­ნია და შვი­ლი - სე­ვე­რი­ან ჯო­ჯუა, სო­ხუ­მი 1905 წელი

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ იქ შეს­ვლა?

- მარ­ტი­ვი არ იყო, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი... ენ­გუ­რის ხი­და­დან ფე­ხით წა­ვე­დი, ჯერ ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი იყ­ვნენ, „მარ­შრუტ­კა­ში“ ჩა­ჯე­ქით და გა­და­გიყ­ვა­ნე­ნო, მაგ­რამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვე­დი თუ არა, გა­სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი მქონ­და, გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, ფიქ­რებ­მა წა­მი­ღო და სი­მარ­თლე გი­თხრათ, „მარ­შრუტ­კამ“ მარ­თლა გა­და­მიყ­ვა­ნა, თუ ხი­დამ­დე მი­მიყ­ვა­ნა მხო­ლოდ, არ მახ­სოვს. თურ­მე იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, გზა ამებ­ნა და რუ­ხის ტრა­ფა­რეტს მი­ვა­დე­ქი, კი­დევ უფრო და­ვი­ბე­ნი, აფხა­ზეთ­ში რუხს რა უნდა-მეთ­ქი? მოკ­ლედ, აღ­მოჩ­ნდა, რომ უკან წა­მოვ­სულ­ვარ. ისევ ქარ­თველ მე­სა­ზღვრე­ებს მი­ვა­დე­ქი, - რა­ტომ დაბ­რუნ­დით, არ შე­გიშ­ვე­სო? გზა ამე­რია-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნათ, მერე ვი­ღა­ცებს ჩა­ა­ბა­რეს ჩემი თავი, - გა­იყ­ვა­ნე­თო.

- ე.ი. ში­შის მო­მენ­ტი სულ არ გქონ­დათ?

- რისი უნდა შემ­ში­ნე­ბო­და?! და­ძა­ბუ­ლი კი ვი­ყა­ვი...

- და 26 წლის შემ­დეგ რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა ად­გი­ლი, სა­დაც და­ი­ბა­დეთ, გა­ი­ზარ­დეთ და ბევ­რი წელი გა­ა­ტა­რეთ?

- ჯერ კი­დევ ეი­ფო­რი­ა­ში ვარ, ვერ გა­მოვ­დი­ვარ ემო­ცი­ი­დან... პირ­ველ დღეს თავი სიზ­მარ­ში მე­გო­ნა... არც ვიცი, რო­გორ აღვწე­რო, - ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ მა­ინც ვერ აღ­ვიქ­ვი სო­ხუ­მი ისე­თად, რო­გო­რიც მახ­სოვ­და და რო­გო­რიც ვი­ცო­დი. ვერ­ცერ­თი ჩემი ნაც­ნო­ბი, ახ­ლო­ბე­ლი, მე­ზო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი ვერ ვნა­ხე... არა­და, ადრე ქუ­ჩა­ში რომ და­დი­ო­დი, ყვე­ლა შენი ნაც­ნო­ბი იყო... იცო­დი, ვინ რო­მელ სახ­ლში ცხოვ­რობ­და... მოკ­ლედ, სო­ხუ­მი დღეს ჩე­მიც არის და უცხოც.

- თქვენს სახ­ლში ვინ ცხოვ­რობს?

- ჩვე­ნი სახ­ლი დამ­წვა­რია, მაგ­რამ ვი­ყა­ვი ჩემი ბი­ძის სახ­ლში, სა­დაც აფხა­ზი ბი­ცო­ლა ცხოვ­რობს, სა­დაც ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც მყავს, ანუ ისი­ნი დიდი ბა­ბუ­ის სახ­ლში არი­ან. ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­წოლ­ში მე­ძი­ნა, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რო­და. იმ ოთახ­ში ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის ისევ ისე იყო, რო­გორც ადრე... იქ სტუმ­რო­ბა, სა­დაც წლე­ბის წინ ლა­მის გა­ვი­ზარ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­სი­ა­მოვ­ნა... სულ 5 დღე ვი­ყა­ვი...

ოთახ­ში არის ბა­ბუ­ა­ჩე­მის ძვე­ლი წიგ­ნე­ბი, ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვუ­ღე. სო­ხუმ­ში ის მინ­დო­და გან­მე­ცა­და და გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა, რაც ბაშ­ვო­ბა­ში მიყ­ვარ­და. ამი­ტომ, ბა­ზარ­ში ყო­ველ დღე დავ­დი­ო­დი... მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რი არ არის, არც ცოტა, მაგ­რამ თბი­ლი­სი­ვით სავ­სე ქუ­ჩე­ბი არაა. არი­ან აფხა­ზე­ბი, რუ­სე­ბი, სომ­ხე­ბი. ყვე­ლა კარ­გად მეც­ქე­ო­და, პა­ტივს მცემ­დნენ. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლავს და ახ­ლდა დიდი სევ­და...

- „ფე­ის­ბუქ­ზე“ თვალ­ყურს გა­დევ­ნებ­დით და სო­ხუმ­ში არა­ერ­თი საფ­ლა­ვი მო­ი­ნა­ხუ­ლეთ და ამის დას­ტუ­რად, გქონ­დათ პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბი. ადა­მი­ა­ნებს ანა­ხეთ თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი... გა­და­ი­ღეთ სუ­რა­თე­ბი...

- კი, დე­დის საფ­ლავ­ზე მი­ვე­დი, „მა­ჭარ­კის“ სა­საფ­ლა­ო­ზე 26 წლის მერე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. იქ გზას რომ გა­ვუ­ყე­ვი, ბევრ საფ­ლავს გა­და­ვუ­ღე სუ­რა­თი, „ლა­ივ­შიც“ ვკი­თხუ­ლობ­დი ქარ­თულ გვარ-სა­ხე­ლებს, ვის საფ­ლავ­ზეც მოვ­ხვდი. აქ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩემი ლა­ი­ვე­ბით ნა­ხეს თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი. ზო­გი­ერ­თი მოვ­ლი­ლია, ბევ­რგან ეკა­ლია, ადა­მი­ა­ნის ხელი არც შე­ხე­ბია. ზო­გიც ვერ ვი­პო­ვე, რად­გან ასეთ პი­რო­ბებ­ში მათი მო­ძებ­ნა, ძნე­ლი იყო. ვი­ყა­ვი „ლე­ჩკო­პის“ სა­საფ­ლა­ო­ზეც...

- რო­გო­რია ზღვა, რო­მე­ლიც აქე­დან შო­რია?

- ზღვა არის სუფ­თა, ან­კა­რა, სხვა­ნა­ი­რი, რო­გო­რიც არ­სად... მე­უბ­ნე­ბი­ან, - გეჩ­ვე­ნე­ბაო, მაგ­რამ არ მეჩ­ვე­ნე­ბა. თუ ზღვა­ზე, სო­ხუმ­ზე, სურ­ნელ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, სო­ხუ­მი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე - დრან­დის პური, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და ყვე­ლას ახ­სოვს, ლი­მო­ნი, რო­მე­ლიც ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ეზო­ში მი­სი­ვე დარ­გუ­ლი ხი­და­ნაა მო­წყვე­ტი­ლი და გა­სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი და არო­მა­ტი აქვს. ასე­ვე ლეღ­ვის მუ­რა­ბა იმი­ტომ, რომ სო­ხუმ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად ტკბი­ლი ლეღ­ვი იყო ყო­ველ­თვის, სურ­ნე­ლო­ვა­ნი თაფ­ლი, შე­ბო­ლი­ლი აფხა­ზუ­რი წი­წა­კა, გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სწო­რედ მის­გან მზად­დე­ბა აფხა­ზუ­რი აჯი­კა და ზღვის პი­რას აკ­რე­ფი­ლი კენ­ჭე­ბი. ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­მა­ბა­რა, მაგ­რამ რაც ჩა­მო­ვე­დი, თითო-თითო კენ­ჭს ყვე­ლას ვუ­რი­გებ, ვინც მთხოვს.

- მოკ­ლედ, 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სიზ­მრად ნა­ნა­ხი სო­ხუ­მი არა მარ­ტო ნა­ხეთ, ამ ყვე­ლა­ფერს შე­ე­ხეთ და შე­იგ­რძე­ნით კი­დეც...

- მინ­დო­და, ის ყვე­ლა­ფე­რი მე­ნა­ხა და შე­მეგ­რძნო, რაც ბავ­შვო­ბი­დან უფრო მახ­სოვ­და. ვი­ყა­ვი ბა­ზარ­ში, თით­ქმის ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი იქ, ბავ­შვო­ბის სურ­ნელს ვე­ძებ­დი. კენ­ჭე­ბი კი, რო­გორც გი­თხა­რით, სო­ხუ­მის პლა­ჟი­დან არის.

და კი­დევ ზღვის სურ­ნელ­თან ერ­თად, მოყ­ვა­ვი­ლე მი­მო­ზე­ბის დიდ­მა ხე­ებ­მა, პალ­მებ­მა და ევ­კა­ლიპ­ტებ­მა ბავ­შვო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მაბ­რუ­ნა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ქალიშვილის ემოციური მოგზაურობა სოხუმში 26 წლის შემდეგ - რა ნახა ქართველმა ექიმმა მშობლიურ ქალაქში

აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ქალიშვილის ემოციური მოგზაურობა სოხუმში 26 წლის შემდეგ - რა ნახა ქართველმა ექიმმა მშობლიურ ქალაქში

სოხუმში 26 წლის შემდეგ დაბრუნდა და იქაურობას მონატრებული ადამიანები, საკუთარი ტელეფონით, აფხაზეთში ამოგზაურა... უამრავი ვიდეოლაივი ჰქონდა და ბევრი ფოტო გადაიღო საყვარელ ადგილებში... თუმცა მანამდე, ამას ვერც წარმოიდგენდა, წასვლისას ღელავდა, როგორ შეხვდებოდა მშობლიური ქალაქი, სადაც წლები გაატარა...

დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, მერე სასწავლებლად სხვა ქალაქში გადავიდა, თუმცა პერიოდულად ჩადიოდა მშობლებთან აფხაზეთში. იმ ზაფხულსაც იქ იყო, ომი რომ დაიწყო, მაგრამ მამამ დებთან ერთად თბილისში გამოუშვა. „მას მერე აღარ ვყოფილვარ... სამედიცინო ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ომი იმ წელს დაიწყო. ამიტომ, ექიმად მუშაობა იქ ვერ დავიწყე“, - გვიყვება ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, ადამიანი რომელსაც 26-წლიანი სიზმარი ერთი კვირის წინ ცხადად აუხდა.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი ზღაპრული მოგზაურობა სოხუმში" - თბილისელი ექიმის სოხუმური არდადეგები (ვიდეოდღიური)

„მამაჩემი აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი - ბიძინა მგალობლიშვილი გახლდათ, რომელსაც იქ ყველა იცნობდა. იქიდან არ წამოსულა, დარჩა... როდესაც 27 სექტემბერს ხალხი გადმოდიოდა, თავისი მანქანით ეხმარებოდა, ადამიანები გადაჰყავდა, ყველას აცილებდა, მაგრამ როდესაც სოხუმი აიღეს, იქვე თავის სახლთან, ქუჩაზე დახვრიტეს...

მამას საფლავი არ დაკარგულა, ერთ-ერთმა რუსულ-აფხაზურმა ოჯახმა დაკრძალა, უჭირისუფლა, საფლავი შეინახეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მამა აბაშის რაიონის სოფელ მარანში გადმოვასვენეთ. ეს მისი მშობლიური სოფელია.

ის სოხუმში ერთ-ერთი პირველი ფსიქიატრი იყო და აფხაზეთში ამ სკოლის ფუძემდებელი. სამედიცინო ინტიტუტის დამთავრების შემდეგ გააგზავნეს სოხუმში და დარჩა... დედა ომამდე, 1989 წელს გარდაიცვალა და „მაჭარკის“ სასაფლაოზე დავასაფლავეთ,“ - გვიყვება ქალბატონი მანანა და თავის ოჯახზე თხრობას კვლავ საინტერესოდ განაგრძობს - „7 დედმამიშვილი ვართ - დები და ძმები მყავს, ყველა ექიმია, ნაწილი საქართველოში ცხოვრობს, ნაწილი - საზღვარგარეთ.

ჩემი დიდი ბაბუა, ანდრია ჯოჯუა სოხუმში XIX საუკუნეში ჩამოვიდა. განათლებული კაცი იყო, იმ დროისთვის ევროპული ენები იცოდა, ამის წყალობით, მოხვდა ამერიკაში, ინგლისში, ბაქოში ნავთობის მოპოვებაზე მუშაობდა, იქ დიდი ფული იშოვა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნება, ზღვასთან ყოფნა უნდოდა და საქართველოში საუკეთესო ადგილი სოხუმი ურჩიეს, სადაც დასახლდა. „ლეჩკოპის მთა“ იყიდა, ლიმონის, თუთუნის პლანტაციები გააშენა.

ამერიკიდან ჩამოტანილი თუთუნი ჰქონდა, მაგრამ რევოლუციის დროს გააკულაკეს, ყველაფერი წაართვეს, მხოლოდ პატარა მიწა და სახლი დაუტოვეს. იმხელა ტერიტორია ჩამოართვეს, რომ ლეჩკოპის მიწებზე 100 ოჯახი დასახლდა. შემდეგ კი ბაბუის სახლში დედაჩემის ძმა ცხოვრობდა, ერთადერთი ბიძა, რომელმაც აფხაზი ცოლი მოიყვანა. ახლა სწორედ ეს ბიძა გარდაიცვალა და სოხუმში მის დასაფლავებაზე ჩავედი (მოსკოვში გარდაიცვალა და ბიძაშვილებმა გადმოასვენეს)“.

მანანა მგალობლიშვილის დიდი ბაბუა ანდრია ჯოჯუა, მისი ცოლი დომნიკა მალანია და შვილი - სევერიან ჯოჯუა, სოხუმი 1905 წელი

- როგორ მოახერხეთ იქ შესვლა?

- მარტივი არ იყო, მაგრამ ოფიციალურ დონეზე გაკეთდა ყველაფერი... ენგურის ხიდადან ფეხით წავედი, ჯერ ქართველი მესაზღვრეები იყვნენ, „მარშრუტკაში“ ჩაჯექით და გადაგიყვანენო, მაგრამ ტერიტორიაზე შევედი თუ არა, გასაოცარი ემოციები მქონდა, გადაღება დავიწყე, ფიქრებმა წამიღო და სიმართლე გითხრათ, „მარშრუტკამ“ მართლა გადამიყვანა, თუ ხიდამდე მიმიყვანა მხოლოდ, არ მახსოვს. თურმე იმ მდგომარეობაში მყოფს, გზა ამებნა და რუხის ტრაფარეტს მივადექი, კიდევ უფრო დავიბენი, აფხაზეთში რუხს რა უნდა-მეთქი? მოკლედ, აღმოჩნდა, რომ უკან წამოვსულვარ. ისევ ქართველ მესაზღვრეებს მივადექი, - რატომ დაბრუნდით, არ შეგიშვესო? გზა ამერია-მეთქი. გაეცინათ, მერე ვიღაცებს ჩააბარეს ჩემი თავი, - გაიყვანეთო.

- ე.ი. შიშის მომენტი სულ არ გქონდათ?

- რისი უნდა შემშინებოდა?! დაძაბული კი ვიყავი...

- და 26 წლის შემდეგ როგორი აღმოჩნდა ადგილი, სადაც დაიბადეთ, გაიზარდეთ და ბევრი წელი გაატარეთ?

- ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ, ვერ გამოვდივარ ემოციიდან... პირველ დღეს თავი სიზმარში მეგონა... არც ვიცი, როგორ აღვწერო, - ერთადერთი შემიძლია, ვთქვა, რომ მაინც ვერ აღვიქვი სოხუმი ისეთად, როგორიც მახსოვდა და როგორიც ვიცოდი. ვერცერთი ჩემი ნაცნობი, ახლობელი, მეზობელი, მეგობარი ვერ ვნახე... არადა, ადრე ქუჩაში რომ დადიოდი, ყველა შენი ნაცნობი იყო... იცოდი, ვინ რომელ სახლში ცხოვრობდა... მოკლედ, სოხუმი დღეს ჩემიც არის და უცხოც.

- თქვენს სახლში ვინ ცხოვრობს?

- ჩვენი სახლი დამწვარია, მაგრამ ვიყავი ჩემი ბიძის სახლში, სადაც აფხაზი ბიცოლა ცხოვრობს, სადაც ბიძაშვილებიც მყავს, ანუ ისინი დიდი ბაბუის სახლში არიან. ბებიაჩემის საწოლში მეძინა, ეს ყველაზე მეტად მიხაროდა. იმ ოთახში ყველაფერი თითქმის ისევ ისე იყო, როგორც ადრე... იქ სტუმრობა, სადაც წლების წინ ლამის გავიზარდე, განსაკუთრებულად მესიამოვნა... სულ 5 დღე ვიყავი...

ოთახში არის ბაბუაჩემის ძველი წიგნები, ფოტოებიც გადავუღე. სოხუმში ის მინდოდა განმეცადა და გამეხსენებინა, რაც ბაშვობაში მიყვარდა. ამიტომ, ბაზარში ყოველ დღე დავდიოდი... მოსახლეობა ბევრი არ არის, არც ცოტა, მაგრამ თბილისივით სავსე ქუჩები არაა. არიან აფხაზები, რუსები, სომხები. ყველა კარგად მეცქეოდა, პატივს მცემდნენ. თუმცა ამ ყველაფერს ახლავს და ახლდა დიდი სევდა...

- „ფეისბუქზე“ თვალყურს გადევნებდით და სოხუმში არაერთი საფლავი მოინახულეთ და ამის დასტურად, გქონდათ პირდაპირი ჩართვები. ადამიანებს ანახეთ თავიანთი წინაპრების საფლავები... გადაიღეთ სურათები...

- კი, დედის საფლავზე მივედი, „მაჭარკის“ სასაფლაოზე 26 წლის მერე პირველად ვიყავი. იქ გზას რომ გავუყევი, ბევრ საფლავს გადავუღე სურათი, „ლაივშიც“ ვკითხულობდი ქართულ გვარ-სახელებს, ვის საფლავზეც მოვხვდი. აქ ადამიანებმა ჩემი ლაივებით ნახეს თავიანთი წინაპრების საფლავები. ზოგიერთი მოვლილია, ბევრგან ეკალია, ადამიანის ხელი არც შეხებია. ზოგიც ვერ ვიპოვე, რადგან ასეთ პირობებში მათი მოძებნა, ძნელი იყო. ვიყავი „ლეჩკოპის“ სასაფლაოზეც...

- როგორია ზღვა, რომელიც აქედან შორია?

- ზღვა არის სუფთა, ანკარა, სხვანაირი, როგორიც არსად... მეუბნებიან, - გეჩვენებაო, მაგრამ არ მეჩვენება. თუ ზღვაზე, სოხუმზე, სურნელზე ვილაპარაკებთ, სოხუმიდან ჩამოვიტანე - დრანდის პური, რომელიც გამორჩეული იყო და ყველას ახსოვს, ლიმონი, რომელიც ჩემი დიდი ბაბუის ეზოში მისივე დარგული ხიდანაა მოწყვეტილი და გასაოცარი სურნელი და არომატი აქვს. ასევე ლეღვის მურაბა იმიტომ, რომ სოხუმში გამორჩეულად ტკბილი ლეღვი იყო ყოველთვის, სურნელოვანი თაფლი, შებოლილი აფხაზური წიწაკა, გამორჩეული და განსხვავებული, სწორედ მისგან მზადდება აფხაზური აჯიკა და ზღვის პირას აკრეფილი კენჭები. ერთმა ადამიანმა დამაბარა, მაგრამ რაც ჩამოვედი, თითო-თითო კენჭს ყველას ვურიგებ, ვინც მთხოვს.

- მოკლედ, 26 წლის განმავლობაში სიზმრად ნანახი სოხუმი არა მარტო ნახეთ, ამ ყველაფერს შეეხეთ და შეიგრძენით კიდეც...

- მინდოდა, ის ყველაფერი მენახა და შემეგრძნო, რაც ბავშვობიდან უფრო მახსოვდა. ვიყავი ბაზარში, თითქმის ყოველდღე დავდიოდი იქ, ბავშვობის სურნელს ვეძებდი. კენჭები კი, როგორც გითხარით, სოხუმის პლაჟიდან არის.

და კიდევ ზღვის სურნელთან ერთად, მოყვავილე მიმოზების დიდმა ხეებმა, პალმებმა და ევკალიპტებმა ბავშვობაში განსაკუთრებულად დამაბრუნა...

"მოდით წირვაზე და პრობლემა მოვაგვაროთ" - რა ვითარებაა მარტვილში, სადაც მღვდელმსახურება შეჩერებული მამაოები მეუფე სტეფანესთან მივიდნენ

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში?

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების პასუხი ხელისუფლებას - "23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში"