საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეძლევათ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობა" - როგორ გავლენას მოახდენს 21 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?
"გეძლევათ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობა" - როგორ გავლენას მოახდენს 21 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

რა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი და ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა 21 მარტს და რო­გორ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მო­სა­ლოდ­ნე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ზე?

"ამ კვი­რის ას­ტრო-მოვ­ლე­ნე­ბი­დან რა­საკ­ვირ­ვე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 21 მარტს, თბი­ლი­სის დრო­ით 00:58 წუთ­ზე თევ­ზე­ბის ნიშ­ნი­დან ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში მზის გა­დაბ­რძა­ნე­ბაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს არის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის წერ­ტი­ლი, ანუ ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც დღე და ღამე ერ­თმა­ნე­თის ტო­ლია თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვო­ბით. ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც, მზის ცენ­ტრი ეკ­ლიპ­ტი­კა­ზე თა­ვი­სი ხი­ლუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­სას გა­დაჰ­კვეთს ცის ეკ­ვა­ტორს. ასე­ვე ას­ტრო­ნო­მი­უ­ლად, სწო­რედ ეს მო­მენ­ტი ით­ვლე­ბა ახა­ლი წლის და­სა­წყი­სად. და სხვა­თა შო­რის, არა­ერ­თი ერი დღემ­დე ამ დღეს ზე­ი­მობს ხოლ­მე კი­დეც ახალ წელს.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი უძ­ვე­ლე­სი გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ტარ­დე­ბო­და მექ­სი­კა­ში, მა­ი­ას ტო­მებ­ში, სა­დაც ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნად მთა­ვა­რი პი­რა­მი­დის - ელ კას­ტი­ლი­ოს წვერ­ზე იმარ­თე­ბო­და სამ­სხვერ­პლო რი­ტუ­ა­ლი.

ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ასე­ვე ირა­ნი, ავ­ღა­ნე­თი, შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბი - ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, თურ­ქმე­ნე­თი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნა კვლა­ვაც აღ­ნიშ­ნე­ვენ გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბის დღე­სას­წა­ულს - ნავ­რუ­ზო­ბას, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დღე­ვან­დე­ლი ფორ­მით ეს ზე­ი­მი სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თი­საა.

ნავ­რუ­ზო­ბა ზო­რო­ას­ტრი­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და მზის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კულ­ტი უდევს სა­ფუძ­ვლად. უძ­ველ­სი სპარ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის დე­და­ქა­ლაქ პერ­სი­პოლ­ში, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში აქ­მე­ნი­ან­თა დი­ნას­ტია ედგა, აღ­მო­ჩე­ნი­ლია ზო­რო­ას­ტრი­უ­ლი ბა­რე­ლი­ე­ფი, რო­მელ­ზე­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ნავ­რუ­ზის სიმ­ბო­ლო - ხა­რი­სა და ლო­მის ბრძო­ლა, სა­დაც ხარი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს დე­და­მი­წას, ხოლო ლომი მზეს. გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბის დღეს ზო­რო­ას­ტრი­ე­ლე­ბის აზ­რით, ამ ორი სა­წყი­სის ძალა იყო თა­ნა­ბა­რი. თუმ­ცა, ჩვენ­თვის, ას­ტრო­ლო­გი­ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ამ დღეს კი­დევ ერთი, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის წინ 1993 წელს ამე­რი­კუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის AFAN-ის ას­ტრო­ლო­გებ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა ას­ტრო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ; თუმ­ცა, რო­გორც იცით, ბუ­ნი­ა­ო­ბა ყველ­თვის ერ­თსა და იმა­ვე თა­რიღს არ ემ­თხვე­ვა. მზის ვერ­ძის 0 გრა­დუს­ზე გა­დას­ვლა სხვა­დას­ხვა წელს შე­საძ­ლოა მოხ­დეს 19, 20 ან 21 მარტს. თა­რი­ღის მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მათ ას­ტრო­ლო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ დღე­სას­წა­უ­ლის 20 მარტს აღ­ნიშ­ვნა შეს­თა­ვა­ზეს. მას მერე ეს დღე­სას­წა­უ­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად აღიშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ას­ტრო­მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თა­ვენ ღია სე­მი­ნა­რებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს. უკვე მე­სა­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ პრო­ცეს­ში. რი­გით III ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჯე­რად 24 მარტს ჩა­ტარ­დე­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა

ას­ტრო­ლო­გე­ბის თქმით, მარ­ტში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რა­ზეც, პირ­ველ რიგ­ში, 21 მარ­ტის (თბი­ლი­სის დრო­ით 21 მარ­ტი 2019, 05:42) სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა იმოქ­მე­დებს, რა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი.

სას­წო­რი ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში (რო­მან­ტი­კულ­ში­ცა და პარტნი­ო­რულ­შიც) შე­მო­ი­ტანს გა­მოც­დას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ა­ბა­როთ. იმის შემ­დეგ, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ერ­თობ­ლი­ვად გა­და­ლა­ხავთ, მა­გი­უ­რი პე­რი­ო­დი დგე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მურ წყვი­ლის მე­ო­რე შან­სი მი­ე­ცე­მა ბენ­დი­ე­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. ის, ვინც კმა­ყო­ფი­ლია თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით, სუ­ლი­ერ ჰარ­მო­ნი­ას მი­აღ­წევს. გაძ­ლი­ერ­დე­ბა პარტნი­ო­რუ­ლი კავ­ში­რი, გაქ­რე­ბა ეჭ­ვე­ბი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია პი­როვ­ნუ­ლი ზრდა და სა­ერ­თო გეგ­მე­ბი: თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, სახ­ლის შე­ძე­ნა, ხე­ლის მო­წე­რა, ჯვრის­წე­რა. სავ­სე მთვა­რის დროს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა, ასე რომ გეძ­ლე­ვათ შან­სი აღად­გი­ნოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­ა­ნა­ლი­ზოთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, შეძ­ლოთ იმ ფაზ­ლის პოვ­ნა, რო­მე­ლიც სრულ სუ­რათს და­გი­ხა­ტავთ. შე­საძ­ლოა თქვე­ნი პარტნი­ო­რი ხელს გიშ­ლით სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის­მიღ­წე­ვა­ში. ყური უგ­დეთ სა­კუ­თარ მეს. კოს­მო­სი გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებთ უსი­ა­მოვ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბის­გან.

ავტორი:

"გეძლევათ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობა" - როგორ გავლენას მოახდენს 21 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

"გეძლევათ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობა" - როგორ გავლენას მოახდენს 21 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

რა ასტროლოგიური და ასტრონომიული მოვლენები ხდება 21 მარტს და როგორ გავლენას მოახდენს მოსალოდნელი სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

"ამ კვირის ასტრო-მოვლენებიდან რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი 21 მარტს, თბილისის დროით 00:58 წუთზე თევზების ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში მზის გადაბრძანებაა. მოგეხსენებათ, ეს არის გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, ანუ ის მომენტი, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია თავისი ხანგრძლივობით. ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს ხდება მაშინ, როდესაც, მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული მოძრაობისას გადაჰკვეთს ცის ეკვატორს. ასევე ასტრონომიულად, სწორედ ეს მომენტი ითვლება ახალი წლის დასაწყისად. და სხვათა შორის, არაერთი ერი დღემდე ამ დღეს ზეიმობს ხოლმე კიდეც ახალ წელს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ტარდებოდა მექსიკაში, მაიას ტომებში, სადაც ამ დღის აღსანიშნად მთავარი პირამიდის - ელ კასტილიოს წვერზე იმართებოდა სამსხვერპლო რიტუალი.

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ასევე ირანი, ავღანეთი, შუა აზიის ქვეყნები - ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა კვლავაც აღნიშნევენ გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაულს - ნავრუზობას, თუმცა რასაკვირველია, დღევანდელი ფორმით ეს ზეიმი სრულიად მშვიდობიანი ხასიათისაა.

ნავრუზობა ზოროასტრიული წარმოშობისაა და მზის თაყვანისცემის კულტი უდევს საფუძვლად. უძველსი სპარსული იმპერიის დედაქალაქ პერსიპოლში, რომელსაც სათავეში აქმენიანთა დინასტია ედგა, აღმოჩენილია ზოროასტრიული ბარელიეფი, რომელზედაც გამოსახულია ნავრუზის სიმბოლო - ხარისა და ლომის ბრძოლა, სადაც ხარი განასახიერებს დედამიწას, ხოლო ლომი მზეს. გაზაფხულის ბუნიაობის დღეს ზოროასტრიელების აზრით, ამ ორი საწყისის ძალა იყო თანაბარი. თუმცა, ჩვენთვის, ასტროლოგიის მოყვარულებისათვის ამ დღეს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

დაახლოებით ერთი მეოთხედი საუკუნის წინ 1993 წელს ამერიკული ასოციაციის AFAN-ის ასტროლოგებმა სურვილი გამოთქვეს გაზაფხულის ბუნიობა ასტროლოგიის საერთაშორისო დღედ გამოეცხადებინათ; თუმცა, როგორც იცით, ბუნიაობა ყველთვის ერთსა და იმავე თარიღს არ ემთხვევა. მზის ვერძის 0 გრადუსზე გადასვლა სხვადასხვა წელს შესაძლოა მოხდეს 19, 20 ან 21 მარტს. თარიღის მუდმივი ცვლილებების გამო მოსალოდნელი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, მათ ასტროლოგიურ საზოგადოებას ამ დღესასწაულის 20 მარტს აღნიშვნა შესთავაზეს. მას მერე ეს დღესასწაული სისტემატურად აღიშნება სხვადასხვა ქვეყნის ასტრომოყვარულთა საზოგადოებებში. პროფესიონალი ასტროლოგები ამ თარიღთან დაკავშირებით მართავენ ღია სემინარებს, კონფერენციებს. უკვე მესამე წელია საქართველოც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. რიგით III ასტროლოგიური კონფერენცია საქართველოში ამჯერად 24 მარტს ჩატარდება", - წერს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

სავსემთვარეობა

ასტროლოგების თქმით, მარტში ძალიან აქტუალური გახდება პირადი ცხოვრება, რაზეც, პირველ რიგში, 21 მარტის (თბილისის დროით 21 მარტი 2019, 05:42) სავსემთვარეობა იმოქმედებს, რაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანი.

სასწორი ნებისმიერ ურთიერთობაში (რომანტიკულშიცა და პარტნიორულშიც) შემოიტანს გამოცდას, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. იმის შემდეგ, რაც წინააღმდეგობას ერთობლივად გადალახავთ, მაგიური პერიოდი დგება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ყველა პრობლემურ წყვილის მეორე შანსი მიეცემა ბენდიერების მოსაპოვებლად. ის, ვინც კმაყოფილია თავისი პირადი ცხოვრებით, სულიერ ჰარმონიას მიაღწევს. გაძლიერდება პარტნიორული კავშირი, გაქრება ეჭვები. მოსალოდნელია პიროვნული ზრდა და საერთო გეგმები: თანაცხოვრება, სახლის შეძენა, ხელის მოწერა, ჯვრისწერა. სავსე მთვარის დროს პლანეტა მერკური რეტროგრადული იქნება, ასე რომ გეძლევათ შანსი აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, გაანალიზოთ წარსულში დაშვებული შეცდომები. გამორიცხული არ არის, შეძლოთ იმ ფაზლის პოვნა, რომელიც სრულ სურათს დაგიხატავთ. შესაძლოა თქვენი პარტნიორი ხელს გიშლით სასურველი მიზნისმიღწევაში. ყური უგდეთ საკუთარ მეს. კოსმოსი გაგათავისუფლებთ უსიამოვნო ურთიერთობისგან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს