პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ
ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

19 მარტს თბი­ლის­ში ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის შე­სა­ხებ შეხ­ვედ­რა ჰონგ-კონ­გი­დან სტუმ­რად მყოფ 65-წევ­რი­ან დე­ლე­გა­ცი­ას­თან გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რას ჰონგ-კონ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი უმაღ­ლე­სი რან­გის დე­ლე­გა­ცი­ის - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბი­სა და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და ჰონგ-კონ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­გი­ო­ნის ვაჭ­რო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მდი­ვა­ნი ედუ­არდ იაუ, ასე­ვე, "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და "ანაკ­ლია სი­თის" დი­რექ­ტო­რი ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

ანაკ­ლი­ის პორ­ტი­სა და "ანაკ­ლია სი­თის" მე­ნე­ჯმენ­ტმა ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს. მათ მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან ერ­თად ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი­სა და ქა­ლაქ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტე­ბი და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს.

მა­ღა­ლი რან­გის დე­ლე­გა­ცი­ის მი­ზა­ნი ჰონგ-კონგსა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ბიზ­ნეს-ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბაა, ასე­ვე, აბ­რე­შუ­მის გზის ინი­ცი­ა­ტი­ვის "სარ­ტყე­ლი და გზა" ფარ­გლებ­ში პარტნი­ო­რო­ბა. დე­ლე­გა­ცია 30 სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­უ­ლი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელს აერ­თი­ა­ნებს. ჰონგ-კონ­გის სა­ვაჭ­რო გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს (HKTDC) ბიზ­ნეს-დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სტუმ­რობს.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ტე­რე­სი ჰონგ-კონ­გის ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი­სა და სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯერ კი­დევ 2019 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ხა­ტეს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ი­გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰონგ-კონ­გის დე­ლე­გა­ცი­ას­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რაც ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით.

"ანაკ­ლია სითი" უკვე თა­ნამ­შრომ­ლობს ჰონგ-კონ­გურ კომ­პა­ნი­ას­თან, მან აზი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვილ ლო­გის­ტი­კურ კომ­პა­ნია "კერი ლო­გის­ტი­კას­თან" სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს გა­სულ წელს მო­ა­წე­რა ხელი.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჰონგ-კონ­გის სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ორ პო­ლი­ტი­კურ ერ­თე­ულს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­აქ­ტი­ურ­და. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აბ­რე­შუ­მის გზის დე­რეფ­ნი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვა „სარ­ტყე­ლი და გზის“ გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, რომ­ლის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­გი­ო­ნულ პრო­ექ­ტად ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

19 მარტს თბილისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ შეხვედრა ჰონგ-კონგიდან სტუმრად მყოფ 65-წევრიან დელეგაციასთან გაიმართა.

შეხვედრას ჰონგ-კონგის სპეციალური უმაღლესი რანგის დელეგაციის - ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედუარდ იაუ, ასევე, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და "ანაკლია სითის" დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი.

ანაკლიის პორტისა და "ანაკლია სითის" მენეჯმენტმა ანაკლიის პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მათ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები და მიმდინარე პროცესი დეტალურად განიხილეს.

მაღალი რანგის დელეგაციის მიზანი ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებაა, ასევე, აბრეშუმის გზის ინიციატივის "სარტყელი და გზა" ფარგლებში პარტნიორობა. დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს. ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ინტერესი ჰონგ-კონგის ბიზნესსექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოხატეს. ამავე პერიოდში დაიგეგმა საქართველოში ჰონგ-კონგის დელეგაციასთან სპეციალური შეხვედრაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

"ანაკლია სითი" უკვე თანამშრომლობს ჰონგ-კონგურ კომპანიასთან, მან აზიაში ყველაზე მსხვილ ლოგისტიკურ კომპანია "კერი ლოგისტიკასთან" სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს გასულ წელს მოაწერა ხელი.

საქართველოსა და ჰონგ-კონგის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობა განსაკუთრებით ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში გააქტიურდა. ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის დერეფნისა და ინიციატივა „სარტყელი და გზის“ განვითარების ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი განიხილება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ