საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა
ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა

მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ახა­ლი კორ­პუ­სი გა­იხ­სნა და პა­ცი­ენ­ტებს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ემ­სა­ხუ­რე­ბა. გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, და­ვით სერ­გე­ენ­კო, PSP ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი.

ახალ შე­ნო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი და მას­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას იწყებს კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, სრუ­ლი პე­დი­ატ­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ნევ­რო­ლო­გი­ი­სა და ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. 2019 წლის აპ­რი­ლი­დან „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ გა­იხ­სნე­ბა ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრიც.

კლი­ნი­კის ახა­ლი კორ­პუ­სი, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მსგავ­სად ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით არის აშე­ნე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოა ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვენ­ტი­ლა­ცი­ის, ჰა­ე­რის ნა­კა­დე­ბის მარ­თვის, ფილტრა­ცი­ის, ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­გუ­ლი­რე­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სის­ტე­მე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ელექტრო­ო­ბის უწყვე­ტი მი­წო­დე­ბის­თვის, „ნიუ ჰოს­პი­ტალსს“ გა­აჩ­ნია ორი გარე მო­მა­რა­გე­ბის და ორი სა­კუ­თა­რი ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სის­ტე­მა. ამავდრო­უ­ლად, კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით და და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით აშე­ნე­ბუ­ლი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, 250 სა­წო­ლი­ა­ნი მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კაა, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სტა­ცი­ო­ნა­რულ და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გი­ა­ნო­ბი­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­წინ­და­რია.

ავტორი:

ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა

ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი გაიხსნა და პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის