მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30-იანი წლების სისხლიანი ტერორი თანამედროვე სპექტაკლში და უპრეცედენტო ვიზუალური ეფექტები, რომელიც მაყურებელს წარმოდგენის მონაწილედ ხდის
30-იანი წლების სისხლიანი ტერორი თანამედროვე სპექტაკლში და უპრეცედენტო ვიზუალური ეფექტები, რომელიც მაყურებელს წარმოდგენის მონაწილედ ხდის

8 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მე­დი­ა­ო­პე­რა „თა­ბა­ში­რის იუდა“ გა­ი­მარ­თე­ბა. ეს არის ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ა­ნი პი­ე­სა, რომ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 1 სა­ა­თი და 20 წუ­თია. წარ­მოდ­გე­ნის პრე­მი­ე­რა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში შედ­გა. ახლა მას თბი­ლი­სე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს.

სპექ­ტაკ­ლის სი­უ­ჟე­ტი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის რე­ა­ლურ ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის დროს არ­სე­ბულ ე.წ „წი­თელ ტე­რორს“ ეხე­ბა. ლიბ­რე­ტო აგე­ბუ­ლია „სიბ­ლაგ­ში“ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის „გუ­ლა­გი­დან“ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­სა და ე.წ. „კა­გე­ბეს“ უნი­კა­ლურ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით. პი­ე­სა მოგ­ვი­თხრობს საბ­ჭო­თა სა­დამ­სჯე­ლო მან­ქა­ნა­სა და სის­ხლი­ან რეპ­რე­სი­ებს შე­წი­რუ­ლი ოჯა­ხის ამ­ბავს - ამ­ბებს და­პა­ტიმ­რე­ბებ­ზე, დახ­ვრე­ტა­ზე, წარ­თმე­ულ ბავ­შვებ­ზე, გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ქა­ლებ­ზე...

სპექ­ტაკლში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რო­გორც სა­არ­ქი­ვო, ასე­ვე უც­ნო­ბი ქრო­ნი­კის მა­სა­ლა.

უჩ­ვე­უ­ლო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბი და გა­ნა­თე­ბა მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ ხდის.

მუ­სი­კის ავ­ტო­რი - ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლია

პი­ე­სის ავ­ტო­რი და დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი - მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე

ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბი - მა­რი­ამ ლო­მი­ძე, მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე, მალ­ხაზ ბარ­ბა­ქა­ძე

მთა­ვარ რო­ლებ­ში - სოფო ხალ­ვა­ში, მა­მუ­კა მან­ჯგა­ლა­ძე

მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე:

- ამ პი­ე­სის და­წე­რის იდეა სპონ­ტა­ნუ­რად გაჩ­ნდა მას მერე, რაც მა­მამ თა­ვი­სი არ­ქი­ვი მა­ნა­ხა, სა­დაც უც­ნა­ურ, გაყ­ვით­ლე­ბულ ფურ­ცლებ­ზე სიბ­ლა­გი­დან ბა­ბუ­ის მო­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სიბ­ლა­გი ერთ-ერთი გუ­ლა­გი იყო ციმ­ბირ­ში, სა­დაც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი.

ბა­ბუ­ას პა­პი­რუ­სის ქა­ღალ­დებ­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის - ცო­ლის­თვის, დის­თვის, ძმის­თვის ჰქონ­და მო­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი. რო­დე­საც მა­მას ის მა­სა­ლა გა­მო­ვარ­თვი, კი­თხვა და­ვი­წყე, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს არ იყო მხო­ლოდ ის, რაც მა­ნამ­დე მეს­მო­და, - რომ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი ვი­ყა­ვი და სა­ში­ნე­ლი წლე­ბი გა­მო­ი­ა­რა ჩემ­მა ოჯახ­მა. წე­რი­ლებს ჩა­ვუღ­რმავ­დი... ბევ­რმა რა­მემ შე­მაშ­ფო­თა, და­მა­ფიქ­რა, დამ­თრგუ­ნა...

მა­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა „მე­მო­რი­ა­ლის“ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას­თა­ნაც ჰქონ­და წვდო­მა, რად­გა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო. მოკ­ლედ, იქაც სა­ო­ცარ ფაქ­ტებს, დო­კუ­მენ­ტებს, ფი­რებს გა­და­ვა­წყდი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რა­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თით­ქოს თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ამან კი ასე­თი პი­ე­სის და­წე­რა და შექ­მნა გა­მო­იწ­ვია. ამ სპექ­ტაკლმა შე­საძ­ლოა, სტა­ლი­ნის­ტე­ბის აგ­რე­სი­აც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა იმან, რომ ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრმა შე­მომ­თა­ვა­ზა - პი­ე­სა მათ სცე­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. სპექ­ტაკლზე მუ­სი­კო­სი, ჩემი მე­უღ­ლე ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი უკვე მუ­შა­ობ­და, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ წარ­მოდ­გე­ნა მთლი­ა­ნად მუ­სი­კა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა ავირ­ჩი­ეთ. აქ არის კი­ნოს, თე­ატ­რის, დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კის, ვი­დე­ო­არ­ტის სინ­თე­ზი. უჩ­ვე­უ­ლო სა­ნა­ხა­ო­ბა გა­მო­ვი­და, რა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ. პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თო ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი მაკა ლო­მი­ძე. ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი არ­ტის ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი მალ­ხაზ ბარ­ბა­ქა­ძე. კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რია ვერა ყი­ფი­ა­ნი. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბას წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მა­ინც უნდა, მაგ­რამ რე­კორ­დულ ვა­დებ­ში ვი­მუ­შა­ვეთ - მთე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა სამ კვი­რა­ში შევ­ქმე­ნით, რაც გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს და სი­ა­მა­ყით ვამ­ბობ, რომ სპექ­ტაკ­ლი მიწ­ვე­უ­ლია ევ­რო­პა­ში სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე. თუმ­ცა გვაქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა, თბი­ლი­სელ მა­ყუ­რე­ბელ­საც ვა­ნა­ხოთ ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი.

- რა­ტომ და­არ­ქვით ამ ნა­მუ­შე­ვარს „თა­ბა­ში­რის იუდა“?

- იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ვახ­სე­ნე, ისე­თი ფაქ­ტე­ბი, ამ­ბე­ბი იყო, რომ ინ­სპი­რა­ცია მო­მი­ვი­და, ასე და­მერ­ქვა, თუ რა­ტომ, - ამას უკვე მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს და მიხ­ვდე­ბა. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, წი­ნას­წარ არ მინ­და, რომ იდეა გავ­ყი­დო.

მოკ­ლედ, ეს არის მუ­სი­კა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლი, ვი­დე­ო­არ­ტი და ქრო­ნი­კა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე ეკ­რა­ნი და სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს, მთა­ვარ როლ­ში ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ სოფო ხალ­ვა­შია, გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­ღე­რა­ლია და გა­ირ­კვა, რომ გა­სა­ო­ცა­რი სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭიც აქვს. ეს აღ­მო­ჩე­ნა იყო. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ბა­თუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი - მა­მუ­კა მან­ჯგა­ლა­ძე, უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი აჩი­კო გო­გი­ტი­ძე. სა­ერ­თოდ, ბა­თუ­მი გა­მო­ირ­ჩე­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმე­ბით, სა­ო­ცა­რი მომ­ღერ­ლე­ბი­თა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბით. უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრშია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის წარმდგე­ნი გახ­ლავთ... სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბაჩო ჩა­ჩი­ბა­ია, რო­მე­ლიც იუ­დას როლს ას­რუ­ლებს.

პრე­მი­ე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად 9 აპ­რი­ლის პე­რი­ოდს და­ვამ­თხვი­ეთ. წელს იმ ტრა­გე­დი­ი­დან 30 წელი გახ­დე­ბა. გვინ­და, ჩვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა და ხსოვ­ნა გა­მოვ­ხა­ტოთ ამ დღი­სად­მი. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში სის­ხლი­ა­ნი ტე­რო­რის მსხვერ­პლნი იყ­ვნენ ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც 80-იანი წლე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას შე­ე­წირ­ნენ.

ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი, „თა­ბა­ში­რის იუ­დას“ მუ­სი­კის ავ­ტო­რი:

- ერთ-ერთი რთუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, რა­ზეც მი­მუ­შა­ვია. სულ თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ვა­კე­თებ­დი. მა­რი­ნას­თან ერ­თად, იმ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხეთ მა­სა­ლებ­ში, იმ­დენ დო­კუ­მენტს გა­ვე­ცა­ნით და გა­მო­ვი­ძი­ეთ, რა გი­თხრათ. უამ­რა­ვი ისე­თი ფაქ­ტი და ამ­ბა­ვია, რაც ხალ­ხმა არ იცის. რო­დე­საც მათ ეც­ნო­ბი, გან­ცდა გაქვს, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს შენ გა­დაგხდა. მე ეს გან­ვი­ცა­დე. მერე იმ სევ­დის მუ­სი­კა­ლუ­რად გად­მო­ცე­მა, ოღონდ, მას­ზე ჯერ მუ­სი­კის შექ­მნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, რომ ერთი სი­ცო­ცხლე გა­ვა­თა­ვე. ბა­თუმ­ში პრე­მი­ე­რა­ზე ბევ­რი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ხალ­ხი ვნა­ხეთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სათ­ქმე­ლი ვთქვით და ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­ი­გო. მუ­სი­კა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია უფრო კლა­სი­კურ მხა­რე­ზეა აღე­ბუ­ლი. ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ღერ­ლე­ბი ვი­პო­ვეთ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვეს ამო­ცა­ნას თავი.

მთა­ვარ როლ­ში სოფო ხალ­ვა­შია. ის ერ­თა­დერ­თი მომ­ღე­რა­ლია, რო­მე­ლიც კლა­სი­კურ ჟანრ­ში არ მღე­რის, ამი­ტომ შე­ვე­ცა­დე, მუ­სი­კა ცოტა სხვა­ნა­ი­რად და­მე­წე­რა. მა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი, სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვს. ერთი შე­მო­ხედ­ვით ხვდე­ბა, რა მინ­და ხოლ­მე. მას­თან ერ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც მუ­სი­კო­სის მუ­სი­კოს­თან, ძალ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლია. მოკ­ლედ, სა­მუ­შა­ოს სო­ფოს­თან უფრო სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცა, რაც კი­ნო­მუ­სი­კას­თან უფრო ახ­ლოა.

წარ­მოდ­გე­ნა-პერ­ფო­მან­სი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ალე­გო­რი­ე­ბი­თაა სავ­სე, მაგ­რამ თვი­თონ სა­თა­უ­რი, ალე­გო­რი­ას­თან კავ­შირ­ში არ არის.

სოფო ხალ­ვა­ში:

- ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ მა­რი­ნას და ზა­ზას და გა­მი­ხარ­და, რომ და­მი­კავ­შირ­დნენ. რა თქმა უნდა, შედ­გა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. რაც შე­ხე­ბა ამ პი­ე­სას, მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია. ეს არის მა­რი­ნას ოჯა­ხის ამ­ბა­ვი და ორ­მა­გად უფრო მძი­მე იყო. სა­ნა­ხა­ვად რთუ­ლია ასე­ვე დო­კუ­მენ­ტუ­რი კად­რე­ბი და მისი გა­და­ხარ­შვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა გა­მო­ი­ა­რეს. ამის აღ­ქმა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, დად­გმა, რომ მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს, რა გა­მო­ვი­ა­რეთ. რა იყო და კარ­გია, რომ ამას თან დარ­თუ­ლი აქვს დო­კუ­მენ­ტუ­რი კად­რე­ბი და გა­ცო­ცხლე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი სცე­ნა წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ ოპე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა არ არის და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. თა­ვად ზა­ზას მუ­სი­კა ფან­ტას­ტი­კუ­რია და იმ­დე­ნად ერ­თი­ა­ნია ეს ყველ­ფე­რი, მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო აქვს მას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

30-იანი წლების სისხლიანი ტერორი თანამედროვე სპექტაკლში და უპრეცედენტო ვიზუალური ეფექტები, რომელიც მაყურებელს წარმოდგენის მონაწილედ ხდის

30-იანი წლების სისხლიანი ტერორი თანამედროვე სპექტაკლში და უპრეცედენტო ვიზუალური ეფექტები, რომელიც მაყურებელს წარმოდგენის მონაწილედ ხდის

8 აპრილს რუსთაველის თეატრში მედიაოპერა „თაბაშირის იუდა“ გაიმართება. ეს არის ერთმოქმედებიანი პიესა, რომლის ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთია. წარმოდგენის პრემიერა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შედგა. ახლა მას თბილისელი მაყურებელი იხილავს.

სპექტაკლის სიუჟეტი გასული საუკუნის 30-იანი წლების რეალურ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დროს არსებულ ე.წ „წითელ ტერორს“ ეხება. ლიბრეტო აგებულია „სიბლაგში“ გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილ წერილებსა და ე.წ. „კაგებეს“ უნიკალურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით. პიესა მოგვითხრობს საბჭოთა სადამსჯელო მანქანასა და სისხლიან რეპრესიებს შეწირული ოჯახის ამბავს - ამბებს დაპატიმრებებზე, დახვრეტაზე, წართმეულ ბავშვებზე, გაუბედურებულ ქალებზე...

სპექტაკლში გამოყენებულია როგორც საარქივო, ასევე უცნობი ქრონიკის მასალა.

უჩვეულო ვიზუალური ეფექტები და განათება მაყურებელს სპექტაკლის თანამონაწილედ ხდის.

მუსიკის ავტორი - ზაზა მარჯანიშვილია

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარინა სალუქვაძე

ვიზუალური ეფექტები - მარიამ ლომიძე, მარინა სალუქვაძე, მალხაზ ბარბაქაძე

მთავარ როლებში - სოფო ხალვაში, მამუკა მანჯგალაძე

მარინა სალუქვაძე:

- ამ პიესის დაწერის იდეა სპონტანურად გაჩნდა მას მერე, რაც მამამ თავისი არქივი მანახა, სადაც უცნაურ, გაყვითლებულ ფურცლებზე სიბლაგიდან ბაბუის მოწერილი წერილები აღმოვაჩინე. სიბლაგი ერთ-ერთი გულაგი იყო ციმბირში, სადაც პოლიტპატიმრები იყვნენ გადასახლებულები.

ბაბუას პაპირუსის ქაღალდებზე ოჯახის წევრებისთვის - ცოლისთვის, დისთვის, ძმისთვის ჰქონდა მოწერილი წერილები. როდესაც მამას ის მასალა გამოვართვი, კითხვა დავიწყე, გაოგნებული ვიყავი. ეს არ იყო მხოლოდ ის, რაც მანამდე მესმოდა, - რომ რეპრესირებული ოჯახის შვილი ვიყავი და საშინელი წლები გამოიარა ჩემმა ოჯახმა. წერილებს ჩავუღრმავდი... ბევრმა რამემ შემაშფოთა, დამაფიქრა, დამთრგუნა...

მამას საზოგადოება „მემორიალის“ საარქივო მასალასთანაც ჰქონდა წვდომა, რადგანაც წლების განმავლობაში ამ საზოგადოების თავმჯდომარე იყო. მოკლედ, იქაც საოცარ ფაქტებს, დოკუმენტებს, ფირებს გადავაწყდი და აღმოვაჩინე, რამაც ჩემი ცხოვრება თითქოს თავდაყირა დააყენა. ამან კი ასეთი პიესის დაწერა და შექმნა გამოიწვია. ამ სპექტაკლმა შესაძლოა, სტალინისტების აგრესიაც კი გამოიწვიოს.

ძალიან გამახარა იმან, რომ ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ცენტრმა შემომთავაზა - პიესა მათ სცენაზე განხორციელებულიყო. სპექტაკლზე მუსიკოსი, ჩემი მეუღლე ზაზა მარჯანიშვილი უკვე მუშაობდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წარმოდგენა მთლიანად მუსიკალური ყოფილიყო. ძალიან უჩვეულო ფორმა ავირჩიეთ. აქ არის კინოს, თეატრის, დოკუმენტალისტიკის, ვიდეოარტის სინთეზი. უჩვეულო სანახაობა გამოვიდა, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. პროექტში ჩაერთო ძალიან ცნობილი რეჟისორი მაკა ლომიძე. ასევე ვიზუალური არტის ძალიან კარგი სპეციალისტი მალხაზ ბარბაქაძე. კოსტიუმების მხატვარია ვერა ყიფიანი. მსგავსი პროექტების მომზადებას წელიწად-ნახევარი მაინც უნდა, მაგრამ რეკორდულ ვადებში ვიმუშავეთ - მთელი ვიზუალური მასალა სამ კვირაში შევქმენით, რაც გაოცებას იწვევს და სიამაყით ვამბობ, რომ სპექტაკლი მიწვეულია ევროპაში სხვადასხვა ფესტივალზე. თუმცა გვაქვს ბედნიერება, თბილისელ მაყურებელსაც ვანახოთ ჩვენი სპექტაკლი.

- რატომ დაარქვით ამ ნამუშევარს „თაბაშირის იუდა“?

- იმ დოკუმენტებში, რომლებიც ვახსენე, ისეთი ფაქტები, ამბები იყო, რომ ინსპირაცია მომივიდა, ასე დამერქვა, თუ რატომ, - ამას უკვე მაყურებელი ნახავს და მიხვდება. მეტს ვერაფერს ვიტყვი, წინასწარ არ მინდა, რომ იდეა გავყიდო.

მოკლედ, ეს არის მუსიკალური სპექტაკლი, ვიდეოარტი და ქრონიკა.

გამოყენებულია, რამდენიმე ეკრანი და სცენაზე რამდენიმე გამოსახულებაა. რაც შეეხება მონაწილეებს, მთავარ როლში ძალიან გაგვიმართლა, რომ სოფო ხალვაშია, გარდა იმისა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანია, შესანიშნავი მომღერალია და გაირკვა, რომ გასაოცარი სამსახიობო ნიჭიც აქვს. ეს აღმოჩენა იყო. გარდა ამისა, მონაწილეობენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები - მამუკა მანჯგალაძე, უნიჭიერესი მომღერალი და მსახიობი აჩიკო გოგიტიძე. საერთოდ, ბათუმი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ხმებით, საოცარი მომღერლებითა და შემსრულებლებით. უმეტესობა მათგანი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრშია გაერთიანებული, რომელიც ამ პროექტის წარმდგენი გახლავთ... სპექტაკლში მონაწილეობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია, რომელიც იუდას როლს ასრულებს.

პრემიერა სპეციალურად 9 აპრილის პერიოდს დავამთხვიეთ. წელს იმ ტრაგედიიდან 30 წელი გახდება. გვინდა, ჩვენი პატივისცემა და ხსოვნა გამოვხატოთ ამ დღისადმი. გასული საუკუნის 30-იან წლებში სისხლიანი ტერორის მსხვერპლნი იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 80-იანი წლების თავისუფალი საქართველოს იდეას შეეწირნენ.

ზაზა მარჯანიშვილი, მუსიკოსი, „თაბაშირის იუდას“ მუსიკის ავტორი:

- ერთ-ერთი რთული პროექტი იყო, რაზეც მიმუშავია. სულ თვალცრემლიანი ვაკეთებდი. მარინასთან ერთად, იმდენი საშინელება ვნახეთ მასალებში, იმდენ დოკუმენტს გავეცანით და გამოვიძიეთ, რა გითხრათ. უამრავი ისეთი ფაქტი და ამბავია, რაც ხალხმა არ იცის. როდესაც მათ ეცნობი, განცდა გაქვს, რომ ის ყველაფერი თითქოს შენ გადაგხდა. მე ეს განვიცადე. მერე იმ სევდის მუსიკალურად გადმოცემა, ოღონდ, მასზე ჯერ მუსიკის შექმნა ძალიან რთულია. მოკლედ, შეიძლება ვთქვა, რომ ერთი სიცოცხლე გავათავე. ბათუმში პრემიერაზე ბევრი თვალცრემლიანი ხალხი ვნახეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სათქმელი ვთქვით და ეს მაყურებელმა გაიგო. მუსიკალური ორიენტაცია უფრო კლასიკურ მხარეზეა აღებული. ბათუმში ძალიან კარგი მომღერლები ვიპოვეთ, შესანიშნავად გაართვეს ამოცანას თავი.

მთავარ როლში სოფო ხალვაშია. ის ერთადერთი მომღერალია, რომელიც კლასიკურ ჟანრში არ მღერის, ამიტომ შევეცადე, მუსიკა ცოტა სხვანაირად დამეწერა. მანაც შესანიშნავად გაართვა თავი, საოცარი მუსიკალური ინტუიცია აქვს. ერთი შემოხედვით ხვდება, რა მინდა ხოლმე. მასთან ერთიერთობა, როგორც მუსიკოსის მუსიკოსთან, ძალზე კომფორტულია. მოკლედ, სამუშაოს სოფოსთან უფრო სხვა მიმართულება მიეცა, რაც კინომუსიკასთან უფრო ახლოა.

წარმოდგენა-პერფომანსი გახლავთ, რომელიც ალეგორიებითაა სავსე, მაგრამ თვითონ სათაური, ალეგორიასთან კავშირში არ არის.

სოფო ხალვაში:

- ძალიან ვაფასებ მარინას და ზაზას და გამიხარდა, რომ დამიკავშირდნენ. რა თქმა უნდა, შედგა ჩვენი თანამშრომლობა. რაც შეხება ამ პიესას, მძიმე საყურებელია. ეს არის მარინას ოჯახის ამბავი და ორმაგად უფრო მძიმე იყო. სანახავად რთულია ასევე დოკუმენტური კადრები და მისი გადახარშვა, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა წინაპრებმა გამოიარეს. ამის აღქმა აუცილებელი იყო, დადგმა, რომ მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რა გამოვიარეთ. რა იყო და კარგია, რომ ამას თან დართული აქვს დოკუმენტური კადრები და გაცოცხლებულია თითოეული სცენა წერილების მიხედვით. მონაწილეობენ ოპერის მომღერლები, მაგრამ მხოლოდ ოპერის მიმართულება არ არის და ეს ყველაფერი ძალიან უხდება ერთმანეთს. თავად ზაზას მუსიკა ფანტასტიკურია და იმდენად ერთიანია ეს ყველფერი, მართლა სერიოზული სამუშაო აქვს მას ჩატარებული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"