მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში"
რა ცვლილებებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აცხა­დებს, რომ სა­ჭი­როა, პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლოს.

"მინ­და გა­გაც­ნოთ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­მა­ვალ ყრი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­სუ­ლი წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის არ­ჩევ­ნე­ბი ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ი­პა­რა, სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი დიდ ცვლი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოხ­და მარ­თლაც ფარ­თო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო ფი­გუ­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, ძა­ლე­ბის.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს ფარ­თო კო­ა­ლი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა ხალ­ხის, მაგ­რამ რა თქმა უნდა, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა პი­როვ­ნე­ბებ­ზე, არა­მედ - პრინ­ცი­პებ­ზე, რა­ცაა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის დას­რუ­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სწრა­ფი გა­ჯან­სა­ღე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასეც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამა­ში გა­დამ­წყვეტ, წამ­ყვან როლს თა­მა­შობს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც არის ძალა, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან მა­გა­რი წარ­სუ­ლი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქვს ასე­ვე კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მო­მა­ვა­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ ამ მო­მავ­ლის დროც დად­გეს, სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა და პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიდა წყო­ბის შეც­ვლა. რო­გორც არას­დროს, პარ­ტი­ა­ში ახა­ლი ხალ­ხის მოს­ვლა და მარ­თვის მთლი­ა­ნად ახალ პრინ­ცი­პებ­ზე აწყო­ბაა სა­ჭი­რო. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი: მე არ მიშ­ვებს ქვე­ყა­ნა­ში, ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი ლი­დე­რი ცი­ხე­შია, სულ ახ­ლა­ხანს და­ვით კირ­კი­ტა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს და ეს, რა თქმა უნდა, არ­თუ­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შა­ო­ბას. ეს რომ გა­და­ი­ლა­ხოს, უნდა ვი­ყოთ მუდ­მი­ვად მოქ­ნი­ლე­ბი და ვა­კე­თოთ ისე­თი რამ, რაც არც ერთი დღით არ შე­ა­ჩე­რებს ამ ბრძო­ლას" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა. სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ელექტრო­ნუ­ლად, პირ­და­პირ შეძ­ლონ ჩარ­თვა.

"მოძ­რა­ო­ბას სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ამ დრო­შას აი­ტა­ცებს თქვენ­თან ერ­თად. მე ვფიქ­რობ, გრი­გოლ ვა­შა­ძემ ძა­ლი­ან მაგ­რად ჩა­ა­ტა­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია და მე პი­რა­დად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მას და­ვუ­ჭერ­დი მხარს. ისე­ვე, რო­გორც ჩვენ გვჭირ­დე­ბა ახა­ლი ხალ­ხის ჩარ­თვა პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭო­ში, რო­გორ უნდა შე­ირ­ჩეს ეს ხალ­ხი, ვინ უნდა შე­არ­ჩი­ოს?

გვყავს 400 000 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და აქ­ტი­ვის­ტი. ამ ხალ­ხმა, თქვენ უნდა მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არა ვი­ღა­ცე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კუ­ლი­სებ­ში და ვი­ღა­ცე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით, არა­მედ, პი­რა­დად თქვენ უნდა მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ელექტრო­ნუ­ლი კენ­ჭისყ­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბი იძ­ლე­ვა. შეგ­ვიძ­ლია, ხმა მივ­ცეთ ჩვე­ნი „აი­ფო­ნით“, აპ­ლი­კა­ცი­ით, რო­მე­ლიც გვექ­ნე­ბა ტე­ლე­ფონ­ში. იმე­დია, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ძი­რი­თად პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ხმის მი­ცე­მა ელექტრო­ნუ­ლად, პირ­და­პი­რი ჩარ­თვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში - კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, მათ შო­რის სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის შერ­ჩე­ვა­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში, ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ლი­დე­რი გრი­გოლ ვა­შა­ძე და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ტი­ას სჭირ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო ეფექ­ტუ­რი მარ­თვის სის­ტე­მა.

„ჩემი არ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა თუ არა თავ­ჯდო­მა­რედ, ამას ყრი­ლო­ბა იტყვის. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბას, ნდო­ბის­თვის დიდი მად­ლო­ბა. რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ი­დან მი­დის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი! მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ლი­დე­რია და ყვე­ლა ის ცვლი­ლე­ბა, რაც ამ პარ­ტი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით ხდე­ბა, იმი­ტომ რომ იმ მძი­მე პო­ლი­ტი­კურ პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­შიც ჩვენ შევ­დი­ვართ, პარ­ტი­ას სჭირ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო ეფექ­ტუ­რი მარ­თვის სის­ტე­მა და ეს პარ­ტი­ის ლი­დერ­მა შე­იგ­რძნო ყვე­ლა­ზე სწრა­ფად” - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა ცვლილებებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში"

რა ცვლილებებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.

"მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები "ნაციონალური მოძრაობის" მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში. მოხდა მართლაც ფართო გაერთიანება სხვადასხვა საზოგადო ფიგურის, პოლიტიკური პარტიების, ძალების.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული არა პიროვნებებზე, არამედ - პრინციპებზე, რაცაა საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ეს ყველაფერი ასეც იქნება, მაგრამ ამაში გადამწყვეტ, წამყვან როლს თამაშობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქვს ასევე კიდევ უფრო საინტერესო მომავალი.

იმისათვის, რომ ამ მომავლის დროც დადგეს, საჭიროა მუდმივი განახლება და პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის შეცვლა. როგორც არასდროს, პარტიაში ახალი ხალხის მოსვლა და მართვის მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობაა საჭირო. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი: მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ციხეშია, სულ ახლახანს დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. ეს რომ გადაილახოს, უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არც ერთი დღით არ შეაჩერებს ამ ბრძოლას" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია პარტიის თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისმა მხარდამჭერებმა ელექტრონულად, პირდაპირ შეძლონ ჩართვა.

"მოძრაობას სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს?

გვყავს 400 000 რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცების მეშვეობით, კულისებში და ვიღაცების მოლაპარაკებებით, არამედ, პირადად თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რის საშუალებასაც ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები იძლევა. შეგვიძლია, ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გვექნება ტელეფონში. იმედია, უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა ელექტრონულად, პირდაპირი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - კანდიდატების შერჩევაში, მათ შორის საარჩევნო სიების შერჩევაში უახლოეს მომავალში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მის განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე და აღნიშნა, რომ პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა.

„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები