პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანიბალიზმის შემთხვევების დროს, გერმანელი ოფიცრები ტყვეებს ადგილზე ხვრეტდნენ" - დაკარგული მეომრების ახალი გვარები საკონცენტრაციო ბანაკებიდან და ქერჩიდან
"კანიბალიზმის შემთხვევების დროს, გერმანელი ოფიცრები ტყვეებს ადგილზე ხვრეტდნენ" - დაკარგული მეომრების ახალი გვარები საკონცენტრაციო ბანაკებიდან და ქერჩიდან

AMBEBI.GE გა­ნაგ­რძობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ძი­ე­ბას. ქერ­ჩის კო­მი­სი­ის ერ­თმა ჯგუფ­მა სტავ­რო­პოლ­ში, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე იპოვ­ნა რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის ნეშ­ტი.

მათ­გან ერთ-ერთი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - შაქ­რო ალექ­სის ძე გო­მა­რე­ლი (ან გო­მარ­თე­ლი), და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში. მე­უღ­ლე და­რია გრი­გო­რის ძე. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნი­დან 1941 წელს. ბო­ლოს მის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა სტავ­რო­პოლ­ში, სო­ფელ პრეს­კო­ვე­ას სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, რომ­ლის ეზო­ში დაკ­რძა­ლუ­ლი არი­ან 1943 წლის თე­ბერ­ვალ­ში ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი.

ასე­ვე გთა­ვა­ზობთ იმ მე­ომ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ბა­ნა­კებ­სა თუ ფრონ­ტის ხაზ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ და კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მათ მო­ნა­ცე­მებს ერ­თად მო­უ­ყა­რეს თავი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ პი­რა­დი ცნო­ბე­ბი გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ეთ რაინ-ვეს­ტფა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში იპოვ­ნეს, სა­დაც ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი გა­უ­წყლო­ე­ბი­სა და დი­ზენ­ტე­რი­ის­გან და­ი­ღუ­პა.

"მკაც­რი კონ­ტრო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ნი­ბა­ლიზ­მის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა იყო. გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რე­ბი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­სას ტყვე­ებს ად­გილ­ზე ხვრეტ­დნენ, თუმ­ცა, მში­ე­რი ტყვე­ე­ბი უდი­დე­სი რის­კის ფა­სად ამას მა­ინც აკე­თებ­დნენ... ბა­ნა­კი მდე­ბა­რე­ობ­და ქა­ლაქ პა­დე­ბორნ­თან ახ­ლოს და სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და ტყვე­თა ეშე­ლო­ნებს სხვა­დას­ხვა პუნ­ქტე­ბი­დან. ეს იყო ცალ­კე ბა­ნა­კი, სა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნე­ბი­დან წა­მოყ­ვა­ნი­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი ჰყავ­დათ. იქვე ხდე­ბო­და მათი "და­ხა­რის­ხე­ბა", შე­მოწ­მე­ბა და სხვა­დას­ხვა ბა­ნა­კებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა, თუმ­ცა, იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ტყვე­ებს ამუ­შა­ვებ­დნენ მა­ღა­რო­ებ­ში.

ბევ­რი პი­რო­ბებს ვერ უძ­ლებ­და და იხო­ცე­ბო­და. ბა­ნაკს ერ­თდრო­უ­ლად 6-7 ათა­სი სამ­ხედ­რო ტყვის და­ტე­ვა შე­ეძ­ლო. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იქამ­დე, ვიდ­რე იქა­უ­რო­ბა 1945 წლის აპ­რილ­ში ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა აი­ღეს, 500 ათა­სი სამ­ხედ­რო ტყვე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი" - ამ­ბობს ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.

ტიგ­რან აკო­პი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს გაგ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კოლ­ხი­და­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 18 მა­ისს. გარ­და­იც­ვა­ლა ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, 1942 წლის 2 თე­ბერ­ვალს, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მძი­მე პი­რო­ბე­ბის გამო.

არ­ტურ მა­კოს ძე ავე­დი­ან - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს გაგ­რის რა­ი­ონ­ში, გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 25 ივ­ნისს, ვიტ­ცენ­დორ­ფის ტყვე­თა ბა­ნაკ­ში.

იუ­ლონ ან­დრე­ის ძე აბ­ში­ლა­ვა - და­ბა­დე­ბუ­ლი ოჩამ­ჩი­რე­ში 1919 წლის 10 მარტს, გარ­და­იც­ვლა 1941 წლის 7 ნო­ემ­ბერს. Wietzendorf-ის ტყვე­თა ბა­ნაკ­ში.

პორ­ფი­რე გი­ორ­გის ძე ჯე­ლა­ძე - გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან. დაკ­რძა­ლუ­ლია სმო­ლენ­სკში.

მი­რონ გრი­გო­რის ძე ჩო­ჩია - და­ბა­დე­ბუ­ლი 198 წელს. წო­დე­ბა: ლე­ი­ტე­ნან­ტი, ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 12 დე­კემ­ბერს, მა­რი­უ­პოლ­ში.

ივა­ნე ნა­დი­რის ძე თურ­მა­ნა­უ­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, თბი­ლის­ში. ომში გა­იწ­ვი­ეს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი­დან. და­ი­ღუ­პა 1941 წლის 24 ივ­ნისს უკ­რა­ი­ნა­ში, ლვოვ­ში, კრა­კო­ვეც­კის რა­ი­ონ­ში.

ასე­ვე ნა­პოვ­ნია მისი ძმის - გი­ორ­გი ნა­დი­რის ძე თურ­მა­ნა­უ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, და­ბა­დე­ბუ­ლი ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში. ომში გა­იწ­ვი­ეს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ტი­დან. სმო­ლენ­სკის ოლ­ქში, ბა­რი­ა­ტინ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­რი­ნოს, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში “გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან” სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­ზენ­ტე­რი­ის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ლევი კონ­სტან­ტი­ნეს ძე კა­პა­ნა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აზორ­მა­ში. ომში გა­იწ­ვი­ეს 1941 წელს ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან. და­ი­ღუ­პა 1945 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ლატ­ვი­ა­ში, ლე­ი­პასკში.

ლე­ვან ალექ­სის ძე აბ­რა­მიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1896 წელს სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნი­ნოწ­მინ­და­ში. და­ი­ღუ­პა ყი­რი­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის წარ­მო­ე­ბულ ბრძო­ლა­ში 1944 წლის 19 იან­ვარს. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ყი­რიმ­ში, სო­ფელ ბაქ­სის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ალექ­სან­დრე თე­ი­მუ­რა­ზის ძე აბუ­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1899 წელს სო­ხუმ­ში. წო­დე­ბა: უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ანა­პა­ში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლებ­ში. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 3 მარტს. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ყი­რიმ­ში, ქერ­ჩი, სო­ფელ ბაქ­სის აღ­მო­სავ­ლე­თით არ­სე­ბულ სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე. საფ­ლა­ვის ნო­მე­რი 37.

აბუ­ლა­ძე სა­ზო­ნი იუ­ლო­ნის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1923 წელს ჩხა­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძევრში, სა­ი­და­ნაც გა­იწ­ვი­ეს ომში. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 20 თე­ბერ­ვალს, ყი­რიმ­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია მა­ი­აკ-სა­ლინ­სკის რა­ი­ო­ნის #3 სა­საფ­ლა­ზე, საფ­ლა­ვის ნო­მე­რი 51.

მთა­ვა­რი ფოტო: საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში; united states holocaust memorial museum-ის არ­ქი­ვი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კანიბალიზმის შემთხვევების დროს, გერმანელი ოფიცრები ტყვეებს ადგილზე ხვრეტდნენ" - დაკარგული მეომრების ახალი გვარები საკონცენტრაციო ბანაკებიდან და ქერჩიდან

"კანიბალიზმის შემთხვევების დროს, გერმანელი ოფიცრები ტყვეებს ადგილზე ხვრეტდნენ" - დაკარგული მეომრების ახალი გვარები საკონცენტრაციო ბანაკებიდან და ქერჩიდან

AMBEBI.GE განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების შესახებ მონაცემების მოძიებას. ქერჩის კომისიის ერთმა ჯგუფმა სტავროპოლში, სამხედრო ჰოსპიტალთან მდებარე სასაფლაოზე იპოვნა რამდენიმე ქართველის ნეშტი.

მათგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულია - შაქრო ალექსის ძე გომარელი (ან გომართელი), დაბადებული 1903 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში. მეუღლე დარია გრიგორის ძე. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ხაშურის რაიონიდან 1941 წელს. ბოლოს მის შესახებ მონაცემები ფიქსირდება სტავროპოლში, სოფელ პრესკოვეას სამხედრო ჰოსპიტალში, რომლის ეზოში დაკრძალული არიან 1943 წლის თებერვალში ომში მიღებული ჭრილობებისგან გარდაცვლილი ჯარისკაცები.

ასევე გთავაზობთ იმ მეომრების გვარ-სახელებს, რომლებიც სხვადასხვა ბანაკებსა თუ ფრონტის ხაზზე გარდაიცვალნენ და კომისიის წევრებმა მათ მონაცემებს ერთად მოუყარეს თავი. რამდენიმე მათგანის შესახებ პირადი ცნობები გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში იპოვნეს, სადაც ასობით ჯარისკაცი გაუწყლოებისა და დიზენტერიისგან დაიღუპა.

"მკაცრი კონტროლის მიუხედავად, კანიბალიზმის უამრავი შემთხვევა იყო. გერმანელი ოფიცრები მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას ტყვეებს ადგილზე ხვრეტდნენ, თუმცა, მშიერი ტყვეები უდიდესი რისკის ფასად ამას მაინც აკეთებდნენ... ბანაკი მდებარეობდა ქალაქ პადებორნთან ახლოს და სისტემატურად იღებდა ტყვეთა ეშელონებს სხვადასხვა პუნქტებიდან. ეს იყო ცალკე ბანაკი, სადაც აღმოსავლეთ რაიონებიდან წამოყვანილი სამხედრო ტყვეები ჰყავდათ. იქვე ხდებოდა მათი "დახარისხება", შემოწმება და სხვადასხვა ბანაკებში გადანაწილება, თუმცა, იქ ყოფნის პერიოდში ტყვეებს ამუშავებდნენ მაღაროებში.

ბევრი პირობებს ვერ უძლებდა და იხოცებოდა. ბანაკს ერთდროულად 6-7 ათასი სამხედრო ტყვის დატევა შეეძლო. არსებული მონაცემებით, იქამდე, ვიდრე იქაურობა 1945 წლის აპრილში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს, 500 ათასი სამხედრო ტყვე იყო დარეგისტრირებული" - ამბობს ქერჩის კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი.

ტიგრან აკოპიანი - დაბადებული 1912 წელს გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდაში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 18 მაისს. გარდაიცვალა ტყვეთა ბანაკში, 1942 წლის 2 თებერვალს, არაადამიანურად მძიმე პირობების გამო.

არტურ მაკოს ძე ავედიან - დაბადებული 1919 წელს გაგრის რაიონში, გარდაიცვალა 1944 წლის 25 ივნისს, ვიტცენდორფის ტყვეთა ბანაკში.

იულონ ანდრეის ძე აბშილავა - დაბადებული ოჩამჩირეში 1919 წლის 10 მარტს, გარდაიცვლა 1941 წლის 7 ნოემბერს. Wietzendorf-ის ტყვეთა ბანაკში.

პორფირე გიორგის ძე ჯელაძე - გარდაიცვალა 1943 წლის 22 სექტემბერს, მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალულია სმოლენსკში.

მირონ გრიგორის ძე ჩოჩია - დაბადებული 198 წელს. წოდება: ლეიტენანტი, ოცეულის მეთაური. დაიღუპა 1942 წლის 12 დეკემბერს, მარიუპოლში.

ივანე ნადირის ძე თურმანაული - დაბადებული 1916 წელს, თბილისში. ომში გაიწვიეს თელავის რაიონიდან. დაიღუპა 1941 წლის 24 ივნისს უკრაინაში, ლვოვში, კრაკოვეცკის რაიონში.

ასევე ნაპოვნია მისი ძმის - გიორგი ნადირის ძე თურმანაულის მონაცემები - დაბადებული 1902 წელს, დაბადებული ახმეტის რაიონში. ომში გაიწვიეს თელავის რაიონის სამხედრო კომისარიტიდან. სმოლენსკის ოლქში, ბარიატინსკის რაიონის სოფელ მარინოს, საველე ჰოსპიტალში “გაურკვეველი დაავადებისგან” სავარაუდოდ, დიზენტერიისგან გარდაიცვალა.

ლევი კონსტანტინეს ძე კაპანაძე - დაბადებული 1922 წელს ხაშურის რაიონის სოფელ აზორმაში. ომში გაიწვიეს 1941 წელს ხაშურის რაიონის სამხედრო კომისარიატიდან. დაიღუპა 1945 წლის 22 თებერვალს, ლატვიაში, ლეიპასკში.

ლევან ალექსის ძე აბრამიშვილი - დაბადებული 1896 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში. დაიღუპა ყირიმის გათავისუფლებისთვის წარმოებულ ბრძოლაში 1944 წლის 19 იანვარს. დასაფლავებულია ყირიმში, სოფელ ბაქსის საერთო სასაფლაოზე.

ალექსანდრე თეიმურაზის ძე აბულაძე - დაბადებული 1899 წელს სოხუმში. წოდება: უფროსი სერჟანტი. მონაწილეობდა ანაპაში მიმდინარე ბრძოლებში. დაიღუპა 1944 წლის 3 მარტს. დასაფლავებულია ყირიმში, ქერჩი, სოფელ ბაქსის აღმოსავლეთით არსებულ საერთო სასაფლაოზე. საფლავის ნომერი 37.

აბულაძე საზონი იულონის ძე - დაბადებული 1923 წელს ჩხარის რაიონის სოფელ ძევრში, საიდანაც გაიწვიეს ომში. დაიღუპა 1944 წლის 20 თებერვალს, ყირიმში. დასაფლავებულია მაიაკ-სალინსკის რაიონის #3 სასაფლაზე, საფლავის ნომერი 51.

მთავარი ფოტო: საბჭოთა ტყვეები საკონცენტრაციო ბანაკში; united states holocaust memorial museum-ის არქივი

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს