Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია ერთი ადამიანი
აფეთქება თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია ერთი ადამიანი

თემ­ქა­ზე, მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-9 სარ­თულ­ზე აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აფეთ­ქე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვა ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "ყა­ზტრანსგზ-თბი­ლის­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი გაზ­გა­მათ­ბობ­ლის არას­წო­რი მონ­ტა­ჟი გახ­და.

"თემ­ქა­ზე მე-3 მიკ­რო­რა­ი­ო­ნის მე-5 კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის დაგ­რო­ვე­ბი­სა და მომ­ხდა­რი აა­ლე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა გახ­და. შემ­თხვე­ვას არ გა­მო­უწ­ვე­ვია ნგრე­ვა და არ მოჰ­ყო­ლია მსხვერ­პლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სა­მარ­თი­დან გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე არ შე­მო­სუ­ლა არ­ცერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

"ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, არ და­ტო­ვოთ გაზ­და­ნად­გა­რე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ, გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი და თქვე­ნი მე­ზო­ბე­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

აფეთქება თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია ერთი ადამიანი

აფეთქება თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია ერთი ადამიანი

თემქაზე, მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავა ერთი ადამიანი, რომელიც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ყაზტრანსგზ-თბილისში“ განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის არასწორი მონტაჟი გახდა.

"თემქაზე მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"ყაზტრანსგაზ თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი მეზობელების სიცოცხლეს", - აცხადებენ კომპანიაში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის