ავტორი:

შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის გაჩენაშია ბრალდებული

შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის გაჩენაშია ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გუშინ დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით ძიება და დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმაურებენ.

ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დიდ დიღომში საწყობი, სავარაუდოდ, განზრახ დაწვეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია.

VIDEO: გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ