პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო არჩევნებისთვის "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან
საპარლამენტო არჩევნებისთვის "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ პარ­ტი­ას შო­რის დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“ ღი­რე­ბუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე ახ­ლოდ მდგო­მი პარ­ტი­აა.

„არც და­გი­მა­ლავთ, ჩვენს გრძელ­ვა­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, და­ვას­რუ­ლეთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სულ მალე წარვსდე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დი იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­დან მო­დი­ან, წარ­სულ­ში მკვეთ­რად იყ­ვნენ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი, სა­მო­მავ­ლოდ ერ­თი­ან­დე­ბი­ან იმის­თვის, რომ შე­იქ­მნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა.

„თუ ასე მოხ­და, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის შვი­დი წლის თავ­ზე ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ამ დის­კურ­სი­დან უნდა გა­ვი­დეთ. რა დის­კურ­სია აქამ­დე?! „ნაც-ქო­ცუ­რი“ ხომ?! ეს უკვე პო­ლი­ტი­კურ ტერ­მი­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და... მე, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევ­ქმნათ ისე­თი კონ­ფი­გუ­რა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ისე უნდა წარვდგეთ, რომ ყვე­ლა მხრი­დან სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ. მარ­ტი­ვად, რომ ვთქვათ, მდი­ნა­რის სხვა­დას­ხვა ნა­პირ­ზე მყო­ფი, სხვა­დას­ხვა პლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე, მათ შო­რის შე­საძ­ლოა, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ.

ეს წარ­სუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ მო­დის, თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კო­ა­ლი­ცი­ი­დან, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ანუ „არა“ კი არ უნდა იყოს სა­ფუძ­ვე­ლი, „კი“ უნდა იყოს. იქი­და­ნაც და აქი­და­ნაც კარ­გი უნდა წა­მო­ვი­დეს, ფუ­ლის გარ­შე­მო კი არ გა­ერ­თი­ან­დეს, არა­მედ ღი­რე­ბუ­ლე­ბის. ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვენ­თვის, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“ ღი­რე­ბუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე ახლო პარ­ტი­აა“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

საპარლამენტო არჩევნებისთვის "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან

საპარლამენტო არჩევნებისთვის "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის დასრულებულია.

მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლოდ მდგომი პარტიაა.

„არც დაგიმალავთ, ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დავასრულეთ. საზოგადოების წინაშე სულ მალე წარვსდებით“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს იქნება პირველი განაცხადი იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური წარსულიდან მოდიან, წარსულში მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებულები, სამომავლოდ ერთიანდებიან იმისთვის, რომ შეიქმნას ხელისუფლების ალტერნატივა.

„თუ ასე მოხდა, ეს ძალიან კარგი იქნება პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მმართველობის შვიდი წლის თავზე ჩვენ ჩამოყალიბებული ამ დისკურსიდან უნდა გავიდეთ. რა დისკურსია აქამდე?! „ნაც-ქოცური“ ხომ?! ეს უკვე პოლიტიკურ ტერმინად ჩამოყალიბდა... მე, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კონფიგურაცია და საზოგადოების წინაშე ისე უნდა წარვდგეთ, რომ ყველა მხრიდან საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. მარტივად, რომ ვთქვათ, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მყოფი, სხვადასხვა პლიტიკური ბიოგრაფიის მქონე, მათ შორის შესაძლოა, დაპირისპირებული, მაგრამ საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.

ეს წარსული „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, თუ „ქართული ოცნების“ კოალიციიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ „არა“ კი არ უნდა იყოს საფუძველი, „კი“ უნდა იყოს. იქიდანაც და აქიდანაც კარგი უნდა წამოვიდეს, ფულის გარშემო კი არ გაერთიანდეს, არამედ ღირებულების. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლო პარტიაა“, - განაცხადა უგულავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები