პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან
"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან

“არა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას” - ასე ჰქვია ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Apsny LIFE-ის გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტერ­თან და აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო ტელე-რა­დიო კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად აკე­თებს პრო­ექტს შიდსის და C ჰე­პა­ტი­ტის სა­კი­თხებ­ზე.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში ეს პრობ­ლე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, დუ­მი­ლის ფონ­ზე კი, რო­გორც “აივ ვირუ­სი” ასე­ვე, C ჰე­პა­ტი­ტი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, მისი გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო კი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ნარ­კო­მა­ნი­აა. ამ მხრივ რე­გი­ონ­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა. საქ­მე ის არის, რომ ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არც ისე ლო­ი­ა­ლუ­რია და ეს ეხე­ბა, რო­გორც და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ზრდას­რუ­ლებს, ასე­ვე ბავ­შვებს...

Apsny LIFE მო­რიგ გა­და­ცე­მა­ში ჰყვე­ბა ორი ახალ­გაზ­რდის ის­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც შიდსი­თა და C ჰე­პა­ტი­ტით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ნა­ა­ლა მუ­კბას თქმით, მათ დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად იპოვ­ნეს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც C ჰე­პა­ტი­ტი აქვს და ამას ოჯა­ხის წევ­რებს უმა­ლავს.

27 წლის გო­გო­ნა ჰყვე­ბა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ ასა­კით უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო. სწო­რედ მისი გავ­ლე­ნით, ინ­ტე­რე­სის გამო რამ­დენ­ჯერ­მე გა­სინ­ჯა ნარ­კო­ტი­კი და შემ­დეგ კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­იხ­მარ­და ნარ­კო­ტიკს, კონ­კრე­ტუ­ლად ჰე­რო­ინს. შე­დე­გად ღვიძ­ლი და­უ­ა­ვად­და, ქრო­ნი­კუ­ლი სი­გამ­ხდრე და­ე­წყო და ვერც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უხერ­ხებს რა­მეს...

ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი, რე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი თე­რა­პევ­ტი, ექი­მი-ჰე­მა­ტო­ლო­გი, ან­ჟე­ლა არ­ჩე­ლია გა­და­ცე­მა­ში ამ­ბობს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­დის სამ­კურ­ნა­ლოდ, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სუ­რათს სრუ­ლად ასა­ხავს. მი­სი­ვე თქმით, “და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კი 50-წლამ­დეა, რაც მხო­ლოდ მათი ოჯა­ხე­ბის კი არა, მთლი­ა­ნად აფხა­ზე­თის ტრა­გე­დი­აა”.

ამ­ჟა­მად რე­გი­ო­ნის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, აღ­რი­ცხვა­ზე მყო­ფი C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სის მქო­ნე ადა­მი­ან­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 2 000, თუმ­ცა ექი­მე­ბის თქმით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 5 ათა­სია. შარ­შან კი, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ 5 ადა­მი­ანს და­ეხ­მარ­ნენ. მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 1 350 000 რუბ­ლია. ექი­მი არ­ჩე­ლი­ას თქმით, ესეც ბევ­რს ნიშ­ნავს, თუმ­ცა, საკ­მა­რი­სი არ არის.

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი არი­ან ათო­ნის მო­ნას­ტრის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, და­ვით სარ­სა­ნია ამ­ბობს: "იმი­სათ­ვის, რომ ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­მა სრულ­ფა­სოვ­ნად იმ­კურ­ნა­ლონ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დი­ან და იქა­ურ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იღე­ბენ. ეს სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სჭირ­დე­ბათ, რად­გან მათ იქ უფა­სოდ მკურ­ნა­ლო­ბენ...”

სო­ხუმ­ში არ­სე­ბუ­ლი შიდსის ცენ­ტრის მთა­ვა­რი ექი­მი, ნა­თე­ლა თო­ფუ­რია ამ­ბობს, რომ მათ ცენ­ტრში ამ დრო­ის­თვის აღი­ცხვა­ზე “აივ ვირუ­სის” მქო­ნე 700-მდე პა­ცი­ენ­ტია და მათი უმე­ტე­სო­ბა ქალი და არას­რულ­წლო­ვა­ნია. მათ შო­რის, არი­ან ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბიც... ამას­თან, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც, “აივ ვირუ­სის” მა­ტა­რე­ბელ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ოჯახ­მა უარი თქვა და ეს ბავ­შვებ­საც ეხე­ბა.

ექი­მი იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვას - მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა, რო­მე­ლიც "აივ ვირუ­სის" გამო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­და:

"სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი მისი შვი­ლე­ბის სკო­ლი­დან გაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ... დე­დამ სტრესს ვერ გა­უძ­ლო, მკურ­ნა­ლო­ბა შე­წყვი­ტა და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც...” - იხ­სე­ნებს თო­ფუ­რია, რომ­ლის თქმი­თაც, ქალს ვირუ­სი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქმრის­გან გა­და­ე­დო. ამის შე­სა­ხებ ფეხ­მძი­მო­ბი­სას შე­ი­ტყო. ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა ჩვილ­საც, რო­მე­ლიც 10 თვი­სა გარ­და­იც­ვა­ლა... “ასე­თი რე­ა­ლო­ბა გვაქვს - ერთი ოჯა­ხი­დან “აივ ვირუსს” სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის ჩვი­ლი, ეს რა თქმა უნდა, ტრა­გე­დი­აა” - ამ­ბობს თო­ფუ­რია.

გა­და­ცე­მი­დან ირ­კვე­ვა, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლო­ე­ბას არც ერთი ვირუ­სის შე­სა­ხებ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ის კარ­გად არ არის ამ თე­მა­ში გარ­კვე­უ­ლი თუ გა­ი­გებს, რომ მისი შვი­ლის სკო­ლა­ში ვირუ­სის მქო­ნე ბავ­შვია, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხოვს მის გაყ­ვა­ნას, “რად­გან ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბი არ სჭირ­დე­ბა..."

რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­საც უწევს პრო­პა­გან­დას, თუმ­ცა, ეს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში ზღვა­ში წვე­თიც აღარ არის...

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ნარ­კო­ლო­გის ირმა ანუ­ას თქმით, - “ ამ მხრივ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა უკონ­ტრო­ლოა, - 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 2 440 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია 949, ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი კი 1 491...”

მი­სი­ვე თქმით, ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ში, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში 12-დან 18 წლამ­დე ასა­კის მქო­ნე 45-მა არას­რულ­წლო­ვან­მა გა­ი­ა­რა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან

"ერთი ოჯახიდან "აივ ვირუსს" სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი" - აფხაზეთში შიდსსა და C ჰეპატიტს ვერ უმკლავდებიან

“არა დამოკიდებულებას” - ასე ჰქვია ინტერნეტგამოცემა Apsny LIFE-ის გადაცემას, რომელიც ახალი ათონის მონასტერთან და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან ერთად აკეთებს პროექტს შიდსის და C ჰეპატიტის საკითხებზე.

პროექტის ავტორების თქმით, აფხაზეთში ეს პრობლემა მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია, დუმილის ფონზე კი, როგორც “აივ ვირუსი” ასევე, C ჰეპატიტი ძალიან სწრაფად ვრცელდება, მისი გავრცელების ძირითადი წყარო კი ინტრავენური ნარკომანიაა. ამ მხრივ რეგიონში უმძიმესი ვითარებაა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში ვირუსის მატარებლების მიმართ დამოკიდებულება არც ისე ლოიალურია და ეს ეხება, როგორც დაინფიცირებულ ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს...

Apsny LIFE მორიგ გადაცემაში ჰყვება ორი ახალგაზრდის ისტორიას, რომლებიც შიდსითა და C ჰეპატიტით არიან დაავადებულნი. გადაცემის წამყვანის ნაალა მუკბას თქმით, მათ დიდი ძალისხმევის შედეგად იპოვნეს ნარკოდამოკიდებული გოგონა, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს და ამას ოჯახის წევრებს უმალავს.

27 წლის გოგონა ჰყვება, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ასაკით უფროსი მამაკაცი გაიცნო, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო. სწორედ მისი გავლენით, ინტერესის გამო რამდენჯერმე გასინჯა ნარკოტიკი და შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკს, კონკრეტულად ჰეროინს. შედეგად ღვიძლი დაუავადდა, ქრონიკული სიგამხდრე დაეწყო და ვერც ნარკოდამოკიდებულებას უხერხებს რამეს...

ადგილობრივი ექიმი, რეგიონის მთავარი თერაპევტი, ექიმი-ჰემატოლოგი, ანჟელა არჩელია გადაცემაში ამბობს, რომ საავადმყოფოში ათეულობით ადამიანი დადის სამკურნალოდ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონში არსებულ სურათს სრულად ასახავს. მისივე თქმით, “დაავადებული ადამიანების ასაკი 50-წლამდეა, რაც მხოლოდ მათი ოჯახების კი არა, მთლიანად აფხაზეთის ტრაგედიაა”.

ამჟამად რეგიონის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აღრიცხვაზე მყოფი C ჰეპატიტის ვირუსის მქონე ადამიანთა ოფიციალური რაოდენობა, დაახლოებით 2 000, თუმცა ექიმების თქმით, მათი რაოდენობა 5 ათასია. შარშან კი, ე.წ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 5 ადამიანს დაეხმარნენ. მკურნალობის ხარჯები დაახლოებით, 1 350 000 რუბლია. ექიმი არჩელიას თქმით, ესეც ბევრს ნიშნავს, თუმცა, საკმარისი არ არის.

პროექტში ჩართული არიან ათონის მონასტრის სასულიერო პირებიც. ერთ-ერთი მათგანი, დავით სარსანია ამბობს: "იმისათვის, რომ ვირუსით დაინფიცირებულებმა სრულფასოვნად იმკურნალონ, საქართველოში მიდიან და იქაურ მოქალაქეობას იღებენ. ეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდებათ, რადგან მათ იქ უფასოდ მკურნალობენ...”

სოხუმში არსებული შიდსის ცენტრის მთავარი ექიმი, ნათელა თოფურია ამბობს, რომ მათ ცენტრში ამ დროისთვის აღიცხვაზე “აივ ვირუსის” მქონე 700-მდე პაციენტია და მათი უმეტესობა ქალი და არასრულწლოვანია. მათ შორის, არიან ფეხმძიმე ქალებიც... ამასთან, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც, “აივ ვირუსის” მატარებელ პაციენტებზე ოჯახმა უარი თქვა და ეს ბავშვებსაც ეხება.

ექიმი იხსენებს შემთხვევას - მრავალშვილიანი დედა, რომელიც "აივ ვირუსის" გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა:

"სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები მისი შვილების სკოლიდან გაყვანას მოითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ... დედამ სტრესს ვერ გაუძლო, მკურნალობა შეწყვიტა და მალევე გარდაიცვალა კიდეც...” - იხსენებს თოფურია, რომლის თქმითაც, ქალს ვირუსი ნარკოდამოკიდებული ქმრისგან გადაედო. ამის შესახებ ფეხმძიმობისას შეიტყო. ვირუსი აღმოაჩნდა ჩვილსაც, რომელიც 10 თვისა გარდაიცვალა... “ასეთი რეალობა გვაქვს - ერთი ოჯახიდან “აივ ვირუსს” სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჩვილი, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა” - ამბობს თოფურია.

გადაცემიდან ირკვევა, რომ ადგილობრივ მოსახლოებას არც ერთი ვირუსის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ აქვს. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ის კარგად არ არის ამ თემაში გარკვეული თუ გაიგებს, რომ მისი შვილის სკოლაში ვირუსის მქონე ბავშვია, აუცილებლად მოითხოვს მის გაყვანას, “რადგან ზედმეტი პრობლემები არ სჭირდება..."

რეგიონში რამდენიმე ახალგაზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესსაც უწევს პროპაგანდას, თუმცა, ეს არსებულ რეალობაში ზღვაში წვეთიც აღარ არის...

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი ნარკოლოგის ირმა ანუას თქმით, - “ ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება უკონტროლოა, - 2016 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 2 440 ადამიანი, მათ შორის ნარკოდამოკიდებულია 949, ალკოჰოლდამოკიდებული კი 1 491...”

მისივე თქმით, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მომატებულია არასრულწლოვანებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკოლოგიური მკურნალობა შესაბამის კლინიკაში 12-დან 18 წლამდე ასაკის მქონე 45-მა არასრულწლოვანმა გაიარა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი