ლეტიცია კასტა 1990-იან წლებში მართლაც მილიონობით მამაკაცის სათაყვანებელი ქალი იყო. მას ყოველთვის ასახელებდნენ ყველაზე სასურველთა, ულამაზესთა, სექსუალურთა რეიტინგებში. მოდელსა და მსახიობს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა უკვე 10 წელზე მეტია, ისე აქტიურად აღარ ჩანს ასპარეზზე და აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა რომელიმე დიდ ღონისძიებაზე თუ პრემიერაზე.
ფრანგი ლამაზმანი 1978 წელს არის დაბადებული ნორმანდიაში, ძალიან მყარ, იდეალურ ოჯახში, სადაც მასთან ერთად კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა - მისი უფროსი ძმა და უმცროსი დაიკო მარი ანჟი, რომელიც ასევე მოდელი გახდა.
ლეტიციამ ბავშვობა და ახალგაზრდობა ნორმანდიასა და კორსიკაში გაატარა, დედისა და მამის მშობლიურ მხარეებში.
1993 წლიდან დაიწყო ლეტიციას კარიერა, როცა ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო. მისი სილამაზე ცნობილმა სამოდელო სააგენტოებმა მაშინვე შეამჩნიეს და წამყვანი დიზაინერების მუზად იქცა, იყო "ვიქტორიას სიკრეტის" ანგელოზი, იღებდნენ ყველაზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, გამოდიოდა რობერტო კავალის, ჟივანშის, ჟან-პოლ გოტიეს, შანელის, რალფ ლორენის და სხვათა ჩვენებებზე. წაიკითხეთ სრულად