პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ..." - გაიცანით მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს
"არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ..." - გაიცანით მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს

დიდ დი­ღომ­ში სა­წყო­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც ძლი­ე­რი ხან­ძა­რი იყო, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად ორი ლეკ­ვიც გა­და­არ­ჩი­ნეს. ემო­ცი­ური ფო­ტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რმა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გა­ირ­კვა ლეკ­ვებს პატ­რო­ნი მალე გა­მო­უჩ­ნდა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი მას უვ­ნებ­ლად ჩა­ა­ბა­რეს.

Ambebi.ge იმ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს ესა­უბ­რა, რო­მელ­თა ამ­ბავ­მა და ფო­ტომ "ფე­ის­ბუ­ქი" მო­იც­ვა:

ემ­ზარ გო­გა­ვა, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

- ად­გილ­ზე ძა­ლი­ან დიდი ხან­ძა­რი დაგ­ვხვდა. ამას ემა­ტე­ბო­და ისიც, რომ ძლი­ე­რი ქარი იყო, რაც ცე­ცხლს აძ­ლი­ე­რებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სა­ა­თი ცე­ცხლის მა­ღა­ლი კე­რე­ბის ჩაქ­რო­ბა გვი­წევ­და. შე­ნო­ბი­დან ერთი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. რო­დე­საც ხან­ძრის მთა­ვა­რი კე­რე­ბი ჩა­ვაქ­რეთ, იქ ერთი პა­ტა­რა ლეკ­ვი შევ­ნიშ­ნეთ, კუ­თხე­ში იყო მი­ყუ­ჟუ­ლი და ტი­რო­და... ხან­ძრის ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ჩანს ერთი ად­გი­ლი, სა­დაც ბი­ჭე­ბი ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ კე­დელს ჭრი­ან, იქ იყო ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის მე­ო­რე კერა და მე­ო­რე ლეკ­ვი სწო­რედ იქ ვი­პო­ვეთ... ორი­ვე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყო, სა­ცო­და­ვად კუ­თხე­ში იყ­ვნენ მი­ყუ­ჟუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი წკმუ­ტუ­ნებ­დნენ...

- ლეკ­ვე­ბის დედა იქ არ იყო?

- დედა ლეკ­ვე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ხან­ძრის კე­რის შუ­ა­ში ვი­პო­ვეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხან­ძრის გამო და­იბ­ნა, შვი­ლებს ვერ მი­აგ­ნო, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა არ და­ტო­ვა, რად­გან შვი­ლე­ბი იქვე ეგუ­ლე­ბო­და... აქამ­დე ძაღ­ლის ასე­თი მე­ტყვე­ლი სახე და თვა­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს. ფაქ­ტობ­რი­ვად, დაგ­ვი­ნა­ხა თუ არა მიშ­ვე­ლე­თო, გვი­თხრა... სი­ტყვე­ბი აღარ იყო სა­ჭი­რო... სა­ბე­დი­ე­როდ, ისიც და­უ­ზი­ა­ნებ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ძა­ლი­ან მინ­დო­და სახ­ლში წა­მეყ­ვა­ნა, ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­საც უნ­დო­დათ, მაგ­რამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, სამ­სა­ხურ­ში წაგ­ვეყ­ვა­ნა. მალე პატ­რო­ნიც გა­მოჩ­ნდა და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ მათი ლეკ­ვე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ...

მე­რაბ ქო­ბე­საშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

- ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ძლი­ე­რი ცე­ცხლი დაგ­ვხდა. საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რა­თი იყო, კი­დევ კარ­გი ხალ­ხი არ იყო, თო­რემ პა­ნი­კა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და... რო­დე­საც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გა­დავ­ლა­ხეთ, კუ­თხე­ში პა­ტა­რა ლეკ­ვი შევ­ნიშ­ნეთ, ერთს ფეხი აკ­ლდა, ანუ სამი ფე­ხით და­ბა­დე­ბუ­ლა. ბავ­შვი­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. მი­უდ­გო­მელ ად­გი­ლას, ხან­ძრის კე­რას­თან ახ­ლოს იყო და დრო­უ­ლად რომ არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით, დიდი ალ­ბა­თო­ბით და­იწ­ვე­ბო­და. ჯერ ვცა­დე შო­რი­დან მო­მეხ­მო, მაგ­რამ ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, ვერ ინ­ძრე­ო­და. შემ­დეგ ახ­ლოს მი­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, ბავ­შვი­ვით ტი­რო­და...

მივ­ხვდით, რომ იქვე ახ­ლოს დე­და­ლი ძაღ­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თან თა­ნამ­შრო­მელ­მა თქვა, დიდი ძაღ­ლის ყე­ფის ხმაც მეს­მო­დაო. ხან­ძრის სივ­რცე­ში უფრო ღმრად რომ შე­ვე­დით, დე­დაც შევ­ნიშ­ნეთ. საკ­მა­ოდ დიდი ცხო­ვე­ლია და შე­მე­შინ­და, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ იყოს და არ მი­კ­ბი­ნოს-მეთ­ქი. თუმ­ცა ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, შე­ვამ­ჩნიე, ძა­ლი­ან სა­ცო­და­ვი სახე ჰქონ­და. რა­ღაც ყუ­თი­ვით იდგა და იმა­ში იყო შემ­ძვრა­ლი, ავა­ყი­რა­ვეთ და ისე გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. შეღ­რე­ნა კი არა, ურე­აქ­ცი­ოდ იყო.

- სა­დღაც მა­მა­ლი ძაღ­ლიც იპო­ვეთ არა?

- დიახ, მას შემ­დეგ, რაც დე­და­ლი ვი­პო­ვეთ მა­საც მი­ვა­გე­ნით. მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად შე­ი­ყა­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დით მათ რე­აქ­ცი­ებს, არ მე­გო­ნა, თუ ძაღ­ლებს ჩა­ხუ­ტე­ბა შე­ეძ­ლოთ. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით გა­მო­ხა­ტავ­დნენ... ასე­თი რამ პირ­ვე­ლად ვნა­ხე და მე­გო­ნა რა­ღაც ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით.

ავტორი:

"არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ..." - გაიცანით მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს

"არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ..." - გაიცანით მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს

დიდ დიღომში საწყობის ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარი იყო, მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქესთან ერთად ორი ლეკვიც გადაარჩინეს. ემოციური ფოტო სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. როგორც გაირკვა ლეკვებს პატრონი მალე გამოუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ოთხფეხა მეგობრები მას უვნებლად ჩააბარეს.

Ambebi.ge იმ მეხანძრე-მაშველებს ესაუბრა, რომელთა ამბავმა და ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა:

ემზარ გოგავა, მეხანძრე-მაშველი:

- ადგილზე ძალიან დიდი ხანძარი დაგვხვდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ძლიერი ქარი იყო, რაც ცეცხლს აძლიერებდა. დაახლოებით 4-5 საათი ცეცხლის მაღალი კერების ჩაქრობა გვიწევდა. შენობიდან ერთი ადამიანი გამოვიყვანეთ. საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. როდესაც ხანძრის მთავარი კერები ჩავაქრეთ, იქ ერთი პატარა ლეკვი შევნიშნეთ, კუთხეში იყო მიყუჟული და ტიროდა... ხანძრის ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ერთი ადგილი, სადაც ბიჭები ცეცხლმოკიდებულ კედელს ჭრიან, იქ იყო ხანძრის გავრცელების მეორე კერა და მეორე ლეკვი სწორედ იქ ვიპოვეთ... ორივე ძალიან საყვარელი იყო, საცოდავად კუთხეში იყვნენ მიყუჟული და შეშინებული წკმუტუნებდნენ...

- ლეკვების დედა იქ არ იყო?

- დედა ლეკვების გამოყვანის შემდეგ, ხანძრის კერის შუაში ვიპოვეთ. სავარაუდოდ, ხანძრის გამო დაიბნა, შვილებს ვერ მიაგნო, მაგრამ იქაურობა არ დატოვა, რადგან შვილები იქვე ეგულებოდა... აქამდე ძაღლის ასეთი მეტყველი სახე და თვალები არ მინახავს. ფაქტობრივად, დაგვინახა თუ არა მიშველეთო, გვითხრა... სიტყვები აღარ იყო საჭირო... საბედიეროდ, ისიც დაუზიანებლად გამოვიყვანეთ. ძალიან მინდოდა სახლში წამეყვანა, ჩემს თანამშრომლებსაც უნდოდათ, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სამსახურში წაგვეყვანა. მალე პატრონიც გამოჩნდა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ მათი ლეკვები გადავარჩინეთ...

მერაბ ქობესაშვილი, მეხანძრე-მაშველი:

- ადგილზე მისულებს ძლიერი ცეცხლი დაგვხდა. საკმაოდ მძიმე სურათი იყო, კიდევ კარგი ხალხი არ იყო, თორემ პანიკა გარდაუვალი იქნებოდა... როდესაც მთავარი პრობლემა გადავლახეთ, კუთხეში პატარა ლეკვი შევნიშნეთ, ერთს ფეხი აკლდა, ანუ სამი ფეხით დაბადებულა. ბავშვივით შეშინებული იყო. მიუდგომელ ადგილას, ხანძრის კერასთან ახლოს იყო და დროულად რომ არ მივსულიყავით, დიდი ალბათობით დაიწვებოდა. ჯერ ვცადე შორიდან მომეხმო, მაგრამ ისეთი შეშინებული იყო, ვერ ინძრეოდა. შემდეგ ახლოს მივედი და დავინახე, ბავშვივით ტიროდა...

მივხვდით, რომ იქვე ახლოს დედალი ძაღლიც უნდა ყოფილიყო. თან თანამშრომელმა თქვა, დიდი ძაღლის ყეფის ხმაც მესმოდაო. ხანძრის სივრცეში უფრო ღმრად რომ შევედით, დედაც შევნიშნეთ. საკმაოდ დიდი ცხოველია და შემეშინდა, გაღიზიანებული არ იყოს და არ მიკბინოს-მეთქი. თუმცა ახლოს რომ მივედი, შევამჩნიე, ძალიან საცოდავი სახე ჰქონდა. რაღაც ყუთივით იდგა და იმაში იყო შემძვრალი, ავაყირავეთ და ისე გამოვიყვანეთ. შეღრენა კი არა, ურეაქციოდ იყო.

- სადღაც მამალი ძაღლიც იპოვეთ არა?

- დიახ, მას შემდეგ, რაც დედალი ვიპოვეთ მასაც მივაგენით. მთელი ოჯახი ერთად შეიყარა, გაოცებული ვუყურებდით მათ რეაქციებს, არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ. ერთმანეთის მიმართ სითბოსა და სიყვარულს ადამიანებივით გამოხატავდნენ... ასეთი რამ პირველად ვნახე და მეგონა რაღაც ფილმს ვუყურებდით.

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა