მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა" - რას ამბობს სერგეენკო ქალზე, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულმა სიუჟეტმა "ფეისბუქი" მოიცვა
"სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა" - რას ამბობს სერგეენკო ქალზე, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულმა სიუჟეტმა "ფეისბუქი" მოიცვა

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, 7-შვი­ლი­ან დე­დას, ლალა ცინ­დე­ლი­ანს სა­მი­ნის­ტრომ ვა­ზი­ან­ში ორი ბინა გა­დას­ცა, თუმ­ცა იგი გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო იქ გა­დას­ვლას ვერ ახერ­ხებს.

მი­ნის­ტრი ტე­ლე­ე­თე­რით აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­სულ სი­უ­ჟეტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და დას­ძი­ნა, რომ სა­კი­თხი ცალ­მხრი­ვად იყო გა­შუ­ქე­ბუ­ლი და მათ უწყე­ბას ამ თე­მა­ზე გა­სარ­კვე­ვად არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბია.

"სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლი იყო, რომ 7 შვი­ლის დე­დას მარ­თლაც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ზე მარ­თლაც ძა­ლი­ან შემ­ტკი­ვა გული. ის, რაც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ა­კე­თა ამ ოჯა­ხის­თვის, სრუ­ლად ვერ უგ­ვა­რებს პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ ამ ოჯახს სა­ხელ­მწი­ფომ გა­დას­ცა ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ადა­მი­ა­ნი ვერ ახერ­ხებს იქ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბას, რათა სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დეს. ეს არის ერ­თო­თა­ხი­ა­ნი და სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბი. მას ეს ბი­ნე­ბი ერთი წლის წინ გა­და­ე­ცა. ისე არ უნდა ჩან­დეს, რომ ჩვენ გულ­ქვა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და არ გვა­დარ­დებს ადა­მი­ა­ნის ბედი. იქ­ნებ თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­ზე უფრო მეტი აღ­ქმა მქონ­დეს ტკი­ვი­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბის, რად­გან ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ლალა ცინ­დე­ლი­ა­ნის მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე სი­უ­ჟე­ტი გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი ამ­ბა­ვი "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა.

VIDEO: "უსახ­ლკა­რო ქალს", რომ­ლის ის­ტო­რი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა, თბი­ლის­ში ორი ბინა აღ­მო­აჩ­ნდა, რას ამ­ბობს ლალა ცინ­დე­ლი­ა­ნი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა" - რას ამბობს სერგეენკო ქალზე, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულმა სიუჟეტმა "ფეისბუქი" მოიცვა

"სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა" - რას ამბობს სერგეენკო ქალზე, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე გასულმა სიუჟეტმა "ფეისბუქი" მოიცვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 7-შვილიან დედას, ლალა ცინდელიანს სამინისტრომ ვაზიანში ორი ბინა გადასცა, თუმცა იგი გარკვეული პრობლემების გამო იქ გადასვლას ვერ ახერხებს.

მინისტრი ტელეეთერით აღნიშნულ საკითხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და დასძინა, რომ საკითხი ცალმხრივად იყო გაშუქებული და მათ უწყებას ამ თემაზე გასარკვევად არავინ დაკავშირებია.

"სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ასახული იყო, რომ 7 შვილის დედას მართლაც უმძიმეს პირობებში უწევდა ცხოვრება. ამ შემთხვევაზე მართლაც ძალიან შემტკივა გული. ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა ამ ოჯახისთვის, სრულად ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ ამ ოჯახს სახელმწიფომ გადასცა ორი საცხოვრებელი ამ ბოლო პერიოდში. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს იქ კომუნიკაციის მოგვარებას, რათა საცხოვრებლად გადავიდეს. ეს არის ერთოთახიანი და სამოთახიანი ბინები. მას ეს ბინები ერთი წლის წინ გადაეცა. ისე არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ გულქვა ადამიანები ვართ და არ გვადარდებს ადამიანის ბედი. იქნებ თითოეულ თქვენგანზე უფრო მეტი აღქმა მქონდეს ტკივილისა და ადამიანის გაჭირვების, რადგან ნახევარი ცხოვრება პაციენტების მკურნალობაში მაქვს გატარებული", - განაცხადა მინისტრმა.

ლალა ცინდელიანის მძიმე პირობებში ცხოვრებაზე სიუჟეტი გადაცემა "პროფილში" გავიდა და მას შემდეგ მისი ამბავი "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

VIDEO: "უსახლკარო ქალს", რომლის ისტორიამ სოციალური ქსელი მოიცვა, თბილისში ორი ბინა აღმოაჩნდა, რას ამბობს ლალა ცინდელიანი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ