პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ხელით ჭარბვალიანობას ვებრძვით, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს" - რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები სათამაშო ბიზნესის პლასტიკურ ბარათებში
"ერთი ხელით ჭარბვალიანობას ვებრძვით, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს" - რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები სათამაშო ბიზნესის პლასტიკურ ბარათებში

რამ­დე­ნი­მე თვეა, ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­მა მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თა­რი პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი შეს­თა­ვა­ზეს. ახა­ლი პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მი­რე­ბას მას­შტა­ბუ­რი ბილ­ბორ­დე­ბი­თა და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბით ახ­დე­ნენ და ბა­რა­თე­ბის მფლო­ბე­ლებს სრულ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას პირ­დე­ბი­ან.

ის, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს სურს, ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი­დევ უფრო და­ფა­რუ­ლი გა­ხა­დონ, ეს პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­და­ნაც ჩანს: „ინ­კოგ­ნი­ტო“, „ზერო“, „იქს ქარ­დი“ და ა.შ.

იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­და­ვიდ­ნენ ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბი სა­ბა­რა­თე სის­ტე­მა­ზე და რა პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძეს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს ბან­კებ­ში სეს­ხის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. მა­გა­ლი­თად, თუ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი სა­ბა­რა­თე ან­გა­რი­შის შეს­წავ­ლი­სას აღ­მო­ა­ჩენ­და რომ, შე­მო­სავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მი­მარ­თუ­ლი იყო ამ ტი­პის გარ­თო­ბა­ზე, სესხს არ ამ­ტკი­ცებ­და.

"ტექ­ნი­კუ­რად, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ი­დან სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე მო­გე­ბუ­ლი თან­ხის გა­და­ტა­ნა არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და. ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბი სწო­რედ იმი­ტომ შექ­მნეს, რომ მათ კლი­ენ­ტებს ბან­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უმ­სუ­ბუ­ქონ და სეს­ხის აღე­ბა გა­უ­მარ­ტი­ვონ.

ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ში რი­ცხა­ვენ თან­ხას, ბან­კე­ბის­თვის არი­ან სა­რის­კო მსეს­ხებ­ლე­ბი, რად­გან მათ 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დიდი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეთ, მაგ­რამ მე­ო­რე თვე­ში, სა­ერ­თოდ აღარ ჰქონ­დეთ. ჩვე­ნი ვა­ლია, გა­ვაფრ­თხი­ლოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ ისი­ნი, ვინც სა­თა­მა­შოდ იყე­ნე­ბენ ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბან­კში სესხს ვერ აი­ღე­ბენ" - აღ­ნიშ­ნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ გამ­გე­ო­ბის თავ­ჯმ­დო­მა­რემ.

კე­პუ­ლა­ძის თქმით, მა­შინ როცა მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას ებ­რძვის, მე­ო­რეს მხრივ სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს:

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არის სი­ღა­რი­ბე. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ დავძლი­ოთ სი­ღა­რი­ბე და შემ­დეგ, დავძლევთ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა სხვა გზა არის შე­მოვ­ლი­თი. მე არ მგო­ნია, რომ მა­ინ­და­მა­ინც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი იყოს სი­ღა­რი­ბის და ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ერთი პრობ­ლე­მა: რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ამა­ზე, ვიბ­რძვით ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩნდე­ბა რა­ღაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი, რომ ჩვე­ნი თუნ­დაც მცი­რე თან­ხა სა­დღაც ჩრდილ­ში გვქონ­დეს და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყოს. ეს გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს.

ერთი ხე­ლით ვებ­რძვით ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ გა­სა­ქანს ვაძ­ლევთ ონ­ლა­ინ-სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს და უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თან­ხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გას­ცენ“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძემ.

ეკო­ნო­მისტ სოსო არჩვა­ძის თქმით, იმ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ში ოპე­რი­რე­ბენ, პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის გა­მოშ­ვე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვას არ წარ­მო­ად­გენს. ამავდრო­უ­ლად, ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს სურს, უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს და ნაკ­ლე­ბად მო­ექ­ცეს კონ­ტრო­ლის ქვეშ, რის ერთ-ერთ გზა­საც თან­ხე­ბის არა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის, არა­მედ სა­კუ­თა­რი პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­რი­ცხვა წარ­მო­ად­გენს.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, ამით სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს შე­მო­სავ­ლე­ბის მე­ტად გაზ­რდა და სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა სურთ.

"ალ­ბათ, ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი, იქ­ნე­ბა ეს კა­ზი­ნო­ე­ბი თუ სხვა ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა, კონ­ტრო­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობს, თუმ­ცა ბიზ­ნე­სის კონ­ტრო­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გი, გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ლო­გი­კუ­რი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, არა­მარ­ტო სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­პუ­ტა­ცი­უ­რი და ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბას, აქ კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა: ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ფონი, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კლი­მა­ტი, ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­ზე, იმე­დებ­ზე - მათ შო­რის, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რო­დე­საც სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ადა­მი­ა­ნი ხიბლში ვარ­დე­ბა - ამას და­ვაქ­მევ­დი "ელი­ო­ზის კომ­პლექსს", რომ სურს, ერ­თბა­შად მოხ­სნას ფსო­ნი და ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მა გა­და­წყვი­ტოს. თუმ­ცა, პი­რი­ქით ხდე­ბა... თუ ადა­მი­ა­ნი და­ი­ნა­ხავს, რომ მისი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა რა­ი­მე სხვა გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მისი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფრო სუს­ტი იქ­ნე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

სა­უბ­რის ბო­ლოს, ეკო­ნო­მის­ტმა ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი 21-ე სა­უ­კუ­ნის ინ­დულ­გენ­ცი­ას შე­ა­და­რა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო­ში აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მეტს ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე საწ­ვავ­ში ან რეს­ტორ­ნებ­სა და სხვა კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე თუნ­დაც სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის ერ­თად აღე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, 2017 წელს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვამ 5,650 მლრდ ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო ამა­ვე წელს სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის არას­პე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის ბრუნ­ვამ (სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ერთი ხელით ჭარბვალიანობას ვებრძვით, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს" - რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები სათამაშო ბიზნესის პლასტიკურ ბარათებში

"ერთი ხელით ჭარბვალიანობას ვებრძვით, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს" - რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები სათამაშო ბიზნესის პლასტიკურ ბარათებში

რამდენიმე თვეა, ონლაინ-კაზინოებმა მომხმარებელს საკუთარი პლასტიკური ბარათები შესთავაზეს. ახალი პროდუქტის რეკლამირებას მასშტაბური ბილბორდებითა და ვიდეორგოლებით ახდენენ და ბარათების მფლობელებს სრულ კონფიდენციალურობას პირდებიან.

ის, რომ სათამაშო ბიზნესს სურს, ონლაინთამაშების მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო დაფარული გახადონ, ეს პლასტიკური ბარათების სახელწოდებებიდანაც ჩანს: „ინკოგნიტო“, „ზერო“, „იქს ქარდი“ და ა.შ.

იმაზე, თუ რატომ გადავიდნენ ონლაინ-კაზინოები საბარათე სისტემაზე და რა პრობლემების შექმნა შეუძლია ამას საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეს თავისი მოსაზრება აქვს. მისი თქმით, აღნიშნული ბარათების დამზადება და მომხმარებლებისთვის გადაცემა, სავარაუდოდ იმან გამოიწვია, რომ ონლაინ-კაზინოების მომხმარებლებს ბანკებში სესხის აღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მაგალითად, თუ კომერციული ბანკი საბარათე ანგარიშის შესწავლისას აღმოაჩენდა რომ, შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო ამ ტიპის გართობაზე, სესხს არ ამტკიცებდა.

"ტექნიკურად, ერთ-ერთი კომპანიიდან საკუთარ ანგარიშზე მოგებული თანხის გადატანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ონლაინ-კაზინოებმა აღნიშნული ბარათები სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ მათ კლიენტებს ბანკებთან ურთიერთობა შეუმსუბუქონ და სესხის აღება გაუმარტივონ.

ის პირები, რომლებიც ონლაინ-კაზინოში რიცხავენ თანხას, ბანკებისთვის არიან სარისკო მსესხებლები, რადგან მათ 1 თვის განმავლობაში შეიძლება დიდი შემოსავალი ჰქონდეთ, მაგრამ მეორე თვეში, საერთოდ აღარ ჰქონდეთ. ჩვენი ვალია, გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ისინი, ვინც სათამაშოდ იყენებენ ონლაინ-კაზინოებს, დიდი ალბათობით, ბანკში სესხს ვერ აიღებენ" - აღნიშნა "საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავჯმდომარემ.

კეპულაძის თქმით, მაშინ როცა მთავრობა ქვეყანაში ჭარბვალიანობას ებრძვის, მეორეს მხრივ სათამაშო ბიზნესს სრული თავისუფლება აქვს:

"ჩვენს ქვეყანაში არის სიღარიბე. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავძლიოთ სიღარიბე და შემდეგ, დავძლევთ ჭარბვალიანობას. ყველა სხვა გზა არის შემოვლითი. მე არ მგონია, რომ მაინდამაინც აზარტული თამაშების ბიზნესი იყოს სიღარიბის და ჭარბვალიანობის მიზეზი, თუმცა, ამ შემთხვევაში დგება ერთი პრობლემა: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, ვიბრძვით ჭარბვალიანობის წინააღმდეგ, ჩნდება რაღაც ალტერნატიული გზები, რომ ჩვენი თუნდაც მცირე თანხა სადღაც ჩრდილში გვქონდეს და რეგისტრირებული არ იყოს. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ერთი ხელით ვებრძვით ჭარბვალიანობას, მაგრამ გასაქანს ვაძლევთ ონლაინ-სათამაშო ბიზნესს და უფლებას ვაძლევთ, მოქალაქეების თანხების შესახებ ინფორმაცია არ გასცენ“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ეკონომისტ სოსო არჩვაძის თქმით, იმ კომპანიების მიერ, რომლებიც სათამაშო ბიზნესში ოპერირებენ, პლასტიკური ბარათების გამოშვება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ამავდროულად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს სურს, უფრო თავისუფალი იყოს და ნაკლებად მოექცეს კონტროლის ქვეშ, რის ერთ-ერთ გზასაც თანხების არა კომერციული ბანკების, არამედ საკუთარი პლასტიკური ბარათების მეშვეობით ჩარიცხვა წარმოადგენს.

მისივე მოსაზრებით, ამით სათამაშო ბიზნესს შემოსავლების მეტად გაზრდა და საგადასახადო სამსახურებისგან თავის არიდება სურთ.

"ალბათ, ნებისმიერი ბიზნესი, იქნება ეს კაზინოები თუ სხვა ბიზნეს საქმიანობა, კონტროლისგან თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა ბიზნესის კონტროლი და მონიტორინგი, გარკვეულ ეტაპზე ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, არამარტო საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში რეპუტაციური და ტექნიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება რეგულირებას, აქ კომპლექსური პრობლემაა: ზოგადად, საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი ფონი, სოციალურ-ეკონომიკური კლიმატი, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზე, იმედებზე - მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. როდესაც სხვა საშუალება არ აქვს, ადამიანი ხიბლში ვარდება - ამას დავაქმევდი "ელიოზის კომპლექსს", რომ სურს, ერთბაშად მოხსნას ფსონი და ყველა მიმდინარე პრობლემა გადაწყვიტოს. თუმცა, პირიქით ხდება... თუ ადამიანი დაინახავს, რომ მისი პრობლემების გადაწყვეტა რაიმე სხვა გზით არის შესაძლებელი, მისი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უფრო სუსტი იქნება“ - აღნიშნა ექსპერტმა.

საუბრის ბოლოს, ეკონომისტმა ნახევრად ხუმრობით ონლაინ-კაზინოების მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათი 21-ე საუკუნის ინდულგენციას შეადარა.

არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში აზარტულ თამაშებში ნახევარ მილიონამდე ადამიანია ჩართული. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. ჩვენს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული.

მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ამავე წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა