მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ პა­სუ­ხობს 17 მარტს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „იმე­დის კვი­რა­ში“ გა­სულ რე­პორ­ტაჟს, რო­მელ­შიც პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის, მიმ­დი­ნა­რე ეტა­პი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის ირ­გვლივ მცდა­რი და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და.

მშე­ნებ­ლო­ბა და მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ 2016 წლი­დან დღემ­დე, მას შემ­დეგ, რაც მთავ­რო­ბას­თან სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხელი, კონ­სორ­ცი­უმს სამ­შე­ნებ­ლო ვა­დე­ბი არ და­ურ­ღვე­ვია. მე­ტიც, 2018 წელს ფი­ნან­სუ­რი და­ხურ­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე, მის­მა აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით და­ი­წყეს. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, კონ­სორ­ცი­უმს პრო­ექ­ტში 70 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

მშე­ნებ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე სტა­ტუ­სი: 2018 წელს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს­მა და­მაღ­რმა­ვე­ბელ­მა გემ­მა ანაკ­ლი­ის პორ­ტის აკ­ვა­ტო­რი­ის ფსკე­რი და­აღ­რმა­ვა და 5 მლნ კუ­ბუ­რი მეტ­რი ქვი­შა ზღვის ფსკე­რი­დან ნა­პირ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. ამ ეტაპ­ზე 110 ჰექ­ტა­რის ფარ­თობ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სწო­რედ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ქვი­შის ჭა­ო­ბი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­წდო­მის პრო­ცე­სი, რათა ნი­ა­დაგ­მა მო­ი­პო­ვოს სა­თა­ნა­დო, 95%-იანი სიმ­კვრი­ვე და მდგრა­დო­ბა და მზად იყოს მძლავ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აშე­ნე­ბის­თვის. ეს პრო­ცე­დუ­რა დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო და და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვეს მო­ი­თხოვს.

ამა­ვე დროს, კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ცხად­დე­ბა პორ­ტის სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლის ამ­წე­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მალე დას­რულ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტო­რის შერ­ჩე­ვა­ზე. კონ­სორ­ცი­უმ­მა USAID-თან პარტნი­ო­რო­ბით უკვე და­ი­წყო ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა და მის ფარ­გლებ­ში გახ­სნა ტრე­ნინგცენ­ტრი, იწყე­ბა გრან­ტე­ბის გა­ცე­მა.

ფი­ნან­სუ­რი და­ხურ­ვა და ცვლი­ლე­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში

ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ფა­ზის­თვის „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ 620 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხა და მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს 4 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტ­თან: EBRD – ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, OPIC – ამე­რი­კის კერ­ძო უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კორ­პო­რა­ცია, ADB – აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, AIIB – აზი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი. მათ შე­ის­წავ­ლეს პრო­ექ­ტი, ხელი მო­ა­წე­რეს და­ფი­ნან­სე­ბის მან­დატს და ახლა სა­ბო­ლოო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ეტა­პი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

I ფა­ზის ფი­ნან­სუ­რი და­ხურ­ვა, პრო­ექ­ტის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, 2-ჯერ გა­და­ვად­და.

ასე­ვე, 600-გვერ­დი­ან სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო გახ­და პრო­ექ­ტის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო. ისი­ნი ყო­ველ ჯერ­ზე მთავ­რო­ბამ მო­ის­მი­ნა, გა­ნი­ხი­ლა და შემ­დეგ მათ დას­თან­ხმდა.

აქვე გვინ­და, რამ­დე­ნი­მე რი­ცხვი გა­ვიხ­სე­ნოთ:

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ცეს­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი კონ­სორ­ცი­უ­მის სა­სარ­გებ­ლოდ შე­ვი­და, ხოლო ნა­წი­ლი - მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნით და მათ სა­სარ­გებ­ლოდ.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, მთლი­ა­ნო­ბა­ში, მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნით და მის სა­სარ­გებ­ლოდ შე­ტა­ნილ იქნა 13 პუნ­ქტი, მათ შო­რის გა­და­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა პრო­ცეს­ზე მთავ­რო­ბა ითხოვ­და. „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ სა­სარ­გებ­ლოდ, ცვლი­ლე­ბის სა­ხით, ამა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში შე­ვი­და 16 პუნ­ქტი.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ კონ­სორ­ცი­უმს 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პირ­გა­სამ­ტეხ­ლო აპა­ტია. ამ­გვარ ჯა­რი­მებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რის­კე­ბის და­ზღვე­ვა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კე­ბი გა­რან­ტი­ის სა­ხით სა­ხელ­მწი­ფოს­გან ტვირთბ­რუნ­ვის რის­კის და­ზღვე­ვას ითხო­ვენ. ეს სა­კი­თხი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა თით­ქმის ერთი წლის წი­ნათ და­ა­ყე­ნეს - მან­და­ტის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე.

ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კე­ბი უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მათ მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია პრო­ექ­ტე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ამ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცია ხაზს უს­ვამს მათ მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტვირთბ­რუნ­ვა არ არის მხო­ლოდ პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე, ან პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. არ­სე­ბობს ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა და­ზღვე­ვა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე იღე­ბენ მთა­ვარ რისკს და სა­ხელ­მწი­ფოს­გან გა­რან­ტი­ას მხო­ლოდ სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მათ მიერ გა­მო­ყო­ფილ სეს­ხზე ითხო­ვენ.

ინ­ტე­რე­სე­ბი

გვინ­და, ასე­ვე, შე­გახ­სე­ნოთ, რო­გორ და­ი­წყო ხმა­უ­რი ანაკ­ლი­ის პორ­ტის ირ­გვლივ: სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ფი­ნან­სურ ბრალ­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან. მთავ­რო­ბის ამ ნა­ბი­ჯ­მა პრო­ექ­ტის დამ­ფი­ნან­სე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებს ლო­გი­კუ­რი კი­თხვე­ბი გა­უ­ჩი­ნა. ხმა­უ­რი პრო­ექ­ტის ირ­გვლივ მთავ­რო­ბამ და­ი­წყო, რა­მაც პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ხელი შე­უ­შა­ლა. ასე­ვე, მთავ­რო­ბამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა კონ­სორ­ცი­უმ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბი. სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძე­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს.

პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოა. პროგ­ნო­ზე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ 2020 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­თხოვ­ნა ტვირთბ­რუნ­ვა­სა და სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გა­და­ზიდ­ვა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა. თუ ამ დრო­ის­თვის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი არ გვექ­ნე­ბა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩრდი­ლო­ე­თი­სა და სხვა დე­რეფ­ნებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა და გვერდს აგ­ვივ­ლის.

თუ ანაკ­ლი­ის პორ­ტის მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა შე­ფერ­ხდე­ბა, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია. ხოლო ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ ჩარ­თუ­ლო­ბის შე­ფერ­ხე­ბით, ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა მრა­ვა­ლი წლით უკან და­ი­წევს, თუ სა­ერ­თოდ არ შე­წყდა.

ასე­ვე, არა­სა­თა­ნა­დოდ მიგ­ვაჩ­ნია პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის­თვის მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა და მისი კონ­სორ­ცი­უ­მის გვერ­დის ავ­ლით გაგ­რძე­ლე­ბა. მით უფრო, იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა კონ­სორ­ცი­უმ­მა პირ­ვე­ლი ფა­ზის­თვის სა­ჭი­რო 620 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლო და პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე სულ ერთი ნა­ბი­ჯია დარ­ჩე­ნი­ლი.

აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი

„თი­ბი­სი ჰოლ­დინგთან“ ერ­თად, პრო­ექ­ტის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი არი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი, მათ შო­რის: „კონ­ტი ჯგუ­ფი“, რომ­ლის ინ­ვეს­ტი­ცია 5.2 მლნ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს და „სსა მა­რი­ნი“, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რია და 20 მლნ აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, „სსა მა­რი­ნი“ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნალ-ოპე­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც 250 ლო­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. ის მსხვი­ლი ჯგუ­ფის „კა­რიქ­სის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი (აშშ-ში) პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა „სსა მა­რი­ნის“, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი (მსოფ­ლი­ოს 5 კონ­ტი­ნენტზე) „სსა ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ სა­შუ­ა­ლე­ბით. „სსა მა­რი­ნი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, ისე­ვე რო­გორც სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აფუძ­ნებს ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ას. ხოლო მისი სა­ო­პე­რა­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად „სსა მა­რი­ნი“ 25 მლნ აშშ დო­ლა­რის კორ­პო­რა­ცი­ულ გა­რან­ტი­ას გა­მო­ყოფს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პასუხობს 17 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს, რომელშიც პორტის მშენებლობის, მიმდინარე ეტაპისა და მასთან დაკავშირებული თემების ირგვლივ მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაჟღერდა.

მშენებლობა და მიმდინარე სამუშაოები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2016 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, კონსორციუმს სამშენებლო ვადები არ დაურღვევია. მეტიც, 2018 წელს ფინანსური დახურვის დასრულებამდე, მისმა აქციონერებმა სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაიწყეს. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

მშენებლობის მიმდინარე სტატუსი: 2018 წელს მსოფლიოში უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა ანაკლიის პორტის აკვატორიის ფსკერი დააღრმავა და 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ნაპირზე გადაიტანა. ამ ეტაპზე 110 ჰექტარის ფართობზე მიმდინარეობს სწორედ ამ რაოდენობის ქვიშის ჭაობიან ტერიტორიაზე დაწდომის პროცესი, რათა ნიადაგმა მოიპოვოს სათანადო, 95%-იანი სიმკვრივე და მდგრადობა და მზად იყოს მძლავრი ინფრასტრუქტურის აშენებისთვის. ეს პროცედურა დეკემბერში დაიწყო და დაახლოებით 6 თვეს მოითხოვს.

ამავე დროს, კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა მიმართულებებით: რამდენიმე დღეში გამოცხადდება პორტის საკონტეინერო ტერმინალის ამწეების პროვაიდერისთვის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული. მალე დასრულდება საერთაშორისო ტენდერი გენერალური კონტრაქტორის შერჩევაზე. კონსორციუმმა USAID-თან პარტნიორობით უკვე დაიწყო ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა და მის ფარგლებში გახსნა ტრენინგცენტრი, იწყება გრანტების გაცემა.

ფინანსური დახურვა და ცვლილებები ხელშეკრულებაში

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 620 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა და მუშაობას განაგრძობს 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან: EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC – ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია, ADB – აზიის განვითარების ბანკი, AIIB – აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკი. მათ შეისწავლეს პროექტი, ხელი მოაწერეს დაფინანსების მანდატს და ახლა საბოლოო მოლაპარაკებების ეტაპი მიმდინარეობს.

I ფაზის ფინანსური დახურვა, პროექტის სირთულიდან გამომდინარე და ობიექტური მიზეზების გამო, 2-ჯერ გადავადდა.

ასევე, 600-გვერდიან საინვესტიციო ხელშეკრულებაში სხვადასხვა დროს შევიდა ცვლილებები, რომლებიც საჭირო გახდა პროექტის ირგვლივ არსებული ობიექტური გარემოებების გამო. ისინი ყოველ ჯერზე მთავრობამ მოისმინა, განიხილა და შემდეგ მათ დასთანხმდა.

აქვე გვინდა, რამდენიმე რიცხვი გავიხსენოთ:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან თანამშრომლობის პროცესში საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების ნაწილი კონსორციუმის სასარგებლოდ შევიდა, ხოლო ნაწილი - მთავრობის მოთხოვნით და მათ სასარგებლოდ.

საინვესტიციო ხელშეკრულებაში, მთლიანობაში, მთავრობის მოთხოვნით და მის სასარგებლოდ შეტანილ იქნა 13 პუნქტი, მათ შორის გადავადებების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა პროცესზე მთავრობა ითხოვდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სასარგებლოდ, ცვლილების სახით, ამავე ხელშეკრულებაში შევიდა 16 პუნქტი.

ამასთანავე, კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს ცვლილებების პროცესში, საქართველოს მთავრობამ კონსორციუმს 11 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო აპატია. ამგვარ ჯარიმებს ადგილი არ ჰქონია.

რისკების დაზღვევა

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო ბანკები გარანტიის სახით სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას ითხოვენ. ეს საკითხი საფინანსო ინსტიტუტებმა თითქმის ერთი წლის წინათ დააყენეს - მანდატის ხელმოწერისთანავე.

ზემოჩამოთვლილი საერთაშორისო ბანკები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მათ მიერ დაფინანსებული და წარმატებით განხორციელებულია პროექტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ინსტიტუტების მაღალი რეპუტაცია ხაზს უსვამს მათ მიერ წაყენებული მოთხოვნების ლეგიტიმურობას.

შეგახსენებთ, რომ ტვირთბრუნვა არ არის მხოლოდ პორტზე დამოკიდებული გარემოება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ის დამოკიდებული იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკურ ზრდაზე, ან პოლიტიკურ სიტუაციაზე. არსებობს ფაქტორები, რომელთა დაზღვევა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქციონერები საკუთარ თავზე იღებენ მთავარ რისკს და სახელმწიფოსგან გარანტიას მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტები მათ მიერ გამოყოფილ სესხზე ითხოვენ.

ინტერესები

გვინდა, ასევე, შეგახსენოთ, როგორ დაიწყო ხმაური ანაკლიის პორტის ირგვლივ: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა ბიზნესმენების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაუსაბუთებელ ფინანსურ ბრალდებებზე, რომლებიც, ასევე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები არიან. მთავრობის ამ ნაბიჯმა პროექტის დამფინანსებელ ინსტიტუტებს ლოგიკური კითხვები გაუჩინა. ხმაური პროექტის ირგვლივ მთავრობამ დაიწყო, რამაც პროექტის მიმდინარეობას ხელი შეუშალა. ასევე, მთავრობამ გაასაჯაროვა კონსორციუმთან მოლაპარაკებების დეტალები. საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის წარმატებით გაგრძელება, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესს წარმოადგენს.

პროექტის გაგრძელება

შეგახსენებთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაგრძელება ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სასიცოცხლოა. პროგნოზები გვიჩვენებს, რომ 2020 წლისთვის საქართველოში მოთხოვნა ტვირთბრუნვასა და საკონტეინერო გადაზიდვაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ ამ დროისთვის ღრმაწყლოვანი პორტი არ გვექნება, ახალი შესაძლებლობები ჩრდილოეთისა და სხვა დერეფნებზე გადანაწილდება და გვერდს აგვივლის.

თუ ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა შეფერხდება, ზემოაღნიშნული საშიშროება რეალურია. ხოლო ანაკლიის პორტის განვითარებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ჩართულობის შეფერხებით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მრავალი წლით უკან დაიწევს, თუ საერთოდ არ შეწყდა.

ასევე, არასათანადოდ მიგვაჩნია პროექტის დასრულებისთვის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების გაღება და მისი კონსორციუმის გვერდის ავლით გაგრძელება. მით უფრო, იმ სიტუაციაში, როცა კონსორციუმმა პირველი ფაზისთვის საჭირო 620 მილიონი აშშ დოლარის სრულად მობილიზება შეძლო და პროცესის დასრულებამდე სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

აქციონერები

„თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად, პროექტის აქციონერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის: „კონტი ჯგუფი“, რომლის ინვესტიცია 5.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და „სსა მარინი“, რომელიც პროექტის სტრატეგიული ინვესტორია და 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

შეგახსენებთ, „სსა მარინი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონტეინერო ტერმინალ-ოპერატორია, რომელიც 250 ლოკაციაზე მუშაობს. ის მსხვილი ჯგუფის „კარიქსის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის ადგილობრივი (აშშ-ში) პროექტები ხორციელდება „სსა მარინის“, ხოლო საერთაშორისო პროექტები (მსოფლიოს 5 კონტინენტზე) „სსა ინთერნეიშენალის“ საშუალებით. „სსა მარინი“ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ისევე როგორც სხვა ლოკაციებზე, საქართველოშიც აფუძნებს ადგილობრივ კომპანიას. ხოლო მისი საოპერაციო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად „სსა მარინი“ 25 მლნ აშშ დოლარის კორპორაციულ გარანტიას გამოყოფს.

პროტეინების კოქტეილების სარგებელი – სამეცნიერო კვლევების შედეგები

Apple-ის ოფიციალურ მაღაზიებში iPad-ის უახლეს მოდელებზე წინასწარი შესყიდვები იწყება

„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ!