მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ტელეშოუს "წყევლა" - "უკანასკნელი გმირის" 9 მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის დეცლი და ჟანა ფრისკე
რუსული ტელეშოუს "წყევლა" - "უკანასკნელი გმირის" 9 მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის დეცლი და ჟანა ფრისკე

ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა მა­რია ბუ­ტირსკა­ი­ამ რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზე, რომ მომ­ღე­რა­ლი იუ­ლია ნა­ჩა­ლო­ვა, რო­მე­ლიც 2019 წლის მარ­ტში გარ­და­იც­ვა­ლა, ტე­ლეპ­რო­ექ­ტში „უკა­ნას­კნე­ლი გმი­რი“ მომ­ღე­რალ ჟანა ფრის­კეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფრის­კე სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე წლის წინ.

38 წლის იუ­ლია ნა­ჩა­ლო­ვა კი გარ­დაც­ვა­ლებ­მა­დე რამ­დე­ნი­მე დღე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ღე­რალს მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და შაქ­რის დონე მკვეთ­რად და­ე­ცა, თუმ­ცა ამას თან ერ­თვო­და პო­დაგ­რა ფეხ­ზე, რომ­ლი­თაც ბოლო 8 წელი იტან­ჯე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მკერ­დის 2007 წელს პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ი­დან და­ი­წყო, როცა მას ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და და სის­ხლი მო­ე­წამ­ლა.

იუ­ლია ნა­ჩა­ლო­ვა

რაც შე­ე­ხე­ბა „უკა­ნას­კნე­ლი გმირს“, შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კა­რი­ბის ზღვა­ში, კუნ­ძულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. Gazeta.ru წერს, რომ გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა აფრ­თხი­ლებ­და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ ადრე ტე­რი­ტო­რია მა­ი­ას ტომს ეკუთ­ვნო­და. მათი თქმით, კუნ­ძულ­ზე გა­და­ღე­ბე­ბი და კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბი სუ­ლებს გა­ნა­რის­ხებ­და.

პირ­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მათ შო­რის, ვინც ტე­ლე­შო­უს გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, პრო­დი­უ­სე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სერ­გეი სუ­პო­ნე­ვი იყო, რო­მე­ლიც ახა­ლი პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი იყო. 2001 წელს „უკა­ნას­კნე­ლი გმი­რის“ ეთერ­ში გას­ვლი­დან 1 თვე­ში ის მდი­ნა­რე ვოლ­გა­ზე და­ი­ღუ­პა.

სერ­გეი სუ­პო­ნე­ვი

მის შემ­დეგ, ასე­ვე, გარ­და­იც­ვა­ლა პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი სერ­გეი ბოდ­რო­ვი, ამა­ვე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე სერ­გეი სა­კი­ნი კი 2017 წელს სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის 24 ნო­ემ­ბერს ქა­ლაქ მიშ­კი­ნი­დან მოს­კო­ვის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, რა დრო­საც გა­უ­ჩი­ნარ­და. ცხე­და­რი თოვ­ლის გად­ნო­ბის შემ­დეგ, მომ­დევ­ნო წლის მა­ის­ში იპო­ვეს, იმ ად­გი­ლი­დან 50 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, სა­დაც მა­მა­კა­ცი ბო­ლოს ნა­ხეს. სა­კი­ნის ნივ­თე­ბი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო, სხე­ულს კი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ ჰქონ­და.

სერ­გეი სა­კი­ნი

მომ­ღე­რალ­მა ჟანა ფრის­კემ, რო­მე­ლიც ნა­ჩა­ლო­ვას­თან ერ­თად „უკა­ნას­კნე­ლი გმი­რის“ მე­ო­თხე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის შე­სა­ხებ ორ­სუ­ლო­ბის დროს შე­ი­ტყო. მომ­ღე­რალ­მა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი აშშ-სა და რუ­სეთ­ში გა­ი­ა­რა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ - ის 2015 წლის 15 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა.

ჟანა ფრის­კე

2018 წლის იან­ვარ­ში ასე­ვე მე­ო­თხე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, იანა ვოლ­კო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ის 55 წლის იყო. ახ­ლობ­ლებ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ და­ა­სა­ხე­ლეს.

ნა­ჩა­ლო­ვას­თან, ფრის­კე­სა და ვოლ­კო­ვას­თან ერ­თად ამა­ვე სე­ზონ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რე­პე­რი კი­რილ ტოლ­მაც­კი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა დეც­ლის ფსევ­დო­ნი­მით იც­ნობ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ 2019 წლის და­სა­წყის­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. კერ­ძო კლუბ­ში გა­მარ­თუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ ტოლ­მაც­კი საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­ვი­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ფით­რდა, ჩაჯ­და სა­ვარ­ძელ­ში და სუნ­თქვა შე­წყვი­ტა.

რე­პე­რის მა­მის თქმით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჰი­პერტრო­ფი­კუ­ლი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია გახ­და, რა­საც ექი­მე­ბი გაკ­ვე­თის შემ­დეგ ად­გე­ნენ ხოლ­მე.

დეც­ლი

ასე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ მე­სა­მე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბი ვერა გლა­გო­ლე­ვა და მუ­სი­კო­სი კრის კელ­მი. გლა­გო­ლე­ვა 2017 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სიმ­სივ­ნით, ბა­დენ-ბა­დენ­ში. კრის კელ­მის ცხე­და­რი კი მოს­კო­ვის ოლ­ქში, მის­სა­ვე სახ­ლში 2019 წლის 1 იან­ვარს იპო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რუსული ტელეშოუს "წყევლა" - "უკანასკნელი გმირის" 9 მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის დეცლი და ჟანა ფრისკე

რუსული ტელეშოუს "წყევლა" - "უკანასკნელი გმირის" 9 მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის დეცლი და ჟანა ფრისკე

ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონმა მარია ბუტირსკაიამ რუსულ მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მომღერალი იულია ნაჩალოვა, რომელიც 2019 წლის მარტში გარდაიცვალა, ტელეპროექტში „უკანასკნელი გმირი“ მომღერალ ჟანა ფრისკესთან ერთად მონაწილეობდა. ფრისკე სიმსივნის დიაგნოზით დაიღუპა რამდენიმე წლის წინ.

38 წლის იულია ნაჩალოვა კი გარდაცვალებმადე რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომღერალს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი მკერდის 2007 წელს პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო, როცა მას ინფექცია განუვითარდა და სისხლი მოეწამლა.

იულია ნაჩალოვა

რაც შეეხება „უკანასკნელი გმირს“, შოუს მონაწილეები კარიბის ზღვაში, კუნძულზე ცხოვრობდნენ. Gazeta.ru წერს, რომ გადაღებების დაწყებამდე ადგილობრივი მოსახლეობა აფრთხილებდა ორგანიზატორებს, რომ ადრე ტერიტორია მაიას ტომს ეკუთვნოდა. მათი თქმით, კუნძულზე გადაღებები და კოსტიუმირებული თამაშები სულებს განარისხებდა.

პირველი გარდაცვლილი მათ შორის, ვინც ტელეშოუს გადაღებაში მონაწილეობდა, პროდიუსერი და ტელეწამყვანი სერგეი სუპონევი იყო, რომელიც ახალი პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო. 2001 წელს „უკანასკნელი გმირის“ ეთერში გასვლიდან 1 თვეში ის მდინარე ვოლგაზე დაიღუპა.

სერგეი სუპონევი

მის შემდეგ, ასევე, გარდაიცვალა პირველი სეზონის წამყვანი, მსახიობი სერგეი ბოდროვი, ამავე სეზონის მონაწილე სერგეი საკინი კი 2017 წელს სრულიად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის 24 ნოემბერს ქალაქ მიშკინიდან მოსკოვისკენ მიემგზავრებოდა, რა დროსაც გაუჩინარდა. ცხედარი თოვლის გადნობის შემდეგ, მომდევნო წლის მაისში იპოვეს, იმ ადგილიდან 50 მეტრის მოშორებით, სადაც მამაკაცი ბოლოს ნახეს. საკინის ნივთები ხელუხლებელი იყო, სხეულს კი ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა.

სერგეი საკინი

მომღერალმა ჟანა ფრისკემ, რომელიც ნაჩალოვასთან ერთად „უკანასკნელი გმირის“ მეოთხე სეზონში მონაწილეობდა, თავის ტვინის სიმსივნის შესახებ ორსულობის დროს შეიტყო. მომღერალმა მკურნალობის კურსი აშშ-სა და რუსეთში გაიარა, თუმცა უშედეგოდ - ის 2015 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა.

ჟანა ფრისკე

2018 წლის იანვარში ასევე მეოთხე სეზონის გამარჯვებულის, იანა ვოლკოვას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, ის 55 წლის იყო. ახლობლებმა გარდაცვალების მიზეზი არ დაასახელეს.

ნაჩალოვასთან, ფრისკესა და ვოლკოვასთან ერთად ამავე სეზონში იღებდა მონაწილეობას რეპერი კირილ ტოლმაცკი, რომელსაც საზოგადოება დეცლის ფსევდონიმით იცნობდა. მისი გარდაცვალების შესახებ 2019 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. კერძო კლუბში გამართული წარმოდგენის შემდეგ ტოლმაცკი საგრიმიოროში შევიდა, მოულოდნელად გაფითრდა, ჩაჯდა სავარძელში და სუნთქვა შეწყვიტა.

რეპერის მამის თქმით, გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტროფიკული კარდიომიოპათია გახდა, რასაც ექიმები გაკვეთის შემდეგ ადგენენ ხოლმე.

დეცლი

ასევე გარდაიცვალნენ მესამე სეზონის მონაწილეები, მსახიობი ვერა გლაგოლევა და მუსიკოსი კრის კელმი. გლაგოლევა 2017 წელს გარდაიცვალა სიმსივნით, ბადენ-ბადენში. კრის კელმის ცხედარი კი მოსკოვის ოლქში, მისსავე სახლში 2019 წლის 1 იანვარს იპოვეს.