კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ქალიშვილი მედიამაგნატია, მეორე - ყველაზე მდიდარი ქალი ყაზახეთში" - ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური და ოჯახური ცხოვრება
"ერთი ქალიშვილი მედიამაგნატია, მეორე - ყველაზე მდიდარი ქალი ყაზახეთში" - ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური და ოჯახური ცხოვრება

ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი 29 -წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან გა­დად­გა. ის ქვე­ყა­ნას 1990 წლი­დან მარ­თავ­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტს და­ი­კა­ვებს. ნა­ზარ­ბა­ე­ვი, ამ­ჟა­მად 78 წლის არის და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კვალ­დაკ­ვალ პარ­ტია "ნურ ოტანს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას სე­ნა­ტის სპი­კე­რი კა­სიმ-ჟო­მარტ ტო­კა­ე­ვი შე­ას­რუ­ლებს.

ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის ახალ­გაზ­რდო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა

uznayvse.ru-ის ცნო­ბით, ყა­ზა­ხე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ყა­ზა­ხე­თის პა­ტა­რა სო­ფელ ჩე­მოლ­გან­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ოჯახს უმ­ძი­მე­სი წლე­ბის გა­და­ტა­ნა მო­უ­წია... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ტე­მი­რა­ტის მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­ი­და­ნაც დნეპ­რო­ძერ­ჟინ­სკის სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რა. იმავდრო­უ­ლად მუ­შა­ობ­და "ინ­ჟი­ნერ-მე­ტა­ლურ­გის" სპე­ცი­ა­ლო­ბით. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რაც.

1973 წლი­დან ის ქარ­ხნის პარ­ტი­ულ კო­მი­ტეტ­ში გა­წევ­რი­ან­და, მალე კი მისი მდი­ვა­ნი გახ­და, რის შემ­დე­გაც მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა აღ­მავ­ლო­ბის­კენ და­იძ­რა. რამ­დე­ნი­მე წელ­ში, ყა­ზა­ხე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნეს. 1989 წელს ის ყა­ხა­ზე­თის მე­თა­უ­რად ერ­თხმად აირ­ჩი­ეს. იმ წლებ­ში, რო­გორც და­ნარ­ჩენ პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, იქაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო. 1990 წელს ყა­ზა­ხე­თი და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ცხად­და, რომ­ლის პირ­ვე­ლი და უც­ვლე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი გახ­და.

მას შემ­დეგ, ნა­ზარ­ბა­ევ­მა ხუთ­ჯერ მო­ი­გო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში 2020 წელს არის და­ნიშ­ნუ­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ახალ პრე­ზი­დენტს ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით აირ­ჩე­ვენ. ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტის არ­კა­დი დუბ­ნო­ვის შე­ფა­სე­ბით, ნა­ზარ­ბა­ე­ვის გა­დად­გო­მა და ახალ პოსტზე გა­დას­ვლა, მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, ამ პოს­ტი­დან ის მმარ­თვე­ლი ძა­ლის მუ­შა­ო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ნა­ზარ­ბა­ე­ვის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი სარა ნა­ზარ­ბა­ე­ვაა, რო­მელ­თა­ნაც ოჯა­ხი 1962 წელს შექ­მნა. მის­გან სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - და­რი­გა, დი­ნა­რა და ალია. სა­მი­ვე შვი­ლი პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი და მისი მე­უღ­ლე სარა ნა­ზარ­ბა­ე­ვა

ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, და­რი­გა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­აჰოლ­დინ­გის "ხა­ბა­რის" მფლო­ბე­ლია. პრე­ზი­დენ­ტის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი სიძე, მე­დი­ა­მაგ­ნა­ტი რე­ხატ ალი­ე­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი ბანკ "ნურ­ბან­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის ჟოლ­დას ტიმ­რა­ლი­ე­ვის გა­ტა­ცე­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი.

მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი დი­ნა­რა Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მთე­ლი ყა­ზა­ხეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქა­ლად ით­ვლე­ბა. ის ეროვ­ნუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და ეროვ­ნუ­ლი პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის თე­მურ კუ­ლი­ბა­ე­ვის ცო­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა, მე­სა­მე ქა­ლიშ­ვილს ალი­ას, ის რეს­პუბ­ლი­კა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, მას "მე­ცე­ნატს" უწო­დებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას ქსე­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის კომ­პა­ნი­ებ­თან Dalacom-თან და Pathworld-თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ნა­ზარ­ბა­ევს 8 შვი­ლიშ­ვი­ლი და 15 შვილ­თაშ­ვი­ლი ჰყავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ერთი ქალიშვილი მედიამაგნატია, მეორე - ყველაზე მდიდარი ქალი ყაზახეთში" - ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური და ოჯახური ცხოვრება

"ერთი ქალიშვილი მედიამაგნატია, მეორე - ყველაზე მდიდარი ქალი ყაზახეთში" - ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური და ოჯახური ცხოვრება

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 29 -წლიანი მმართველობის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ის ქვეყანას 1990 წლიდან მართავდა. რუსული მედიის ცნობით, ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. ნაზარბაევი, ამჟამად 78 წლის არის და პრეზიდენტობის კვალდაკვალ პარტია "ნურ ოტანს" ხელმძღვანელობს. ახალი პრეზიდენტის მოვალეობას სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს.

ნურსულთან ნაზარბაევის ახალგაზრდობა და პოლიტიკური კარიერა

uznayvse.ru-ის ცნობით, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ყაზახეთის პატარა სოფელ ჩემოლგანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახს უმძიმესი წლების გადატანა მოუწია... სკოლის დამთავრების შემდეგ ტემირატის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, საიდანაც დნეპროძერჟინსკის სასწავლებელში ჩააბარა. იმავდროულად მუშაობდა "ინჟინერ-მეტალურგის" სპეციალობით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი პოლიტიკური კარიერაც.

1973 წლიდან ის ქარხნის პარტიულ კომიტეტში გაწევრიანდა, მალე კი მისი მდივანი გახდა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური კარიერა აღმავლობისკენ დაიძრა. რამდენიმე წელში, ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. 1989 წელს ის ყახაზეთის მეთაურად ერთხმად აირჩიეს. იმ წლებში, როგორც დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იქაც დემოკრატიული პროცესები დაიწყო. 1990 წელს ყაზახეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის პირველი და უცვლელი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გახდა.

მას შემდეგ, ნაზარბაევმა ხუთჯერ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. მომავალი არჩევნები ყაზახეთში 2020 წელს არის დანიშნული. ცვლილებების თანახმად, ახალ პრეზიდენტს ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. ცენტრალური აზიის საკითხებში ექსპერტის არკადი დუბნოვის შეფასებით, ნაზარბაევის გადადგომა და ახალ პოსტზე გადასვლა, მისი ძალაუფლების გამყარებით არის განპირობებული. მისივე თქმით, ამ პოსტიდან ის მმართველი ძალის მუშაობას მაქსიმალურად გააკონტროლებს.

პირადი ცხოვრება

ნაზარბაევის პირველი ოფიციალური ცოლი სარა ნაზარბაევაა, რომელთანაც ოჯახი 1962 წელს შექმნა. მისგან სამი ქალიშვილი ჰყავს - დარიგა, დინარა და ალია. სამივე შვილი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული.

ნურსულთან ნაზარბაევი და მისი მეუღლე სარა ნაზარბაევა

ერთ-ერთი ქალიშვილი, დარიგა ადგილობრივი მედიაჰოლდინგის "ხაბარის" მფლობელია. პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი სიძე, მედიამაგნატი რეხატ ალიევი, ადგილობრივი ბანკ "ნურბანკის" ხელმძღვანელის მოადგილის ჟოლდას ტიმრალიევის გატაცებაში იყო ბრალდებული.

მეორე ქალიშვილი დინარა Forbes-ის მონაცემებით, მთელი ყაზახეთში ყველაზე მდიდარ ქალად ითვლება. ის ეროვნული დანიშნულების მქონე საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს და ეროვნული პალატის წარმომადგენლის თემურ კულიბაევის ცოლია.

რაც შეეხება, მესამე ქალიშვილს ალიას, ის რესპუბლიკაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია. ადგილობრივი მედია, მას "მეცენატს" უწოდებს. როგორც ცნობილია, მას ქსელური კავშირების კომპანიებთან Dalacom-თან და Pathworld-თან საქმიანი ურთიერთობა აქვს. ნაზარბაევს 8 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს.

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

რუსეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-ში მედიის უფლებების კუთხით სიტუაცია დღითიდღე უარესდება