საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლმა ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო გამკლავება..." - ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს
"ცეცხლმა ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო გამკლავება..." - ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ახ­მე­ტა­ში ხან­ძრის შე­დე­გად დამ­წვა­რი 59 წლის ლერი ჩო­ხე­ლიშ­ვი­ლი, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს. პა­ცი­ენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მე­სა­მე ხა­რის­ხის თერ­მუ­ლი დამ­წვრო­ბით 17 თე­ბერ­ვალს მო­ა­თავ­სეს. ექი­მე­ბის თქმით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

ერ­თთვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი კალ­კუ­ლა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის 41 100 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. აქე­დან 15 ათა­სი ლარი სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის ფარ­გლებ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აა­ნა­ზღა­უ­რა, დარ­ჩე­ნი­ლი 26 100 ლარი კი პა­ცი­ენ­ტის ოჯახ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დოს. მარ­ტო­ხე­ლა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პა­ცი­ენტს ახლა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე პატ­რო­ნობს. ეკა ურ­ბე­ლაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამ თან­ხის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს.

"როცა ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, ჩემს მე­უღ­ლეს ეძი­ნა. ცე­ცხლმა მის ოთახ­ში რომ შე­აღ­წია, გა­ეღ­ვი­ძა და შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და­ი­წყო ხან­ძარ­თან გამ­კლა­ვე­ბა. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ქვა­ბი რომ ქვა­ბია, ისიც კი არ დარ­ჩა. მისი და­უ­დევ­რო­ბით არ მომ­ხდა­რა ეს უბე­დუ­რე­ბა. ძლი­ერ­მა ქარ­მა დე­ნის სა­დე­ნე­ბი გა­წყვი­ტა და სახ­ლს ცე­ცხლი წა­ე­კი­და... მა­შინ­ვე გა­მო­ვი­ძა­ხეთ კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­და, რო­მელ­მაც ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გად­მო­იყ­ვა­ნა.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბა 15 ათა­სი ლარი უკვე ამო­ი­წუ­რა. 26 ათა­სი ლარი ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­და­სახ­დე­ლია, თა­ნაც ამ თან­ხა­ში არ შე­დის ოპე­რა­ცი­ის ფული. ჯერ არა­ფე­რი გა­დაგ­ვიხ­დია. ამ ეტაპ­ზე ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში ვართ. შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერთი თვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­ტო­ვონ, ამას კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა თან­ხა... რითი უნდა გა­და­ვი­ხა­დო არ ვიცი...

მე რაც გა­მაჩ­ნია ყვე­ლა­ფერს გავ­ყი­დი, მაგ­რამ ამ­ხე­ლა თან­ხას მა­ინც ვერ მო­ვაგ­რო­ვებ. მყავს ორი სტუ­დენ­ტი შვი­ლი, უფ­როსს დი­ა­ბე­ტი აქვს... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­თხრეს, გა­კეთ­დე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვა­დე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად პა­ცი­ენ­ტმა უნდა გა­და­ი­ხა­დო­სო. თუ ჩემს მე­უღ­ლეს ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია გა­უ­კეთ­დე­ბა, რო­გორ უნდა იმუ­შა­ოს? რითი შეძ­ლებს ამ თან­ხის გა­დახ­დას? კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი მაქვს, სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ..." - ამ­ბობს ეკა ურ­ბე­ლაშ­ვი­ლი.

დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში თან­ხის გა­და­რი­ცხვა შე­საძ­ლე­ბე­ლია "ლი­ბერ­თი ბან­კში"

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE95LB0711142252014000

მიმ­ღე­ბი: ეკა­ტე­რი­ნე ჩო­ხე­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ცეცხლმა ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო გამკლავება..." - ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს

"ცეცხლმა ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო გამკლავება..." - ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ახმეტაში ხანძრის შედეგად დამწვარი 59 წლის ლერი ჩოხელიშვილი, ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მესამე ხარისხის თერმული დამწვრობით 17 თებერვალს მოათავსეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაანგარიშებული წინასწარი კალკულაციით, პაციენტის მკურნალობისთვის 41 100 ლარია დახარჯული. აქედან 15 ათასი ლარი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ აანაზღაურა, დარჩენილი 26 100 ლარი კი პაციენტის ოჯახმა უნდა გადაიხადოს. მარტოხელა, სოციალურად დაუცველ პაციენტს ახლა ყოფილი მეუღლე პატრონობს. ეკა ურბელაშვილი გვეუბნება, რომ ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

"როცა ხანძარი გაჩნდა, ჩემს მეუღლეს ეძინა. ცეცხლმა მის ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო ხანძართან გამკლავება. სასწაულებრივად გადარჩა. ქვაბი რომ ქვაბია, ისიც კი არ დარჩა. მისი დაუდევრობით არ მომხდარა ეს უბედურება. ძლიერმა ქარმა დენის სადენები გაწყვიტა და სახლს ცეცხლი წაეკიდა... მაშინვე გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა, რომელმაც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 15 ათასი ლარი უკვე ამოიწურა. 26 ათასი ლარი ჩვენი ოჯახის გადასახდელია, თანაც ამ თანხაში არ შედის ოპერაციის ფული. ჯერ არაფერი გადაგვიხდია. ამ ეტაპზე ფინანსების მოძიებაში ვართ. შეიძლება კიდევ ერთი თვე რეანიმაციაში დატოვონ, ამას კიდევ დაემატება თანხა... რითი უნდა გადავიხადო არ ვიცი...

მე რაც გამაჩნია ყველაფერს გავყიდი, მაგრამ ამხელა თანხას მაინც ვერ მოვაგროვებ. მყავს ორი სტუდენტი შვილი, უფროსს დიაბეტი აქვს... საავადმყოფოში მითხრეს, გაკეთდება გრძელვადიანი განვადება და ეტაპობრივად პაციენტმა უნდა გადაიხადოსო. თუ ჩემს მეუღლეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდება, როგორ უნდა იმუშაოს? რითი შეძლებს ამ თანხის გადახდას? კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ..." - ამბობს ეკა ურბელაშვილი.

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა შესაძლებელია "ლიბერთი ბანკში"

ანგარიშის ნომერი: GE95LB0711142252014000

მიმღები: ეკატერინე ჩოხელიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი