პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი
90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ჯონ კე­ნე­დი უმ­ცრო­სი და კე­რო­ლინ ბი­სე­ტი აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ცნო­ბილ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა...

1999 წლის 16 ივ­ლისს წყვი­ლი ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბის­თვის ბი­ძაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, თუმ­ცა ზე­ი­მის­თვის მზა­დე­ბა ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბით დას­რულ­და. თვითმფრი­ნავს ჯონი თა­ვად მარ­თავ­და, რო­მე­ლიც არც ისე გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი იყო. მას­თან ერ­თად ბორტზე მისი მე­უღ­ლე კე­რო­ლი­ნი და ცო­ლის და ის­ხდნენ. ჯონ­მა მარ­თვი­სას კონ­ტრო­ლი და­კარ­გა... ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას სა­მი­ვე მათ­გა­ნი ემსხვერ­პლა.

უმ­ცრო­სი კე­ნე­დი და­ბა­დე­ბი­დან მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. მა­მის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მისი მა­გი­და პა­ტა­რა ჯო­ნის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­თა­მა­შო ად­გი­ლი იყო.

მარ­თა­ლია, თეთრ სახ­ლში სულ სამი წელი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ არა­სო­დეს გა­ნე­ლე­ბუ­ლა - ჯო­ნის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა თუ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყო.

კე­ნე­დი ნამ­დვი­ლი პრინ­ცი­ვით იზ­რდე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას რო­მა­ნი არა­ერთ ცნო­ბილ ქალ­თან ჰქონ­და, მათ შო­რის პო­პის დე­დო­ფალ მა­დო­ნას­თან, მსა­ხი­ობ დე­რილ ჰა­ნას­თან, ტოპ-მო­დელ სინ­დი კრო­უ­ფორდთან...

ბე­სე­ტის ცხოვ­რე­ბა კი ისე­თი „ბრჭყვი­ა­ლა“ არ ყო­ფი­ლა, რო­გორც მისი მო­მა­ვა­ლი ქმრის. კე­რო­ლი­ნი „კელ­ვინ კლა­ინ­ში“ მუ­შა­ობ­და. კაც­მა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო მსოფ­ლი­ო­ში ნე­ბის­მი­ერ ქალ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რა კე­რო­ლინ­ზე, რო­მე­ლიც არც მდი­და­რი ყო­ფი­ლა და არც ცნო­ბი­ლი. ბე­სეტს ჰქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის­თვის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი იყო - გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩაც­მის სტი­ლი და სა­ოც­რად გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბა.

წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სრუ­ლე­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ისი­ნი ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე 1996 წელს და­ქორ­წინ­დნენ.

და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ კე­რო­ლინ­სა და ჯონს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბი ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დას­დევ­დნენ. ბე­სე­ტი უარს ამ­ბობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე და ცდი­ლობ­და, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თვის და­ფა­რუ­ლი ჰქო­ნო­და.

90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა წყვილ­მა ძა­ლი­ან ცოტა ხანს იცხოვ­რა ერ­თად - 1999 წლის 16 ივ­ლი­სი მათ­თვის ბოლო დღე აღ­მოჩ­ნდა. წყვი­ლი კე­რო­ლი­ნის დას­თან, ლო­რენ­თან ერ­თად ჯო­ნის ბი­ძაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვი ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნის მი­ხედ­ვით, კე­ნე­დიმ მარ­თვი­სას კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

კე­ნე­დი­სა და მისი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გლო­ვობ­და. ერთი წლის შემ­დეგ კი მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი - რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი არც ისე მშვი­დად იყო, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩან­და. მე­დი­ას­თან სხვა­დას­ხვა წყა­რო სა­უბ­რობ­და დეპ­რე­სი­ა­ზე, ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე... თუმ­ცა, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს, დღემ­დე არა­ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისე
4

მე უფრო ლამაზი ვარ, ორივეზე. გასკდით გულზე. გაგეხუმრეთ რა იყო. ისე მართლა მე უფრო ლამაზი ვარ, ორივეზე...

ანა
2

She was icnoic

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი

90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი

აშშ-ს პრეზიდენტის ვაჟი, ჯონ კენედი უმცროსი და კეროლინ ბისეტი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ცნობილ წყვილად მიიჩნეოდა, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა...

1999 წლის 16 ივლისს წყვილი ოჯახური შეკრებისთვის ბიძაშვილის ქორწილში მიემგზავრებოდა, თუმცა ზეიმისთვის მზადება ტრაგიკული ამბით დასრულდა. თვითმფრინავს ჯონი თავად მართავდა, რომელიც არც ისე გამოცდილი მფრინავი იყო. მასთან ერთად ბორტზე მისი მეუღლე კეროლინი და ცოლის და ისხდნენ. ჯონმა მართვისას კონტროლი დაკარგა... ავიაკატასტროფას სამივე მათგანი ემსხვერპლა.

უმცროსი კენედი დაბადებიდან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. მამის პრეზიდენტობის პერიოდში მისი მაგიდა პატარა ჯონისთვის შესანიშნავი სათამაშო ადგილი იყო.

მართალია, თეთრ სახლში სულ სამი წელი გაატარა, თუმცა საზოგადოების ინტერესი მის მიმართ არასოდეს განელებულა - ჯონის ყველა წარმატება, წარუმატებლობა თუ პირადი ურთიერთობა, მთელი ცხოვრების მანძილზე საჯარო განხილვის საგანი იყო.

კენედი ნამდვილი პრინცივით იზრდებოდა. მოგვიანებით მას რომანი არაერთ ცნობილ ქალთან ჰქონდა, მათ შორის პოპის დედოფალ მადონასთან, მსახიობ დერილ ჰანასთან, ტოპ-მოდელ სინდი კროუფორდთან...

ბესეტის ცხოვრება კი ისეთი „ბრჭყვიალა“ არ ყოფილა, როგორც მისი მომავალი ქმრის. კეროლინი „კელვინ კლაინში“ მუშაობდა. კაცმა, რომელსაც შეეძლო მსოფლიოში ნებისმიერ ქალზე დაქორწინებულიყო, არჩევანი შეაჩერა კეროლინზე, რომელიც არც მდიდარი ყოფილა და არც ცნობილი. ბესეტს ჰქონდა ყველაფერი, რაც პრეზიდენტის შვილისთვის თავბრუდამხვევი იყო - გამორჩეული სილამაზე, განსაკუთრებული ჩაცმის სტილი და საოცრად გამჭრიახი გონება.

წყვილის ქორწინების ცერემონიალი სრულებით გასაიდუმლოებული იყო, ისინი ერთ-ერთ კუნძულზე 1996 წელს დაქორწინდნენ.

დაოჯახების შემდეგ კეროლინსა და ჯონს ფოტორეპორტიორები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დასდევდნენ. ბესეტი უარს ამბობდა ინტერვიუებზე და ცდილობდა, პირადი ცხოვრება ყველასთვის დაფარული ჰქონოდა.

90-იანი წლების ყველაზე ცნობილმა წყვილმა ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა ერთად - 1999 წლის 16 ივლისი მათთვის ბოლო დღე აღმოჩნდა. წყვილი კეროლინის დასთან, ლორენთან ერთად ჯონის ბიძაშვილის ქორწილში მიემგზავრებოდა, როდესაც თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. გამოძიების დასკვნის მიხედვით, კენედიმ მართვისას კონტროლი დაკარგა.

კენედისა და მისი ცოლის გარდაცვალებას მსოფლიოში უამრავი ადამიანი გლოვობდა. ერთი წლის შემდეგ კი მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი - როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე მშვიდად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მედიასთან სხვადასხვა წყარო საუბრობდა დეპრესიაზე, ნარკოტიკის მოხმარებაზე, ძალადობაზე... თუმცა, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს, დღემდე არავინ იცის...