სამართალი
პოლიტიკა

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში
"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში

21 მარ­ტი­დან ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­მო­ვა "მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი", რო­მე­ლიც მკი­თხველს მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ფოლკ­ლორ­ში ამოგ­ზა­უ­რებს. ამ ახა­ლი სე­რი­ით გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L“ ეხ­მი­ა­ნე­ბა მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რეს­სა და სურ­ვილს, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ხალ­ხე­ბის სიბ­რძნე­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის სა­ხით ვრცელ­დე­ბო­და.

„მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ზღაპ­რე­ბი, თქმუ­ლე­ბე­ბი, იგა­ვე­ბი, ბა­ლა­დე­ბი მკი­თხველ­თა ყვე­ლა თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო და რჩე­ბა დღემ­დე. ეს ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი რე­ლიკ­ვი­აა, რო­მე­ლიც მი­მობ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში, არ­ქი­ვებ­სა და სა­ცა­ვებ­ში. დღეს ამ­გვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ არ­სე­ბობს და, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თგვა­რი სი­ცა­რი­ე­ლეა ამ მხრივ წიგ­ნის ბა­ზარ­ზეც. ამის შე­სა­ხებ გა­მუდ­მე­ბით გვწერ­დნენ მკი­თხვე­ლე­ბიც და სწო­რედ ამან დაგ­ვა­ფიქ­რა ახა­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სე­რი­ის შექ­მნა­ზე.

ამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმას არ­ცთუ მცი­რე შრო­მა დას­ჭირ­და. და­ვი­წყეთ მო­ძი­ე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის­თვის თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო უმუ­შა­ვი­ათ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის შემ­ცველ წყა­რო­ებ­ზე, უთარ­გმნი­ათ ან და­უ­მუ­შა­ვე­ბი­ათ მსგავ­სი ტექ­სტე­ბი. ჩვე­ნი რე­დაქ­ტო­რე­ბი გულ­დას­მით არ­ჩე­ვენ და ახა­რის­ხე­ბენ ამ ტექ­სტებს, რათა ჩვე­ნი ახა­ლი სე­რია თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რო­გორც უფ­რო­სი თა­ო­ბის, ისე ახალ­გაზ­რდა და მო­ზარ­დი მკი­თხვე­ლის­თვის,” - ყვე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ანა კო­პა­ძე.

რო­გორც ანა აღ­ნიშ­ნავს, სე­რი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ტო­მის "ასუ­რუ­ლი ზღაპ­რე­ბის" ყდა­ზე ძვე­ლა­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შვე­დუ­რი ზღაპ­რე­ბის, რო­მელ­საც ასე­ვე მალე მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი, ყდა შვე­დე­თის დრო­შის ფერი იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი" ორ ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში

"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში

21 მარტიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად ორ კვირაში ერთხელ გამოვა "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები", რომელიც მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა “პალიტრა L“ ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს, ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხების სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრები, თქმულებები, იგავები, ბალადები მკითხველთა ყველა თაობის ინტერესის საგანი იყო და რჩება დღემდე. ეს ერთგვარი კულტურული რელიკვიაა, რომელიც მიმობნეულია სხვადასხვა გამოცემაში, არქივებსა და საცავებში. დღეს ამგვარი ლიტერატურა, ერთად თავმოყრილი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და, შესაბამისად, ერთგვარი სიცარიელეა ამ მხრივ წიგნის ბაზარზეც. ამის შესახებ გამუდმებით გვწერდნენ მკითხველებიც და სწორედ ამან დაგვაფიქრა ახალი, შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი სერიის შექმნაზე.

ამ იდეის ხორცშესხმას არცთუ მცირე შრომა დასჭირდა. დავიწყეთ მოძიება იმ ადამიანების, რომლებსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემისთვის თუ პროფესიული ინტერესის გამო უმუშავიათ ამ ლიტერატურის შემცველ წყაროებზე, უთარგმნიათ ან დაუმუშავებიათ მსგავსი ტექსტები. ჩვენი რედაქტორები გულდასმით არჩევენ და ახარისხებენ ამ ტექსტებს, რათა ჩვენი ახალი სერია თანაბრად საინტერესო იყოს, როგორც უფროსი თაობის, ისე ახალგაზრდა და მოზარდი მკითხველისთვის,” - ყვება გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტების მენეჯერი ანა კოპაძე.

როგორც ანა აღნიშნავს, სერიაში გამოცემული წიგნების ყდებზე დატანილი იქნება სიმბოლო, რომელიც კონკრეტული ხალხის კულტურისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, კრებულის პირველი ტომის "ასურული ზღაპრების" ყდაზე ძველასურული ორნამენტებია გამოყენებული. შვედური ზღაპრების, რომელსაც ასევე მალე მიიღებს მკითხველი, ყდა შვედეთის დროშის ფერი იქნება. მისივე თქმით, "ქართული ხალხური ზღაპრები" ორ ტომად გამოიცემა.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა