პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში რჩებათ ექიმებს პინცეტი და დოლბანდი პაციენტის მუცლის ღრუში - კოტე მათითაშვილი შემთხვევებზე და პრევენციაზე
რა შემთხვევაში რჩებათ ექიმებს პინცეტი და დოლბანდი პაციენტის მუცლის ღრუში - კოტე მათითაშვილი შემთხვევებზე და პრევენციაზე

ქი­რურ­გი­ის ის­ტო­რია არა­ერთ ისეთ ფაქტს იც­ნობს, როცა ოპე­რა­ცი­ის დროს მუც­ლის ღრუ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ჩარ­ჩე­ნია უცხო სხე­უ­ლე­ბი - პინ­ცე­ტი, მაკ­რა­ტე­ლი, ლან­ცე­ტი, დოლ­ბან­დი, მარ­ლის ტამ­პო­ნი და ხში­რად მათ ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე "უცხოვ­რი­ათ"... და რომ არა რა­ღაც მი­ზე­ზით გა­კე­თე­ბუ­ლი ექოს­კო­პია, ან ოპე­რა­ცია რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნო­ზე, მის არ­სე­ბო­ბას ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და.

რა­ტომ და რა მი­ზე­ზით ხდე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, ამა­ზე ექი­მი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი - კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. რეს­პონ­დენ­ტის თქმით, უცხო სხე­უ­ლით სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია - ცნო­ბი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უცხო სხე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ომში ტყვი­ის ან ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვის სა­ხით მოხ­ვედ­რი­ლა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნია ადა­მი­ანს.

თუმ­ცა, არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ უცხო სხე­უ­ლის ჩარ­ჩე­ნა ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რულ­დეს. მარ­ლამ ან სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტმა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფექ­ცია, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა, ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა და სიკ­ვდი­ლიც კი.

მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა კარ­გად იც­ნობს მსგავს შემ­თხვე­ვებს. მა­გა­ლი­თად, ვის­კონ­სი­ნის ჰოს­პი­ტალ­ში, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუც­ლის ღრუ­ში ქი­რურ­გი­უ­ლი რეტ­რაქ­ტო­რი ჩა­უ­ტო­ვეს.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 15-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი მე­ტა­ლის მომ­ჭე­რი დარ­ჩათ ექი­მებს მა­მა­კა­ცის ორ­გა­ნიზ­მში. ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კი ისაა, რომ ამ მა­მა­კა­ცის მუც­ლის ღრუ­ში მომ­ჭე­რი მე­ო­რედ დარ­ჩათ.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის საშ­ვი­ლოს­ნოს ამოკ­ვე­თის დროს სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნი ჩა­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ერთ მა­მა­კაცს კი გუ­ლის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მუც­ლის ღრუ­ში 5-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სკალ­პე­ლი და­უ­ტო­ვეს.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­და. 2 წლის გო­გო­ნას ნე­ნეს ოჯა­ხი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას ოპე­რა­ცი­ის არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს კლი­ნი­კა­ში ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რა დრო­საც სხე­ულ­ში დოლ­ბან­დი ჩა­უ­ტო­ვეს. ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებ­და, რომ დოლ­ბან­დი ფრან­გმა ექი­მებ­მა ბავ­შვის გაჭ­რის შემ­დეგ ღვიძლზე მიკ­რუ­ლი იპო­ვეს.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ოპე­რა­ცი­ი­სას ასე­თი ფაქ­ტე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რად­გან უკვე არ­სე­ბობს ნორ­მა­ტი­ვე­ბი, გზამ­კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ცი­ის (სა­შუ­ა­ლო თუ მსხვი­ლი მას­შტა­ბის) დროს სა­ო­პე­რა­ციო ექთა­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რაა ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, ვალ­დე­ბუ­ლია, მა­გი­და­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა (მარ­ლის სა­ფე­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის საშ­რო­ბი, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჭრი­ლო­ბა­ში სის­ხლის და სი­თხე­ე­ბის ამო­საშ­რო­ბად) რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დე, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ და­ით­ვა­ლოს. დათ­ვლა კი ოპე­რა­ცი­ის ბო­ლოს, მა­შინ უნდა მოხ­დეს, როცა ჭრი­ლო­ბა იხუ­რე­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა პირ­და­პირ ნაგ­ვის ურ­ნა­ში არ იყ­რე­ბა, არა­მედ სპე­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, სა­დაც სა­თა­ნა­დო პერ­სო­ნა­ლი დე­ტა­ლუ­რად და სა­თი­თა­ოდ ით­ვლის მა­გი­და­ზე და­წყო­ბი­ლი მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბას. სა­ო­პე­რა­ციო „ველ­ზე“ შე­ტა­ნი­ლი მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა ემ­თხვე­ო­დეს გა­დაყ­რილ და­ბინ­ძუ­რე­ბულ ან დარ­ჩე­ნილ, მა­გი­და­ზე გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ მა­სა­ლას. ამ ტაქ­ტი­კი­სა და წე­სე­ბის დაც­ვის პი­რო­ბებ­ში, შემ­თხვე­ვი­თო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გამო მოხ­დეს მსგავ­სი რამ. მა­გა­ლი­თად, ექი­მი სრუ­ლი­ად სხვა რა­ღა­ცა­ზე ფიქ­რობ­დეს, შვი­ლი ჰყავ­დეს ავად და ერთი ცალი ტამ­პო­ნი თვლა­ში გა­მო­ე­პა­როს. ასე­თი რამ ბუ­ნებ­რი­ვია. ეს ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­გორც თვითმფრი­ნავ­ში პი­ლოტ­მა და­ა­ცე­მი­ნოს და იმ დროს ღი­ლაკს არას­წო­რად და­ა­ჭი­როს ხელი, მძღოლს სათ­ვა­ლე ჩა­უ­ვარ­დეს ფე­ხებ­თან, ჩა­ი­ხე­დოს და იმ დროს ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­დეს - ეს ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს თუ მოხ­დე­ბა, ინ­სტიქ­ტუ­რად ხდე­ბა.

- ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ამ ყვე­ლა­ფერს ვინ აკონ­ტრო­ლებს?

- ამ პრო­ცესს სამი ადა­მი­ა­ნი აკონ­ტრო­ლებს - ქი­რურ­გი, სა­ო­პე­რა­ციო ექთა­ნი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს ით­ვლის და მე­სა­მე ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სტე­რი­ლურ ზო­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ გა­დაყ­რილ მა­სა­ლას სა­თა­ნა­დო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით გა­და­ა­ნა­წი­ლებს. ვი­მე­ო­რებ, ეს წესი და­ცუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა - სა­შუ­ა­ლო და დიდი მო­ცუ­ლო­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას.

თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ არ­სე­ბობ­დნენ ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წე­სებს არ იცა­ვენ და მხო­ლოდ ექთან­თან კი­თხვის დო­ნე­ზე შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან - ხომ არ გვაქვს ზედ­მე­ტი სალ­ფეტ­კი სად­მე ჩარ­ჩე­ნი­ლი? ასე­თი მიდ­გო­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ხან­და­ხან იმ ადა­მი­ა­ნურ შეც­დო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა დოლ­ბან­დის სხე­ულ­ში ჩა­ტო­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

- მსგავს ფაქ­ტებს მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კაც საკ­მა­რი­სად იც­ნობს...

- დიახ, ასეა. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში უამ­რა­ვი ასე­თი ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში პრო­ტო­კო­ლე­ბი­სა და წე­სე­ბის მიმ­დე­ვარ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა, ასე­თი რამ იქ ქი­რურ­გი­ის დიდ კო­რი­ფე­ებ­საც მოს­ვლი­ათ. თუ მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი არ არის, ხოლო თუ ექი­მი ნას­ვა­მია, ან ნა­ბა­ხუ­სე­ვი და ამის გამო რამე ხდე­ბა, ეს უკვე და­ნა­შა­უ­ლია.

არის კი­დევ გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია, როცა მა­გა­ლი­თად, მიმ­ღებ­ში რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 5-7 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ფორ­სმა­ჟო­რია, შე­საძ­ლოა, არ­ტე­რი­ი­დან სის­ხლიც ას­ხამ­დეს და ა.შ. ასეთ დატ­ვირ­თულ მდო­მა­რე­ო­ბა­ში მაკ­რა­ტე­ლი, პინ­ცე­ტი და ლან­ცე­ტი ჭრი­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა მოხ­ვდეს, მით უფრო, რომ ისი­ნი ქსო­ვი­ლებ­ში ად­ვი­ლად იმა­ლე­ბა.

- დათ­ვლის გარ­და თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე უსაფრ­თხო­ე­ბის ზომა, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი?

- არ­სე­ბობს ასე­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზომა - სა­ო­პე­რა­ციო მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბობს რენტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი მა­სა­ლა. ეს იგი­ვე დოლ­ბან­დე­ბია, რო­მე­ლე­ბიც ქი­რურ­გი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი დამ­ცა­ვი რენტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი ზოლი აქვს, რო­გორც დო­ლა­რის და ლა­რის კუ­პი­უ­რას. თუ ქი­რურგს ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ ყუ­რა­დღე­ბა გა­ებ­ნა და ვერ დათ­ვა­ლა, ან უბ­რა­ლოდ ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ სა­დღაც კუ­თხე­ში რა­ღაც ჩა­ტო­ვა, რენტგე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებს მის იქ არ­სე­ბო­ბას, რისი ამო­ღე­ბაც ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ჭრი­ლო­ბა გა­ი­კე­რე­ბა, თუ მას მერე?

- თუკი ეჭვი აქვს, რომ უცხო სხე­უ­ლი ჩარ­ჩა, ან ვთქვათ, ჭრი­ლო­ბა არ ხორ­ცდე­ბა, ან მუც­ლის ღრუ­ში რა­ღაც აბსცე­სი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მის მო­სა­ძებ­ნად ჭრი­ლო­ბის გახ­სნა არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რენტგე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვით გა­მოჩ­ნდე­ბა. თუ იქ არის, მერე უკვე ჭრი­ლო­ბა უნდა გა­იხ­სნას.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ქი­რურ­გე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არ მახ­სენ­დე­ბა, რომ მა­გის გამო რამე მომ­ხდა­რი­ყოს, უამ­რავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მუ­შა­ვია, მათ შო­რის, სა­ზღვარ­გა­რეთ და ასეთ ფაქტს მარ­თლა ვერ ვიხ­სე­ნებ.

- არც თქვენს პრაქ­ტი­კა­ში გქო­ნი­ათ მსგავ­სი რამ?

- ერთხელ მქონ­და, - პა­ტა­რა პრო­ცე­დუ­რის დროს მარ­ლის სა­ფე­ნი არ გა­და­ვა­კონ­ტრო­ლე და გა­და­ვა­ყო­ლე, თუმ­ცა დრო­უ­ლად მივ­ხვდი, შე­ვა­მოწ­მე და ჭრი­ლო­ბის კუ­თხე­ში პა­ტა­რა დოლ­ბან­დი მარ­თლაც იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი. ზე­და­პი­რუ­ლი ჭრი­ლო­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად კონ­ტრო­ლირ­დე­ბო­და - მუც­ლის ღრუ არ იყო და­ხუ­რუ­ლი. ესეც სიმ­ბო­ლუ­რია და ესეც იმას ნიშ­ნავს, რომ როცა ქი­რურ­გი სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან სხვა ოთახ­ში შე­დის, თავ­ში მუდ­მი­ვად უტ­რი­ა­ლებს, რო­გორ ჩა­ი­ა­რა პრო­ცე­დუ­რამ და რო­გორ იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტი. ეს არის სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რა შემთხვევაში რჩებათ ექიმებს პინცეტი და დოლბანდი პაციენტის მუცლის ღრუში - კოტე მათითაშვილი შემთხვევებზე და პრევენციაზე

რა შემთხვევაში რჩებათ ექიმებს პინცეტი და დოლბანდი პაციენტის მუცლის ღრუში - კოტე მათითაშვილი შემთხვევებზე და პრევენციაზე

ქირურგიის ისტორია არაერთ ისეთ ფაქტს იცნობს, როცა ოპერაციის დროს მუცლის ღრუში სამედიცინო პერსონალს ჩარჩენია უცხო სხეულები - პინცეტი, მაკრატელი, ლანცეტი, დოლბანდი, მარლის ტამპონი და ხშირად მათ ადამიანის სხეულში წლების განმავლობაში გართულებების გარეშე "უცხოვრიათ"... და რომ არა რაღაც მიზეზით გაკეთებული ექოსკოპია, ან ოპერაცია რომელიმე ორგანოზე, მის არსებობას ვერავინ გაიგებდა.

რატომ და რა მიზეზით ხდება მსგავსი ფაქტები, ამაზე ექიმი, პლასტიკური ქირურგი - კოტე მათითაშვილი გვესაუბრება. რესპონდენტის თქმით, უცხო სხეულით სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია - ცნობილია შემთხვევები, როცა უცხო სხეული ადამიანის ორგანიზმში ომში ტყვიის ან ყუმბარის ნამსხვრევის სახით მოხვედრილა და მთელი ცხოვრება ჰქონია ადამიანს.

თუმცა, არის საშიშროება, რომ უცხო სხეულის ჩარჩენა ფატალურადაც დასრულდეს. მარლამ ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია, შინაგანი სისხლდენა, ორგანოების დაზიანება, დამატებითი ოპერაციის საჭიროება და სიკვდილიც კი.

მსოფლიო მედიცინა კარგად იცნობს მსგავს შემთხვევებს. მაგალითად, ვისკონსინის ჰოსპიტალში, სიმსივნით დაავადებულ პაციენტს ოპერაციის დასრულების შემდეგ, მუცლის ღრუში ქირურგიული რეტრაქტორი ჩაუტოვეს.

კალიფორნიაში 15-სანტიმეტრიანი მეტალის მომჭერი დარჩათ ექიმებს მამაკაცის ორგანიზმში. ყველაზე გამაოგნებელი კი ისაა, რომ ამ მამაკაცის მუცლის ღრუში მომჭერი მეორედ დარჩათ.

ყოფილა შემთხვევა, როცა ამერიკელი პაციენტისთვის საშვილოსნოს ამოკვეთის დროს სამედიცინო ხელთათმანი ჩაუტოვებიათ, ერთ მამაკაცს კი გულის ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში 5-სანტიმეტრიანი სკალპელი დაუტოვეს.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც მოხდა. 2 წლის გოგონას ნენეს ოჯახი იაშვილის კლინიკას ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებდა. მათი ინფორმაციით, ბავშვს კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს. ოჯახი ამტკიცებდა, რომ დოლბანდი ფრანგმა ექიმებმა ბავშვის გაჭრის შემდეგ ღვიძლზე მიკრული იპოვეს.

კოტე მათითაშვილი გვეუბნება, რომ ოპერაციისას ასეთი ფაქტები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან უკვე არსებობს ნორმატივები, გზამკვლევები, რომელთა მიხედვით ნებისმიერი ოპერაციის (საშუალო თუ მსხვილი მასშტაბის) დროს საოპერაციო ექთანი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ოპერაციის მსვლელობისას, ვალდებულია, მაგიდაზე არსებული სახარჯი მასალა (მარლის საფენები, სხვადასხვა სახის საშრობი, რაც გამოიყენება ჭრილობაში სისხლის და სითხეების ამოსაშრობად) როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ დაითვალოს. დათვლა კი ოპერაციის ბოლოს, მაშინ უნდა მოხდეს, როცა ჭრილობა იხურება.

გამოყენებული მასალა პირდაპირ ნაგვის ურნაში არ იყრება, არამედ სპეციალურ სივრცეში, სადაც სათანადო პერსონალი დეტალურად და სათითაოდ ითვლის მაგიდაზე დაწყობილი მასალის რაოდენობას. საოპერაციო „ველზე“ შეტანილი მასალის რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს გადაყრილ დაბინძურებულ ან დარჩენილ, მაგიდაზე გამოუყენებელ მასალას. ამ ტაქტიკისა და წესების დაცვის პირობებში, შემთხვევითობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

"შესაძლოა, ადამიანური ფაქტორის გამო მოხდეს მსგავსი რამ. მაგალითად, ექიმი სრულიად სხვა რაღაცაზე ფიქრობდეს, შვილი ჰყავდეს ავად და ერთი ცალი ტამპონი თვლაში გამოეპაროს. ასეთი რამ ბუნებრივია. ეს ისევე შეიძლება მოხდეს, როგორც თვითმფრინავში პილოტმა დააცემინოს და იმ დროს ღილაკს არასწორად დააჭიროს ხელი, მძღოლს სათვალე ჩაუვარდეს ფეხებთან, ჩაიხედოს და იმ დროს ავტოავარია მოხდეს - ეს ადამიანური ფაქტორია, რომელსაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენს თუ მოხდება, ინსტიქტურად ხდება.

- ოპერაციის პროცესში ამ ყველაფერს ვინ აკონტროლებს?

- ამ პროცესს სამი ადამიანი აკონტროლებს - ქირურგი, საოპერაციო ექთანი, ვინც ამ ყველაფერს ითვლის და მესამე ადამიანია, რომელიც სტერილურ ზონაში არ იმყოფება, მაგრამ გადაყრილ მასალას სათანადო ინსტრუმენტებით გადაანაწილებს. ვიმეორებ, ეს წესი დაცული უნდა იყოს ყველა - საშუალო და დიდი მოცულობის ოპერაციების წარმოებისას.

თუმცა შეიძლება კიდევ არსებობდნენ ექიმები, რომლებიც ამ წესებს არ იცავენ და მხოლოდ ექთანთან კითხვის დონეზე შემოიფარგლებიან - ხომ არ გვაქვს ზედმეტი სალფეტკი სადმე ჩარჩენილი? ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ხანდახან იმ ადამიანურ შეცდომას ითვალისწინებს, რომელმაც შეიძლება დოლბანდის სხეულში ჩატოვება გამოიწვიოს.

- მსგავს ფაქტებს მსოფლიო სტატისტიკაც საკმარისად იცნობს...

- დიახ, ასეა. მაგალითად, აშშ-ში უამრავი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული და კვლავაც შეიძლება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა სამედიცინო პრაქტიკაში პროტოკოლებისა და წესების მიმდევარ ქვეყნად მიიჩნევა, ასეთი რამ იქ ქირურგიის დიდ კორიფეებსაც მოსვლიათ. თუ მხოლოდ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, დანაშაული არ არის, ხოლო თუ ექიმი ნასვამია, ან ნაბახუსევი და ამის გამო რამე ხდება, ეს უკვე დანაშაულია.

არის კიდევ გადაუდებელი სიტუაცია, როცა მაგალითად, მიმღებში რაღაც კატასტროფის შედეგად 5-7 დაზარალებულია, ფორსმაჟორია, შესაძლოა, არტერიიდან სისხლიც ასხამდეს და ა.შ. ასეთ დატვირთულ მდომარეობაში მაკრატელი, პინცეტი და ლანცეტი ჭრილობაში შესაძლოა მოხვდეს, მით უფრო, რომ ისინი ქსოვილებში ადვილად იმალება.

- დათვლის გარდა თუ არსებობს რაიმე უსაფრთხოების ზომა, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი ფაქტები?

- არსებობს ასეთი უსაფრთხოების ზომა - საოპერაციო მასალებში არსებობს რენტგენოკონტრასტული მასალა. ეს იგივე დოლბანდებია, რომელებიც ქირურგიაში გამოიყენება და თითოეულს თავისი დამცავი რენტგენოკონტრასტული ზოლი აქვს, როგორც დოლარის და ლარის კუპიურას. თუ ქირურგს ეჭვი შეეპარა, რომ ყურადღება გაებნა და ვერ დათვალა, ან უბრალოდ ეჭვი შეეპარა, რომ სადღაც კუთხეში რაღაც ჩატოვა, რენტგენოგრაფიული კვლევა მომენტალურად დაადასტურებს მის იქ არსებობას, რისი ამოღებაც ზიანის მიყენების გარეშეა შესაძლებელი.

- ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა გაიკერება, თუ მას მერე?

- თუკი ეჭვი აქვს, რომ უცხო სხეული ჩარჩა, ან ვთქვათ, ჭრილობა არ ხორცდება, ან მუცლის ღრუში რაღაც აბსცესი ჩამოყალიბდა. მის მოსაძებნად ჭრილობის გახსნა არ სჭირდება, ყველაფერი რენტგენოგრაფიული კვლევით გამოჩნდება. თუ იქ არის, მერე უკვე ჭრილობა უნდა გაიხსნას.

საბედნიეროდ, ჩემ გარშემო მყოფი ქირურგების ცხოვრებაში მსგავსი ფაქტები არ მახსენდება, რომ მაგის გამო რამე მომხდარიყოს, უამრავ საავადმყოფოში მიმუშავია, მათ შორის, საზღვარგარეთ და ასეთ ფაქტს მართლა ვერ ვიხსენებ.

- არც თქვენს პრაქტიკაში გქონიათ მსგავსი რამ?

- ერთხელ მქონდა, - პატარა პროცედურის დროს მარლის საფენი არ გადავაკონტროლე და გადავაყოლე, თუმცა დროულად მივხვდი, შევამოწმე და ჭრილობის კუთხეში პატარა დოლბანდი მართლაც იყო დატოვებული. ზედაპირული ჭრილობა გახლდათ, რომელიც მარტივად კონტროლირდებოდა - მუცლის ღრუ არ იყო დახურული. ესეც სიმბოლურია და ესეც იმას ნიშნავს, რომ როცა ქირურგი საოპერაციოდან სხვა ოთახში შედის, თავში მუდმივად უტრიალებს, როგორ ჩაიარა პროცედურამ და როგორ იქნება პაციენტი. ეს არის სწორედ პროფესიული ეთიკა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"