მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები გავლენებს იძლიერებენ..." - რატომ აშინებთ აფხაზებს მუსლიმების გააქტიურება
"ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები გავლენებს იძლიერებენ..." - რატომ აშინებთ აფხაზებს მუსლიმების გააქტიურება

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ადი­ღე­სა და კრას­ნო­და­რის მხა­რის მუს­ლი­მუ­რი დი­ას­პო­რა, სო­ხუმ­ში მდე­ბა­რე მე­ჩე­თის გა­ფარ­თო­ე­ბას იწყებს. ამის შე­სა­ხებ, რე­გი­ონ­ში ადი­ღეს რეს­პუბ­ლი­კი­სა და კრას­ნო­და­რის მხა­რის მუფ­ტი ას­კარ­ბია კარ­და­ნო­ვი აცხა­დებს.

Апсныпресс-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დე­ლე­გა­ცია აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, რაულ ხა­ჯიმ­ბას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას შეხ­ვდა. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი სტუმ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გეგ­მა­ში აქვთ გუ­და­უ­თის მე­ჩე­თის გა­ფარ­თო­ვე­ბაც.

"ჩვე­ნი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია ჩვენს ძმებ­თან, მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბა და კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. ჩვენ ად­გი­ლობ­რი­ვებს ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ რე­პატ­რი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. ვი­სა­უბ­რეთ შემ­დეგ გეგ­მებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში" - გა­ნა­ცხა­და კარ­და­ნოვ­მა სო­ხუმ­ში ყოფ­ნი­სას.

მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, აფხა­ზურ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აფხა­ზე­თის მუფტ­მა თე­მურ ძი­ბამ და აღ­ნიშ­ნა, რომ "მუ­ჰა­ჯი­რო­ბის წლებ­ში აფხაზ და ადი­ღე­ველ ძმებს შო­რის ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა იყო, რა­მაც აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი ჰე­გე­მო­ნი­ის წლებ­ში უფრო ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო... ამ ვი­ზი­ტის შემ­დეგ, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში უფრო მჭიდ­რო გახ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და მან.

ადი­ღე­ვე­ლი მუფ­ტის ცნო­ბით, სო­ხუ­მის მე­ჩე­თის გა­სა­ფარ­თო­ე­ბე­ლი თან­ხა და გეგ­მა აფხაზ მუფტს გა­და­ე­ცა...

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდა. სა­კი­თხის Абхаз Авто-ზე გან­ხილ­ვი­სას, ერთი ნა­წი­ლი წერს, რომ ღმერ­თი ყვე­ლას­თვის ერ­თია და ლოც­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს; სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აფხა­ზე­თი ყო­ველ­თვის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო” და ბოლო დროს მუს­ლი­მე­ბის მომ­რავ­ლე­ბა და მათი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, არა მხო­ლოდ სო­ხუმ­ში, მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­ში, ქრის­ტი­ა­ნე­ბის სი­სუს­ტეს უს­ვამს ხაზს...

“საქ­მე ის არის, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ამას ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას უნდა ას­წავ­ლიდ­ნენ, თუკი ჩვენ თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე გვაქვს პრე­ტენ­ზია. თუმ­ცა, ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს,“ - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

“მე­ჩე­თე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ დღეს ერთს გა­ა­ფარ­თო­ვე­ბენ, ხვალ კი­დევ მე­ო­რის აშე­ნე­ბა მო­უნ­დე­ბათ და ასე შემ­დეგ... მათ ძა­ლი­ან ბევ­რი ფული აქვთ. კი ბა­ტო­ნო, აა­შე­ნონ, მაგ­რამ ფული ბევრ რა­მეს წყვეტს, მით უფრო ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში და შემ­დეგ იტყვი­ან, აი, ერთი არ არის საკ­მა­რი­სი, კი­დევ გვჭირ­დე­ბაო," - წერს ერიკ არჩბა.

“ვინც წერს, რომ აფხა­ზეთ­ში არც ისე ცოტა მუს­ლი­მია, მათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ - ვფიქ­რობ, აჭარ­ბებთ... რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთ­ში ის­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბას, აქ ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა. ის­ლამ­თან და ზო­გა­დად, სხვა რე­ლი­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე “სიყ­ვა­რუ­ლით არას­დროს იწე­რე­ბო­და” და წარ­სუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია,” - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი “ვოვა პუ­ტი­ნის” ზედ­მეტ­სა­ხე­ლით.

“ვიდ­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან, მუს­ლი­მე­ბი რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნებს იძ­ლი­ე­რე­ბენ” - წერს ნი­კოს კსე­ნა­კი­სი.

“ეს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი უტვი­ნო­ე­ბის მარ­თვი­სა და მათ­ზე ზე­წო­ლის კი­დევ ერთი მე­ქა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც რე­ლი­გი­უ­რი უთან­ხმო­ე­ბა ხალ­ხებს შო­რის სის­ხლი­ა­ნი ომე­ბის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რა...” - მი­აჩ­ნია “ია­სონ აფხაზს.”

“გა­ი­ხე­დეთ სოფ­ლებ­სა და რა­ი­ო­ნებ­ში რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი, მათ პუ­რის ფუ­ლი­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა უწევთ. “იეჰო­ვას მოწ­მე­ებ­მა” უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­და­ი­ბი­რეს, რომ მათ შე­მო­სა­ვა­ლი მის­ცეს. გა­ნათ­ლე­ბის მხრივ რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ჩემ­ზე კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასე რომ, - იგი­ვე მოხ­დე­ბა ახ­ლაც... მათი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა უკვე თვალ­ში სა­ცე­მია” - ამ­ბობს მა­რი­ნა ძი­აპ­შ­ბა.

“ვი­ღა­ცე­ებ­მა ვი­თომ პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვით ირ­ბი­ნეს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, - რა­ღაც სა­ეჭ­ვო ფუ­ლე­ბით ასე­ვე სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შექ­მნეს. ამის შე­დე­გია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხვალ კა­დი­რო­ვის წე­სე­ბი რომ და­ამ­კვიდ­რონ, არც გა­მიკ­ვირ­დე­ბა. მი­დით, ასე გა­აგ­რძე­ლეთ და ტუ­რის­ტე­ბი თან­და­თან და­ი­ვი­წყეთ!” - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი კი­უ­ტი.

ფოტო: apsnypress.info

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები გავლენებს იძლიერებენ..." - რატომ აშინებთ აფხაზებს მუსლიმების გააქტიურება

"ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები გავლენებს იძლიერებენ..." - რატომ აშინებთ აფხაზებს მუსლიმების გააქტიურება

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ადიღესა და კრასნოდარის მხარის მუსლიმური დიასპორა, სოხუმში მდებარე მეჩეთის გაფართოებას იწყებს. ამის შესახებ, რეგიონში ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუფტი ასკარბია კარდანოვი აცხადებს.

Апсныпресс-ის ინფორმაციით, სასულიერო პირების დელეგაცია აფხაზეთში იმყოფებოდა და ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას წარმომადგენლობას შეხვდა. ჩრდილოეთ კავკასიელი სტუმრების ინიციატივით, გეგმაში აქვთ გუდაუთის მეჩეთის გაფართოვებაც.

"ჩვენი ვიზიტის მიზანია ჩვენს ძმებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გამყარება და კავშირების გაფართოება. ჩვენ ადგილობრივებს ასევე ინფორმაცია მივაწოდეთ რეპატრიაციის შესახებ. ვისაუბრეთ შემდეგ გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებზე, როგორც სასულიერო ასევე, სოციალურ სფეროებში" - განაცხადა კარდანოვმა სოხუმში ყოფნისას.

მასთან საუბრის შემდეგ, აფხაზურ მედიასთან კომენტარი გააკეთა აფხაზეთის მუფტმა თემურ ძიბამ და აღნიშნა, რომ "მუჰაჯირობის წლებში აფხაზ და ადიღეველ ძმებს შორის ხანგრძლივი პაუზა იყო, რამაც აფხაზეთში ქართული ჰეგემონიის წლებში უფრო ფართო მასშტაბები მიიღო... ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში უფრო მჭიდრო გახდება" - განაცხადა მან.

ადიღეველი მუფტის ცნობით, სოხუმის მეჩეთის გასაფართოებელი თანხა და გეგმა აფხაზ მუფტს გადაეცა...

ამ ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა. საკითხის Абхаз Авто-ზე განხილვისას, ერთი ნაწილი წერს, რომ ღმერთი ყველასთვის ერთია და ლოცვის უფლება ყველას აქვს; სხვები ამბობენ, რომ აფხაზეთი ყოველთვის ქრისტიანული ქვეყანა იყო” და ბოლო დროს მუსლიმების მომრავლება და მათი გავლენების გაძლიერება, არა მხოლოდ სოხუმში, მთლიანად რეგიონში, ქრისტიანების სისუსტეს უსვამს ხაზს...

“საქმე ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში აფხაზები ქრისტიანები იყვნენ. ამას ჩვენს მომავალ თაობას უნდა ასწავლიდნენ, თუკი ჩვენ თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და სამშობლოს სიყვარულზე გვაქვს პრეტენზია. თუმცა, ამაზე არავინ ფიქრობს,“ - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“მეჩეთების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დღეს ერთს გააფართოვებენ, ხვალ კიდევ მეორის აშენება მოუნდებათ და ასე შემდეგ... მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ. კი ბატონო, ააშენონ, მაგრამ ფული ბევრ რამეს წყვეტს, მით უფრო ჩვენს რეალობაში და შემდეგ იტყვიან, აი, ერთი არ არის საკმარისი, კიდევ გვჭირდებაო," - წერს ერიკ არჩბა.

“ვინც წერს, რომ აფხაზეთში არც ისე ცოტა მუსლიმია, მათ საყურადღებოდ - ვფიქრობ, აჭარბებთ... რაც შეეხება აფხაზეთში ისლამის გავრცელებას, აქ ნამდვილად გვჭირდება სერიოზული დაფიქრება. ისლამთან და ზოგადად, სხვა რელიგიებთან ურთიერთობებზე “სიყვარულით არასდროს იწერებოდა” და წარსულის გათვალისწინება აუცილებელია,” - წერს ინტერნეტმომხმარებელი “ვოვა პუტინის” ზედმეტსახელით.

“ვიდრე მართლმადიდებლები ერთმანეთს ებრძვიან, მუსლიმები რეგიონში გავლენებს იძლიერებენ” - წერს ნიკოს კსენაკისი.

“ეს ჩვენს ხელისუფლებაში მყოფი უტვინოების მართვისა და მათზე ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი იქნება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც რელიგიური უთანხმოება ხალხებს შორის სისხლიანი ომების მიზეზი გამხდარა...” - მიაჩნია “იასონ აფხაზს.”

“გაიხედეთ სოფლებსა და რაიონებში როგორ ცხოვრობს ხალხი, მათ პურის ფულისა და გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ. “იეჰოვას მოწმეებმა” უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ გადაიბირეს, რომ მათ შემოსავალი მისცეს. განათლების მხრივ რაც ქვეყანაში ხდება, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ, - იგივე მოხდება ახლაც... მათი გავლენების გაძლიერება უკვე თვალში საცემია” - ამბობს მარინა ძიაპშბა.

“ვიღაცეებმა ვითომ პატრიოტული მოტივით ირბინეს ჩრდილოეთ კავკასიაში, - რაღაც საეჭვო ფულებით ასევე საეჭვო ორგანიზაციები შექმნეს. ამის შედეგია ეს ყველაფერი, ხვალ კადიროვის წესები რომ დაამკვიდრონ, არც გამიკვირდება. მიდით, ასე გააგრძელეთ და ტურისტები თანდათან დაივიწყეთ!” - წერს ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი კიუტი.

ფოტო: apsnypress.info

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი