პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი
"ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი

მსა­ხი­ო­ბი მაკა ძა­გა­ნია 19 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი შვი­ლი - თი­ნა­თინ ჩაკ­ვე­ტა­ძე შე­ე­ძი­ნა. თი­ნა­თი­ნი თან­და­თან თინი, თი­ნუ­ცა, ბო­ლოს კი ნუცა გახ­და. დღეს ნუცა უკვე 19 წლი­საა. მას უმ­ცრო­სი ძმა - 4 წლის გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე ჰყავს (რო­მე­ლიც მა­კას მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა). მაკა და ნუცა ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ დე­დაშ­ვი­ლურ-და­ქა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, რაც მათ აკავ­ში­რებთ...

მაკა: - ნუცა რომ გა­ვა­ჩი­ნე, 19 წლის ვი­ყა­ვი. ახალ­გაზ­რდა ასა­კის გამო, ცო­ტა­თი რთუ­ლად მივ­ხვდი, რა იყო ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბა. რა თქმა უნდა, დე­დო­ბას მა­ლე­ვე ავუ­ღე ალღო - მივ­ხვდი, დე­დო­ბის­თვის რა იყო სა­ჭი­რო და რამ­დე­ნი რამ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა... ნუცა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. ულა­მა­ზე­სი თმის ფერი ჰქონ­და. თან, მსუ­ქა­ნი და "გემ­რი­ე­ლი" იყო. ნუ­ცას გამო, ქუ­ჩა­ში გვა­ჩე­რებ­დნენ (იღი­მის)... ნელ-ნელა ერ­თად გაზ­რდა და­ვი­წყეთ. ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პე­ბიც გვქონ­და, რად­გან მარ­ტომ გავ­ზარ­დე. დე­და­ჩე­მი მეხ­მა­რე­ბო­და (მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა). ძნე­ლია, როცა ბავ­შვს უმა­მოდ ზრდი. ყო­ველ­თვის იმის გან­ცდა გაქვს, რომ მას რა­ღაც და­ა­კე­ლი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ოჯა­ხი არ აქვს... ეს კომ­პლექ­სე­ბი სულ მქონ­და. თა­ნაც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ჩემი მე­გობ­რე­ბი სულ სა­დღაც და­დი­ოდ­ნენ, მე კი ასე ვერ ვიქ­ცე­ო­დი - ნუცა უნდა და­მე­ძი­ნე­ბი­ნა, გა­მო­მეკ­ვე­ბა...

ნუცა: - კლუბ­ში ხომ წა­მიყ­ვა­ნე?

მაკა: - არა, დე... მინ­დო­და, მაგ­რამ ვინ შეგ­ვიშ­ვებ­და? მა­შინ 3 წლის იყა­ვი. ბა­თუმ­ში ჩემს ახ­ლო­ბელს წვე­უ­ლე­ბა ჰქონ­და. იქ შეს­ვლა გვინ­დო­და, მაგ­რამ 3 წლის ბავ­შვით ვინ შე­მიშ­ვებ­და?! ამი­ტომ ყუ­რებ­ჩა­მოყ­რი­ლე­ბი სახ­ლში წა­ვე­დით.

- ნუცა, რო­გო­რი დე­დაა მაკა?

- იდე­ა­ლუ­რი დე­დაა, რად­გან არა­სო­დეს მიგ­რძნია, რომ უმა­მოდ ვიზ­რდე­ბო­დი - მაკა ჩემ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი იყო. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით - 12 ლა­რით (თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბავ­შვებს ას­წავ­ლი­და) ჩემ­თვის შო­კო­ლადს ყი­დუ­ლობ­და. რო­გო­რი ცხოვ­რე­ბაც მა­კას ჰქონ­და, მეც ზუს­ტად იგი­ვე გა­ვი­ა­რე: მა­გა­ლი­თად, თე­ატ­რში, ღა­მის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დავ­ყვე­ბო­დი. მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის კი არ იყო, რომ ვერ­სად მტო­ვებ­და? თა­ვად ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი. თე­ატ­რის გა­რე­მოს შე­ვეჩ­ვიე.

მაკა: - დე­და­ჩემს რთუ­ლი რე­ჟი­მი აქვს. ბავ­შვს დიდ ბე­ბი­ას ვუ­ტო­ვებ­დით, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლებ­ზე, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, მერე უკვე გა­და­ღე­ბებ­ზე ნუ­ცაც და­დი­ო­და, ყვე­ლა "სამ­ზა­რე­უ­ლო" იცო­და, სად რა ხდე­ბო­და...

- ნუცა, ამ­ჟა­მად რო­მელ პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

ნუცა: - კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას ვსწავ­ლობ. ეს სფე­რო მომ­წონს. თა­ვი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა მინ­დო­და. ასე­ვე, ვხა­ტავ და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზეც ვფიქ­რობ­დი. ბო­ლოს ფსი­ქო­ლო­გია შე­ვარ­ჩიე. ჰოდა, ან ამ საქ­მეს გავ­ყვე­ბი, ან - სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ვა­ბა­რებ, ოღონდ - უცხო­ეთ­ში.

მაკა: - გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. თა­ვი­დან­ვე გავ­თვა­ლეთ, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ეს­წავ­ლა, მაგ­რამ შემ­დეგ გამ­გზავ­რე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა, რად­გან უჩ­ვე­ნოდ ვერ გაძ­ლებს ჩემი კუნ­კუ­ლი­კა (იღი­მის). ჯერ 19 წლი­საა და ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვერ არის. წა­მო­იზ­რდე­ბა და ვნა­ხოთ, რას იზამს.

- ნუ­ცას გარ­და­ტე­ხის ასა­კი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?

- ნუ­ცას გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ვუ­გებ­დით, ვერ ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ყვი­რილ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და ხოლ­მე, სულ ვჩხუ­ბობ­დით. ჩემი არა­ფე­რი მოს­წონ­და - რო­გორ ვიქ­ცე­ო­დი, ვლა­პა­რა­კობ­დი... შე­სა­ბა­მი­სად, ის მე აღარ მომ­წონ­და. მერე, ნელ-ნელა ისევ "დავ­ლაგ­დით", რად­გან გა­ი­ზარ­და და უკვე დიდი გო­გოა... სა­ერ­თოდ, როცა ოჯახ­ში მა­მაც არის, იქ სხვაგ­ვა­რი რიდი და შიში არ­სე­ბობს. ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვქონ­და. ამი­ტომ გარ­და­ტე­ხის ასა­კი რთუ­ლად "გა­და­ვი­ა­რეთ".

- ნუცა, ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი დე­დის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­დი?

- არა, არა­სო­დეს. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ძმა­ზე მე­ეჭ­ვი­ა­ნა (იცი­ნის). მა­კას ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ერ­თა­დერ­თი უნდა ვიყო-მეთ­ქი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დი­სერ­თა, ეგო­ის­ტი ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

მაკა: - მაგ­რამ ეგეც "გა­და­ვა­გო­რეთ".

- ნუცა დე­დის და­ო­ჯა­ხე­ბას რო­გორ შეხ­ვდი?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, როცა მა­კამ გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­თხრა, ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად მი­ვი­ღე. დედა, პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც ამ დროს გი­თხა­რი, რა იყო? მიყ­ვარს, როცა ეს შენ­გან მეს­მის...

მაკა:- მინ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო და თუ ამ ყვე­ლაფ­რით ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი, მა­შინ ბედ­ნი­ე­რი იყა­ვიო. ასე დამ­ლო­ცა სა­კუ­თარ­მა შვილ­მა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ფოტო: ჟურ­ნა­ლი გზა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი

"ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი

მსახიობი მაკა ძაგანია 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი - თინათინ ჩაკვეტაძე შეეძინა. თინათინი თანდათან თინი, თინუცა, ბოლოს კი ნუცა გახდა. დღეს ნუცა უკვე 19 წლისაა. მას უმცროსი ძმა - 4 წლის გიორგი ცერცვაძე ჰყავს (რომელიც მაკას მეორე ქორწინებიდან შეეძინა). მაკა და ნუცა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში იმ დედაშვილურ-დაქალური ურთიერთობის შესახებ საუბრობენ, რაც მათ აკავშირებთ...

მაკა: - ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო, ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება. რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო. ნუცას გამო, ქუჩაში გვაჩერებდნენ (იღიმის)... ნელ-ნელა ერთად გაზრდა დავიწყეთ. ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპებიც გვქონდა, რადგან მარტომ გავზარდე. დედაჩემი მეხმარებოდა (მამაჩემი გარდაიცვალა). ძნელია, როცა ბავშვს უმამოდ ზრდი. ყოველთვის იმის განცდა გაქვს, რომ მას რაღაც დააკელი, სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს... ეს კომპლექსები სულ მქონდა. თანაც პატარა ვიყავი. ჩემი მეგობრები სულ სადღაც დადიოდნენ, მე კი ასე ვერ ვიქცეოდი - ნუცა უნდა დამეძინებინა, გამომეკვება...

ნუცა: - კლუბში ხომ წამიყვანე?

მაკა: - არა, დე... მინდოდა, მაგრამ ვინ შეგვიშვებდა? მაშინ 3 წლის იყავი. ბათუმში ჩემს ახლობელს წვეულება ჰქონდა. იქ შესვლა გვინდოდა, მაგრამ 3 წლის ბავშვით ვინ შემიშვებდა?! ამიტომ ყურებჩამოყრილები სახლში წავედით.

- ნუცა, როგორი დედაა მაკა?

- იდეალური დედაა, რადგან არასოდეს მიგრძნია, რომ უმამოდ ვიზრდებოდი - მაკა ჩემზე გადაყოლილი იყო. მახსოვს, პირველი ხელფასით - 12 ლარით (თეატრალურ უნივერსიტეტში ბავშვებს ასწავლიდა) ჩემთვის შოკოლადს ყიდულობდა. როგორი ცხოვრებაც მაკას ჰქონდა, მეც ზუსტად იგივე გავიარე: მაგალითად, თეატრში, ღამის რეპეტიციაზე დავყვებოდი. მიზეზი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ვერსად მტოვებდა? თავად ვინტერესდებოდი. თეატრის გარემოს შევეჩვიე.

მაკა: - დედაჩემს რთული რეჟიმი აქვს. ბავშვს დიდ ბებიას ვუტოვებდით, მაგრამ სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე, მერე უკვე გადაღებებზე ნუცაც დადიოდა, ყველა "სამზარეულო" იცოდა, სად რა ხდებოდა...

- ნუცა, ამჟამად რომელ პროფესიას ეუფლები?

ნუცა: - კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ვსწავლობ. ეს სფერო მომწონს. თავიდან სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა მინდოდა. ასევე, ვხატავ და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზეც ვფიქრობდი. ბოლოს ფსიქოლოგია შევარჩიე. ჰოდა, ან ამ საქმეს გავყვები, ან - სამედიცინოზე ჩავაბარებ, ოღონდ - უცხოეთში.

მაკა: - გერმანულ სკოლაში სწავლობდა. თავიდანვე გავთვალეთ, რომ გერმანიაში ესწავლა, მაგრამ შემდეგ გამგზავრება გადაიფიქრა, რადგან უჩვენოდ ვერ გაძლებს ჩემი კუნკულიკა (იღიმის). ჯერ 19 წლისაა და ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ არის. წამოიზრდება და ვნახოთ, რას იზამს.

- ნუცას გარდატეხის ასაკი როგორ გადაიტანეთ?

- ნუცას გარდატეხის ასაკში ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით, ვერ ვკონტაქტობდით. ჩვენი საუბარი ყვირილში გადაიზრდებოდა ხოლმე, სულ ვჩხუბობდით. ჩემი არაფერი მოსწონდა - როგორ ვიქცეოდი, ვლაპარაკობდი... შესაბამისად, ის მე აღარ მომწონდა. მერე, ნელ-ნელა ისევ "დავლაგდით", რადგან გაიზარდა და უკვე დიდი გოგოა... საერთოდ, როცა ოჯახში მამაც არის, იქ სხვაგვარი რიდი და შიში არსებობს. ჩვენ თავისუფლება გვქონდა. ამიტომ გარდატეხის ასაკი რთულად "გადავიარეთ".

- ნუცა, ახალგაზრდა და ლამაზი დედის თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობდი?

- არა, არასოდეს. ერთადერთი, შეიძლებოდა, ჩემს ძმაზე მეეჭვიანა (იცინის). მაკას ყოველთვის ვეუბნებოდი, - ერთადერთი უნდა ვიყო-მეთქი. ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი.

მაკა: - მაგრამ ეგეც "გადავაგორეთ".

- ნუცა დედის დაოჯახებას როგორ შეხვდი?

- ჩვეულებრივად. პირველივე დღიდან, როცა მაკამ გათხოვების შესახებ მითხრა, ეს ამბავი ძალიან კარგად მივიღე. დედა, პირველი სიტყვები, რაც ამ დროს გითხარი, რა იყო? მიყვარს, როცა ეს შენგან მესმის...

მაკა:- მინდა, ბედნიერი იყო და თუ ამ ყველაფრით ბედნიერი იქნები, მაშინ ბედნიერი იყავიო. ასე დამლოცა საკუთარმა შვილმა...წაიკითხეთ სრულად

ფოტო: ჟურნალი გზა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ