მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ახალგაზრდა ქალი პრემიერი, რომელიც "პოლიტიკოსის სტანდარტებს ცვლის" - ჯასინდა არდერნმა მსოფლიო აღაფრთოვანა
ყველაზე ახალგაზრდა ქალი პრემიერი, რომელიც "პოლიტიკოსის სტანდარტებს ცვლის" - ჯასინდა არდერნმა მსოფლიო აღაფრთოვანა

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა. კრი­ტი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ჯა­სინ­და არ­დერ­ნი სა­კუ­თა­რი „ვარ­სკვლა­ვო­ბით“ იყო მო­ხიბ­ლუ­ლი, ახლა კი ბევ­რი ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის დროს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შეძ­ლო, ლი­დე­რის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა უნა­რი გა­მო­ევ­ლი­ნა.

ტე­რაქ­ტი­დან მა­ლე­ვე მის­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო ია­რა­ღის კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ­დერ­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­პირ­და, რომ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ. ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ კი თა­ნად­გო­მა არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მიგ­რან­ტე­ბი ახა­ლი ზე­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის ნა­წი­ლია, ქვე­ყა­ნა კი მათი სამ­შობ­ლოა.

სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს, რომ ტე­რაქ­ტის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა და­უ­რე­კა. დო­ნალდ ტრამ­პის კი­თხვა­ზე, რითი შე­ეძ­ლო ამე­რი­კას ახალ ზე­ლან­დი­ას დახ­მა­რე­ბო­და, არ­დენ­მა უპა­სუ­ხა „ყვე­ლა მუ­სულ­მა­ნის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სიმ­პა­თი­ით“.

„არ­დერ­ნის რე­აქ­ცია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია და მჯე­რა, რომ მას მო­ი­წო­ნე­ბენ რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე - სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე,“ - ამ­ბობს ვე­ლინგტო­ნის ვიქ­ტო­რი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ტი­კო­სი ბრა­ის ედ­ვარდსი.

ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ჯა­სინ­და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ახალ სტან­დარ­ტებს ამ­კვიდ­რებს.

ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო აღ­მოჩ­ნდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი სო­ლი­და­რო­ბაც - ტე­რაქ­ტის მე­ო­რე დღეს ჯა­სინ­და არ­დერ­ნი გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებ­თან ჰი­ჯა­ბით მი­ვი­და. ატი­რე­ბულ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთე­ლი ერის სა­ხე­ლით მათ თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და.

სა­ზა­რე­ლი ტე­რაქ­ტი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში მდე­ბა­რე ალ ნუ­რის მე­ჩეთ­ში პა­რას­კე­ვის ლოც­ვის დროს მოხ­და, შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 50 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, კი­დევ ათე­უ­ლო­ბით მლოც­ვე­ლი და­შავ­და. თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

38 წლის ასაკ­ში არ­დერ­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი ლი­დე­რია. ის არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა პარტნი­ო­რის­გან ერთი შვი­ლი ჰყავს - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძლის და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შე­ი­ტყო, რომ ორ­სუ­ლად იყო. 2018 წლის 21 ივ­ნისს ის გახ­და მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ლი­დე­რი, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს იმ­შო­ბი­ა­რა.

ნა­ხეთ, ასე­ვე : პირ­ვე­ლი ბავ­შვი გა­ე­რო­ში - ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სხდო­მა­ზე 3 თვის ბავ­შვი მი­იყ­ვა­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ყველაზე ახალგაზრდა ქალი პრემიერი, რომელიც "პოლიტიკოსის სტანდარტებს ცვლის" - ჯასინდა არდერნმა მსოფლიო აღაფრთოვანა

ყველაზე ახალგაზრდა ქალი პრემიერი, რომელიც "პოლიტიკოსის სტანდარტებს ცვლის" - ჯასინდა არდერნმა მსოფლიო აღაფრთოვანა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების პარალელურად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ჯასინდა არდერნი საკუთარი „ვარსკვლავობით“ იყო მოხიბლული, ახლა კი ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების დროს პრემიერ-მინისტრმა შეძლო, ლიდერისთვის საჭირო ყველა უნარი გამოევლინა.

ტერაქტიდან მალევე მისმა ხელისუფლებამ მიიღო იარაღის კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება, არდერნი საზოგადოებას დაპირდა, რომ კანონში ცვლილებებს 10 დღის განმავლობაში მიიღებენ. ახალ ზელანდიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ კი თანადგომა არაერთხელ გამოხატა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიგრანტები ახალი ზელანდიელი ხალხის ნაწილია, ქვეყანა კი მათი სამშობლოა.

სხვადასხვა მედიასაშუალება წერს, რომ ტერაქტის შემდეგ პრემიერ-მინისტრს აშშ-ს პრეზიდენტმა დაურეკა. დონალდ ტრამპის კითხვაზე, რითი შეეძლო ამერიკას ახალ ზელანდიას დახმარებოდა, არდენმა უპასუხა „ყველა მუსულმანის მიმართ სიყვარულითა და სიმპათიით“.

„არდერნის რეაქცია და გადაწყვეტილებები არაჩვეულებრივია და მჯერა, რომ მას მოიწონებენ როგორც ქვეყანაში, ასევე - საერთაშორისო ასპარეზზე,“ - ამბობს ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პოლიტიკის ანალიტიკოსი ბრაის ედვარდსი.

ექსპერტების შეფასებით, ჯასინდა პოლიტიკოსებისთვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

ბევრისთვის სამაგალითო აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის მიერ გამოხატული სოლიდარობაც - ტერაქტის მეორე დღეს ჯასინდა არდერნი გარდაცვლილთა ოჯახებთან ჰიჯაბით მივიდა. ატირებულმა პრემიერ-მინისტრმა მთელი ერის სახელით მათ თანადგომა გამოუცხადა.

საზარელი ტერაქტი ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა, შენობაში შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

38 წლის ასაკში არდერნი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერია. ის არ არის დაქორწინებული, თუმცა პარტნიორისგან ერთი შვილი ჰყავს - პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, რომ ორსულად იყო. 2018 წლის 21 ივნისს ის გახდა მსოფლიოს ისტორიაში მეორე ლიდერი, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს იმშობიარა.

ნახეთ, ასევე : პირველი ბავშვი გაეროში - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე 3 თვის ბავშვი მიიყვანა

რუსეთს 4 წელი  სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს - გაიცანით სანა მარინი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა