პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი
დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი სერ­გო რა­ტი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტი­დან ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ხმის მი­ცე­მის ინ­სტრუქ­ცია.

"დღეს დი­ლას დაგ­ვხვდა. გვას­წავ­ლი­ან, ბა­რა­თი ჭრილ­ში უნდა გან­თავ­სდეს... პა­რა­ლე­ლუ­რად უნა­რე­ბის გა­მოც­დაც გა­ა­უქ­მეს" - წერს რა­ტი­ა­ნი.

"ბა­რა­თი ჭრილ­ში უნდა გან­თავ­სდეს ისე, რომ ჩიპი მოხ­ვდეს ჭრი­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბუ­ლი ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პულ­ტის ჭრილ­ში ბა­რა­თის მო­თავ­სე­ბი­სას, ჭრი­ლის ზედა კუ­თხე­ში ნა­თუ­რის წი­თე­ლი ნა­თე­ბა გა­და­ვა მწვა­ნე­ში, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სის­ტე­მამ მი­ი­ღო ბა­რა­თის კოდი. რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და კენ­ჭისყ­რის დროს, ბა­რა­თი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნულ ჭრილ­ში უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი" - ვკი­თხუ­ლობთ ხმის მი­ცე­მის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მის ინ­სტრუქ­ცი­ის ბა­რათ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­შინ პარ­ლა­მეტ­ში მომ­ხდარ ტექ­ნი­კურ გა­ურ­კვევ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. დე­პუ­ტა­ტებ­მა კენ­ჭი უყა­რეს ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის დი­ას­პო­რის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას, თუმ­ცა ვერ გა­და­ა­ყე­ნეს, რად­გან ამას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა უმ­რავ­ლე­სო­ბის სამ­მა დე­პუ­ტატ­მა - ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ, ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ან­მა და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­პუ­ტატ­მა ონა­თა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კვა­ჭან­ტი­რა­ძის გა­და­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ წა­სუ­ლა და „ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა“ და­ფიქ­სირ­და. „მე მომ­ხრე ვარ, რომ ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე გა­და­ა­ყე­ნონ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან, უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცამ აუ­რია და აპა­რატ­ზე შეც­დო­მა და­ფიქ­სირ­და“, - გა­ნა­ცხა­და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

შეც­დო­მის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მაც. მისი თქმით, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მოხ­და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი და და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა ხმებ­მა ვერ აჩ­ვე­ნა რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი.

"და­ფიქ­სირ­და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი. ამის მა­გა­ლი­თია ის, რომ ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც კი ვერ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი, ვი­ნა­ი­დან ეს ტექ­ნი­კუ­რად არ მო­ხერ­ხდა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კვა­ჭან­ტი­რა­ძის სა­კი­თხზე ხე­ლა­ხა­ლი კენ­ჭისყრა დღე­საც გა­ი­მარ­თოს, ან უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა. ვი­ნა­ი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა.

ხე­ლა­ხალ კენ­ჭისყრამ­დე ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე თა­ვად გა­დად­გა დი­ას­პო­რის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი

დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი პარლამენტიდან ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია ხმის მიცემის ინსტრუქცია.

"დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან, ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს... პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს" - წერს რატიანი.

"ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს ისე, რომ ჩიპი მოხვდეს ჭრილის მარცხენა მხარეს არსებული ისრის მიმართულებით. პულტის ჭრილში ბარათის მოთავსებისას, ჭრილის ზედა კუთხეში ნათურის წითელი ნათება გადავა მწვანეში, რაც მიანიშნებს, რომ სისტემამ მიიღო ბარათის კოდი. რეგისტრაციისა და კენჭისყრის დროს, ბარათი ყოველთვის აღნიშნულ ჭრილში უნდა იყოს მოთავსებული" - ვკითხულობთ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის ინსტრუქციის ბარათში.

აღნიშნული, სავარაუდოდ გუშინ პარლამეტში მომხდარ ტექნიკურ გაურკვევლობას უკავშირდება. დეპუტატებმა კენჭი უყარეს ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას, თუმცა ვერ გადააყენეს, რადგან ამას მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის სამმა დეპუტატმა - ლევან კობერიძემ, ცოტნე ზურაბიანმა და რატი იონათამიშვილმა.

მოგვიანებით დეპუტატმა ონათამიშვილმა განაცხადა, რომ კვაჭანტირაძის გადაყენების წინააღმდეგ არ წასულა და „ტექნიკური შეცდომა“ დაფიქსირდა. „მე მომხრე ვარ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე გადააყენონ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან, უბრალოდ, რაღაცამ აურია და აპარატზე შეცდომა დაფიქსირდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეცდომის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმაც. მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე მოხდა ტექნიკური ხარვეზი და დაფიქსირებულმა ხმებმა ვერ აჩვენა რეალური შედეგები.

"დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. ამის მაგალითია ის, რომ ჩვენს ინიციატივასაც კი ვერ დავუჭირეთ მხარი, ვინაიდან ეს ტექნიკურად არ მოხერხდა. არ გამოვრიცხავ, რომ კვაჭანტირაძის საკითხზე ხელახალი კენჭისყრა დღესაც გაიმართოს, ან უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიმართება. ვინაიდან უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ხელახალ კენჭისყრამდე ზვიად კვაჭანტირაძე თავად გადადგა დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები