კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული“ - კამპანია, რომელმაც ქართველი ხელოვანები გააერთიანა
"ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული“ - კამპანია, რომელმაც ქართველი ხელოვანები გააერთიანა

„არა ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ას“ - ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ოკუ­პა­ცი­ის მი­მართ არის მი­მარ­თუ­ლი. რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რუ­სე­თი ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლოს და ამის­თვის ზე­წო­ლი­სა და ცი­ხის შიგ­ნი­დან გა­ტეხ­ვის მე­თო­დებ­საც კი მი­მარ­თავს. კამ­პა­ნი­ით „არა ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ას“ ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი და კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ხე­ლო­ვა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბის მცდე­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

საფრ­თხე საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას მხარს უჭერს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ავ­ტო­რი.

მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე, მუ­სი­კო­სი: „ვაპ­რო­ტეს­ტებ ყვე­ლა­ნა­ირ ოკუ­პა­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩემი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდე­გაა მო­მარ­თუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ვუ­ჭერ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას. არა­ფერს ცვლის ის ფაქ­ტი, რომ რუ­სეთ­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და იქ ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც. თუ შე­ვამ­ჩნიე, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბიც იჭ­რე­ბი­ან ჩემი ქვეყ­ნის უფ­ლე­ბებ­ში, მათ წი­ნა­აღ­მდე­გაც კი წა­ვალ. ჩემს ბი­ნა­ში ხომ არ შე­მო­ვუშ­ვებ მე­ზო­ბელს და ხომ არ მივ­ცემ მისი წე­სე­ბის და­წე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ჰოდა, რა­ტომ უნდა მივ­ცეთ რუ­სეთს ამის უფ­ლე­ბა? ეს ხომ არ არის ქარ­თვე­ლი­სა და რუ­სის ნამ­ღე­რის შე­ფა­სე­ბა და ამა­ზე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა? სულ სხვა შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე და პრო­ტესტს სხვა სა­ფუძ­ვე­ლი და მი­ზე­ზე­ბი აქვს. თან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია მშვე­ნივ­რად მუ­შა­ობს და რა უფ­ლე­ბა აქვს რუ­სეთს, რომ ჩა­ე­რი­ოს? რუ­სეთს კი არა, არც ერთ ქვე­ყა­ნას არ აქვს ამის უფ­ლე­ბა. მე ყო­ველ­თვის ჩემი ქვეყ­ნის მხა­რეს ვიქ­ნე­ბი. ვინც რუ­სეთს უჭერს მხარს, იმ ხალ­ხა­საც მინ­და ვუ­თხრა, რომ და­ფიქ­რდნენ, დღეს აი­ღე­ბენ გარ­კვე­ულ თან­ხას და ხვალ აღა­რა­ფე­რი ექ­ნე­ბათ, ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ღირ­სე­ბა კი ისე­თი რა­მეა, რა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა გა­უფრ­თხილ­დე. შე­იძ­ლე­ბა იყო ღა­რი­ბი, მაგ­რამ ღირ­სე­ბა არ უნდა და­კარ­გო.“

ლე­ვან ლა­უ­და­ძე, მუ­სი­კო­სი: „ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ უნდა იყოს ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც და­ი­ცავს მუ­სი­კო­სე­ბის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც მიბ­მუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ძალა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­საც სურს გა­და­ი­ბი­როს მუ­სი­კო­სე­ბი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არის რუ­სუ­ლი და მე პი­რა­დად რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით უარ­ყო­ფი­თად ვუ­ყუ­რებ იმას, რომ კულ­ტუ­რის პრო­ცე­სებ­ში ცდი­ლო­ბენ ჩა­რე­ვას. ჩემ­თვის, ამის წი­ნა­აღ­მდე­გი რომ ვიყო საკ­მა­რი­სია ის ფაქ­ტიც, რომ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­აა. ხალ­ხი, ვინც მას წარ­მო­ად­გენს და ცდი­ლობს მუ­სი­კო­სე­ბის გა­და­ბი­რე­ბას, ჩემ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი ნამ­დვი­ლად არაა. ის ფაქ­ტი, რომ დათო ხუ­ჯა­ძე და აჩი ფურ­ცე­ლა­ძე, რომ­ლე­ბიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ რუ­სეთ­ში და ახლა ცდი­ლო­ბენ ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის გა­და­ბი­რე­ბას და ორ­მა­გი ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ცე­მას, ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ და მათი მი­ზა­ნი დარ­ჩე­ბა უბ­რა­ლოდ მიზ­ნად“

მი­ხე­ილ ზა­ქა­რი­აშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი: ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე უნდა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს. მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში RAO-ს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­მოს­ვლას იმი­ტომ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი, რომ ჩემი უფ­ლე­ბე­ბი რუ­სეთ­ში ბევ­რჯერ და­ირ­ღვა. ამ სა­ხელ­მწი­ფომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სხვა­გან რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს? სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ გიგა კო­ბა­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩვენ­თვის ბევ­რი გა­ა­კე­თა, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ მათი საქ­მი­ა­ნო­ბით.

გა­ი­ზარ­და ცნო­ბი­ე­რე­ბაც. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გო, რომ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაც დარ­ღვე­ვაა. ამას ბევ­რი წელი და საკ­მა­ოდ დიდი კამ­პა­ნია დას­ჭირ­და. სწო­რედ ამი­ტომ ვუ­ჭერ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩვენ­სა­ვით პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს. სა­დაც რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, აქ კარ­გად ნამ­დვი­ლად არაა და­ცუ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­ში მშვე­ნივ­რად იყო და­ცუ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, ვიდ­რე რუ­სე­თი არ ჩა­ე­რია და რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია არ გაჩ­ნდა. არც რუ­სეთ­მა და არც სხვა ქვე­ყა­ნამ არ უნდა აკონ­ტრო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი.“

ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: „ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, რო­მელ­მაც ნუ­ლი­დან და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა და მოკ­ლე ხან­ში საკ­მა­ოდ კარგ შე­დეგს მი­აღ­წია. ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი, რო­მელ­თა­გა­ნაც მე მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბა მეს­მის. ეს კი ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია. მე ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რო ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს და არას­დროს მო­მინ­დე­ბა იმ ქვეყ­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც ჩემი ქვეყ­ნის ოკუ­პან­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია ბევ­რს აკე­თებს რო­გორც ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის­თვის, ისე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდის კუ­თხით. წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა აქვთ, რაც ნამ­დვი­ლად სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვია. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს და მათ შო­რის, ასო­ცი­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აპ­ლო­დის­მენ­ტებს იმ­სა­ხუ­რებს.“

ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლის საფრ­თხე და შე­სა­ბა­მი­სად კამ­პა­ნია „არა ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ას“ ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე მას­ში 200 მდე ქარ­თველ­მა ხე­ლო­ვან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული“ - კამპანია, რომელმაც ქართველი ხელოვანები გააერთიანა

"ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული“ - კამპანია, რომელმაც ქართველი ხელოვანები გააერთიანა

„არა ინტელექტის ოკუპაციას“ - ეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კამპანიაა, რომელიც რუსეთის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაციის მიმართ არის მიმართული. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, რუსეთი ცდილობს, საქართველოში საავტორო უფლებები გააკონტროლოს და ამისთვის ზეწოლისა და ციხის შიგნიდან გატეხვის მეთოდებსაც კი მიმართავს. კამპანიით „არა ინტელექტის ოკუპაციას“ ასოციაციის წევრები და კამპანიაში მონაწილე ხელოვანები საქართველოში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საავტორო უფლებების დამცველი ახალი ორგანიზაციის დაარსების მცდელობას აპროტესტებენ.

საფრთხე საკმაოდ რეალურია, თუმცა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მხარს უჭერს არაერთი ცნობილი და წარმატებული ავტორი.

მანანა მენაბდე, მუსიკოსი: „ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს და იქ ვმუშაობდი კიდეც. თუ შევამჩნიე, რომ ჩემი მეგობრებიც იჭრებიან ჩემი ქვეყნის უფლებებში, მათ წინააღმდეგაც კი წავალ. ჩემს ბინაში ხომ არ შემოვუშვებ მეზობელს და ხომ არ მივცემ მისი წესების დაწესების საშუალებას.

ჰოდა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ამის უფლება? ეს ხომ არ არის ქართველისა და რუსის ნამღერის შეფასება და ამაზე არჩევანის გაკეთება? სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და პროტესტს სხვა საფუძველი და მიზეზები აქვს. თან საქართველოში საავტორო უფლებათა ასოციაცია მშვენივრად მუშაობს და რა უფლება აქვს რუსეთს, რომ ჩაერიოს? რუსეთს კი არა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამის უფლება. მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის მხარეს ვიქნები. ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იმ ხალხასაც მინდა ვუთხრა, რომ დაფიქრდნენ, დღეს აიღებენ გარკვეულ თანხას და ხვალ აღარაფერი ექნებათ, ღირსებადაკარგულები იქნებიან. ღირსება კი ისეთი რამეა, რასაც ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდე. შეიძლება იყო ღარიბი, მაგრამ ღირსება არ უნდა დაკარგო.“

ლევან ლაუდაძე, მუსიკოსი: „ქვეყანაში კანონით განსაზღვრულია, რომ უნდა იყოს ერთი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მუსიკოსების საავტორო უფლებებს. ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც მიბმულია საერთაშორისო საზოგადოებასთან და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი ძალა ამ მიმართულებით, რომელსაც სურს გადაიბიროს მუსიკოსები. ეს ორგანიზაცია არის რუსული და მე პირადად რუსული კომპანიებისა და ორგანიზაციების მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი.

განსაკუთრებით უარყოფითად ვუყურებ იმას, რომ კულტურის პროცესებში ცდილობენ ჩარევას. ჩემთვის, ამის წინააღმდეგი რომ ვიყო საკმარისია ის ფაქტიც, რომ რუსული კომპანიაა. ხალხი, ვინც მას წარმოადგენს და ცდილობს მუსიკოსების გადაბირებას, ჩემთვის ავტორიტეტი ნამდვილად არაა. ის ფაქტი, რომ დათო ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოღვაწეობენ რუსეთში და ახლა ცდილობენ ქართველი მუსიკოსების გადაბირებას და ორმაგი ანაზღაურების მიცემას, ჩემთვის სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ და მათი მიზანი დარჩება უბრალოდ მიზნად“

მიხეილ ზაქარიაშვილი, კომპოზიტორი: ქართველი ავტორების საავტორო უფლებები საქართველოშივე უნდა კონტროლდებოდეს. მეორე მხრივ, საქართველოში RAO-ს კონტროლირებადი ორგანიზაციის შემოსვლას იმიტომ ვეწინააღმდეგები, რომ ჩემი უფლებები რუსეთში ბევრჯერ დაირღვა. ამ სახელმწიფომ საკუთარ ქვეყანაში ვერ მოახერხა საავტორო უფლებების დაცვა და სხვაგან როგორ მოახერხებს? საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით ჩვენთვის ბევრი გააკეთა, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი საქმიანობით.

გაიზარდა ცნობიერებაც. საზოგადოებამ გაიგო, რომ საავტორო უფლებების დარღვევაც დარღვევაა. ამას ბევრი წელი და საკმაოდ დიდი კამპანია დასჭირდა. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყანაში ერთი ორგანიზაცია უნდა აკონტროლებდეს საავტორო უფლებებს. სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა, აქ კარგად ნამდვილად არაა დაცული საავტორო უფლებები. მაგალითად, უკრაინაში მშვენივრად იყო დაცული საავტორო უფლებები, ვიდრე რუსეთი არ ჩაერია და რამდენიმე ორგანიზაცია არ გაჩნდა. არც რუსეთმა და არც სხვა ქვეყანამ არ უნდა აკონტროლოს საქართველოში საავტორო უფლებები.“

ნეკა სებისკვერაძე, მომღერალი: „ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, რომელმაც ნულიდან დაიწყო საქმიანობა და მოკლე ხანში საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია. ასოციაციაში გაწევრიანებულია არაერთი ქართველი ავტორი, რომელთაგანაც მე მხოლოდ მადლიერება მესმის. ეს კი ძალიან დასაფასებელია. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იმ პოზიციაზე, რომ ვუგულშემატკივრო ყველაფერ ქართულს და არასდროს მომინდება იმ ქვეყნის ინსტიტუციის მხარდაჭერა, რომელიც ჩემი ქვეყნის ოკუპანტია.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ბევრს აკეთებს როგორც ქართველი ავტორებისთვის, ისე საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდის კუთხით. წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ზრდა აქვთ, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი მხარდაჭერა ყველაფერ ქართულს და მათ შორის, ასოციაციას, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე აპლოდისმენტებს იმსახურებს.“

ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის საფრთხე და შესაბამისად კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას“ ჯერ კიდევ გრძელდება. ამ ეტაპზე მასში 200 მდე ქართველმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის