ავტორი:

"მთელი გზა ტიროდა, ისე გაუხარდაო" -  მესტიაში სასტუმროს მეპატრონემ ჩინელ ტურისტს დაკარგული ფული დაუბრუნა

"მთელი გზა ტიროდა, ისე გაუხარდაო" -  მესტიაში სასტუმროს მეპატრონემ ჩინელ ტურისტს დაკარგული ფული დაუბრუნა

მესტიაში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ ჩინელი ტურისტის საფულე იპოვა, სადაც დიდი ოდენობის თანხა, სახელფასო ბარათი და პირადობის მოწმობა იყო. ჯაფარიძე Ambebi.ge-ს უყვება, რომ ჩინელ ტურისტს ხვალ ელოდება, რათა თავისი კუთვნილი ნივთები გადასცეს.

"ოთახს ვალაგებდი, როდესაც საფულე აღმოვაჩინე. სამი სტუმარი მყავდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთს საფულე დარჩა, რომელშიც დიდი რაოდენობის თანხა იდო. დალაგების დროს რაღაცეები გადავყარე, მასთან ერთად ტურისტის მიერ საქრთველოში აღებული სატელეფონო ნომერიც. თუმცა საფულის პოვნის შემდეგ, მივბრუნდი და გადაგდებული ნომერი ნაგვიდან ამოვიტანე, რათა მისთვის დაკარგული ნივთების შესახებ მეცნობებინა. დავრეკე ნომერზე... ვერ ავუხსენი კარგად, არც მან იცოდა კარგად ინგლისური. შემდეგ ახლობელს გადავუგზავნე ნომერი და ვთხოვე, რომ სიტუაციაში გაერკვია. როგორც მითხრეს, მთელი გზა ტიროდა, ისე გაუხარდაო. მან ხომ არ იცოდა, სად ჰქონდა დარჩენილი საფულე. დღეს ველოდებოდი, მაგრამ როგორც მითხრეს, ხვალ მოვა და კუთვნილ ნივთებს წაიღებს", - თქვა მზიური ჯაფარიძე. 62 წლის მზიური ჯაფარიძეს მესტიაში ხუთ წელზე მეტია საოჯახო სასტუმრო აქვს.

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, ახლა 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები" - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ